დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ

ბრძანება 05.04.2005
№ დოკუმენტი 220
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება № 220

2005 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილისა და 101-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 თებერვლის ბრძანება №51- ვებგვერდი, 08.02.2011წ .

1. ამ ბრძანებაში გამოყენებულ ტერმინებს, ამ ბრძანების მიზნებისთვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მივლინება – დამქირავებლის ბრძანებით ან/და დავალებით დაქირავებულის გამგზავრება სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად მუდმივი სამუშაო ადგილის ფარგლებს გარეთ როგორც ქვეყნის ფარგლებში, ისე ქვეყნის ფარგლების გარეთ. ქვეყნის ფარგლების გარეთ მივლინება შეიძლება იყოს მოკლევადიანი ან გრძელვადიანი;

ბ) გრძელვადიანი მივლინება – ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაქირავებულის გაგზავნა 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით;

გ) მოკლევადიანი მივლინება – ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაქირავებულის გაგზავნა 30 ან ნაკლები კალენდარული დღის ვადით;

დ) დაქირავებით მუშაობა, დამქირავებელი და დაქირავებული – დაქირავებით მუშაობა, დამქირავებელი და დაქირავებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად;

ე) მუდმივი სამუშაო ადგილი – ტერიტორია, სადაც დაქირავებული, შრომითი ხელშეკრულების ან ბრძანების საფუძველზე, განსაზღვრული სამუშაო დროის პერიოდში (ფიქსირებულ სამუშაო საათებში) დამქირავებელს უსრულებს სამუშაოს, რომელიც რეგულარულ და არაერთჯერად ხასიათს ატარებს;

ვ) უქმე დღე – საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად;

ზ) მივლინებაში გამგზავრების დღე, მივლინებიდან დაბრუნების დღე – დღე, რომლის 24 საათამდე განხორციელდა შესაბამისი მოქმედება (გამგზავრება ან დაბრუნება).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 ივლისის ბრძანება №603-სსმIII, №89, 01.08.2005წ., მუხ.1019

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 თებერვლის ბრძანება №51- ვებგვერდი, 08.02.2011 წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №336 - ვებგვერდი, 29.09.2022წ.

2. ქვეყნის ფარგლებში დაქირავებულის მივლინებისას:

ა) მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა, გარდა ამ ბრძანების 21 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა, განისაზღვროს 30 ლარის ოდენობით, რომელიც გაიანგარიშება მივლინებაში ფაქტობრივად ყოფნის დღეების მიხედვით, დასვენებისა და უქმე, აგრეთვე მივლინებაში გამგზავრებისა და მივლინებიდან დაბრუნების დღეების გამოურიცხავად, ხოლო 30 კმ-მდე მანძილზე მივლინებისას, როდესაც შესაძლებელია სამუშაო (საცხოვრებელ) ადგილზე იმავე დღეს დაბრუნება, ანაზღაურდეს მხოლოდ მგზავრობის ხარჯები;

ბ) მგზავრობისა და ბინის დაქირავების ხარჯების ნორმები განისაზღვრება ფაქტობრივად გაწეული ხარჯების მიხედვით დამადასტურებელი საბუთების წარმოდგენის საფუძველზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 ივნისის ბრძანება №560- სსმIII, №94 02.07.2007წ., მუხ.1045

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №336 - ვებგვერდი, 29.09.2022წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 25 ივნისის ბრძანება №164 - ვებგვერდი, 26.06.2025წ.

21. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის თანამშრომლის ქვეყნის შიგნით მივლინებისას, თუ იგი მივლინების ადგილას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ აყვანილი იქნება კვებით კმაყოფაზე, მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა განისაზღვროს ამ ბრძანების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქვეყნის შიგნით მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმის 30% -ის ოდენობით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 25 ივნისის ბრძანება №164 - ვებგვერდი, 26.06.2025წ.

3. ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაქირავებულის მივლინებისას:

ა) მივლინების სადღეღამისო და ბინის დაქირავების ხარჯების ნორმები განისაზღვროს თანახმად დანართი №1-ისა, რომლებიც გაიანგარიშება მივლინებაში ფაქტობრივად ყოფნის დღეების მიხედვით, დასვენებისა და უქმე, აგრეთვე მივლინებაში გამგზავრებისა და მივლინებიდან დაბრუნების დღეების გამოურიცხავად;

ბ) მგზავრობის ხარჯები ანაზღაურდება შესაბამის მიმართულებაზე არსებული მგზავრობის ღირებულების გათვალისწინებით, მაგრამ არაუმეტეს ეკონომკლასის (ან მისი შესაბამისი კლასის) ბილეთის ღირებულებისა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №336 - ვებგვერდი, 29.09.2022წ.

