გადაწყვეტილება №19701/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19701/2/2023
09 აგვისტო 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---ს 16.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19701/2/2023).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 24.11.2022 წლის №17399/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 13.04.2023 წლის №072-1 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 5 000 ლარი და საქონლის ჩამორთმევა.
ფაქტების აღწერა
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 6.06.2022 წლის №CB1336310 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, მომჩივანმა დაარღვია საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე4 ნაწილის მოთხოვნები. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების (სახ. ნომ. ---) გადამოწმების დროს, (4.05.2022 წ. 19:49 სთ) გამოვლინდა 1 754.5 ლარის საბაზრო ღირებულების ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტების - კრიპტომერიის ჯიშის ფიცრის (1.41 მ3 X 450 ლარი) და ალვის ჯიშის ფიცრის (2.8 მ3 X 400 ლარი) ტრანსპორტირება ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე. აღნიშნული ოქმით მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა. სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 18.07.2022 წლის №18942 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 24.11.2022 წლის №17399/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაევალა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, სადავო საკითხის ხელახლა შესწავლა, და თუ დადასტურდება, მექანიკური შეცდომის არსებობის ფაქტი, მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ნაცვლად, შეეფარდოს ამავე კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებით ჯარიმა 100 ლარის ოდენობით.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 10.04.2023 წლის №7795 ბრძანებით უცვლელად დარჩა ---ს მიმართ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 6.06.2022 წლის №CB1336310 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული სანქცია, აღნიშნულზე გამოიცა ამავე დეპარტამენტის 13.04.2023 წლის №072-1 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტების - დახერხილი ფიცრების ტრანსპორტირებისას, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს მიერ, საგადასახადო კონტროლის პროცედურის განხორციელების შედეგად შედგენილი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით (ოქმი №CB1336310, 6.06.2022 წ. 14:47 სთ) დაეკისრა საგადასახადო სანქცია 5000 ლარი და ჩამოერთვა ტრანსპორტირებული საქონელი - ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტები - დახერხილი ფიცრები.
საგადასახადო კონტროლის პროცედურაზე შედგენილი სამართალდარღვევის ოქმის შედგენის საფუძველს წარმოადგენს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილი, სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით წარდგენილ იქნა საჩივარი შემოსავლების სამსახურში, სადაც არ იყო წარდგენილი ინფორმაცია ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებზე და შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. (ბრძანება №18942, 18.07.2022 წ.). რომელიც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში. დავების განხილვის საბჭოს 24.11.2022 წლის № 17399/2/2022 გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დაევალა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს სადავო საკითხის ხელახლა შესწავლა და მექანიკური შეცდომის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლი 12 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ნაცვლად, გამოყენებულიყო საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა 100 ლარის ოდენობით, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 10.04.2023 წლის №7795 ბრძანების თანახმად, უცვლელად დარჩა ამავე დეპარტამენტის 6.06.2022 წლის №CB1336310 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული სანქცია.
ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტების - დახერხილი ფიცრების ტრანსპორტირებას (სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი ---) ახდენდა ---ს რაიონ სოფელ ----ში მდებარე სახერხი საამქროდან ამავე რაიონის სოფელ ---ში, საკუთარ სახლში დასასაწყობებლად (ტრანსპორტირების დაწყებისა და დასრულების ადგილი მითითებულია ხეტყის სასაქონლო ზედნადებში). ტრანსპორტირების დაწყებისას გამოწერილ იქნა ელექტრონული ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები №ელ----, სადაც ავტომატურად მიეთითება ზედნადების ამოქმედების თარიღი და დრო 04.05.2022 წ. 19:24:08 სთ. (პირველადი სასაქონლო ზედნადები). ტრანსპორტირების დასაწყისში გამოწერილ პირველად სასაქონლო ზედნადებში დაშვებული იქნა ტექნიკური შეცდომა და ზედნადების მე-20 გრაფაში მითითებულ იქნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანების 252-ე მუხლის, მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ხე/მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობები: ცნობა №87/ 17.03.2022 წ. და ცნობა №98/ 29.03.2022 წ. ნაცვლად ბრძანების ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტისა, მიუხედავად იმისა რომ ეს დოკუმენტები არსებობდა (ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები: №1000734564; №1000734565; №1000734566; №1000734559; №1000734563; №1000734562; №1000734567; №1000734569; №1000734568). საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ არ იქნა გათვალისწინებული დაშვებული მექანიკური შეცდომა და არ ითვალისწინებს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის არსებობას (ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები: №1000734564; №1000734565; №1000734566; №1000734559; №1000734563; №1000734562; №1000734567; №1000734569; №1000734568). თავის გადაწყვეტილებაში მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 286-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, გამომდინარე აქედან, ითხოვს განხილულ იქნას წარმოდგენილი დოკუმენტაცია და უზრუნველყოს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაწესებული სანქციის გაუქმება კანონმდებლობის ფარგლებში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით.
