გადაწყვეტილება №102398/1/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 05.08.2026
№ დოკუმენტი 102398/1/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№102398/1/2026

05 აგვისტო 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 18.05.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №102398/1/2026).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 24.07.2025 წლის №25464/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 6.04.2026 წლის №021-31 საგადასახდო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 799 746,88 ლარი.

მათ შორის:

მოგების გადასახადი - 390 709

ჯარიმა - 195 354

საურავი - 213 683,88

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.05.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდებში მოგების გადასახადის დეკლარირების სისწორე. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

კომპანია რეგისტრირებულია 11.04.2018 წლიდან, არ წარმოადგენს დღგ-ის გადამხდელს, 19.11.2019 წლიდან მინიჭებული აქვს თიზ-ის საწარმოს სტატუსი. საგადასახადო ორგანომ, „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის, საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის, 25-ე მუხლის მე-7 ნაწილის და იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია არ ახორციელებს თავისუფალი ზონის საბაჟო პროცედურაში საქონლის მოქცევას, თიზ-ში საქონლის შეტანას და იმავე საქონლის გატანას ზონიდან, მომჩივნის მიერ განხორციელებული საქმიანობა არ მიიჩნია თიზ-ში ნებადართულ საქმიანობად. შემოწმების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვა არასრულყოფილია (არ მოიცავს სრულ პერიოდს, ამასთანავე არ არის წარდგენილი დამოწმებული ფორმით). გარდა აღნიშნულისა წარდგენილია საბანკო ამონაწერები საზოგადოების ანგარიშებიდან (ანგარიშები რეგისტრირებულია უცხოურ ფინანსურ ინსტიტუტებში, არ არის წარდგენილი რაიმე სახის ცნობა საბანკო ან/და უცხო ქვეყნის საგადასახადო ორგანოდან, რითაც დადგინდებოდა ზუსტად რა სახისა და რამდენ ანგარიშს ფლობს საწარმო უცხოურ საბანკო დაწესებულებებში).

შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების ეტაპზე წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საზოგადოებას 2020 წლის საანგარიშო პერიოდში ავანსის სახით გადარიცხული აქვს თანხები სხვადასხვა არარეზიდენტი პირებისათვის (აღნიშნული ოპერაციები აღრიცხულია კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერებში 1480 ანგარიშზე). გარკვეულ პირებთან საერთოდ არ ფიქსირდება საქონლის მოწოდების ფაქტი, ხოლო მოთხოვნები ფიქსირდება ნაშთად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, გარკვეულ შემთხვევებში, მიუხედავად საქონლის მოძრაობისა, აღნიშნული მოთხოვნის ნაშთი პერიოდის დასაწყისისა და ბოლოსთვის უძრავია. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია აღნიშნულ პირებთან შესაბამისი ფორმით დამოწმებული შედარების აქტები, რომელთა საფუძველზეც დადგინდებოდა აღნიშნული ოპერაციების ნამდვილობა და შინაარსი.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის, 96-ე მუხლის, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის და 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კომპანიის მიერ უცხოურ მომწოდებლებზე გადარიცხული თანხები განხილულ იქნა არარეზიდენტზე სესხის გაცემად, რამაც გამოიწვია დარიცხვა მოგების გადასახადში. ასევე, მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის №021-129 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2.04.2024 წლის №7284 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გამოყენებით ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2.04.2024 წლის №7284 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 18.03.2025 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი შემოსავლების სამსახურის ავტორიზებულ ელექტრონულ გვერდზე შემოსავლების სამსახურის 2.04.2024 წლის №7284 ბრძანებას გაეცნო იმავე წლის 3 აპრილს. გადაანგარიშების პროცესში გადასახადის გადამხდელის მხრიდან წარდგენილი იქნა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული საბუღალტრო ჩანაწერები, საბანკო ამონაწერები კომპანიის კუთვნილი ანგარიშებიდან (ანგარიშები რეგისტრირებულია როგორც ქართულ ასევე უცხოურ ფინანსურ ინსტრუმენტებში), საბაჟო დეკლარაციები და გაანგარიშებებთან დაკავშირებული სხვა სააღრიცხვო დოკუმენტები. ინფორმაცია/დოკუმენტაციების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის მხრიდან გადახდილი ავანსების ნაწილი, რომელიც შემოწმების პროცესში დაიბეგრა არარეზიდენტზე გაცემულ სესხად ინაშთება შემოსავლების სამსახურის №13663 ბრძანებით განსაზღვრული შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში. ავანსად გადარიცხული 12 351 964 ლარიდან გაინაშთა 10 137 949 ლარის ავანსი. აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახდო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების პროცესში აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახდო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები მოგების გადასახადის ნაწილში დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

