ბრძანება N 17028
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 17028
28 ივლისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
სს „------ის“ (ს/ნ --------------)
(მის.: ----------------------------)
2026 წლის 15 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 16 ივლისის სხდომაზე (ოქმი №63) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული სს „------ის“ (ს/ნ --------------) 2026 წლის 15 აპრილის №101737/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 16 მარტის №001-40 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ გაუგებარია, თუ რატომ განსაზღვრა საგადასახადო ორგანომ ქონების გადასახადის მიზნებისთვის აქტივის საბაზრო ფასად შეფასების ფასი დღგ-ის ჩათვლით, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც კომპანია არის დღგ-ის გადამხდელი. აღნიშნავს, რომ დღგ-ის ეკონომიკური შინაარსიდან გამომდინარე, იგი წარმოადგენს საბოლოო მომხმარებლის გადასახადს, ხოლო დღგ-ის გადამხდელი ბიზნესი, რომელიც ძირითად საშუალებას იყენებს დასაბეგრი ოპერაციების განხორციელებისთვის, უფლებამოსილია ჩაითვალოს აღნიშნულ აქტივთან დაკავშირებული დღგ. ამ პირობებში, აქტივის საბაზრო ფასის განსაზღვრა დღგ-ის ჩათვლით ქონების გადასახადის მიზნებისთვის იწვევს არათანაბარ მდგომარეობას სხვადასხვა გადასახადის გადამხდელს შორის. კერძოდ, თუ საგადასახადო ორგანო ქონების გადასახადის დარიცხვის ბაზად იყენებს აქტივის საბაზრო ფასს დღგ-ის ჩათვლით, მაშინ იმავე აქტივის სხვა დღგ-ის გადამხდელ კომპანიაზე რეალიზაციის შემთხვევაში, მყიდველ კომპანიას ექნება უფლება ჩაითვალოს აღნიშნული დღგ. შესაბამისად, იგი აქტივს ბალანსზე აღრიცხავს დღგ-ის გარეშე ნასყიდობის ფასით, შედეგად, კი ქონების გადასახადის გამოანგარიშება მოხდება აქტივის დღგ-ის გარეშე საბალანსო ღირებულებიდან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს დამატებით დარიცხული ქონების გადასახადის გადაანგარიშებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 23 თებერვლის №4076 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სს „------ის“ (ს/ნ --------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 და 2024 წლების საანგარიშო პერიოდებში №----- საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული უძრავი ქონების (გარდა მიწისა) გადასახადით დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 12 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 16 მარტის №5687 ბრძანება და ამავე თარიღის №001-40 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ გადასახადი 209 920 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2026 წლის 8 მაისის №10271 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2026 წლის პირველი ივლისის №27450/2/2026 გადაწყვეტილებით, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 8 მაისის №10271 ბრძანება და საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის პირველი ივლისის №27450/2/2026 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„საბჭო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა.
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვის ეტაპზე სათანადოდ არ არის შესაწავლილი და შეფასებული მომჩივნის არგუმენტაცია, რაც მოითხოვს დამატებით შესწავლას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად, უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
საგადასახადო შემოწმება დანიშნულია 2023 და 2024 წლების საანგარიშო პერიოდებში №---- საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული უძრავი ქონების (გარდა მიწისა) გადასახადით დაბეგვრის სისწორესთან დაკავშირებით. წარმოდგენილია შპს „-----ს“ მიერ სს „-----ის“ ბიზნესის ღირებულების შეფასების ანგარიში 2024 წლის 3 ივნისის მდგომარეობით, სადაც უძრავი ქონება, კერძოდ შენობა-ნაგებობა (საკადასტრო კოდი -----) შეფასებულია 4 876 974 აშშ დოლარად დღგ-ის გარეშე, აღნიშნული ღირებულება დღგ-ის ჩათვლით შეადგენს 5 754 829 აშშ დოლარს. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, რომლის მიხედვით გადამხდელს აღნიშნული შენობანაგებობის ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა 2023 წელს დეკლარირებული აქვს 5 225 709 ლარის ოდენობით, ხოლო 2024 წელს 5 411 907 ლარის ოდენობით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე, 202-ე მუხლის 41 ნაწილის, ასევე „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის საფუძველზე, ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა შემოწმებით (დაკორექტირდა) გაიზარდა და გადასახადის გადამხდელს სხვაობაზე დაერიცხა ქონების გადასახადი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
ამავე მუხლის 41 ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:
ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება;
ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის თანახმად:
1. წინამდებარე თავით რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 4 1 ნაწილის საფუძველზე საგადასახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის წესი (ამ თავის მიზნებისათვის, შემდგომში - წესი).
2. ეს წესი განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საგადას ახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრ ო ფასით.
3. ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც საგადასახადო ორგანოს წარმოეშვა უფლებამოსილება გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით, საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საბაზრო ფასით, თუ:
ა) დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას;
ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასების შედეგად გამოანგარიშებული დასაბეგრი ქონების ღირებულება აღემატება ამ ქონების საბაზრო ფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონებაზე გადასახადს იხდის მიმდინარე გადასახდელის სახით, გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილ იქნა შპს „-------ს“ მიერ ბიზნესის ღირებულების შეფასების ანგარიში 2024 წლის 3 ივნისის მდგომარეობით, სადაც უძრავი ქონება, კერძოდ შენობა-ნაგებობა (საკადასტრო კოდი -----) შეფასებულია 4 876 974 აშშ დოლარად დღგ-ის გარეშე, აღნიშნული ღირებულება დღგ-ის ჩათვლით შეადგენს 5 754 829 აშშ დოლარს. გადამხდელს აღნიშნული შენობა-ნაგებობის ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა 2023 წელს დეკლარირებული აქვს 5 225 709 ლარის ოდენობით, ხოლო 2024 წელს 5 411 907 ლარის ოდენობით. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა დღგ-ის ჩათვლით საბაზრო ფასით და აღნიშნულის შესაბამისად ქონების გადასახადის დარიცხვა მართლზომიერია.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებული მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. სს „------ის“ (ს/ნ --------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.ითხოვს დამატებით დარიცხული ქონების გადასახადის გადაანგარიშებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №4076 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 და 2024 წლების საანგარიშო პერიოდებში რეგისტრირებული უძრავი ქონების (გარდა მიწისა) გადასახადით დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №5687 ბრძანება და №001-40 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ გადასახადი 209 920 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის №10271 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის №27450/2/2026 გადაწყვეტილებით, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის №10271 ბრძანება და საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 202(1 „ა“ – „დ“.41 ); 205(2.3);