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 24.11.2022 წლის №17399/2/2022 გადაწყვეტილებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა, სადავო საკითხის ხელახლა შესწავლა და თუ დადასტურდებოდა, მექანიკური შეცდომის არსებობის ფაქტი, მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ნაცვლად, შეფარდებოდა ამავე კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებით ჯარიმა 100 ლარის ოდენობით.
საგადასახდო მონიტორინგის დეპარტამენტმა 10.04.2023 წლის №7795 ბრძანებით უცვლელად დატოვა ---ს მიმართ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 6.06.2023 წლის №CB1336310 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული სანქცია.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვისას განმარტა, რომ არ იქნა დადასტურებული მექანიკური შეცდომა, შესაბამისად არ არსებობდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ნაცვლად, ამავე კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებით ჯარიმის შეფარდების საფუძველი, კერძოდ, სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილ ტვირთზე ი.მ ,,---’’-ს (ს.ნ ---) გამოწერილი ჰქონდა №--- ხე-ტყის ელ.სასაქონლო ზედნადები, აღნიშნული ზედნადების მე-20 გრაფაში ნაცვლად წარმოშობის დოკუმენტისა მითითებული იყო ციფრები „87“ და „98“ რითაც ვერ დადგინდა აღნიშნული ტვირთის წარმოშობა და შესაბამისად ვერ მოხდა მისი გაზიარება როგორც მექანიკურ შეცდომად. ხელახალი გადამოწმებით დადგინდა ასევე, რომ დაკორექტირებულ ზედნადებში მითითებული ცნობის ნომრები №0000361-2022-118-0002, №0000361-2022-122-0004, №0000361-2022-121- 0005 და №0000361-2022-119-0002 ნამდვილად ეკუთვნის ---ს და მორები შეძენილი აქვს:
1. №0659879821 და №0659923060 ზედნადებებით ---სგან, ხოლო თავის მხრივ ---ს წარმოშობის დოკუმენტად მითითებული აქვს ციფრი „87“.
2. №0659996969 და №066036674 ზედნადებით ---გან (ს/ნ ---), ხოლო თავის მხრივ ---ს წარმოშობის დოკუმენტად მითითებული აქვს ციფრი „98“.
ზედნადებების მე-20 გრაფაში მითითებული ციფრებით ვერ ირკვევა მორის წარმოშობა, რაც შესაძლებლობას არ იძლევა ჩავთვალოთ მექანიკურ შეცდომად.
ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საბჭოს 24.11.2022 წლის №17399/2/2022 გადაწყვეტილება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 13.04.2023 წლის №072-1 საგადასახადო მოთხოვნა.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა. სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 18.07.2022 წლის №18942 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 24.11.2022 წლის №17399/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაევალა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, სადავო საკითხის ხელახლა შესწავლა, და თუ დადასტურდება, მექანიკური შეცდომის არსებობის ფაქტი, მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ნაცვლად, შეეფარდოს ამავე კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებით ჯარიმა 100 ლარის ოდენობით.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 10.04.2023 წლის №7795 ბრძანებით უცვლელად დარჩა მომჩივნის მიმართ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 6.06.2022 წლის №CB1336310 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული სანქცია, აღნიშნულზე გამოიცა ამავე დეპარტამენტის 13.04.2023 წლის №072-1 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ საბჭოს 24.11.2022 წლის №17399/2/2022 გადაწყვეტილება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136 (4); 286 (12).