გადაწყვეტილება №24503/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24503/2/2024
13 მარტი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ის 23.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24503/2/2024).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 19.09.2024 წლის №23619/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 21.11.2024 წლის №005-165 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 226 793,47 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 133 088
დღგ - 50 429
საშემოსავლო გადასახადი - 82 659
ჯარიმა - 65 393
საურავი - 28 312,47
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს საცალო ვაჭრობა საშინაო ფეხსაცმლით. საქონელი იმპორტირებულია ძირითადად -----დან.
აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.02.2024 წლამდე პერიოდი, ხოლო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 22.03.2024 წლის საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
მომჩივანი საქონლის რეალიზაციას ახორციელებს საცალოდ ადგილობრივ ბაზარზე (გამოწერილია ფიზიკურ პირებზე უმნიშვნელო რაოდენობის ზედნადებები, მთლიანი ბრუნვის 1,2%). საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადამხდელთან საკონტროლო შესყიდვა ვერ განხორციელდა სავაჭრო ობიექტის არქონის გამო, რეალიზაცია ხორციელდება სასაწყობო ფართიდან (----, უსასყიდლო იჯარა). სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა 198 204 ლარის საბაზრო ღირებულების სმფ-ის ნაშთი, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაციით დადგენილია 0 ლარის ფულადი ნაშთი.
გადამხდელს გააჩნია ბუღალტრული პროგრამა „ინფო“, თუმცა აღრიცხავს და შესაბამისად ადეკლარირებს ბრუნვებს 10%-იანი ფასნამატით. საგადასახადო კოდექსის 49-ე და 73-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შემოწმებამ იხელმძღვანელა აუდირებული ფასნამატით ანალოგიურ საქონელზე, კერძოდ, ფეხსაცმელზე გავრცელდა 29%-იანი, ხოლო ბავშვის ფეხსაცმელზე - 55,88%-იანი ფასნამატი.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი საქონლის ნაშთის გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის და 160-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დაიბეგრა დღგ-ით შესაბამის პერიოდებში დეკლარირებული ბრუნვების ხვედრითი წილის გათვალისწინებით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.02.2024 წლის №3558 ბრძანების საფუძველზე 28.02.2024 წლის განხორციელდა გადამხდელის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია ნაღდი ფულის ნაშთი. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების, შემოსავლების სამსახურის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანების და მასში 3.07.2023 წლის №15615 ბრძანებით გათვალისწინებული ცვლილებით დამტკიცებული ,,სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ დამატებით გამოვლენილი (არაპირდაპირი მეთოდით) შემოსავალი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდში დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 21.05.2024 წლის №005-66 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 15.07.2024 წლის №16661 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 19.09.2024 წლის №23619/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, მომჩივნის მონაწილეობით, ინვენტარიზაციის შედეგების (ცხრილები) დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 19.09.2024 წლის №23619/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 18.11.2024 წლის დასკვნის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელთან ერთად დამატებით შესწავლილ იქნა ინვენტარიზაციის შედეგები (ცხრილები), რომლის შედეგადაც დადგინდა შემდეგი: (შემოწმების აქტით ინვენტარიზაციის მასალებიდან მხედველობაში იქნა მიღებული მხოლოდ ფაქტობრივი ნაშთის მონაცემი) ვინაიდან ინვენტარიზაციის შედეგებში სარეალიზაციო ფასები დაფიქსირებულია გადამხდელის მიერ, ამასთან გადასახადის გადამხდელის ინვენტარიზაციისთვის მითითებული სარეალიზაციო ფასებით ინვენტარიზაციის ფასნამატი გამოდის უარყოფითი მაჩვენებელი (ფასნამატი მინუსებშია), რაც შეუსაბამოა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების ფასნამატთან. ამასთან გადასახადის გადამხდელის მიერ წუნდებული/დაზიანებული საქონლის ჩამოწერაზე სსკ-ით დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოსთან მიმართვა არ განხორციელებულა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ინვენტარიზაციის ფასნამატის გამოყენება არ იქნა მიზანშეწონილი. აქტით დარიცხული თანხები გადაანგაარიშებას არ დაექვემდებარა.
