გადაწყვეტილება №25602/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.10.2025
№ დოკუმენტი 25602/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25602/2/2025

16 ოქტომბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 6.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25602/2/2025).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 27.02.2025 წლის №24504/2/2024 (რეგ. 12.03.2025წ. 03/17079) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 23.06.2025 წლის დასკვნა;

2. აუდიტის დეპარტამენტის 7.07.2025 წლის №15290 ბრძანება;

3. აუდიტის დეპარტამენტის 7.07.2025 წლის №006-240 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 1 109 704.82 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 550 365

დღგ - 144 737

მოგების გადასახადი - 92

საშემოსავლო გადასახადი - 405 536

ჯარიმა - 301 164

საურავი - 258 175.82

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობების მშენებლობა. აუდიტის დეპარტამენტის 23.02.2023 წლის №3426 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა კომპანიის საქმიანობის, 1.01.2020 წლიდან 1.02.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 15.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხზე ირკვევა რომ: კომპანიაში ჩატარდა შესამოწმებელი პერიოდში საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი.

შემოწმებისას გადასახადის გადამხდელი სათანადოდ არ თანამშრომლობდა, არ არის წარდგენილი ბუღალტრული პროგრამა და ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი სრულყოფილი დოკუმენტაცია. საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა საწარმოს მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერების, დოკუმენტაციის, ახსნა-განმარტებების, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და სხვა უწყებების მიერ მიწოდებული/პორტალზე განთავსებული ინფორმაციებით. ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის პროცესში შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისსა და ბოლოსთვის სალაროს და დებიტორულკრედიტორული დავალიანების ნაშთად მიჩნეულია 0 ლარი.

საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის საფუძველზე, შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციით, შესამოწმებელი პერიოდის საწყისი (სასტარტო) ნაშთების დასადგენად, ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი ჩატარდა ასევე, საწარმოს დაფუძნებიდან მთლიან ხანდაზმულ პერიოდზე. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 2017, 2018, 2019 წლებში შპს ---ს დანახარჯები აღემატებოდა შემოსავლებს 434 284 ლარით, აღნიშნულ ხანდაზმულ პერიოდებში საბანკო ამონაწერებში დაფიქსირებული კაპიტალის შეტანა/გატანის გათვალისწინებით. შესაბამისად, ჩაითვალა, რომ აღნიშნული თანხა შესაძლებელია წარმოადგენდეს დამფუძნებლის მიერ კაპიტალში შენატანს. შესამოწმებელი პერიოდის ჭრილში შემოსავლების მეტობა ხარჯებზე შეადგენს 2 377 219 ლარს. საწარმოს 8.11.2019 წლის იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხი აქვს აღებული შპს „---გან“ (ს/ნ ---) 800 000 ევრო (ექვ. 2 624 640 ლარი) წლიური 20%-ით, რომლითაც დაიფარა სს ,,---“ იმ დროისთვის არსებული სასესხო ვალდებულება (460 000 ევრო) და დარჩენილი თანხის მიზნობრიობას წარმოადგენდა საბრუნავი საშუალებების შევსება. 10.01.2020 წელს სს „---სა“ და რამდენიმე იურიდიულ პირს, მათ შორის შპს „---ს“ და ფ/პ ---ს შორის გაფორმდა თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების, მისი დანართისა და შესული ცვლილებების შესახებ დამატებითი ხელშეკრულებების შესწავლის შედეგად არ დგინდება კონკრეტულად რა თანხა გაიცა შპს „--ზე“, რამდენ ტრანშად და დაფარვის გრაფიკის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება, თუმცა, საბანკო ამონაწერში ფიქსირდება ბიზნეს სესხის ძირის, პროცენტისა და სესხთან დაკავშირებული ჯარიმების გადარიცხვები შპს „---ის“ მიერ შესამოწმებელ პერიოდში. კომპანიის დირექტორის მიერ წარდგენილი ერთ-ერთი განმარტების თანახმად, ერთობლივი ბიზნეს სესხის აღების შედეგად დაიფარა შპს „---ში“ დარჩენილი სესხი, ასევე სს „---ის“ სესხით განხორციელდა ბინებისთვის შეტანილი თანხების მყიდველებისთვის უკან დაბრუნება.

