გადაწყვეტილება №22078/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.03.2024
№ დოკუმენტი 22078/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№22078/2/2024

07 მარტი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს "------" (ს/ნ "------" )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "--------"-ს 26.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22078/2/2024).

 

დავის საგანი:

დავის განახლება ახლად აღმოჩენილი გარემოების საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 21.09.2022 წლის №081-165 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 13.12.2022 წლის №31320 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 2 391 818. 54 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 1 404 167

დღგ - 519 952

მოგების გადასახადი - 355 205

საშემოსავლო გადასახადი - 529 010

ჯარიმა - 696 179.5

საურავი - 291 472.04

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის პირველი სექტემბრის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.06.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ:

მომჩივანმა 2022 წლის 31 იანვრის მდგომარეობით ჩაატარა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შიდა ინვენტარიზაცია, რა დროსაც გამოვლინდა დანაკლისი 2 012 829 ლარის (დასაბეგრი ბრუნვა) ოდენობით, რაც გაითვალისწინა დღგ-ის დეკლარაციაში 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვის თანხაში. შემოწმების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის მე-7 ნაწილის და 983 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე განისაზღვრა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. მომჩივანს დაერიცხა მოგების გადასახადი და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 21.09.2022 წლის №081-165 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 13.12.2022 წლის №31320 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც, 24.02.2023 წლის №18568/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დააკმაყოფილა.

2024 წლის 26 იანვარს მომჩივანმა ახლად აღმოჩენილი გარემოების დავის განახლების მოთხოვნით, კვლავ მომართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შპს „------ -ს “ (ს/ნ "------") ძირითადი საქმიანობაა სხვადასხვა პროდუქტებით ვაჭრობა. კომპანიას აქვს არაპირდაპირი მეთოდით გამოყენებული დარიცხვა. მომჩივანი აღნიშნავს, რომ მალფუჭებად პროდუქციაზე მუშაობს და ის ფასნამატი რაც ზედნადებით ჰქონდა რეალიზებული საცალო გაყიდულ პროდუქციაზე არ უნდა გამოყენებულიყო. აღნიშნავს, რომ როდესაც ტვირთს იღებდა, პირველად საქონლის რეალიზაციას ახდენდა ცოტა მაღალ ფასში, ხოლო მესამე დღეს ზოგიერთი პროდუქცია ნაგავსაყრელზე მიდიოდა ან ძალიან დაბალ ფასში ყიდდა.

მომჩივანი მიუთითებს 50 პროცენტიან ფასნამატზე და ითხოვს ხელახლა მოხდეს საქმის განხილვა, რისთვისაც თუ საჭირო გახდება წარმოადგენს შეძენა/რეალიზაციის ცხრილებს.

 

დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

საბჭო განმარტავს, რომ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, არის არა მომჩივნის შეხედულებები და დასკვნები, არამედ, რაიმე ფაქტი/მოვლენა, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე. მომჩივანი ვალდებულია დაამტკიცოს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების არსებობა, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას.

მომჩივანი ითხოვს დავის განახლებას ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო თუმცა არ მიუთითებს რაიმე ისეთ გარემოებაზე, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების და საგადასახადო დავის განახლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი მიუთითებს 50 პროცენტიან ფასნამატზე და ითხოვს ხელახლა მოხდეს საქმის განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანმა ჩაატარა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შიდა ინვენტარიზაცია, რა დროსაც გამოვლინდა დანაკლისი,რაც გაითვალისწინა დღგ-ის დეკლარაციაში 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვის თანხაში. შემოწმების შედეგად,განისაზღვრა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. მომჩივანს დაერიცხა მოგების გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების და საგადასახადო დავის განახლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

308,299(7).