აუდიტის დეპარტამენტის 18.03.2025 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 24.03.2025 წლის №021-6 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 24.06.2025 წლის №13388 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 24.07.2025 წლის №25464/2/2025 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე და მიაჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია სადავო საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის შემოწმებული პერიოდის შემდგომ პერიოდში განხორციელებულ სამეურნეო/საბანკო ოპერაციებთან დაკავშირებით, რომელიც დაკავშირებულია შემოწმებულ პერიოდში განხორციელებულ სამეურნეო/საბანკო ოპერაციებთან და გავლენას ახდენს ამავე პერიოდის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრაზე. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს სადავო საკითხი დამატებით შეისწავლოს მომჩივნის მონაწილეობით, მათ შორის საჩივარზე წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სადავო საკითხი შეისწავლოს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად მომჩივნის მონაწილეობით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

საბჭოს 24.07.2025 წლის №25464/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2026 წლის დასკვნის მიხედვით, დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან წარდგენილ იქნა დებიტორებთან გაფორმებული ხელშეკრულებები ვალის გადაკისრების თაობაზე და ისეთი საბაჟო დოკუმენტები, რომელიც არ ეხებოდა საგადასახდო შემოწმების აქტით დაბეგრილ მოთხოვნებს (1480). წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციების შესწავლის შედეგად ვერ დადგინდა მიღებული დოკუმენტაციის შინაარსი და ნამდვილობა და შესაბამისად ვერ დადგინდა, რომ კომპანიის მხრიდან გადახდილი ავანსები, რომელიც შემოწმების პროცესში დაიბეგრა არარეზიდენტზე გაცემულ სესხად ინაშთებოდა შემოსავლების სამსახურის №13663 ბრძანებით განსაზღვრული შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ პერიოდში. აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახდო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების პროცესში აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახდო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახდო ვალდებულებები მოგების გადასახადის ნაწილში არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2026 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 6.04.2026 წლის №021-31 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

როგორც შემოსავლების სამსახურში საკითხის განხილვის ეტაპზე, ასევე წინამდებარე საჩივრით არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, უცხოურ მომწოდებლებზე გადარიცხული ავანსების და საქონლის მიწოდებით წარმოქმნილი მოთხოვნების არარეზიდენტ პირებზე გაცემულ სესხად დაკვალიფიცირებას. ამ ნაწილში უთითებს ბიზნესის სპეციფიკასა და სტრუქტურაზე, კერძოდ, კომპანია ახორციელებს ტროპიკული ხილით საბითუმო ვაჭრობას, რომლებსაც ყიდულობს სხვადასხვა შორეულ ქვეყნებში და აწვდის უკრაინასა და ევროპის ქვეყნებს. გამომდინარე იქიდან, რომ შესაძენი პროდუქციის მარაგი არ არის მცირე ოდენობის და საუბარია ასევე სეზონურ პროდუქციაზე, ბიზნესი მოითხოვს მომწოდებლებისთვის წინასწარ თანხების გადახდას (ავანსების გადარიცხვას), რათა სეზონზე მოხდეს პროდუქტის შენახვა და შემდგომ მიწოდება. სხვაგვარად, ეს ბიზნესი ვერ იმუშავებს. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, კომპანია არ ეთანხმება სამეურნეო ოპერაციის ცვლილებასაც, რადგან ფაქტობრივი თუ სამართლებრივი ასპექტები, ასევე, მხარეებს შორის არსებული საქმიანი ურთიერთობა (არაურთიერთდამოკიდებული პირები), გავლენას ვერ იქონიებდა განხორციელებული ოპერაციების შინაარსზე და შესაბამისად, სასესხო ურთიერთობად კვალიფიკაცია საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გამოყენების ფარგლებში არამართლზომიერია.

