ბრძანება N 26469
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 26469
17 დეკემბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“(ს/ნ ------)
(მის.:---------)
2024 წლის 9 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 17 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №132) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2024 წლის 9 დეკემბრის №93239/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 20 ნოემბრის №066-17 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, მომწოდებლებისგან სასაქონლო ზედნადებით/საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით შეძენილი საქონლის დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად ჩათვლას, ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმებას და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. მიუთითებს, რომ კომპანიის მიერ შეძენილი ყველა საქონელი დასტურდება შესაბამისი სასაქონლო ზედნადებით/საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით. განმარტავს, რომ შემმოწმებლის მითითება იმ ფაქტზე, რომ ფირნიშის ნომრები არ ეკუთვნის მომწოდებლებს, გამორიცხავს გადასახადის გადამხდელის ბრალეულობას, რადგან კომპანიას აღნიშნულის შემოწმება არ შეეძლო 2023 წლის 15 ივნისამდე. ამასთან, აღნიშნავს, რომ მომწოდებლების მიერ მიწოდებული საქონლის საწყის ნაშთებად ასახვა ხე-ტყის აღრიცხვის ჟურნალში 2023 წლის 15 ივნისს განხორციელდა უპრობლემოდ. ასევე, აცხადებს, რომ ზემოაღნიშნული მიზეზით საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები ექვემდებარება გაუქმებას. ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 3 ივნისის №13029 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-----------“ (ს/ნ -----------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
1. „შპს „----------“ (ს/ნ ---------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, ფულადი სახსრების ნაშთის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები განსაზღვროს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 3 ივნისის №13029 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 8 ნოემბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული თანხები, სულ 113 348 ლარით, მათ შორის, გადასახადი 75 565 ლარით და ჯარიმა 37 783 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 20 ნოემბრის №066-17 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
აუდიტის დეპარტამენტის მიერ დაკორექტირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების გათვალისწინებით, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯებიდან ანაზღაურებულად ჩაითვალა ხარჯის 75%. შედეგად, აღნიშნულმა გამოიწვია საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხისა და ჯარიმის შემცირება.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების გათვალისწინებით, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯებიდან ანაზღაურებულად ჩაითვალა ხარჯის 75%. შედეგად, შემცირდა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხა და ჯარიმა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
აქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, მომწოდებლებისგან სასაქონლო ზედნადებით/საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით შეძენილი საქონლის დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად ჩათვლას, ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმებას და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ დაკორექტირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების გათვალისწინებით, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯებიდან ანაზღაურებულად ჩაითვალა ხარჯის 75%. შედეგად, აღნიშნულმა გამოიწვია საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხისა და ჯარიმის შემცირება.
გადაწყვეტილება
გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302(6);304(21);