ბრძანება N 12041
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 12041
31.05.2023
"------" -ის (პ/ნ "------")
(ფაქტ. მის "------")
2023 წლის 3 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 მაისის სხდომაზე (ოქმი №51), განიხილა "------"-ის (პ/ნ "------" ) №75720/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება 2023 წლის 30 აპრილის №--------- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით განსაზღვრულ დღგ-ს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორის განმარტებით, არასწორად იყო ინფორმირებული, ვერც საზღვარზე გაარკვიეს, არ გააცნეს პირობები და შეიყვანეს შეცდომაში. აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს დარიცხული თანხის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 30 აპრილს საბაჟო გამშვები პუნქტი „-------“ კონტროლის ზონაში „-------“ -ის მხრიდან შემოვიდა საქართველოს მოქალაქე "------" (პ/ნ "------"), რომელმაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა თეთრეული (რაოდენობა – 30 კგ).
საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზებზე დაყრდნობით გამოირკვა, რომ ფიზიკურ პირ "------"-ს (პ/ნ "------") ბოლო 30 კალენდარული დღის განმავლობაში (2023 წლის 27 აპრილს) უკვე ნასარგებლები ჰქონდა დასახელებული საგადასახადო შეღავათით.
ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ სრულდებოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის გავრცელებისათვის აუცილებელი ერთ-ერთი პირობა, ფიზიკური პირი "------"-ის მიერ 2023 წლის 30 აპრილს (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათით სარგებლობიდან მე-4 დღეს) შემოტანილ საქონელზე შევსებულ იქნა №"------" საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4, რომლითაც მის მიერ შემოტანილი საქონლის (საბაჟო ღირებულება – 489.6 ლარი) იმპორტზე დარიცხულ იქნა იმპორტის გადასახდელი (დღგ) – 88.13 ლარის ოდენობით.
მომჩივანი დაეთანხმა მის მიერ დეკლარირებული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევასა და იმპორტის გადასახდელით დაბეგვრას, რაც დაადასტურა საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ზე მისი ხელმოწერით.
ამასთან, დასახელებული საქონლის დეკლარირებისას საქონლის მფლობელის მიერ საბაჟო ორგანოსთვის არ იქნა წარდგენილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი, შესაბამისად, დეკლარირების საბაჟო ფორმალობის შესრულებისა და საქონლის იმპორტის დაბეგვრის უზრუნველსაყოფად, საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრა სარეზერვო მეთოდით.
"------"- ს 2022-2023 წლებში საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ პუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათით ნასარგებლები აქვს 5-ჯერ (08/11/2022; 11/12/2022; 10/02/2023; 21/03/2023; 27/04/2023). 2023 წლის 1 იანვრიდან 23 მაისის ჩათვლით პერიოდში კი უფიქსირდება საქართველოს საბაჟო საზღვრის კვეთის (გასვლა/შემოსვლა) 92 ფაქტი, რომლის ფარგლებშიც, ხშირ შემთხვევაში საბაჟო საზღვრის კვეთა უფიქსირდება დღის განმავლობაში ორჯერ.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
ამავე კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, იმპორტის გადასახადისაგან თავისუფლდება ფიზიკური პირის მიერ 30 კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფებით (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული საქონლის გარდა) გათვალისწინებული 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი არ არის.
ამავე საკანონმდებლო აქტის 309-ე მუხლის 132-ე ნაწილით დადგენილია, რომ დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქონლის იმპორტი ამ კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ და „ო“ ქვეპუნქტების მოთხოვნების შესაბამისად, იმავე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის იმპორტისა.
ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საგადასახადო შეღავათად ითვლება სხვა გადასახადის გადამხდელებთან შედარებით ცალკეული კატეგორიის გადასახადის გადამხდელებისათვის მინიჭებული უპირატესობა, კერძოდ, შესაძლებლობა, გადაიხადონ გადასახადი ნაკლები ოდენობით ან გათავისუფლდნენ გადასახადის გადახდისაგან .
ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანამხმად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, ისარგებლოს საგადასახადო შეღავათი შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის წარმოშობის მომენტიდან მისი მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში.
ამავე მუხლით დადგენილია, რომ აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება და ცალკეული პირის გათავისუფლება გადასახადისაგან.
დადგენილია, რომ 2023 წლის 30 აპრილს საბაჟო კონტროლის ზონაში „-------“ -ის მხრიდან შემოვიდა მომჩივანი, რომელმაც შემოიტანა 30 კგ. თეთრეული. ვინაიდან, მომჩივანს ბოლო 30 კალენდარული დღის განმავლობაში, კერძოდ კი 2023 წლის 27 აპრილს უკვე ნასარგებლები ჰქონდა დასახელებული საგადასახადო შეღავათით, იგი ვერ ისარგებლებდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათით, ვინაიდან ამ შეღავათის გავრცელებისთვის აუცილებელი ერთ-ერთი პირობა არის, რომ პირმა მხოლოდ 30 კალენდარული დღის განმავლობაში ერთხელ უნდა ისარგებლოს დასახელებული უპირატესობით.
ამდენად, მომჩივნისთვის საგადასახადო შეღავათით სარგებლობისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში №"------" საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ით იმპორტის გადასახდელის დარიცხვა შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. "-------" (პ/ნ "-------" ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება თანხის დარიცხვას.
ითხოვს დარიცხული თანხის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანმა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა თეთრეული.ფიზიკურ პირს უკვე ნასარგებლები ჰქონდა დასახელებული საგადასახადო შეღავათით.
ამასთან, დასახელებული საქონლის დეკლარირებისას საქონლის მფლობელის მიერ საბაჟო ორგანოსთვის არ იქნა წარდგენილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი, შესაბამისად, დეკლარირების საბაჟო ფორმალობის შესრულებისა და საქონლის იმპორტის დაბეგვრის უზრუნველსაყოფად, საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრა სარეზერვო მეთოდით.
2022-2023 წლებში საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ პუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათით ნასარგებლები აქვს 5-ჯერ 2023 წელს კი უფიქსირდება საქართველოს საბაჟო საზღვრის კვეთის (გასვლა/შემოსვლა) 92 ფაქტი.
საქონელი მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში და დაიბეგრა იმპორტის გადასახდელით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ით იმპორტის გადასახდელის დარიცხვა შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
199 (დ.ბ)