აღნიშნულის გათვალისწინებით, გამოვლინდა, რომ ბანკში კაპიტალის დანიშნულებით შეტანილი თანხები ფაქტობრივად წარმოადგენს სს „---ში“ აღებული ერთობლივი ბიზნეს სესხიდან მიღებულ სახსრებს და არა კაპიტალში დამფუძნებლის შენატანებს. შემოწმების პროცესში არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნულ სესხთან დაკავშირებული ინფორმაცია (ხელშეკრულებები, წილობრივი მონაცემები, სესხის ჩარიცხვის დრო, ანგარიში და ოდენობა და სხვა.) მიწოდებული არ ყოფილა. გადამხდელის საბანკო ამონაწერებში დაფიქსირებული თანხების შეტანა „კაპიტალის დანიშნულებით“, ცალსახად მოხმარდა შპს „---ის“ სესხის ძირის და პროცენტის დაფარვას და ასევე, შეწყვეტილი შეთანხმებების ფარგლებში ბინის მყიდველებს თანხები დაუბრუნდათ უკან, რაც ჯამში შეადგენს 2 935 740 ლარს. შედეგად გამოვლინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოს განკარგვადი თანხა, რაზეც სხვა სახის ინფორმაცია არ არსებობს შეადგენს 1 645 909.5 ლარს (აღნიშნულ თანხა უკვე მოცემულია ხანდაზმულ პერიოდში ხარჯების სრულად დაფარვისთვის დამატებით საჭირო ფულადი სახსრების ჯამში 434 284 ლარის გამოკლების გათვალისწინებით, რაც მიჩნეულია 1.01.2020 წლისთვის კაპიტალის შესაძლო ნაშთად. ასევე, შესამოწმებელ პერიოდზე კაპიტალის ზრდად მიჩნეული თანხების 297 257 ლარის სრულად გატანის გათვალისწინებით).

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის, 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე 2023 წლის იანვრის ბოლოს გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის №33184 ბრძანება და ამავე თარიღის №006-718 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 5.02.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 8.04.2024 წლის №7790 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 4.07.2024 წლის №22983/2/2024 (რეგ. 3.09.2024წ. 03/66712) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 8.04.2024 წლის №7790 ბრძანება, საჩივარი დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით), დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. დაბრუნებული საჩივარი განიხილა შემოსავლების სამსახურმა, რომლის 21.11.2024 წლის №24629 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 27.02.2025 წლის №24504/2/2024 (რეგ. 12.03.2025წ. 03/17079) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

ა) ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 21.11.2024 წლის №24629 ბრძანება;

ბ) გადასახადის გადამხდელს მიეცა შესაძლებლობა, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს, რომ კომპანიის საბანკო ანგარიშზე „კაპიტალის დანიშნულებით“ შეტანილი თანხა (3 232 996 ლარი) რეალურად წარმოადგენს კაპიტალში შენატანს და არა სს „---ში“ აღებული ერთობლივი ბიზნეს სესხის ნაწილს, მათ შორის შემდეგი სახის მტკიცებულებები:

- საბანკო გადარიცხვების ამონაწერები, რომლებიც ასახავს თანხის წარმომავლობას;

- დამფუძნებლის მიერ კაპიტალში შენატანის განხორციელების გადაწყვეტილების დოკუმენტი;

- დოკუმენტაცია, რომელიც გამორიცხავს კომპანიის მიერ მიღებული თანხის კავშირს სესხიდან მიღებულ სახსრებთან დაკავშირებით;

- ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც დაამტკიცებს, რომ აღნიშნული თანხა არ არის სს „---ში“ აღებული ერთობლივი ბიზნეს სესხის ნაწილი და წარმოადგენს საწესდებო კაპიტალში რეალურ შენატანს;