აღნიშნული ბიზნესსტრუქტურა ნათლად გამოიკვეთა უშუალოდ აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების პროცესშიც, როცა გადარიცხული თანხების „განაშთვა“ თუ თანხების უკან დაბრუნება ხორციელდებოდა შესამოწმებელი პერიოდის ფარგლებშივე, რა დროსაც გადარიცხული თანხების საქონლის მიწოდებით თუ თანხის უკან დაბრუნებით „განაშთვის“ დრო აღემატებოდა 12 თვეს. აქედან გამომდინარე, ნაწილ თანხებთან მიმართებით, რომლის შემცირებაც ვერ განხორციელდა შესამოწმებელი პერიოდის ფარგლებში, იგივე პრინციპით „ინაშთება“ შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ. კერძოდ, მნიშვნელოვანი ნაწილი 2023 წლის შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ მცირდება, რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს, რომ ადგილი აქვს ახალი ავანსების გადარიცხვასაც იმავე თუ სხვა კომპანიებთან. გარდა ამისა, ზოგიერთი არარეზიდენტი პირი წარმოადგენს როგორც დებიტორს, ასევე კრედიტორს, შესაბამისად, დასაბეგრი ბაზის ოდენობის განსაზღვრა უნდა მომხდარიყო ურთიერთჩათვლის საკითხის გათვალისწინებით.

კომპანიის მხრიდან ამ პერიოდზე წარდგენილი იყო შედარების აქტები, რომელიც მოწოდებული იყო ფინანსური ანგარიშგების პროცესში, ასევე მოძიებულია საბაჟო დოკუმენტაცია. კომპანია თავად არ წარმოადგენს იმპორტიორს, რადგან ყიდულობს და ადგილზევე ყიდის საქონელს, რათა აირიდოს პასუხისმგებლობა პროდუქტის მალფუჭებადი ხასიათიდან, ტრანსპორტირებისას შესაბამისი სტანდარტების დაუცველობის თუ სხვა გარემოებების გათვალისწინებით. ამდენად, მას გააჩნია მხოლოდ ხელშეკრულებები მომწოდებელებთან, მყიდველებთან, შესაბამისი ინვოისები და ტრანსპორტირების ინვოისები, რადგან მყიდველებს თავად სთავაზობს ამ სერვისს, თუმცა საბაჟო დეკლარაციებზე წვდომა არ აქვს რადგან ის არაა იმპორტიორი. დეკლარაციების მოპოვება მყიდველებისგან კომპანიისთვის საკმაოდ რთული პროცესია, რადგან მყიდველი არ არის დაინტერესებული ზედმეტი რესურსი გასწიოს მათ მოძიებაზე და კომპანიისთვის მიწოდებაზე და ა.შ.

დავის პერიოდში წარდგენილი იყო ცხრილი, სადაც ასახულია დეტალური ინფორმაცია ყველა კომპანიაზე, რომელთან მიმართებითაც განხორციელდა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა და ახსნა-განმარტება და შესაბამისი დოკუმენტაცია ამ დარიცხვების არამართლზომიერებასთან დაკავშირებით.

 

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1786447366965 {margin-left: 0.5in; margin: 0 auto !important; }კომპანიის დასახელება

2020 წლიდან დარჩენილითანხა

კომენტარები

 

-------

529 871

ვალის გადაკისრებისთაობაზე ხელშეკრულების გაფორმება 1

 

-------

119 132

ვალის გადაკისრებისთაობაზე ხელშეკრულების გაფორმება2

 

-------

478 637

ნაწილობრივად ვალიდაფარულია;ადგილი აქვს ძველ პერიოდში შეცდომას ბუღალტრულ ჩანაწერებში. ნაწილ თანხაზე წარმოდგენილიალიკვიდაციის თაობაზე აქტი.3

 

-------

59 538

ინაშთება საქონლის მიწოდებით

2023 წლის ივნისში4

 

-------

162 482

წარმოადგენს როგორცკრედიტორს ასევე დებიტორს5

 

-------

1 209

ინაშთება საქონლისმიწოდებით 2023 წლის ოქტომბერში6

 

-------

56 994

ვალის გადაკისრებისთაობაზე ხელშეკრულების გაფორმება7

 

-------

7 684

ინაშთება საქონლის მიწოდებით

2023 წლის ივნისში8

 

