გადაწყვეტილება №25534/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25534/2/2025
16 სექტემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 29.07.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25534/2/2025).
დავის საგანი:
1. საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს გადაწყვეტილება;
2. საჩივრის განუხილველად დატოვება - არ არსებობის დავის საგანი;
3. შემოსავლების სამსახურის 21.05.2024 წლის №11521 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 19.07.2023 წლის №063-15 საგადასახადო მოთხოვნა;
2. აუდიტის დეპარტამენტის 17.04.2025 წლის №063-12 საგადასახადო მოთხოვნა;
3. აუდიტის დეპარტამენტის 20.05.2025 წლის №063-14 საგადასახადო მოთხოვნა;
4. აუდიტის დეპარტამენტის 20.05.2025 წლის №063-15 საგადასახადო მოთხოვნა; 5. შემოსავლების სამსახურის 21.07.2025 წლის №16327 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 37 110.99 ლარი (19.07.2023 წლის №063-15 საგადასახადო მოთხოვნით).
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 23 951
ჯარიმა - 9 549
საურავი - 3 610.99
დარიცხული თანხა: 101 256.79 ლარი (17.04.2025 წლის №063-12 საგადასახადო მოთხოვნით).
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 57 610
ჯარიმა - 19 098
საურავი - 24 548.79
დარიცხული თანხა: 50 956.82 ლარი (20.05.2025 წლის №063-14 საგადასახადო მოთხოვნით).
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 28 805
ჯარიმა - 9 549
საურავი - 12 602.82
დარიცხული თანხა: 39 420.94 ლარი (20.05.2025 წლის №063-15 საგადასახადო მოთხოვნით).
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 23 035
ჯარიმა - 6 662
საურავი - 9 723.94
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ჯართითა და ფერადი ლითონებით ვაჭრობა.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.04.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების გამო:
1. შემოწმების აქტში მითითებულია, რომ არაერთი მცდელობის მიუხედავად ვერ მოხდა გადასახადის გადამხდელისგან საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის მიღება. ასევე, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის ვებგვერდზე (RS.GE) და რეგისტრირებულ იურიდიულ მისამართზე გაგზავნილი იქნა მოთხოვნა საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოდგენის თაობაზე. აღნიშნულ მოთხოვნას გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2023 წლის 29 მარტს, თუმცა მისი მხრიდან დოკუმენტაციის წარმოდგენას ადგილი არ ქონია, რაზეც შედგენილია საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (№----------).
იმის გათვალისწინებით, რომ შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ვებგვერდის მეშვეობით ვერ მოხდა მის მიერ რეალიზებული საქონლის თვითღირებულების დოკუმენტურად განსაზღვრა (გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია შესყიდვაზე მიღებული ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები) და ამავდროულად გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ მომხდარა დაბეგვრასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარდგენა, მისი საგადასახადო ვალდებულებების, კერძოდ, გამოსაქვითი ხარჯის განსაზღვრა მოხდა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად. გადასახადის გადამხდელის რეალიზებული საქონლის თვითღირებულება განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს საფუძველზე, რეალიზებული საქონლის ღირებულების 75%-ის ოდენობით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის მიხედვით, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
2. იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია დოკუმენტურად დადასტურებული საქონლის შეძენები, რეალიზებული საქონელი ჩაითვალა ფიზიკური პირებისგან შეძენილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებად. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გაანგარიშებული საქონლის თვითღირებულება ჩაითვალა ფიზიკურ პირებზე ანაზღაურებულ ჯართის ღირებულებად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის მიხედით, რაზეც მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 19.07.2023 წლის №17566 ბრძანება და ამავე თარიღის №063-15 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 5.10.2023 წლის №24548 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც 20.11.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 15.02.2024 წლის №21367/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 5.10.2023 წლის №24548 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის 21.05.2024 წლის №11521 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:
1. პირველ დავის საგანთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (ჯართი) შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (შესყიდვის აქტები)). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეესწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი შესყიდვის დოკუმენტაცია (მათ შორის, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით გამოითხოვოს საგამოძიებო სამსახურში არსებული ინფორმაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დასტურდება ხარჯის გაწევის ავთენტურობა, საგადასახადო დოკუმენტები, რომლებიც აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს სრულად გათვალისწინდეს და აღნიშნულის შესაბამისად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების სათანადო კორექტირება (შემცირება).
2. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გაანგარიშებული საქონლის თვითღირებულების ფიზიკურ პირებზე ანაზღაურებულ ჯართის ღირებულებად ჩათვლისა და საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის მიხედვით, გადახდის წყაროსთან დაბეგვრის საკითხის დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 21.05.2024 წლის №11521 ბრძანების აღსრულების მიზნით 2025 წლის 31 მარტს შედგა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას/შემცირებას სულ 8 657 ლარის ოდენობით (გადასახადი 5 770 ლარი; ჯარიმა - 2 887 ლარი). აღნიშნულ დასკვნაზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 აპრილის №7288 და №7330 ბრძანებები და 2025 წლის 17 აპრილის №063-12 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
ამასთან, დადგინდა, რომ 2025 წლის 17 აპრილის №7288 ბრძანების საფუძველზე, ამავე თარიღის №063-12 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის გამოცემისას, გადასახადების სახეების და ვადების მიხედვით, გადასახადების აღრიცხვისას მოხდა ტექნიკური უზუსტობა, რის შედეგად გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გადასახადები აისახა არასწორად. შესაბამისად, 2025 წლის 17 აპრილის №063-12 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა არასწორად იქნა ფორმირებული - აქტით დარიცხული თანხები გაორმაგდა: 2023 წლის 19 ივლისის №063-15 საგადასახადო მოთხოვნით საშემოსავლო გადასახადში აქტით დარიცხული გადასახადი შეადგენდა 28 805 (23 951 + 4 854) ლარს, ხოლო კორექტირებულ №063-12 საგადასახადო მოთხოვნაში 57 610 (28 805 * 2) ლარს. აქტით დარიცხული ჯარიმა შეადგენდა 9 549 ლარს, ხოლო კორექტირებულ №063-12 საგადასახადო მოთხოვნაში 19 098 (9 549 * 2) ლარს.
აღნიშნულზე შედგა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 16 მაისის დასკვნა, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 მაისის №10028 ბრძანება და 2025 წლის 20 მაისის №063-14 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 მაისის №10028 ბრძანების საფუძველზე ძალადაკარგულად გამოცხადდა „----------“ (პ/ნ ----------) მიმართ შედგენილი 2025 წლის 31 მარტის დასკვნა, მის საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 აპრილის №7288 და 7330 ბრძანებები და 2025 წლის 17 აპრილის №063-12 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 მაისის №063-14 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით ანულირებულ იქნა (გაუქმდა) 2025 წლის 17 აპრილის №063-12 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით გპაბ-ზე არასწორად აღრიცხული თანხები და გასწორებულმა გადასახადმა კვლავ შეადგინა 28 805 ლარი, ხოლო ჯარიმამ - 9 549 ლარი.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 21 მაისის №11521 ბრძანების აღსრულების მიზნით 2025 წლის 16 მაისს შედგა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 8 657 ლარი, მათ შორის: გადასახადი - 5 770 ლარი, ჯარიმა - 2 887 ლარი. გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 მაისის №10193 ბრძანება და 2025 წლის 20 მაისის №063-15 საგადასახადო მოთხოვნა, სადაც გადასახადი შეადგენს 23 035 (28 805 – 5 770) ლარს, ხოლო ჯარიმა შეადგენს 6 662 (9 549 - 2 887) ლარს.