გ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

დ) დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 27.02.2025 წლის №24504/2/2024 (რეგ. 12.03.2025წ. 03/17079) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილია აუდიტის დეპარტამენტის 23.06.2025 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების (შემცირების) საფუძველი არ გამოვლენილა. დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 7.07.2025 წლის №15290 ბრძანება და ამავე თარიღის №006-240 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმების შედეგად დარიცხული თანხის ოდენობა არ შემცირდა, თუმცა არგუმენტირებული მსჯელობა იმ არგუმენტის გასაბათილებლად იმ პირობებში როცა სესხის თანხა მის განკარგვაში არ მოხვედრილა არ იკითხება. საშემოსავლო გადასახადში ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის დარიცხვა განპირობებულია იმ მოტივით, რომ შესამოწმებელ პერიოდში დირექტორის მიერ საზოგადოების საწესდებო კაპიტალში შეტანილი თანხები ჯამში 2 935 740 ლარი შემმოწმებლების მხრიდან „არ ჩაითვალა“ კაპიტალად, თუმცა არც რაიმე კვალიფიკაცია მინიჭებია. აღნიშნული ქმედება შემოწმების აქტის მიხედვით დასაბუთებულია შემდეგი მოტივით: 10.01.2020 წელს სს ---ს, შპს ---ს, რამდენიმე იურიდიული პირს და ფ/პ ---ს (კომპანიის დირექტორი) შორის გაფორმებულია ურთიერთანამშრომლობის ხელშეკრულება, შესაბამისად ამ ხელშეკრულების არსებობის პირობებში, რადგან შპს --- თავდებობის ფარგლებში ფარავდა ხელშეკრულების მონაწილე სხვა იურიდული პირის, კერძოდ შპს ----ს სასესხო ვალდებულებებს, რამეთუ სესხის სრული თანხა გაიცა შპს ---ზე ანუ შპს ---ს პირდაპირი ვალდებულება არ აქვს სს ---ს წინაშე, აღნიშნული საწესდებო კაპიტალში შენატანები „არ ჩაითვალა“ საწესდებო კაპიტალად, თუმცა ვერც ვერანაირი კვალიფიკაცია მიენიჭა, რადგან 10.01.2020 წლის ხელშეკრულების ფარგლებში სს ---ის მიერ შპს ---ზე სესხი არ გაცემულა. შესაბამისად, ერთობლივი სასესხო ვალდებულების ფარგლებში შპს ---ის მიერ სს ---ის წინაშე გადახდილი სესხის ძირის, პროცენტისა და ჯარიმის ნაწილში გადახდილი თანხების ფარგლებში შპს ---ს შპს ---ის წინაშე წარმოეშვა მოთხოვნა და ფ/პ ---ის მიერ შპს ---ში შეტანილ კაპიტალთან აღნიშნულ მოთხოვნას არანაირი კავშირი არ გააჩნია, მეტიც აღნიშნულის დამადასტურებელი სრული დოკუმენტაცია შემოწმების პროცესში მიწოდებულია შემმოწმებლებისათვის, თუმცა შემოწმების აქტში მითითებულია, რომ აღნიშნული დოკუმენტაცია მათ არ ჰქონიათ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში აღნიშნული დარიცხვა შესამცირებელია სრულად, როგორც უსაფუძვლო. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე მითითებით ითხოვს შეფასდეს დარიცხვის მართებულობა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

საბჭოს 27.02.2025 წლის №24504/2/2024 (რეგ. 12.03.2025წ. 03/17079) გადაწყვეტილებით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა შესაძლებლობა, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს, რომ კომპანიის საბანკო ანგარიშზე „კაპიტალის დანიშნულებით“ შეტანილი თანხა (3 232 996 ლარი) რეალურად წარმოადგენს კაპიტალში შენატანს და არა სს „---ში“ აღებული ერთობლივი ბიზნეს სესხის ნაწილს, მათ შორის შემდეგი სახის მტკიცებულებები: საბანკო გადარიცხვების ამონაწერები, რომლებიც ასახავს თანხის წარმომავლობას; დამფუძნებლის მიერ კაპიტალში შენატანის განხორციელების გადაწყვეტილების დოკუმენტი; დოკუმენტაცია, რომელიც გამორიცხავს კომპანიის მიერ მიღებული თანხის კავშირს სესხიდან მიღებულ სახსრებთან დაკავშირებით; ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც დაამტკიცებს, რომ აღნიშნული თანხა არ არის სს „---ში“ აღებული ერთობლივი ბიზნეს სესხის ნაწილი და წარმოადგენს საწესდებო კაპიტალში რეალურ შენატანს; - აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მომჩივანი განმარტავს, რომ ერთობლივი სასესხო ვალდებულების ფარგლებში შპს ---ის მიერ სს ---ის წინაშე გადახდილი სესხის ძირის, პროცენტისა და ჯარიმის ნაწილში გადახდილი თანხების ფარგლებში შპს----ს შპს ---ის წინაშე წარმოეშვა მოთხოვნა და ფ/პ ---ს მიერ შპს ---ში შეტანილ კაპიტალთან აღნიშნულ მოთხოვნას არანაირი კავშირი არ გააჩნია, მეტიც აღნიშნულის დამადასტურებელი სრული დოკუმენტაცია შემოწმების პროცესში მიწოდებულია შემმოწმებლებისათვის, თუმცა შემოწმების აქტში მითითებულია, რომ აღნიშნული დოკუმენტაცია მათ არ ჰქონიათ. ითხოვს შეფასდეს დარიცხვის მართებულობა.