-------

58 841

წარმოადგენს მომწოდებელს,რომელთანაც უფიქსირდება დავალიანება 2018 წლიდან საქონლის და ტრანსპორტირების9

 

-------

52 175

აღნიშნულ დარიცხვას სადავოდ არ ხდის კომპანია

 

------- - აღნიშნულ კომპანიასთან დაკავშირებით, განხორციელდა სამმხრივი ხელშეკრულების გაფორმება ვალის გადაკისრებასთან დაკავშირებით. კერძოდ, ორივე კონტრაჰენტი ნიდერლანდების სამხრეთ ნაწილში იყვნენ. ეს რეგიონი საკმაოდ პატარაა, შესაბამისად, ბიზნესის მფლობელები ერთმანეთს დიდი ხანია იცნობდნენ და მით უფრო, რომ მსგავს საქმიანობას ეწევიან. საჭირო შესყიდვების მოცულობის უზრუნველსაყოფად, კომპანია რამდენიმე მომწოდებელთან თანამშრომლობდა. 2019 წლიდან ------- საქონელს წინასწარი გადახდის საფუძველზე იძენდა კომპანია, ხოლო ------- - ძირითადად გადავადებული გადახდის გზით. პროდუქციის ჯგუფი თითქმის იგივეა. 2023 წლის ბოლოდან მუშაობის ფოკუსი თანდათან ------- გადავიდა, რადგან ისინი უზრუნველყოფდნენ კონკურენტუნარიან სამუშაო პირობებს, ფასებს, ხარისხს, ვადებსა და მოცულობებს. იმის გათვალისწინებით, რომ შპს ------- ორმხრივი ვალების ოდენობა ორივე კომპანიისთვის მოცულობითი იყო, შემოთავაზებულ იქნა საბანკო საკომისიოების დაზოგვა როგორც კრედიტის, ასევე ვალის დაფარვისთვის. ამ ეტაპზე ორივე კომპანიასთან გრძელდება თანამშრომლობა, თუმცა ძირითადი მოცულობა ------- მოდის.

------- - აღნიშნულ კომპანიასთან დაკავშირებით, განხორციელდა სამმხრივი ხელშეკრულების გაფორმება ვალის გადაკისრებასთან დაკავშირებით. ორივე კომპანია იტალიურია. თავდაპირველად, 2018 წლის ბოლოდან, კომპანია თანამშრომლობდა -------, მათგან წინასწარი გადახდის სანაცვლოდ კივის შეძენა ხორციელდებოდა, თუმცა, საქონლის მუდმივი დაგვიანების, მიწოდების ვადების გადაცილების და 2021-2022 წლებში მნიშვნელოვანი პაუზის გამო (თან ერთვის, მიმოწერები კომპანიასთან), 2023 წლის დასაწყისში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ. იმ დროს, ინტენსიურად მიმდინარეობდა სავაჭრო ურთიერთობების დამყარების პროცესი ახალ იტალიელ მომწოდებელთან - -------. კომპანიას მოუწია ასევე პროდუქტის შეცვლაც - ყურადღება ციტრუსებზე იყო გამახვილებული. ეს უკანასკნელი პროდუქტი გადავადებული გადახდის პირობით იქნა შეძენილი. იმის გათვალისწინებით, რომ 2023 წლის იანვრის ბოლოს ------- წინასწარი გადახდა უფიქსირდებოდა და მათთან თანამშრომლობას კომპანია აღარ აპირებდა, ხოლო ------- დავალიანება გააჩნდა კომპანიას, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ვალის გადაკისრების შესახებ, რაც სამივე მხარისთვის მისაღები აღმოჩნდა.

------- - ამ კომპანიასთან გადარიცხული იყო თანხები ავანსის სახით, თუმცა პროდუქციის (ბანანი) მოწოდება ვერ შეძლეს ფორს-მაჟორის გამო (თანდართული დოკუმენტი) და მიღებული იქნა გადაწყვეტილება თანხების უკან დაბრუნების თაობაზე. კომპანია ნაწილ-ნაწილ რიცხავდა უკან აღნიშნულ თანხებს საბანკო გადარიცხვის გზით (თანდართული დოკუმენტები), თუმცა ადგილი ჰქონდა არასწორ ბუღალტრულ გატარებას ძველ პერიოდში (2019 წელი), რის გამოც არასწორმა ჩანაწერებმა გავლენა იქონია უკვე შემოწმების პერიოდში წარდგენილ ბუღალტრულ ჩანაწერებზეც და შემმოწმებლების მიერ ვერ იქნებოდა გათვალისწინებული აღნიშნული მიზეზის გამო. დავალიანების დიდი ნაწილი კომპანიის მიერ დაფარულია, რაც შეეხება დანარჩენ ნაწილს, კომპანია დალიკვიდირდა (თანდართული დოკუმენტები), რის გამოც აღნიშნული თანხა კომპანიისთვის უიმედო ვალის სტატუსით დარჩა.