31. გრძელვადიანი მივლინებისას პირველი 30 დღის განმავლობაში სადღეღამისო ხარჯების ნორმები განისაზღვროს დანართი №1-ის მიხედვით მოკლევადიანი მივლინებისათვის დადგენილი ნორმებით (სვეტი №3), ხოლო 30 დღის შემდეგ – ამავე დანართის სვეტი №4-ით (საზღვარგარეთ საქართველოს დაწესებულების მომსახურეთათვის მოკლევადიანი მივლინებისას იმ სახელმწიფოს შიგნით, სადაც მდებარეობს ეს დაწესებულება) განსაზღვრული ნორმებით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №336 - ვებგვერდი, 29.09.2022წ.

32. დამქირავებლის მიერ იმ დაქირავებულის საქართველოში მივლინებისას, რომლის მუდმივი სამუშაო ადგილი მდებარეობს საქართველოს ფარგლებს გარეთ, სამივლინებო ხარჯების განსაზღვრისათვის გამოიყენება ქვეყნის შიგნით დაქირავებულის მივლინებისათვის ამ ბრძანებით დადგენილი ნორმები.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №336 - ვებგვერდი, 29.09.2022წ.

4. თუ დაქირავებულის მივლინებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმღები მხარე უზრუნველყოფს მხოლოდ კვების ხარჯებით, მაშინ მისი სადღეღამისო ხარჯების ნორმა განისაზღვროს დანართ №1-ში გათვალისწინებული სადღეღამისო ნორმის 30 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 ივლისის ბრძანება №603-სსმIII, №89, 01.08.2005წ., მუხ.1019

41. (ამოღებულია).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 ივლისის ბრძანება №603-სსმIII, №89, 01.08.2005წ., მუხ.1019

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №956- სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1943

42. (ამოღებულია).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 ივლისის ბრძანება №603-სსმIII, №89, 01.08.2005წ., მუხ.1019

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №956- სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1943

43. (ამოღებულია).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 ივნისის ბრძანება №560- სსმIII, №94 02.07.2007წ., მუხ.1045

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №956- სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1943

44. სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესი და კომპენსაციის ოდენობა განისაზღვროს „სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესისა და კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 16 დეკემბრის №412 დადგენილების შესაბამისად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 ივნისის ბრძანება №560- სსმIII, №94 02.07.2007წ., მუხ.1045

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №657-სსმIII, №101, 20.08.2010წ., მუხ.1525

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 ივლისის ბრძანება №173 - ვებგვერდი, 31.07.2020წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 25 ივნისის ბრძანება №164 - ვებგვერდი, 26.06.2025წ.

45. საქართველოს პარლამენტის წევრებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს დანართი 3-ის შესაბამისად.

46. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის, საერთო სასამართლოს მოსამართლის, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლისათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ნორმები განისაზღვროს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №1156- სსმIII, №147, 22.10.. 2007წ., მუხ.1651

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 ივნისის ბრძანება №560- სსმIII, №94 02.07.2007წ., მუხ.1045

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 18 აპრილის ბრძანება №119 - ვებგვერდი, 24.04.2012წ.

47. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს №5 დანართის შესაბამისად

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 ივლისის ბრძანება №603-სსმIII, №89, 01.08.2005წ., მუხ.1019

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 8 დეკემბრის ბრძანება №1189- სსმIII, №144, 12.12. 2005წ., მუხ.1600

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 მარტის ბრძანება №177- სსმIII, №34, 16.03.2006წ., მუხ.408

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 3 მაისის ბრძანება №444- სსმIII, №63, 08.05.2007წ., მუხ.711

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №1156- სსმIII, №147, 22.10.. 2007წ., მუხ.1651

48. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების ნორმები განისაზღვროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 ივნისის ბრძანება №560- სსმIII, №94 02.07.2007წ., მუხ.1045

49. ამ ბრძანების მიზნებისათვის, საჯარო მოსამსახურეთა სამივლინებო ხარჯების ნორმები განისაზღვროს „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილების შესაბამისად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №956- სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1943

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 ივლისის ბრძანება №173 - ვებგვერდი, 31.07.2020წ.

410. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული თავდაცვის ატაშეების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურებისა და შენახვის ხარჯების ყოველთვიური ნორმები განისაზღვროს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანების №13 დანართის შესაბამისად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 28 აპრილის ბრძანება №121 - ვებგვერდი, 28.04.2015წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 ივლისის ბრძანება №173 - ვებგვერდი, 31.07.2020წ.

411. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული პოლიციის ატაშეს, უსაფრთხოების ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა მივლინების ანაზღაურების ნორმები განისაზღვროს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსების მიერ დადგენილი წესით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 3 აგვისტოს ბრძანება №245- ვებგვერდი, 04.08.2015წ.

5. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

ვ. ჩეჩელაშვილი

 

დანართი №1

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 ივნისის ბრძანება №560- სსმIII, №94 02.07.2007წ., მუხ.1045

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 23 აპრილის ბრძანება №122 - ვებგვერდი, 23.04.2014წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №336 - ვებგვერდი, 29.09.2022წ.

 

ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოკლევადიანი მივლინების დროს დაქირავებულისათვის სადღეღამისო ხარჯებისათვის და საცხოვრებელი ფართის დაქირავების ხარჯების ანაზღაურების ნორმები

 

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1684412166647 {width: 481.45pt; border: none; margin: 0 auto !important; }სადღეღამისო ნორმები

 

ქვეყნის დასახელება

უცხოური ვალუტის დასახელება

მოკლევადიანი მივლინებისას

საზღვარგარეთ საქ.დაწესებულების მოსამსახურეთათვის მოკლევადიანი მივლინებისას იმ სახელმწიფოს შიგნით, სადაც მდებარეობს ეს დაწესებულება

საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ანაზღაურების სადღეღამისო ნორმა

 

1

2

3

4

5

 

ავსტრალიის თანამეგობრობა

ავსტრ ალიური დოლარი

80

50

210

 

ავსტრიის რესპუბლიკა

ევრო

60

40

150

 

ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

 

აზერბაიჯანის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

140

 

ალბანეთის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

140

 

ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

 

ამერიკის შეერთებულიშტატები

აშშ დოლარი

75

50

240

 

ანგოლის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

 

ანდორის სამთავრო

ევრო

60

40

150

 

ანტიგუა და ბარბუდა

აშშ დოლარი

45

30

100

 

არაბთა გაერთიანებული საამიროები

აშშ დოლარი

45

30

150

 

არგენტინის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

140

 

ახალი ზელანდია

აშშ დოლარი

45

30

140

 

ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

 

ბარბადოსი

აშშ დოლარი

45

30

100

 

ბაჰრეინის სამეფო

აშშ დოლარი

45

30

150

 

ბაჰამის თანამეგობრობა

აშშ დოლარი

60

40

150

 

ბელარუსის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

140

 

ბელგიის სამეფო

ევრო

60

40

180

 

ბელიზი

აშშ დოლარი

45

30

120

 

ბენინი

აშშ დოლარი

45

30

140

 

ბერმუდის კუნძულები

აშშ დოლარი

45

30

140

 

ბოლივიის მრავალეროვნული სახელმწიფო

აშშ დოლარი

45

30

100

 

ბოსნია და ჰერცოგოვინა

აშშ დოლარი

45

30

100

 

ბოტსვანის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

140

 

ბრაზილიის ფედერაციულირესპუბლიკა

აშშ დოლარი

60

40

150

 

ბრუნეი დარუსალამი

აშშ დოლარი

45

30

150

 

ბულგარეთის რესპუბლიკა

ევრო

45

30

120

 

ბურკინა-ფასო

აშშ დოლარი

45

30

100

 

გაბონი

აშშ დოლარი

45

30

140

 

გაიანას კოოპერატიულირესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

150

 

გამბია

აშშ დოლარი

45

30

100

 

განა

აშშ დოლარი

45

30

100

 

გერმანიის ფედერაციულირესპუბლიკა

ევრო

65

40

180

 

გვატემალის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

120

 

გვინეა

აშშ დოლარი

45

30

150

 

გვინეა-ბისაუ

აშშ დოლარი

45

30

100

 