აუდიტის დეპარტამენტის 18.11.2024 წლის დასკვნის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 21.11.2024 წლის №005-165 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის დეპარტამენტმა არ აღასრულა ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2.10.2024 წლის 23619/2/2024 გადაწყვეტილება. საზოგადოებამ აუდიტის დეპარატამენტს წარუდგინა ინვენტარიზაციის ცხრილები, საიდანაც ნათელია, რომ საზოგადოება ვაჭრობს 10%-იანი ფასნამატით. ინვენტარიზაციის მასალებში აღრიცხულია საქონლის ისეთი სახეობები, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო დაკარგული აქვს სასაქონლო სახე და მის სარეალიზაციო ფასად მითითებულია თვითღირებულებაზე დაბალი ფასი. საზოგადოებას ეს საქონელი არ ჩამოუწერია, რადგან იგი მზადაა მოახდინოს მისი რეალიზაცია ნებისმიერ ფასად. ეს გარემოება მითითებულია თვით აუდიტის დეპარტამენტის, 21.11.2024 წლის №005-165 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნის საფუძველ იგივე დეპარტამენტის 18.11.2024 წლის თარიღის საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე შედგენილი 800/2 დასკვნაში: აუდიტის დეპარატამენტის მიერ გადასახადის გადამხდელთან ერთად დამატებით შესწავლილ იქნა ინვენტარიზაციის შედეგები, (ცხრილები), რომლის შედეგადაც დადგინდა შემდეგი: (შემოწმების აქტით ინვენტარიზაციის მასალებიდან მხედველობაში იქნა მიღებული მხოლოდ ფაქტობრივი ნაშთის მონაცემი) ვინაიდან ინვენტარიზაციის შედეგებში სარეალიზაციო ფასები დაფიქსირებულია გადამხდელის მიერ, ამასთან გადასახადის გადამხდელის ინვენტარიზაციისთვის მითითებული სარეალიზაციო ფასებით ინვენტარიზაციის ფასნამატი გამოდის უარყოფითი მაჩვენებელი (ფასანატი მინუსებშია), რაც შეუსაბამოა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების ფასნამატთან. ამასთან გადასახადის გადამხდელის მიერ წუნდებული/დაზიანებული საქონლის ჩამოწერაზე სსკ-ით დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოსთან მიმართვა არ განხორციელებულა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ინვენტარიზაციის ფასნამატის გამოყენება არ იქნა მიზანშეწონილი. აქტით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა. სამწუხაროდ დასკვნა გამოცემულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის დარღვევით: ინდივიდუალური ადმინისტარციულსამართლებრივი აქტი დაუსაბუთებელია: ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია და გადაწყვეტილება დაფუძნებულია იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ინვენტარიზაციის მასალებიდან ნათელია, რომ საზოგადოება ვაჭრობს 10%-იანი ფასნამატით. ბოლოს არის საქონლის ისეთი სახეობა, რომლებიც ინვენტარიზაციის მასალებში მითითებულია თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, რადგან მას სხვადასხვა მიზეზის გამო დაკარგული აქვს საქონლის სახე და გადასახადის გადამხდელი მზადაა მოახდინოს მისი რეალიზაცია ნებისმიერ ფასად. თვითონ დასკვნაში აუდიტის დეპარატამენტი მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წუნდებული/დაზიანებული საქონლის ჩამოწერაზე საგადასახადო კოდექსის დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვა არ განხორციელებულა. ეს ფაქტობრივი გარემოება მოწმობს, გადასახადის გადამხდელის პოზიციასსაქონლის რეალიზაცია განახორციელოს ნებისმიერ ფასად. იმის გამო, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ მოხდა საკითხის შესწავლა და ასეთი სახეობის საქონლის გამიჯვნა სხვა საქონლისაგან მიიღეს სრულიად არაადეკვატური სურათი, რომ გადასახადის გადამხდელის ფასნამატი არის უარყოფითი. ამასთან. დაკავშირებით მითითებულია, რომ მხედველობაში იქნა მიღებული მხოლოდ ფაქტობრივი ნაშთის მონაცემი. ფაქტობრივ ნაშთში კი ძალიან დიდია წლების განმავლობაში დაგროვილი უხარისხო და ნაკლოვანი პროდუქციის ხვედრითი წილი. ამ გარემოების გაუთვალისწინებლობა არ შეიძლება. ეს გარემოება კიდევ ერთხელ მიუთითებს იმის საჭიროებაზე, რომ გაიმიჯნოს ერთმანეთისათვის უარყოფითი ფასნამატის მქონე საქონელი და სარეალიზაციოდ ვარგისი საქონელი. გადასახადის გადამხდელს