------- - ამ კომპანიასთან მიმართებით ავანსის თანხების განაშთვა ხორციელდება 2023 წლის ივნისის თვეში საქონლის მიწოდებით, რომელზეც კომპანიამ შეძლო კლიენტისგან მოეპოვებინა საბაჟო დოკუმენტაციაც, თუმცა აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ იქნა მხედველობაში მიღებული. გაუგებარია, რატომ არ უნდა იქნას მიღებული მხედველობაში საბაჟო დოკუმენტაცია. კომპანიამ გადარიცხა ავანსი და პროდუქციის მიწოდება მიმწოდებელმა შემდგომ პერიოდში განახორციელა, წარმოდგენილია როგორც მომწოდებლის ინვოისები, ასევე ტრანსპორტირების და საბაჟო დოკუმენტაცია და უკვე ამ საქონლის მიწოდება მოხდა უკრაინული კომპანიისთვის.

------- სუბიექტები მოქმედებენ ერთიანი ჯგუფის სტრუქტურის ფარგლებში, აქედან გამომდინარე, კომპანია განიხილავს მას როგორც პირს და მასთან მიმართებით არსებობს როგორც დებიტორული ასევე კრედიტორული დავალიანებები, რისი ურთიერთჩახურვის თაობაზე მიმართა კიდეც კომპანიამ (თანდართული დოკუმენტი), თუმცა რადგან ეს კომპანია ოპერირებს მთელს მსოფლიოში და გააჩნია სხვადასხვა ქვეყნებში წარმომადგენლები, კომპანიებთან კომუნიკაცია ინდივიდუალურ საკითხებზე ფაქტობრივად შეუძლებელია, რის გამოც უკუკავშირი მიღებული არ არის. შესაბამისად, გადასახადებით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრისას აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან ამ ბრენდის ქვეშ გაერთიანებული ყველა კოპანია უნდა იქნას გათვალისწინებული.

------- - ამ კომპანიასთან მიმართებით ავანსის თანხების განაშთვა განხორციელდა 2023 წლის ოქტომბრის თვეში საქონლის მიწოდებით, რომელიც კომპანიამ თავის მხრივ, ამავე წლის ნოემბრის თვეში მიაწოდა თავის კლიენტს საქონლის მიწოდების შემდგომ გადახდის პირობით (თანდართული დოკუმენტები). კომპანიის მიერ მოპოვებულია ასევე საბაჟო დოკუმენტაცია (თანდართული დოკუმენტები), აქედან გამომდინარე, ------- მითითებული არგუმენტაციის გათვალისწინებით, აქაც მიღებულ უნდა იქნას მხედველობაში ეს დოკუმენტაცია.

------- - აღნიშნულ კომპანიასთან დაკავშირებით, განხორციელდა სამმხრივი ხელშეკრულების გაფორმება ვალის გადაკისრებასთან დაკავშირებით. ------- თანამშრომლობა კომპანიამ 2020 წელს დაიწყო, რამდენჯერმე შეიძინა საქონელი წინასწარი გადახდის საფუძველზე, მაგრამ იმის გამო, რომ ამ მომწოდებელს არ შეეძლო საჭირო მოცულობის საქონლის მიწოდება, ამასთან, საქონლის ხარისხი ყოველთვის არ იყო შესაბამისი, 2020 წლის შუა პერიოდიდან მათთან სრული დატვირთვით კომპანია აღარ მუშაობდა, თუმცა მათი მხრიდან იყო მცდელობები თანამშრომლობის განახლების. ------- 2020 წლიდან დღემდე კომპანიამ თავიდანვე დიდი მოცულობების საქონელზე დაიწყო მუშაობა და თან გადავადებული გადახდებითაც. რადგან ორივე კომპანია თურქულია და ქვეყნის თავისებურების გათვალისწინებით, აქ მრავალი ბიზნესი მოქმედებს არაფორმალურ ჯგუფურ სტრუქტურაში, რომელსაც კონგლომერატული ელემენტები გააჩნია მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ვალის გადაკისრების თაობაზე სამმხრივი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე.