გიბრალტარი

აშშ დოლარი

45

30

100

 

გრენადა

აშშ დოლარი

45

30

150

 

დანიის სამეფო

დანიური კრონა

465

325

1318

 

დიდიბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო

ი ნგლისური გირვანქა სტერლინგი

60

38

180

 

დომინიკის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

 

დომინიკის თანამეგობრობა

აშშ დოლარი

45

30

100

 

ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

120

 

ეთიოპიის ფედერაციულიდემოკრატიული რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

 

ეკვადორის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

150

 

ეკვატორ ი ული გვინეა

აშშ დოლარი

45

30

100

 

ერაყი ს რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

 

ესპანეთის სამეფო

ევრო

60

40

180

 

ესტონეთის რესპუბლიკა

ევრო

45

30

140

 

ვანუატუს რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

 

ვენესუელა

აშშ დოლარი

45

30

120

 

ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

 

ზამბიის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

120

 

ზიმბაბვეს რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

 

თურქეთის რესპუბლიკა

ევრო

45

30

100

 

თურქმენეთი

აშშ დოლარი

45

30

100

 

იამაიკა

აშშ დოლარი

45

30

140

 

იაპონია

იაპონური იენა

9100

5685

27300

 

იემენის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

 

ინდოეთის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

140

 

ინდონეზიის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

 

იორდანიის ჰაშიმიტური სამეფო

აშშ დოლარი

45

30

120

 

ირანის ისლამური რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

 

ირლანდია

ევრო

60

40

180

 

ისლანდიის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

60

40

180

 

ისრაელის სახელმწიფო

აშშ დოლარი

60

40

150

 

იტალიის რესპუბლიკა

ევრო

60

40

150

 

სერბეთის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

120

 

კაბო-ვერდე

აშშ დოლარი

45

30

100

 

კაიმანის კუნძულები

აშშ დოლარი

45

30

120

 

კამბოჯის სამეფო

აშშ დოლარი

45

30

100

 

კანადა

აშშ დოლარი

60

40

180

 

კატარის სახელმწიფო

აშშ დოლარი

45

30

120

 

კენიის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

140

 

კვიპროსის რესპუბლიკა

ევრო

60

40

150

 

კირიბატის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

 

კოლუმბიის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

 

კომორის კუნძულები

აშშ დოლარი

45

30

100

 

კონგო

აშშ დოლარი

45

30

100

 

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

 

კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

120

 

კოსტა - რიკის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

 

კოტ დიუ ვ არი

აშშ დოლარი

45

30

140

 

კუბის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

 

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

 

ლატვიის რესპუბლიკა

ევრო

45

30

140

 

ლესოტოს სამეფო

აშშ დოლარი

45

30

100

 

ლიბანის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

 

ლიბერია

აშშ დოლარი

45

30

100

 

ლიბია

აშშ დოლარი

45

30

100

 

ლიეტუ ვ ას რესპუბლიკა

ევრო

45

30

140

 

ლიხტენშტაინის სამთავრო

შვეიც არული ფრანკი

60

37

138

 

ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო

ევრო

60

40

150

 

მადაგასკარის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

 

მავრიკის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

 

მავრიტანიის ისლამური რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

 

მაკაო

აშშ დოლარი

45

30

100

 

ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

140

 

მალავის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

 

მალაიზია

მალა ი ზიური რინგიტი

160

100

420

 

მალდივების რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

 

მალი

აშშ დოლარი

45

30

100

 

მალტის რესპუბლიკა

ევრო

45

30

140

 

მარშალის კუნძულები ს რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

 

მაროკოს სამეფო

აშშ დოლარი

45

30

100

 

მექსიკის შეერთებული შტატები

აშშ დოლარი

45

30

120

 

მიანმა

აშშ დოლარი

45

30

100

 

მიკრონეზიის ფედერაციული შტატები

აშშ დოლარი

45

30

100

 

მოზამბიკის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

 

მოლდოვას რესპუბლიკა

ევრო

45

30

140

 

მონაკოს სამთავრო

ევრო

60

40

150

 

მონტენეგრო

ევრო

45

30

120

 

მონღოლეთი

აშშ დოლარი

45

30

100

 

ნამიბიის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

 

ნეპალის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

 

ნიგერი

აშშ დოლარი

45

30

100

 

ნიგერია

აშშ დოლარი

45

30

120

 