აქვს დიდი ოდენობით სარეალიზაციოდ უვარგისი საქონელი. საკითხისადმი ასეთი ზედაპირული და ხისტი მიდგომის გამო, არ აღსრულდა ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2.10.2024 წლის №23619 გადაწყვეტილება. აუცილებელია მოხდეს საკითხის შესწავლა და გაიმიჯნოს სარეალიზაციოდ ვარგისი საქონლის ფასნამატი და წუნდებული საქონელი ერთმანეთისაგან. დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბაზის ცვლილება-ფასნამატი 15.05.2024 წლის აქტში ვკითხულობთ: შპს ----ის საქმიანობას წარმოადგენს საცალო ვაჭრობას საშინაო ფეხსცმლით. საქონელი იმპორტირებულია ძირითადად -----დან, რეალიზაცია ხორციელდება საცალოდ-ადგილობრივ ბაზარზე (გამოწერილია ფიზიკურ პირებზე უმნიშვნელო რაოდენობის ზედნადებები-მთლიანი ბრუნვის 1,2%). საგადასახადო მონიტორინგის მიერ გადამხდელთან საკონტროლო შესყიდვა ვერ განხორციელდა, სავაჭრო ობიექტის არქონის გამო, რეალიზაცია ხორციელდება სასაწყობო ფართიდან (---, უსასყიდლო იჯარა). სმფ ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა საბაზრო ღირებულების 198 204 ლარის სმფ ნაშთი. სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაციით დადგენილია 0 ფულადი ნაშთი. გადამხდელს გააჩნია ბუღალტრული პროგრამა „ინფო“, თუმცა აღრიცხავს და შესაბამისად ადეკლარირებს ბრუნვებს 10%-იანი ფასანამატით. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით „საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა“. შემოწმებით ირკვევა, რომ გადამხდელის მიერ ხელოვნურად/მკვეთრად შემცირებულია სარეალიზაციო ფასებია, რაც შესაბამისად იწვევს გადასახადების შემცირებას. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შემოწმებამ იხელმძღვანელა აუდირებული ფასნამატით ანალოგიურ საქონელზე, კერძოდ, საშინაო ფეხსაცმელზე გავრცელდა 29%, ხოლო ბავშვის ფეხსაცმელზე 55,88% ფასნამატი. შემოწმებით მონიტორინგის დეპარატამენტის მიერ განხორციელებული სმფ ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი სმფ ნაშთის გათვალისწინებით რეალიზებული საქონელი 159-ე მუხლის და 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დაიბეგრა დღგით შესაბამის პერიოდებში (დეკლარირებული ბრუნვების ხვედრითი წილის გათვალიწინებით). შედეგად გადამხდელს დაერიცხა ძირითადი გადასახადი და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით. საგადასახადო ორგანოს პოზიციას არ ეთანხმება გადასახადის გადამხდელი. გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინების და სწორად შეფასების შემთხვევაში, იმ შემთხვევაში თუ გამოყენებული იქნება ინვენტარიზაციის დადგენილი ფასნამატი, სურათი იქნება რადიკალურად სხვა. დარიცხვის მიზნებისათვის რევიზიის აქტი იყენებს ამ ინვენტარიზაციის შედეგებს სმფ-ების ნაშთის ოდენობის საბაზრო ფასებით: სმფ ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა საბაზრო ღირებულების 198 202 ლარის სმფ ნაშთი. გარდა ამისა, რევიზიის აქტის მთელი დარიცხვა ემყარება მხოლოდ და მხოლოდ ფასანამატს, რომლის გაანგარიშების მეთოდოლოგია ბევრი კითხვის ნიშანს ბადებს. სამწუხაროდ, დასკვნაშიც საგადასახადო ორგანოს მიერ განსაზღვრული ფასნამატი, გაანგარიშებულია ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინების გარეშე, კერძოდ. რევიზიის აქტი თვითონ ამბობს, რომ საგადასახადო მონიტორინგის მიერ გადასახადის გადამხდელთან საკონტროლო შესყიდვა ვერ განხორციელდა, სავაჭრო ობიექტის არქონის გამო, რეალიზაცია ხორციელდება სასაწყობო ფართიდან (-----, უსასყიდლო იჯარა). შესაბამისად ნათელია, რომ გადასახადის გადამხდელი ეწევა საბითუმო ვაჭრობას, ხოლო რევიზიის აქტის მიხედით, ფასნამატი აღებულია საცალო ვაჭრობის ობიექტიდან. აუდირებული ფასნამატით ანალოგიურ საქონელზე საცალო სარეალიზაციო ფასნამატი შეადგენს 29%-ს. შემოწმებით გამოყენებულია აუდირებული ფასნამატი ანუ აღებულია იმ გადასახადის გადამხდელის ფასნამატი, რომელიც საცალო რეალიზაციას ეწევა-სურათი შესაბამისად, არაადეკვატურია, რადგან ეს ორი სიდიდე: ფასნამატი საცალოდ რეალიზაციისას და ფასნამატი საბითუმოდ რეალიზაციისას არ არის შესადარისი სიდიდეები. გარდა