ბრძანება N 10061
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 10061
19 მაისი 2025
ბრძანება
ი/მ "-------" (ს/ნ "-------" )
(მის.:"-------" )
2025 წლის 24 აპრილის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 7 მაისის სხდომაზე (ოქმი №36) განიხილა ი/მ "-------" -ის (ს/ნ "-------" ) 2025 წლის 24 აპრილის №62587/21-11 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 19 თებერვლის №2959 ბრძანების აღსრულების მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 19 თებერვლის №2959 ბრძანების აღსრულებას. განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი/მ "-------"- ის (ს/ნ "-------") საჩივარი, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დაევალა 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა მტკიცებულებები გაწეული მომსახურების შესახებ, მ.შ. დამკვეთთან შესრულებული სამუშაოების/გაწეული მომსახურების შინაარსის, ვადის და თანხის შესახებ, ასევე, მიღება-ჩაბარების აქტები და სხვა, ხოლო, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებია საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). მომჩივანი აცხადებს, რომ მან დროულად მიაწოდა შემოწმებას ყველა ის ინფორმაცია რაც მოთხოვნილი იყო ბრძანებით. თუმცა, აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან ამ დრომდე გადაანგარიშება არ განხორციელებულა, რაც აფერხებს და ხელს უშლის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებაში.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 23 დეკემბრის №26906 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2021 წლის საანგარიშო პერიოდში შპს „-------“ (ს/ნ "-------") გაწეული მომსახურების სანაცვლოდ მიღებული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 24 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 25 დეკემბრის №27236 ბრძანება და ამავე თარიღის №021-96 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 107 123 ლარი, მათ შორის, გადასახადი 50 880 ლარი, ჯარიმა 25 439 ლარი, საურავი 30 804 ლარი.
ზემოაღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურში გადასახადის გადამხდელის მიერ 2025 წლის 25 იანვარს წარდგენილ იქნა საჩივარი, რომელიც შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 19 თებერვლის №2959 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:
„1. ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებთ:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მტკიცებულებები გაწეული მომსახურების შესახებ, მ.შ. დამკვეთთან შესრულებული სამუშაოების/გაწეული მომსახურების შინაარსის, ვადის და თანხის შესახებ, ასევე, მიღება-ჩაბარების აქტები და სხვა;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
“ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 19 თებერვლის №2959 ბრძანება არ არის აღსრულებული, კერძოდ, არ არის შედგენილი დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, არ არის გამოცემული თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ ბრძანება და კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხების არსებობის თაობაზე.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლიდ თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ– სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლზე, რომლის თანახმად:
2. დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
3. მომჩივანს უფლება აქვს, მიმართოს დავის განმხილველ ორგანოს და მიაწოდოს მას ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხების შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------") საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 19 თებერვლის №2959 ბრძანების აღსრულება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2.დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------") საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 19 თებერვლის №2959 ბრძანების აღსრულება;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 19 თებერვლის №2959 ბრძანების აღსრულებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტის მიხედვით, მეწარმე მომსახურებას უწევს შპს-ს. მომჩივანს აქვს მცირე მეწარმის სტატუსი და მიღებული შემოსავალი დაბეგრილი აქვს 1%-იანი განაკვეთით. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა მეწარმის მიერ გაწეული მომსახურების სატენდერო დოკუმენტაცია, რის შედეგადაც გამოიკვეთა გარკვეული შეუსაბამობები. კერძოდ, შესრულებული სამუშაოს მოცულობასთან მიმართებით ჰყავს ცოტა დაქირავებული პირი. ამასთან, გაცემული ხელფასის ოდენობაც მცირეა. შემოწმების მიერ გამოყენებული იქნა მსგავსი საქმიანობის აუდირებული კომპანიის მონაცემები და მიღებული შემოსავლიდან 80% დაკვალიფიცირდა გაცემულ ხელფასად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 19 თებერვლის №2959 ბრძანების აღსრულება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
302(6).