მომჩივანმა აუდიტის დეპარტამენტის 19.07.2023 წლის №063-15, 17.04.2025 წლის №063-12, 20.05.2025 წლის №063-14 და 20.05.2025 წლის №063-15 საგადასახადო მოთხოვნები გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 21.07.2025 წლის №16327 ბრძანებით საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 19.07.2023 წლის №063-15 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი, ხოლო 17.04.2025 წლის №063-12 და 20.05.2025 წლის №063-14 საგადასახადო მოთხოვნების გასაჩივრების ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 21.07.2025 წლის №16327 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს გადაწყვეტილება
ფაქტების აღწერა
მომჩივნის მიერ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივლისის №063-15 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების მოთხოვნით შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 21 მაისის №11521 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მომჩივანმა იგივე მოთხოვნით კვლავ მიმართა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის 21.07.2025 წლის №16327 ბრძანებით საჩივარი ამ ნაწილში საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის 19 ივლისის №063-15 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2023 წლის 20 სექტემბერს წარდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 21 მაისის №11521 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივანის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მომჩივნის მიერ წარდგენილი საჩივრები, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივლისის №063-15 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დარჩა განუხილველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი ამ დავის საგნის ნაწილში არგუმენტებს არ წარმოადგენს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
დადგენილია, რომ მომჩივანმა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივლისის №063-15 საგადასახადო მოთხოვნა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 21.05.2024 წლის №11521 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მომჩივანმა იგივე მოთხოვნით ხელახლა მიმართა შემოსავლების სამსახურს.
ვინაიდან, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივლისის №063-15 საგადასახადო მოთხოვნის თაობაზე მომჩივნის მიმართ არსებობს შემოსავლების სამსახურის 21.05.2024 წლის №11521 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საჩივრის ამ ნაწილში განუხილველად დატოვება მართებულია.
2. საჩივრის განუხილველად დატოვება - არ არსებობს დავის საგანი
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის 21.05.2024 წლის №11521 ბრძანების აღსრულების მიზნით 2025 წლის 31 მარტს შედგა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას/შემცირებას სულ 8 657 ლარის ოდენობით (გადასახადი 5 770 ლარი; ჯარიმა - 2 887 ლარი). აღნიშნულ დასკვნაზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 აპრილის №7288 და №7330 ბრძანებები და 2025 წლის 17 აპრილის №063-12 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. დადგინდა, რომ 2025 წლის 17 აპრილის №7288 ბრძანების საფუძველზე, ამავე თარიღის №063-12 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის გამოცემისას, გადასახადების სახეების და ვადების მიხედვით, გადასახადების აღრიცხვისას მოხდა ტექნიკური უზუსტობა, რის შედეგად გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გადასახადები აისახა არასწორად. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 21 მაისის №11521 ბრძანების აღსრულების მიზნით 2025 წლის 16 მაისს შედგა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 8 657 ლარი, მათ შორის: გადასახადი - 5 770 ლარი, ჯარიმა - 2 887 ლარი. გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 მაისის №10193 ბრძანება და 2025 წლის 20 მაისის №063- 15 საგადასახადო მოთხოვნა, სადაც გადასახადი შეადგენს 23 035 (28 805 – 5 770) ლარს, ხოლო ჯარიმა შეადგენს 6 662 (9 549 - 2 887) ლარს.
აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 მაისის №063-14 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით ანულირებულ იქნა (გაუქმდა) 2025 წლის 17 აპრილის №063-12 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა და ამავე საგადასახადო მოთხოვნით გპაბ-ზე არასწორად აღრიცხული თანხები. შესწორებულმა გადასახადმა კვლავ შეადგინა 28 805 ლარი, ხოლო ჯარიმამ - 9 549 ლარი.
ასევე, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 21 მაისის №11521 ბრძანების აღსრულების მიზნით 2025 წლის 16 მაისს შედგა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 8 657 ლარი, მათ შორის: გადასახადი - 5 770 ლარი, ჯარიმა - 2 887 ლარი. გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 მაისის №10193 ბრძანება და 2025 წლის 20 მაისის №063-15 საგადასახადო მოთხოვნა.
აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 აპრილის №063-12 და 2025 წლის 20 მაისის №063-14 საგადასახადო მოთხოვნები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. საჩივარი, აღნიშნულ ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა მიუთითა საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არ არსებობს დავის საგანი.