ამისა, თვით რევიზიის აქტი შეიცავს წინააღმდეგობრივ ინფორმაციას. რევიზიის აქტის მე-9 გვერდის მიხიდვით, შემოწმებამ იხელმძღვანელა აუდირებული ფასნამატით ანალოგიურ საქონელზე, კერძოდ, საშინაო ფეხსაცმელზე გავრცელდა 29%, ხოლო ბავშვის ფეხსაცმელზე 55,88% ფასნამატი. იგივე აქტის მე5 გვერდის თანახმად, აუდირებული ფასნამატით ანალოგიური საქონელზე საცალო სარეალიზაციო ფასნამატი 29%-ს. შემოწმებით გამოყენებულია აუდირებული ფასანამატი. დირექტორზე გაცემული ხელფასი აქტში ვკითხულობთ საგადასახადო მონიტორინგის დეპარატამეტნის 20.02.2024 წლის №3558 ბრძანების საფუძველზე 28.02.2024 წლის განხორცილდა შპს აინიშანის სალაროში ნაღდი ფულის ოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია ნაღდი ფულის ნაშთი. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, ასევე შემოსავლების სამსახურის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანების და მასში 3.07.2023 წლის №15615 ბრძანებით გათვალისწინებული ცვლილებით დამტკიცებული სალაროში ნაღდი ფულის შესახებ მეთოდური მითითების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ დამატებით გამოვლენილი (არაპირდაპირი მეთოდით) შემოსავალი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდით დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი ბაზის გაზრდას და ამ საფუძველზე განსაზღვრული ნაღდი ფულის მოცულობას. დარიცხული ჯარიმა საურავების შესაბამისობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლთან. საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად გადასახადი გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისიწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით. რევიზიის აქტი ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის ამ მუხლს. სმფ-ის ინვენტარიზაცია ჩატარდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარატამენტის 21.03.2024 წლის №61680 ბრძანების საფუძველზე 21.03.2024 წელს. საგადასახადო ორგანოს უფლება ჰქონდა ჯარიმა გამოვლენილი სმფ-ის დანაკლისი 10%-ის ოდენობით, იმ თარიღით რა თარიღითაც ჩატარდა ინვენტარიზაცია ანუ 21.03.2024 წლის თარიღით. ხოლო გადასახადის გადამხდელს უნდა მისცემოდა საშუალება მოეხდინა დანაკლისის დეკლარირება 2024 წლის აპრილში-საკუთარ დეკლარაციაში და არ უნდა გადანაწილებულიყო დღგ-ის ბრუნვაზე შესაბამის პერიოდზე დეკლარირებული ბრუნების ხვედრითი წილის გათვალისწინებით. მთელ შესამოწმებლ პერიოდზე 1.01.2021 წლის. შესაბამისად გადასახადის გადამხდელს დარიცხვა მხოლოდ10% ჯარიმა და არა 50% როგორც ამჟამადაა. საურავის დარიცხვა განხორციელდებოდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირების თარიღიდან ინვენტარიზაციის ჩატარების თარიღიდან 21.03.2024 წლიდან და არა 2021 წლის 1 იანვრამდე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს, ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 21.11.2024 წლის №005-165 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. დაევალოს აუდიტის დეპარატამენტს აღასრულოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2.10.2024 წლის №23619/2/2024 გადაწყვეტილება, შპს ----ის 2.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 19.09.2024 წლის №23619/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, მომჩივნის მონაწილეობით, ინვენტარიზაციის შედეგების (ცხრილები) დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 19.09.2024 წლის №23619/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 18.11.2024 წლის დასკვნის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელთან ერთად დამატებით შესწავლილ იქნა ინვენტარიზაციის შედეგები (ცხრილები), რომლის შედეგადაც დადგინდა შემდეგი: (შემოწმების აქტით ინვენტარიზაციის მასალებიდან მხედველობაში იქნა მიღებული მხოლოდ ფაქტობრივი ნაშთის მონაცემი) ვინაიდან ინვენტარიზაციის შედეგებში სარეალიზაციო ფასები დაფიქსირებულია გადამხდელის მიერ, ამასთან გადასახადის გადამხდელის ინვენტარიზაციისთვის მითითებული სარეალიზაციო ფასებით ინვენტარიზაციის ფასნამატი გამოდის უარყოფითი მაჩვენებელი (ფასნამატი მინუსებშია), რაც შეუსაბამოა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების ფასნამატთან. ამასთან გადასახადის გადამხდელის მიერ წუნდებული/დაზიანებული საქონლის ჩამოწერაზე სსკ-ით დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოსთან მიმართვა არ განხორციელებულა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ინვენტარიზაციის ფასნამატის გამოყენება არ იქნა მიზანშეწონილი. აქტით დარიცხული თანხები გადაანგაარიშებას არ დაექვემდებარა.