ნიდერლანდების სამეფო

ევრო

60

40

180

 

ნიკარაგუა

აშშ დოლარი

45

30

100

 

ნორვეგიის სამეფო

ნორვეგიული კრონა

680

400

1800

 

ომანის სასულთნო

აშშ დოლარი

45

30

120

 

პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

 

პალაუს რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

 

პანამის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

120

 

პაპუა ახალი გვინეის დამოუკიდებელი სახელმწიფო

აშშ დოლარი

45

30

120

 

პარაგვაის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

 

პერუს რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

120

 

პოლონეთის რესპუბლიკა

ევრო

45

30

140

 

პორტუგალიის რესპუბლიკა

ევრო

45

40

150

 

პუერტო-რიკო

აშშ დოლარი

45

30

140

 

რუანდის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

 

რუმინეთი

ევრო

45

30

140

 

რუსეთის ფედერაცია

აშშ დოლარი

45

30

180

 

საბერძნეთის რესპუბლიკა

ევრო

45

30

140

 

სალვადორის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

 

სამო ი ს დამოუკიდებელი სახელმწიფო

აშშ დოლარი

45

30

100

 

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

29

60

 

კორეის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

60

40

150

 

სან-მარინო ს რესპუბლიკა

ევრო

45

30

120

 

სან-ტომე და პრინსიპის დემოკრატიული რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

 

საუდის არაბეთის სამეფო

აშშ დოლარი

60

40

150

 

საფრანგეთის რესპუბლიკა

ევრო

65

44

176

 

საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიები

ევრო

60

40

150

 

სეიშელის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

60

40

150

 

სენეგალი

აშშ დოლარი

45

30

100

 

სენტ-ლუსია

აშშ დოლარი

45

30

150

 

ესვატინის სამეფო

აშშ დოლარი

45

30

120

 

სიერა-ლეონე

აშშ დოლარი

45

30

100

 

სინგაპურის რესპუბლიკა

სინგაპურული დოლარი

100

65

327

 

სირია

აშშ დოლარი

45

30

100

 

სლოვაკეთის რესპუბლიკა

ევრო

45

30

120

 

სლოვენიის რესპუბლიკა

ევრო

45

30

100

 

სოლომონის კუნძულები

აშშდოლარი

45

30

100

 

სომალის ფედერაციული რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

 

სომხეთის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

120

 

სუდანის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

60

40

150

 

სურინამის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

120

 

ტაივანი

აშშ დოლარი

45

30

140

 

ტაილანდის სამეფო

აშშ დოლარი

60

40

150

 

ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

 

ტაჯიკეთის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

 

ტოგო

აშშ დოლარი

45

30

100

 

ტონგის სამეფო

აშშ დოლარი

45

30

100

 

ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

150

 

ტუნისის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

 

უგანდის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

 

უზბეკეთის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

120

 

უკრაინა

აშშ დოლარი

45

30

180

 

უნგრეთი

ევრო

45

30

180

 

ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

 

ფილიპინების რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

140

 

ფინეთის რესპუბლიკა

ევრო

75

45

200

 

ფიჯის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

 

ქუვეითის სახელმწიფო

ქუვეითური დინარი

15

9

45

 

ყაზახეთის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

150

 

ყირგიზეთის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

150

 

შვეიცარიის კონფედერაცია

შვეიცარული ფრანკი

74

46

220

 

შვედეთის სამეფო

შვედური კრონა

680

400

1816

 

შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკა

აშშდოლარი

45

30

120

 

ჩადის რესპუბლიკა

აშშდოლარი

45

30

100

 

ჩეხეთის რესპუბლიკა

ევრო

45

30

180

 

ჩილეს რესპუბლიკა

აშშდოლარი

45

30

120

 

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა

აშშდოლარი

45

30

150

 

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

აშშდოლარი

45

30

100

 

ხორვატიის რესპუბლიკა

ევრო

45

30

180

 

ჰაიტის რესპუბლიკა

აშშდოლარი

45

30

100

 

ჰონდურასის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

 

ბჰუტანის სამეფო

აშშდოლარი

45

30

100

 

ბურუნდის რესპუბლიკა

აშშდოლარი

45

30

100

 

კამერუნის რესპუბლიკა

აშშდოლარი

45

30

100

 

ჯიბუტის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

 

ერითრეა

აშშდოლარი

45

30

100

 