საქმის ირგვლივ არსებული მასალებითა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დადგინდა, რომ საგადასახადო შემოწმების აქტით და დასკვნით დარიცხული/შემცირებული თანხები სწორად და სრულადაა ასახული გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, ასევე სწორადაა გენერირებული, როგორც 2023 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტზე გამოცემული 2023 წლის 19 ივლისის №063-15 საგადასახადო მოთხოვნა, ასევე 2025 წლის 16 მაისის დასკვნაზე გამოცემული 2025 წლის 20 მაისის №063-15 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 აპრილის №063-12 და 2025 წლის 20 მაისის №063-14 საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ არ არსებობს დავის საგანი შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 აპრილის №063-12 და 2025 წლის 20 მაისის №063-14 საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებით, სახეზეა საჩივრების განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი აღნიშნულ დავის საგანზე არგუმენტებს არ წარმოადგენს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არ არსებობს დავის საგანი.
დადგენილია, რომ 2025 წლის 17 აპრილის №7288 ბრძანების საფუძველზე, ამავე თარიღის №063-12 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის გამოცემისას, გადასახადების სახეების და ვადების მიხედვით, გადასახადების აღრიცხვისას მოხდა ტექნიკური უზუსტობა, რის შედეგად გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გადასახადები აისახა არასწორად. შესაბამისად, 2025 წლის 17 აპრილის №063-12 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა არასწორად იქნა ფორმირებული - აქტით დარიცხული თანხები გაორმაგდა: 2023 წლის 19 ივლისის №063-15 ,,საგადასახადო მოთხოვნით“ საშემოსავლო გადასახადში აქტით დარიცხული გადასახადი შეადგენდა 28 805 (23 951 + 4 854) ლარს, ხოლო კორექტირებულ №063-12 საგადასახადო მოთხოვნაში 57 610 (28 805 * 2) ლარს. აქტით დარიცხული ჯარიმა შეადგენდა 9 549 ლარს, ხოლო კორექტირებულ №063-12 საგადასახადო მოთხოვნაში 19 098 (9 549 * 2) ლარს.
აღნიშნულზე შედგა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 16 მაისის დასკვნა, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 მაისის №10028 ბრძანება და 2025 წლის 20 მაისის №063-14 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 მაისის №10028 ბრძანების საფუძველზე ძალადაკარგულად გამოცხადდა მომჩივნის მიმართ შედგენილი 2025 წლის 31 მარტის დასკვნა, მის საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 აპრილის №7288 და 7330 ბრძანებები და 2025 წლის 17 აპრილის №063-12 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 მაისის №063-14 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით ანულირებულ იქნა (გაუქმდა) 2025 წლის 17 აპრილის №063-12 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით გპაბ-ზე არასწორად აღრიცხული თანხები და გასწორებულმა გადასახადმა კვლავ შეადგინა 28 805 ლარი, ხოლო ჯარიმამ - 9 549 ლარი.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 21 მაისის №11521 ბრძანების აღსრულების მიზნით 2025 წლის 16 მაისს შედგა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 8 657 ლარი, მათ შორის: გადასახადი - 5 770 ლარი, ჯარიმა - 2 887 ლარი. გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 მაისის №10193 ბრძანება და 2025 წლის 20 მაისის №063-15 საგადასახადო მოთხოვნა, სადაც გადასახადი შეადგენს 23 035 (28 805 – 5 770) ლარს, ხოლო ჯარიმა შეადგენს 6 662 (9 549 - 2 887) ლარს.
ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა ტექნიკური შეცდომის გასწორება და შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნების გაუქმება/კორექტირება და მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას ამ ნაწილში დავის საგნის არ არსებობის შესახებ და მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივრის ამ ნაწილში განუხილველად დატოვება მართებულია.