მომჩივანმა, როგორც წარმოდგენილ საჩივარში, ასევე საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, ინვენტარიზაციის მასალებიდან ნათელია, რომ საზოგადოება ვაჭრობს 10%-იანი ფასნამატით. ბოლოს არის საქონლის ისეთი სახეობა, რომლებიც ინვენტარიზაციის მასალებში მითითებულია თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, რადგან მას სხვადასხვა მიზეზის გამო დაკარგული აქვს საქონლის სახე და გადასახადის გადამხდელი მზადაა მოახდინოს მისი რეალიზაცია ნებისმიერ ფასად. თვითონ დასკვნაში აუდიტის დეპარტამენტი მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წუნდებული/დაზიანებული საქონლის ჩამოწერაზე საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვა არ განხორციელებულა. ეს ფაქტობრივი გარემოება მოწმობს, გადასახადის გადამხდელის პოზიციასსაქონლის რეალიზაცია განახორციელოს ნებისმიერ ფასად. იმის გამო, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ მოხდა საკითხის შესწავლა და ასეთი სახეობის საქონლის გამიჯვნა სხვა საქონლისაგან მიიღეს სრულიად არაადექვატური სურათი, რომ გადასახადის გადამხდელის ფასნამატი არის უარყოფითი. აუცილებელია მოხდეს საკითხის შესწავლა და გაიმიჯნოს სარეალიზაციოდ ვარგისი საქონლის ფასნამატი და წუნდებული საქონელი ერთმანეთისაგან. გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინების და სწორად შეფასების შემთხვევაში, იმ შემთხვევაში თუ გამოყენებული იქნება ინვენტარიზაციის დადგენილი ფასნამატი, სურათი იქნება რადიკალურად სხვა.
საბჭო აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 19.09.2024 წლის №23619/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს №23619/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.02.2024 წლამდე პერიოდი, ხოლო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 22.03.2024 წლის საანგარიშო პერიოდი.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი საქონლის ნაშთის გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის და 160-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დაიბეგრა დღგ-ით შესაბამის პერიოდებში დეკლარირებული ბრუნვების ხვედრითი წილის გათვალისწინებით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №3558 ბრძანების საფუძველზე 28.02.2024 წლის განხორციელდა გადამხდელის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია ნაღდი ფულის ნაშთი. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების, შემოსავლების სამსახურის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანების და მასში 3.07.2023 წლის №15615 ბრძანებით გათვალისწინებული ცვლილებით დამტკიცებული ,,სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ დამატებით გამოვლენილი (არაპირდაპირი მეთოდით) შემოსავალი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდში დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №005-66 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის №16661 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს №23619/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, მომჩივნის მონაწილეობით, ინვენტარიზაციის შედეგების (ცხრილები) დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს №23619/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 18.11.2024 წლის დასკვნის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის №005-165 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს №23619/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:304(21);