------- - ამ კომპანიასთან მიმართებით ავანსის თანხების განაშთვა განხორციელდა 2023 წლის ივლისის თვეში საქონლის მიწოდებით. კომპანიამ ამავე წლის აგვისტოს თვეში მიაწოდა თავის კლიენტს საქონელი მიწოდების შემდგომი გადახდის პირობით (თანდართული დოკუმენტები). კომპანიის მიერ მოპოვებულია ასევე საბაჟო დოკუმენტაცია (თანდართული დოკუმენტები).

------- - ამ კომპანიასთან მიმართებით კომპანიას ჯერ კიდევ 2018 წლიდან უფიქსირდება დავალიანება, რომელიც წარმოშობილი იყო საქონლის მიწოდების შედეგად. შესაბამისად, კომპანია პერიოდულად ფარავდა ჯერ საქონლის ღირებულებას, შემდგომ კი ტრანსპორტირების დავალიანებას (თანდართული დოკუმენტაცია). ამასთან, იყო ავანსის გადარიცხვაც ევროში, თუმცა პარალელურად დავალიანება დოლარში, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატებოდა ავანსის თანხებს. შემდგომში მოხდა ავანსის თანხის კონვერტაცია დოლარში და უკვე მოგვიანებით დავალიანების თანხაში გათვალისწინება და განაშთვა.

------- - ამ კომპანიასთან მიმართებით დარიცხვას კომპანია არ ხდის სადავოდ, რადგან მოცემულ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას წარმოადგინოს შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, იმის გათვალისწინებით, რომ კომუნიკაცია ამ კომპანიასთან ვერ ხერხდება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მხედველობაში უნდა იქნას მიღებული წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და განხორციელდეს დარიცხული თანხების გაუქმება/კორექტირება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;

ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 24.07.2025 წლის №25464/2/2025 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია სადავო საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის შემოწმებული პერიოდის შემდგომ პერიოდში განხორციელებულ სამეურნეო/საბანკო ოპერაციებთან დაკავშირებით, რომელიც დაკავშირებულია შემოწმებულ პერიოდში განხორციელებულ სამეურნეო/საბანკო ოპერაციებთან და გავლენას ახდენს ამავე პერიოდის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრაზე. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს სადავო საკითხი დამატებით შეისწავლოს მომჩივნის მონაწილეობით, მათ შორის საჩივარზე წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სადავო საკითხი შეისწავლოს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად მომჩივნის მონაწილეობით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2026 წლის დასკვნის მიხედვით, დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან წარდგენილ იქნა დებიტორებთან გაფორმებული ხელშეკრულებები ვალის გადაკისრების თაობაზე და ისეთი საბაჟო დოკუმენტები, რომელიც არ ეხებოდა საგადასახდო შემოწმების აქტით დაბეგრილ მოთხოვნებს (1480). წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციების შესწავლის შედეგად ვერ დადგინდა მიღებული დოკუმენტაციის შინაარსი და ნამდვილობა და შესაბამისად ვერ დადგინდა, რომ კომპანიის მხრიდან გადახდილი ავანსები, რომელიც შემოწმების პროცესში დაიბეგრა არარეზიდენტზე გაცემულ სესხად ინაშთებოდა შემოსავლების სამსახურის №13663 ბრძანებით განსაზღვრული შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ პერიოდში. აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახდო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების პროცესში აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახდო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახდო ვალდებულებები მოგების გადასახადის ნაწილში არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

მომჩივანი აღნიშნავს, რომ:

- კომპანიების ნაწილთან გაფორმებულია სამმხრივი ხელშეკრულება ვალის გადაკისრებასთან დაკავშირებით და მიუთითებს შემდეგ კომპანიებზე: 1. -------, 2. ------- და 3. -------;

- კომპანიების ნაწილთან ავანსის თანხების განაშთვა განხორციელდა საქონლის მიწოდებით და მიუთითებს შემდეგ კომპანიებზე: 1. -------, 2. ------- და 3. -------;