3. შემოსავლების სამსახურის 21.05.2024 წლის №11521 ბრძანების აღსრულების შედეგები
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 21 მაისის №11521 ბრძანების აღსრულების მიზნით 2025 წლის 16 მაისს შედგა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 8 657 ლარი, მათ შორის: გადასახადი - 5 770 ლარი, ჯარიმა - 2 887 ლარი. გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 მაისის №10193 ბრძანება და 2025 წლის 20 მაისის №063-15 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, გადასახადი შეადგენს 23 035 (28 805 – 5 770) ლარს, ხოლო ჯარიმა შეადგენს 6 662 (9 549 - 2 887) ლარს.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით. ყურადღება გაამახვილა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, დოკუმენტაციის შესაბამისად გაკეთდა საქონლის მოძრაობის ანალიზი, რომელიც აისახა საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში. ასევე, დაკორექტირდა, საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის მიხედვით, გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული გადასახადი.
ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ საჩივრებში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც თავდაპირველ საჩივარში სადავოდ არ გაუხდია, ასევე ისეთი გარემოება, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის განმარტებით:
1. შემმოწმებლებისთვის წარდგენილ იქნა მეწარმის ბუღალტრული ბაზა და სმფ-ების შესაბამისი შესყიდვის აქტები, გარდა ამისა, მეწარმეს უფიქსირდება ტრანსპორტირების ხარჯები, რომლებზეც ასევე არსებობს შესაბამისი მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტები (იხ. თანდართული ფაილი). ასევე, აუდიტორთან კომუნიკაციის დროს მკაფიოდ მოთხოვნილ იქნა გადაანგარიშების შედეგების გავლა, თუმცა აუდიტორმა მოახდინა მხოლოდ სასაქონლო მატერიალური ფასეულობების (ჯართი) შეძენაზე გაწეული ხარჯების გამოქვითვა და დასკვნის გამოგზავნა მოხდა შეუთანხმებლად. წარმოადგენს ტრასპორტირების ხარჯებს, ჯამში 11 600 ლარის ოდენობით, რომლებიც ვერ დადგება ეჭვქვეშ ვინაიდან, 2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის ივნისის ჩათვლით პერიოდში პირს უფიქსირდება გამოწერილი 29 ერთეული ტრანსპორტირებით ზედნადები (იხ. თანდართული ფაილი), სადაც გადამზიდავს წარმოადგენს მომსახურების გამწევი ინდივიდუალური მეწარმე „----------“ (პ.ნ. ----------), ვინაიდან პირს არ გააჩნია სატრანსპორტო საშუალება და სჭირდებოდა ტვირთის ტრანსპორტირება მანავი-რუსთავის მონაკვეთზე, აღნიშნულ ტრანსპორტირებებზე არსებობს შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები (იხ. თანდართული ფაილი), ასევე, აუდიტორს შეუძლია მოახდინოს მომსახურების გამწევი პირის გამოკითხვა, რომელიც დაადასტურებს ზემოაღნიშნული ხარჯების ნამდვილობას.
ზემოხსენებული არგუმენტებიდან გამომდინარე, მოითხოვს შესამოწმებელ პერიოდში დარიცხული წლიური საშემოსავლო გადასახადისა და შესაბამისი სანქციის თანხების საკითხი ხელახლა და გაცილებით უფრო სიღრმისეულად იქნას შესწავლილი შემოსავლების სამსახურის მიერ და შედეგად მოხდეს ტრასპორტირების ხარჯების გათვალისწინება და შემცირდეს არასწორად დარიცხული გადასახადისა და სანქციის თანხები. ასევე შესაბამისად შემცირდეს მიმდინარე საშემოსავლო გადასახადი.
2. არ ეთანხმება საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლისა და N0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს საფუძველზე რეალიზებული საქონლის თვითღირებულების გაანგარიშებას, ვინაიდან მეწარმეს სრულად აქვს შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და სრულყოფილად აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, თუმცა აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენის საშუალება მეწარმეს არ მიეცა, შემმოწმებლების მიერ განხორციელებული არასწორი კომუნიკაციის გამო.