ნაურუს რესპუბლიკა

აშშდოლარი

45

30

100

 

სე ნ ტ-ვინსენტი და გრენადინები

აშშდოლარი

45

30

100

 

ტიმორ ლესტეს დემოკრატიული რესპუბლიკა

აშშდოლარი

45

30

100

 

ტუვალუ

აშშდოლარი

45

30

100

 

დანართი №2

 

(ამოღებულია)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 ივლისის ბრძანება №603-სსმIII, №89, 01.08.2005წ., მუხ.1019

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 ივნისის ბრძანება №560- სსმIII, №94 02.07.2007წ., მუხ.1045

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №956- სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1943

 

დანართი №3

 

საქართველოს პარლამენტის წევრებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი

 

შენიშვნები:

1. საპარლამენტო დელეგაცია არის ის დელეგაცია, რომელსაც მიენიჭა საქართველოს პარლამენტის სახელით გამოსვლის უფლება.

2. საქართველოს პარლამენტის წევრს და პარლამენტის აპარატის საჯარო მოსამსახურეს (ერთზე მეტი თანამდებობის დაკავების შემთხვევაში) უფლება აქვთ მიიღონ დანართი №3-ით გათვალისწინებული სადღეღამისო ნორმის მხოლოდ ერთი, უფრო მაღალი დანამატი.

3. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის მივლინების პირველ სამ დღეზე (თითოეულ ქვეყანაში) სადღეღამისო ნორმის დანამატი (თითოეულ დღეზე) განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) საქართველო ს პარლამენტის თავმჯდომარისათვის – 230 ევროს ეკვივალენტით შესაბამის ვალუტაში;

ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისათვის – 200 ევროს ეკვივალენტით შესაბამის ვალუტაში.

4. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და მოადგილეს, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერებს, კომიტეტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარეს, საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარესა და საპარლამენტო დელეგაციის წევრს სასტუმროში დაქირავებული ნომრის ღირებულება აუნაზღაურდებათ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების შესაბამისად.

5. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით საპარლამენტო დელეგაციების წევრებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას მგზავრობის ხარჯები აუნაზღაურდებათ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების შესაბამისად.

6. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას კავშირგაბმულობის ხარჯები აუნაზღაურდებათ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების შესაბამისად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 მარტის ბრძანება №177- სსმIII, №34, 16.03.2006წ., მუხ.408

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 12 ივნისის ბრძანება №595- სსმIII, №81, 15. 06. 2006წ., მუხ.1065

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №956- სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1943

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ნოემბრის ბრძანება №564 - ვებგვერდი, 09.11.2011წ.

 

დანართი №4

(ამოღებულია - 18.04.12 №119)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის ბრძანება №1074- სსმIII, №135, 27.09. 2007წ., მუხ.1473

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 18 აპრილის ბრძანება №119 - ვებგვერდი, 24.04.2012წ.

 

დანართი №5

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი:

 

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1684412166675 {width: 6.75in; margin-left: 0.2in; margin: 0 auto !important; }

მოსამსახურეთა თანამდებობრივი დასახელება

სადღეღამისო ნორმაზე დანამატის ოდენობა

პროცენტებით

 

1

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე

100

 

2

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისმოადგილე

85

 

3

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი

80

 

შენიშვნა:

1. თუ მივლინების ხანგრძლივობა 3 დღეზე ნაკლებია ან 3 დღეა:

ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს 280 აშშ დოლარის ეკვივალენტით შესაბამისი ვალუტით;

ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებისა და წევრების სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს 130 აშშ დოლარის ეკვივალენტით შესაბამისი ვალუტით.

2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მის მოადგილეებს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას მგზავრობისა და სასტუმროში დაქირავებული ნომრის ღირებულება აუნაზღაურდებათ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების მიხედვით, წლიური საბიუჯეტო კანონით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.

3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს აუნაზღაურდება ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის, ტრანსპორტის დაქირავებისა და წარმომადგენლობითი ხარჯები, წლიური საბიუჯეტო კანონით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №1156- სსმIII, №147, 22.10.. 2007წ., მუხ.1651

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 24 ივლისის ბრძანება №480- სსმIII, №93, 28.07.2009წ., მუხ.979

 

წყარო : საქართველოს საკანონმდებლო მაცნე