საბჭოს 27.02.2025 წლის №24504/2/2024 (რეგ. 12.03.2025წ. 03/17079) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 23.06.2025 წლის დასკვნით:

31.03.2025 წელს გადასახადის გადამხდელმა ელექტრონულად წარადგინა წერილი შემდეგი დოკუმენტებით: ცნობა სს ---დან, ქვითარი სს ---დან, პარტნიორთა კრების ოქმი და პასუხი სს ---ან. „კრების ოქმის“ სახელით და 31.01.2020 წლით დათარიღებული დოკუმენტის მიხედვით: კრებას ესწრებოდნენ --- (---, 30%-იანი წილის მფლობელი), --- (---, 30%-იანი წილის მფლობელი) და --- (პ/ნ ---, დირექტორი). კრების შედეგად დირექტორ ---ს დაევალა შპს----ის კაპიტალის გაზრდა 820 500 ევროთი, GE---- ანგარიშზე. ---ის და ---ის ნაცვლად ოქმში ფიქსირდება წარმომადგენლის ---ს ხელმოწერები. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საზოგადოებას ჰყავს კიდევ ორი არარეზიდენტი დამფუძნებელი: --- (---, 10%-იანი წილით) და --- (---, 30%-იანი წილი). „კრების ოქმი“ არ არის ნოტარიულად დამოწმებული, არ ახლავს დამფუძნებლების მინდობილობა და არ არის შესაბამისობაში მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის VI თავის მოთხოვნებთან. წარმოდგენილია ასევე, სს ---თან ონლაინ მიმოწერა, რომლის მიხედვით შპს ---ის კითხვა ფორმულირებულია შემდეგნაირად:

„10.01.2020 წელს გაიცა სესხი სს---ის მიერ რომლის თავდებიც იყო შპს ---. გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია თუ ვინ იყო მსესხებელი, რა იყო სესხის თანხა და რომელი კომპანიის ანგარიშზე დაირიცხა სესხის თანხა“. სს ---ის საპასუხო წერილში მითითებულია, რომ ბანკის სისტემაში არ იძებნება 10.01.2020 წელს გაცემული სესხი, რომელზეც ფიქსირდება შპს ---ის თავდებობა. ასევე, დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, ითხოვს დაზუსტებული ინფორმაციის წარდგენას.

