ბრძანება N 14887
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 14887
27 ივნისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2023 წლის 13 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 4 მაისის №19339/2/2023 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული შპს „-------“ (ს/ნ -------) №26371/21 საჩივარი, რომლითაც მომჩივანი ითხოვს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებას. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 9 ივნისის სხდომაზე (ოქმი №63).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2023 წლის 24 იანვარს, შემოსავლების სამსახურში შეიტანა განცხადება, რომლის თანახმად, არაკვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსის გამო შეზღუდული ჰქონდათ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, ნავთობპროდუქტების სპეციალური ანგარიშ-ფაქტურისა და საგადასახადო დოკუმენტის გამოწერა/დადასტურების უფლება და ითხოვა, განხილულიყო კომპანიისთვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების საკითხი და ასევე, ზემოაღნიშნული შეზღუდვების მოხსნა.
აღნიშნულ განცხადებაზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის პასუხი მიიღეს 2023 წლის 6 თებერვალს, რითაც უარი ეთქვათ განცხადებაში დასმული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ კომპანია ამჟამად იმყოფება რეაბილიტაციის რეჟიმში და ზემოაღნიშნული შეზღუდვები აფერხებს რეაბილიტაციის რეჟიმის სრულყოფილად წარმართვას. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე შეეძლოს ფუნქციონირება და ამ გზით ფინანსური პრობლემების მოგვარება.
აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებას.
ფაქტების აღწერა:
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმაციის თანახმად, შპს „-------“ (ს/ნ -------) 2022 წლის 10 ოქტომბერს და 2023 წლის 24 იანვარს განცხადებების საფუძველზე მოითხოვა კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი. ზოგადი წარმოდგენის შექმნის მიზნით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა შეისწავლა შპს „-------“ (ს/ნ -------) შესახებ გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია, რის შემდგომ განხორციელდა სატელოფონო კომუნიკაცია წარმომადგენელთან (ბუღალტერი) გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში მითითებულ ტელეფონის ნომერზე.
ზემოაღნიშნული მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ შპს „-------“ (ს/ნ -------) რეგისტრირებულია 2006 წლის 4 ივნისიდან, ხოლო დღგ-ის გადამხდელად კი 2007 წლის პირველი აპრილიდან. 2022 წლის 5 აგვისტოდან გადამხდელი იმყოფებოდა გაკოტრების რეჟიმში, ამჟამად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საქმისწარმოება. გადასახადის გადამხდელს უფიქსირდებოდა 656458 ლარის ოდენობით აღიარებული დავალიანება (2023 წლის 9 ივნისის მდგომარეობით აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს ჯამში 578961.7 ლარს, ხოლო ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ბარათზე 96861.52 ლარს); შპს „-------“ (ს/ნ -------) ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს ბაზალტის მოპოვება; კომპანია აწარმოებს დაქირავებულ პირთა რეესტრს, სადაც ასახულია ორი პირი: ------- (პ/ნ -------) და ------- (პ/ნ -------). ახსნა-განმარტებაში მითითებულ მინდობილ პირს ------- (პ/ნ -------) არ წარმოუდგენია მინდობილობა; შპს „-------“ (ს/ნ -------) 2022 წლის მანძილზე უფიქსირდება ერთი მიღებული სასაქონლო ზედნადები და არც ერთი მიწოდების სასაქონლო ზედნადები, რაზეც ბუღალტერმა განმარტა, რომ შეზღუდული აქვთ ზედნადების გამოწერა.
ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით „-------“ (ს/ნ -------) მიენიჭა არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი. აღნიშნულის თაობაზე 2023 წლის 6 თებერვალს გადამხდელს ელექტრონულად გაეგზავნა შეტყობინება.
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ 2023 წლის 13 თებერვალს შპს „-------“ (ს/ნ -------) მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილ იქნა №26371/21 საჩივარი. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 აპრილის №7030 ბრძანებით გადასახადის გადამხდელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 აპრილის №7030 ბრძანება გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის 5 აპრილს №19339/2/2023 საჩივრით გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო მიუთითებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომ კომპანია ამჟამად იმყოფება რეაბილიტაციის რეჟიმში და ამის პარალელურად არაკვალიფიციური დღგ-ის სტატუსის გამო კომპანიას შეზღუდული აქვს ანგარიშფაქტურის, ნავთობპროდუქტების სპეციალური ანგარიშ-ფაქტურისა და საგადასახადო დოკუმენტის გამოწერა/დადასტურების უფლება, რაც აფერხებს რეაბილიტაციის რეჟიმის სრულყოფილად წარმართვას. რასაც ისიც ემატება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 14 ივლისის განჩინების (საქმეზე №ბს-3-(კ-21)) მიუხედავად, არ უბრუნდება უკანონოდ ჩამოჭრილი დღგ (აღნიშნული განჩინების საფუძველზე უნდა დაუბრუნდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2017 წელს შემოსავლების სამსახურში გადარიცხული თანხა 143 786,44 ლარი).
საბჭომ ყურადღება გაამახვილა გადამხდელის არგუმენტებზე და მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული ბრძანება გაუქმდა და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს შეუჩეროს ამ ინსტრუქციის 51-ე და 561 მუხლებით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საგადასახადო დოკუმენტების ელექტრონული ფორმით გამოწერის/დადასტურების უფლება, ან/და პირს უარი უთხრას აღნიშნული დოკუმენტების მატერიალური ფორმით გაცემაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე და მის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის მიხედვით.
„ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციიის მომენტიდან, ასევე წინამდებარე „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქცით (შემდგომში - ინსტრუქცია) განსაზღვრული სხვა საფუძვლების არსებობისას ენიჭება კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის ან არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი.
ამავე ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების საფუძველია გადასახადის გადამხდელის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია. ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიმართვის შემთხვევაში, არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელისთვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელისთვის დღგ-ის არაკვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭება შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მომჩივანი ითხოვს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმაციის თანახმად, გადასახადის გადამხდელს უფიქსირდებოდა აღიარებული დავალიანება, მიენიჭა არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელისთვის დღგ-ის არაკვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭება შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302(6); 304
ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანება, მუხლი 51-ე, 561 და 563