- ------- ლიკვიდირებულია;

- ------- სუბიექტები მოქმედებენ ერთიანი ჯგუფის სტრუქტურის ფარგლებში, განიხილავს მას როგორც პირს და მასთან მიმართებით არსებობს როგორც დებიტორული ასევე კრედიტორული დავალიანებები, რისი ურთიერთჩახურვის თაობაზე მიმართა კიდეც კომპანიამ და ------- მიმართებით მოხდა ევროში გადარიცხული ავანსის თანხის კონვერტაცია დოლარში და მოგვიანებით დოლარში არსებული დავალიანების თანხაში გათვალისწინება და განაშთვა;

- ------- მიმართებით დარიცხვას არ ხდის სადავოდ.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, გათვალისწინებულია ის თანხები, სადაც საქონლის მიწოდების თანხები ჩარიცხულია ბანკით. გაუთვალისწინებელი ნაწილი რჩება ავანსების ნაწილში, სადაც მომჩივანი უთითებს ვალდებულების გადაკისრების ხელშეკრულებაზე და საწარმოს ლიკვიდაციაზე. გადაანგარიშების ეტაპზე არ არის წარმოდგენილი დამატებით დოკუმენტაცია, ხოლო საჩივარზე დართული დოკუმენტები კონკრეტულ ოპერაციებს არ ეხება.

საბჭო მიუთითებს მომჩივნის განმარტებაზე, ------- ლიკვიდაციისას კრედიტორად დაფიქსირებისთვის პროცესში მონაწილეობა ვერ შეძლეს კომუნიკაციის არ ქონის და პროცესებში გასაწევი ხარჯების გამო. აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის კრედიტორთა რეესტრში ყოფნა დადასტურებული არ არის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მითითებული საკითხის ნაწილში აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2026 წლის დასკვნა გამოცემულია საბჭოს 24.07.2025 წლის №25464/2/2025 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

ამასთან, კომპანიების ნაწილთან (1. -------, 2. ------- და 3. -------) გაფორმებული ვალის გადაკისრებასთან დაკავშირებით სამმხრივი ხელშეკრულების, კომპანიების ნაწილთან ავანსის თანხების საქონლის მიწოდებით განაშთვის (1. -------, 2. ------- და 3. -------), ------- სუბიექტების ფარგლებში დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების ურთიერთჩახურვის და ------- მიმართებით ევროში გადარიცხული ავანსის თანხის დოლარში არსებული დავალიანების თანხაში განაშთვის გათვალისწინების საკითხებთან დაკავშირებით, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საკითხები დამატებით უნდა იქნას შესწავლილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 24.07.2025 წლის №25464/2/2025 გადაწყვეტილების შესაბამისად.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 6.04.2026 წლის №021-31 საგადასახდო მოთხოვნა;

3. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს სადავო საკითხი შეისწავლოს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 24.07.2025 წლის №25464/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების ეტაპზე წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საზოგადოებას 2020 წლის საანგარიშო პერიოდში ავანსის სახით გადარიცხული აქვს თანხები სხვადასხვა არარეზიდენტი პირებისათვის. გარკვეულ პირებთან საერთოდ არ ფიქსირდება საქონლის მოწოდების ფაქტი, ხოლო მოთხოვნები ფიქსირდება ნაშთად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, გარკვეულ შემთხვევებში, მიუხედავად საქონლის მოძრაობისა, აღნიშნული მოთხოვნის ნაშთი პერიოდის დასაწყისისა და ბოლოსთვის უძრავია. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია აღნიშნულ პირებთან შესაბამისი ფორმით დამოწმებული შედარების აქტები, რომელთა საფუძველზეც დადგინდებოდა აღნიშნული ოპერაციების ნამდვილობა და შინაარსი.

კომპანიის მიერ უცხოურ მომწოდებლებზე გადარიცხული თანხები განხილულ იქნა არარეზიდენტზე სესხის გაცემად, რამაც გამოიწვია დარიცხვა მოგების გადასახადში. ასევე, მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საკითხები დამატებით უნდა იქნას შესწავლილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 24.07.2025 წლის №25464/2/2025 გადაწყვეტილების შესაბამისად.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 982(3-ზ)