გარდა ამისა, მეწარმისათვის არ მომხდარა არც აქტის პროექტის და არც გაანგარიშების ცხრილების გაცნობა და წარმოდგენა. შესაბამისად გაუგებარია, თუ როგორც მოხდა ფ/პ-ებისათვის გადახდილ თანხად ჩათვლილი და შესაბამისად საშემოსავლო გადასახადის 3%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბაზის გაანგარიშება. ვთვლით, რომ აღნიშნული გაანგარიშებული შეცდომით და შესაბამისად შეცდომით არის გაანგარიშებული შემმოწმებლების მიერ დარიცხული გადახდის წყაროსთან დასაკავებელი საშემოსავლო გადასახადისა და სანქციის თანხები.
შესაბამისად, მოითხოვს, რომ მიეცეს საშუალება წარმოადგინოს მის ხელთ არსებული სააღრიცხვო მონაცემები და დოკუმენტაცია. ნიმუშად ამავე საჩივარს თან ურთავს სამ შესყიდვის აქტს, თუმცა როგორც აღნიშნა მეწარმეს სრულად აქვს შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომლის წარდგენასაც შემმოწმებლებისათვის სრულად შეძლებს. თავის მხრივ, ითხოვს რომ შემმოწმებლებს დაევალოს მის მიერ წარდგენილი აღრიცხვის მონაცემებისა და დოკუმენტაციის სიღრმისეულად შესწავლა და შესაბამისად მათ მიერ განხორციელებული დარიცხვების კორექტირება. რაც მთავარია, აუდიტორის მხრიდან მოხდეს სრულფასოვანი თანამშრომლობა, მათი გაანგარიშებების ცხრილების მისთვის მოწოდება და მის მიერ წარდგენილი ინფორმაციის თანმიმდევრულად და მისი ჩართულობით შესწავლა.
ზემოხსენებული არგუმენტებიდან გამომდინარე, მოითხოვს შესამოწმებელ პერიოდში დარიცხული გადახდის წყაროსთან დასაკავებელი საშემოსავლო გადასახადისა და შესაბამისი სანქციის თანხების საკითხი ხელახლა და გაცილებით უფრო სიღრმისეულად იქნას შესწავლილი შემოსავლების სამსახურის მიერ და შედეგად შემცირდეს არასწორად დარიცხული გადასახადისა და სანქციის თანხები.
ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ შემოწმების შედეგად თანხების დარიცხვა მოხდა პირველად და მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია მიზანმიმართულად გადასახადებისგან თავის არიდებას ითხოვს შემცირდეს ზემოთ ხსენებული თანხის მოხსნის შემდეგ დარჩენილი სანქციის თანხები, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის თანახმად:
1.ბ. დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დავების განხილვის საბჭოს შეუძლია, არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:
1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3 პროცენტიანი განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანების 393 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან 3- პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება ფიზიკური პირის მიერ:
ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;
ბ) შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი.
გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების კატალიზური კონვერტორის (კატალიზატორის) ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალების კატალიზური კონვერტორის (კატალიზატორის) მაკომპლექტებელი ნაწილების (მათ შორის, ამორტიზებული მაყუჩის ფილტრის ან/და მაყუჩის კერამიკული ფილტრის) ნარჩენის/ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ამ კოდექსის 1333 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს უნაზღაურებს მისგან შეძენილი საქონლის ღირებულებას.
შემოსავლების სამსახურის 21.05.2024 წლის №11521 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:
1. პირველ დავის საგანთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (ჯართი) შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (შესყიდვის აქტები)). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეესწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი შესყიდვის დოკუმენტაცია (მათ შორის, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით გამოითხოვოს საგამოძიებო სამსახურში არსებული ინფორმაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დასტურდება ხარჯის გაწევის ავთენტურობა, საგადასახადო დოკუმენტები, რომლებიც აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს სრულად გათვალისწინდეს და აღნიშნულის შესაბამისად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების სათანადო კორექტირება (შემცირება).
2. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გაანგარიშებული საქონლის თვითღირებულების ფიზიკურ პირებზე ანაზღაურებულ ჯართის ღირებულებად ჩათვლისა და საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის მიხედვით, გადახდის წყაროსთან დაბეგვრის საკითხის დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 21 მაისის №11521 ბრძანების აღსრულების მიზნით 2025 წლის 16 მაისს შედგა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომლის შედეგებიც სრულად აისახა საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებში, წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად გაკეთდა საქონლის მოძრაობის ანალიზი, რომელიც აისახა ყოველწლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში.
ამასთან, დამატებით შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც დაკორექტირდა საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის მიხედვით გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული გადასახადი. დასკვნის შედეგად შემცირდა სულ 8 657 ლარი, მათ შორის: გადასახადი - 5 770 ლარი, ჯარიმა - 2 887 ლარი.
საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აუდიტორმა მოახდინა მხოლოდ სასაქონლო მატერიალური ფასეულობების (ჯართი) შეძენაზე გაწეული ხარჯების გამოქვითვა და დასკვნის გამოგზავნა მოხდა შეუთანხმებლად. წარმოადგენს ტრასპორტირების ხარჯებს, ჯამში 11 600 ლარის ოდენობით, სადაც გადამზიდავს წარმოადგენს მომსახურების გამწევი ინდივიდუალური მეწარმე „----------“ (პ.ნ. ----------), ვინაიდან არ გააჩნია სატრანსპორტო საშუალება და სჭირდებოდა ტვირთის ტრანსპორტირება მანავი-რუსთავის მონაკვეთზე, აღნიშნულ ტრანსპორტირებებზე არსებობს შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები, ასევე, აუდიტორს შეუძლია მოახდინოს მომსახურების გამწევი პირის გამოკითხვა, რომელიც დაადასტურებს ზემოაღნიშნული ხარჯების ნამდვილობას.
მხარეთა არგუმენტაციის შესწავლის, წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების და საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხის მართლზომიერად გადაწყვეტის მიზნით, მომჩივანს უნდა მიეცეს შესაძლებლობა აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დასახელებული არგუმენტების, კერძოდ, ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული საქონლის ტრანსპორტირებაზე გაწეული ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, მომჩივნის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი ინფორმაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სანქციებისაგან გათავისუფლების შესახებ, საბჭო განმარტავს, რომ აღნიშნულზე ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 21 მაისის №11521 ბრძანების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 21.07.2025 წლის №16327 ბრძანება;
3. მე-3 დავის საგანთან მიმართებით:
ა) მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნული დამატებითი ინფორმაცია/მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაციის/მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს გადაწყვეტილება;
2. საჩივრის განუხილველად დატოვება - არ არსებობის დავის საგანი;
3. შემოსავლების სამსახურის 21.05.2024 წლის №11521 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
1. მომჩივანმა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივლისის №063-15 საგადასახადო მოთხოვნა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 21.05.2024 წლის №11521 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მომჩივანმა იგივე მოთხოვნით ხელახლა მიმართა შემოსავლების სამსახურს.
