ბრძანება N 13500
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 13500
14.06.2023
უსფ(წ) „შპს---ის“ (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2023 წლის 21 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 ივნისის სხდომაზე (ოქმი №61) განიხილა უსფ(წ) „შპს ---ს“ (ს/ნ ---) 2023 წლის 21 თებერვლის №18922/2/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს 2023 წლის 2 თებერვლის №005-8 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით: გადამხდელი არ ეთანხმება აღსრულების შედეგებს, კერძოდ არ ეთანხმება მის მიერ სს „---ის“ გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. აცხადებს, რომ სს „---ის“ მიერ ხელშეკრულების ფარგლებში მოხდა უსფ(წ) „შპს ---“-სთვის სატრენინგო მასალების, სილაბუსების და სწავლების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და მიწოდება. ეს სასწავლო მასალები უსფ(წ) „---“-მ გამოიყენა ა(ა)იპ ----სათვის მომსახურების გაწევის პროცესში. მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის თანახმად, სს „---თვის“ ზემოაღნიშნული მომსახურებებით მიღებული შემოსავალი არ მიეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს და შესაბამისად, უსფ(წ) „შპს ---ის“ არ გააჩნდა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის დაკავების ვალდებულება. ასევე, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს შემოსავალი ჩაითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულად, მაშინ უსფ(წ) „შპს ---ის“ შეუძლია ისარგებლოს გერმანიასა და საქართველოს შორის გაფორმებული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათით და არ დაუკავოს გადახდის წყაროსთან გადასახადი, ვინაიდან სს „---“ წარმოადგენს გერმანიის რეზიდენტ საწარმოს (საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილი აქვს რეზიდენტობის ცნობა). აცხადებს, რომ საწარმოს მიერ სათაო ოფისში (---ში) გადარიცხული თანხებიდან სათაო ოფისის მიერ მოხდა სს „---თვის“ ზემოაღნიშნული მომსახურების ანაზღაურების გადახდა. აღნიშნავს, რომ ხსენებულ საბანკო ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (გერმანიის რეზიდენტი სს „---ს“ გადარიცხვების შესახებ ცნობები) მის მიერ წარდგენილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოშიც და აუდიტის დეპარტამენტშიც, რითიც დასტურდება, რომ აღნიშნული ხარჯი უკავშირდება ფილიალის ეკონომიკურ საქმიანობას. ითხოვს კორექტირებული საგადასახადაო მოთხოვნის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 22 ნოემბრის №36198 ბრძანების საფუძველზე უსფ(წ) ,,---ის“ (ს/ნ ---) 2021 წლის 8 ივნისის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:
1. უსფ(წ) ,,---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 18 იანვრის №215 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, უსფ(წ) ,,შპს ---ის“ მიერ ----სთვის (სათაო) გადახდილი თანხები განიხილოს (დააკვალიფიციროს) მოგების განაწილებად და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს კორექტირებას (შემცირებას).
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 22 ნოემბრის №36198 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 25 იანვრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 2 თებერვლის №005-8 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 22 ნოემბრის №36198 ბრძანება გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2022 წლის 30 ივნისის №15143/2/2021 გადაწყვეტილებით უსფ(წ) ,,შპს ---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 22 ნოემბრის №36198 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 30 ივნისის №15143/2/2021 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული უსფ(წ) „---ის“ (ს/ნ ---) საჩივრები და 2023 წლის 3 თებერვლის №1887 ბრძანებით, აღნიშნული საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:
1. უსფ(წ) ,,შპს ---ის“ (ს/ნ ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, „საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის შემოსავლების და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებით“ გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის შემოსავლების და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებით და გერმანიის საგადასახადო ორგანოს მიერ სააქციო საზოგადოება ---ზე (---) გაცემული რეზიდენტობის ცნობის საფუძველზე განაცემის დაბეგვრის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 თებერვლის №1887 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 20 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 85 170 ლარი, მათ შორის: გადასახადი 56 024 ლარი, ხოლო ჯარიმა 29 146 ლარი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 22 თებერვლის №005-25 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნების მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 22 ნოემბრის №36198 ბრძანების აღსრულების მიზნით, უსფ(წ) ,,შპს ---ს" მიერ სათაოსთვის გადახდილი თანხები დაკვალიფიცირდა მოგების განაწილებად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად დაუშვებელია მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება, გარდა გადამხდელის თანხმობით ამავე დავის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შემთხვევისა. ვინაიდან, შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 22 ნოემბრის №36198 ბრძანების აღსრულება იწვევდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულების დამძიმებას, გადაანგარიშებით დარიცხული თანხების ცვლილება არ განხორციელდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 თებერვლის №1887 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა უსფ(წ) ,,---ის" მიერ დამატებით წარდგენილი ---ს “---”-ის საშუალებით შესრულებული გადარიცხვის დოკუმენტაცია, რომელიც განხორციელებული იყო სათაო ოფისსა და სს „---ს“ შორის. აღნიშნული გადარიცხვის დოკუმენტით დადასტურდა, რომ სრული თანხა მიღებული ჰქონდა სს „---ს“. ასევე, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა სს „---ის“ რეზიდენტობის ცნობა. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე, 125-ე მუხლებით, ასევე, საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმების მე-7 მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მოგება შეიძლება დაიბეგროს მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ ეს საწარმო თავის საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ ახორციელებს იქ განლაგებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით. თუ საწარმო ამგვარად ახორციელებს საქმიანობას, მაშინ მისი მოგება შეიძლება დაიბეგროს მეორე სახელმწიფოში, მაგრამ მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც მიეკუთვნება ამ მუდმივ დაწესებულებას.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებითა და შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 თებერვლის №1887 ბრძანების მიხედვით, უსფ(წ) ,,შპს ---ში"-ზე დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით.
მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. ამავე კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან, გადამხდელის მოთხოვნა გათვალისწინებულია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე 2023 წლის 20 თებერვლის გამოცემულ დასკვნაში, რომლის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის შემოსავლებისა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებით და გერმანიის საგადასახადო ორგანოს მიერ სს „---ე“ გაცემული რეზიდენტობის ცნობის საფუძველზე განაცემის დაბეგვრის საკითხი და შესწავლის შედეგად, განხორციელდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება, კერძოდ, შემცირებას დაექვემდებარა სულ 85 170 ლარი.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნებისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას.ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. უსფ(წ)„შპს ---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების აღსრულების შედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 თებერვლის №1887 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა სადავო საკითხი შეისწავლა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმების მე-7 მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით და დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას.
გადაწყვეტილება
გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302 (6); 304 (21); 125;134