შემდგომი მიმოწერა გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია. სს ---თან ინფორმაციის გამოთხოვა განხორციელდა არასწორი ფორმულირებით, ვინაიდან შემოწმების პროცესში წარდგენილი დოკუმენტაციით 10.01.2020 წელს სს ---სა და რამდენიმე იურიდიულ პირსა, მათ შორისაა შპს ---ს და ფ/პ ---ს შორის გაფორმდა თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების, მისი დანართისა და შესული ცვლილებების შესახებ დამატებითი ხელშეკრულებების შესწავლის შედეგად არ დგინდება კონკრეტულად რა თანხა გაიცა შპს ---ზე, რამდენ ტრანშად და დაფარვის გრაფიკის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება და დღემდე უცნობია. თუმცა, საბანკო ამონაწერში დაფიქსირებული ბიზნეს სესხის ძირის, პროცენტისა და ამ სესხთან დაკავშირებული ჯარიმების გადარიცხვები/ჩამოჭრები გათვალისწინებულია შემოწმების პროცესში ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზში (მონაწილეობს ხარჯვით/ფულადი გასავლების ნაწილში) ჯამში 1 421 774,9 ლარი (ეს თანხა მხედველობაში იქნა მიღებული, რადგან შემოწმების პროცესში შპს ---ს წარმომადგენლის - დირექტორ ---ს მიერ დაფიქსირებული ახსნა-განმარტების თანახმად, ერთობლივი ბიზნეს სესხით ჩაიფარა შპს ---ში არსებული შპს ---). გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილია ასევე, სს ----დან (SOLO) ----ზე გაცემული ცნობა, სადაც დაფიქსირებული -----სგან ----თვის --- ანგარიშზე შემდეგ თარიღებში ჩარიცხვები: 21.06.2019წ. - 100 000 აშშ დოლარი, 3.10.2019წ. - 200 000 აშშ დოლარი და 31.01.2020წ. - 450 000 აშშ დოლარი. წარმოდგენილ ცნობას არ ახლავს ამონაწერი, რომელიც შესაძლებელს გახდიდა კონკრეტული ჩარიცხული თანხების შემდგომი მოძრაობის შესწავლას და შესაძლო „კაპიტალის“ თანხებთან დაკავშირებას. დამატებით წარმოდგენილია საგადახდო დავალება ---ის ანგარიშებს შორის (-----) 420 000 აშშ დოლარის გადატანის დასტურად. ამ თანხის შემდგომი მოძრაობის ამსახველი ინფორმაცია არ არის წარმოდგენილი. გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილ დოკუმენტებში ორჯერ ფიგურირებს 31.01.2020 წლით დათარიღებული ტრანზაქციები. შემოწმების პროცესში წარდგენილი ერთ-ერთი საბანკო ამონაწერის მიხედვით, 31.01.2020 წელს ---ის ანგარიშიდან ----ს ევროს ანგარიშზე ფიქსირდება 810 500 ევროს (2 582 901.4 ლარის) ჩარიცხვა, დანიშნულებით „capital increase“, თუმცა ამ უკანასკნელი თანხის კავშირის დადგენა წარდგენილ დოკუმენტებში არსებულ მონაცემებთან ვერ ხდება. შემოწმების პროცესში ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შპს ---ის იმავე ევროს ანგარიშიდან 31 იანვარსვე განხორციელდა შპს ---ის სესხის დაფარვა 2 581 570 ლარით (აღნიშნული სესხის დაფარვაზე გადასახადის გადამხდელს წარდგენილი აქვს ახსნა-განმარტება, რაც აღნიშნული ზევით).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადაანგარიშების ეტაპზე შესწავლილია გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დამატებითი დოკუმენტაცია, რაც არ იქნა მიჩნეული სარწმუნო, სრულყოფილ მტკიცებულებებად. შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების (შემცირების) საფუძველი არ გამოვლენილა. აღნიშნული გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 27.02.2025 წლის №24504/2/2024 (რეგ. 12.03.2025წ. 03/17079) გადაწყვეტილება აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

 

სადავო საკითხი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 27.02.2025 წლის №24504/2/2024 (რეგ. 12.03.2025წ. 03/17079) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობების მშენებლობა. შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ ბანკში კაპიტალის დანიშნულებით შეტანილი თანხები ფაქტობრივად წარმოადგენს ბანკში აღებული ერთობლივი ბიზნეს სესხიდან მიღებულ სახსრებს და არა კაპიტალში დამფუძნებლის შენატანებს.

შემოწმების პროცესში არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, გადამხდელის მიერ აღნიშნულ სესხთან დაკავშირებული ინფორმაცია (ხელშეკრულებები, წილობრივი მონაცემები, სესხის ჩარიცხვის დრო, ანგარიში და ოდენობა და სხვა.) მიწოდებული არ ყოფილა. გადამხდელის საბანკო ამონაწერებში დაფიქსირებული თანხების შეტანა „კაპიტალის დანიშნულებით“, ცალსახად მოხმარდა სესხის ძირის და პროცენტის დაფარვას და ასევე, შეწყვეტილი შეთანხმებების ფარგლებში ბინის მყიდველებს თანხები დაუბრუნდათ უკან, რაც ჯამში შეადგენს 2 935 740 ლარს. შედეგად გამოვლინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოს განკარგვადი თანხა, რაზეც სხვა სახის ინფორმაცია არ არსებობს შეადგენს 1 645 909.5 ლარს.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის, 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე 2023 წლის იანვრის ბოლოს გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 27.02.2025 წლის №24504/2/2024 (რეგ. 12.03.2025წ. 03/17079) გადაწყვეტილება აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 21.