2. 2025 წლის 17 აპრილის №7288 ბრძანების საფუძველზე, ამავე თარიღის №063-12 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის გამოცემისას, გადასახადების სახეების და ვადების მიხედვით, გადასახადების აღრიცხვისას მოხდა ტექნიკური უზუსტობა, რის შედეგად გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გადასახადები აისახა არასწორად. შესაბამისად, 2025 წლის 17 აპრილის №063-12 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა არასწორად იქნა ფორმირებული - აქტით დარიცხული თანხები გაორმაგდა: 2023 წლის 19 ივლისის №063-15 ,,საგადასახადო მოთხოვნით“ საშემოსავლო გადასახადში აქტით დარიცხული გადასახადი შეადგენდა 28 805 (23 951 + 4 854) ლარს, ხოლო კორექტირებულ №063-12 საგადასახადო მოთხოვნაში 57 610 (28 805 * 2) ლარს. აქტით დარიცხული ჯარიმა შეადგენდა 9 549 ლარს, ხოლო კორექტირებულ №063-12 საგადასახადო მოთხოვნაში 19 098 (9 549 * 2) ლარს. აღნიშნულზე შედგა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 16 მაისის დასკვნა, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 მაისის №10028 ბრძანება და 2025 წლის 20 მაისის №063-14 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 მაისის №10028 ბრძანების საფუძველზე ძალადაკარგულად გამოცხადდა მომჩივნის მიმართ შედგენილი 2025 წლის 31 მარტის დასკვნა, მის საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 აპრილის №7288 და 7330 ბრძანებები და 2025 წლის 17 აპრილის №063-12 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 მაისის №063-14 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით ანულირებულ იქნა (გაუქმდა) 2025 წლის 17 აპრილის №063-12 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით გპაბ-ზე არასწორად აღრიცხული თანხები და გასწორებულმა გადასახადმა კვლავ შეადგინა 28 805 ლარი, ხოლო ჯარიმამ - 9 549 ლარი. ამასთან, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 21 მაისის №11521 ბრძანების აღსრულების მიზნით 2025 წლის 16 მაისს შედგა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 8 657 ლარი, მათ შორის: გადასახადი - 5 770 ლარი, ჯარიმა - 2 887 ლარი. გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 მაისის №10193 ბრძანება და 2025 წლის 20 მაისის №063-15 საგადასახადო მოთხოვნა, სადაც გადასახადი შეადგენს 23 035 (28 805 – 5 770) ლარს, ხოლო ჯარიმა შეადგენს 6 662 (9 549 - 2 887) ლარს.
3. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 21 მაისის №11521 ბრძანების აღსრულების მიზნით 2025 წლის 16 მაისს შედგა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომლის შედეგებიც სრულად აისახა საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებში, წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად გაკეთდა საქონლის მოძრაობის ანალიზი, რომელიც აისახა ყოველწლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში. ამასთან, დამატებით შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც დაკორექტირდა საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის მიხედვით გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული გადასახადი. დასკვნის შედეგად შემცირდა სულ 8 657 ლარი, მათ შორის: გადასახადი - 5 770 ლარი, ჯარიმა - 2 887 ლარი. საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აუდიტორმა მოახდინა მხოლოდ სასაქონლო მატერიალური ფასეულობების (ჯართი) შეძენაზე გაწეული ხარჯების გამოქვითვა და დასკვნის გამოგზავნა მოხდა შეუთანხმებლად. წარმოადგენს ტრასპორტირების ხარჯებს, ჯამში 11 600 ლარის ოდენობით, სადაც გადამზიდავს წარმოადგენს მომსახურების გამწევი ინდივიდუალური მეწარმე, ვინაიდან არ გააჩნია სატრანსპორტო საშუალება და სჭირდებოდა ტვირთის ტრანსპორტირება მანავი-რუსთავის მონაკვეთზე, აღნიშნულ ტრანსპორტირებებზე არსებობს შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები, ასევე, აუდიტორს შეუძლია მოახდინოს მომსახურების გამწევი პირის გამოკითხვა, რომელიც დაადასტურებს ზემოაღნიშნული ხარჯების ნამდვილობას.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივლისის №063-15 საგადასახადო მოთხოვნის თაობაზე მომჩივნის მიმართ არსებობს შემოსავლების სამსახურის 21.05.2024 წლის №11521 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება, შემოსავლების სამსახურის მიერ საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საჩივრის ამ ნაწილში განუხილველად დატოვება მართებულია. მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა ტექნიკური შეცდომის გასწორება და შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნების გაუქმება/კორექტირება და მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას ამ ნაწილში დავის საგნის არ არსებობის შესახებ და მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივრის ამ ნაწილში განუხილველად დატოვება მართებულია. მესამე სადავო საკითხთან დაკავშირებით, სადავო საკითხის მართლზომიერად გადაწყვეტის მიზნით, მომჩივანს უნდა მიეცეს შესაძლებლობა აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დასახელებული არგუმენტების, კერძოდ, ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული საქონლის ტრანსპორტირებაზე გაწეული ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, მომჩივნის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი ინფორმაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 1333; 304(21).