ბრძანება N 27635

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.12.2025
№ დოკუმენტი 27635
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 27635

16 დეკემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

--------ის (პ/ნ ----------------)

(მის.: -------------------------)

2025 წლის 28 ოქტომბრის და 21 ნოემბრის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 5 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №102) განიხილა --------ის (პ/ნ ----------------) №----/21-10-20 და №----/1/2025 საჩივრები, რომლებიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 29 სექტემბრის №--- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრების ავტორი განმარტავს, რომ მისი განცხადებით კუთვნილი ამანათები გადასცა სახელმწიფო საკუთრებაში შემდგომი განკარგვის მიზნით.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას/მოსხნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 11 სექტემბერს საფოსტო გადამზიდავ სს “-------ის“ მიერ განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ფ/პ --------ის (პ/ნ ----------------) სახელზე შემოტანილი, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი №---- და №-----საფოსტო გზავნილების ზოგადი დეკლარირება, ღირებულებით 690 ----ი. შესაბამისად, საბაჟო ორგანოსთვის გზავნილები წარდგენილი იყო საფოსტო გზავნილების დეკლარაციით (დანართი №8-VIII04). ).

№---- და №----- საფოსტო გზავნილებზე საბაჟო პროცედურების განხორციელებისას გამოვლინდა ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემების არსებობა. კერძოდ: 690 ----ის ნაცვლად, წარდგენილი ინვოისის თანახმად, საფოსტო გზავნილებში განთავსებული საქონლის ღირებულებამ შეადგინა 285,9 აშშ დოლარი, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელების შემცირება - 139,35 ლარის ოდენობით.

--------ის (პ/ნ ----------------) მიერ საფოსტო გზავნილებით (№----, №-----) შემოტანილ საქონელზე (საღებავი 300 მლ - 24 ცალი; სახატავი დაფა - 1 ცალი; ფუნჯი ხატვისთვის - 8 ცალი; სახატავი ინსტრუმენტი - 2 ცალი; სახატავი გრუნტი 100 მლ - 1 ბოთლი; ელ. მოწყობილობა - 1 ცალი) წარდგენილ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირების განმეორებით ჩადენის ფაქტზე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, გაფორმების ეკონომიკურ ზონა „----ში“ 2025 წლის 29 სექტემბერს შედგენილ იქნა №---- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი. მომჩივანს ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი არ წარუდგენია.

მითითებული საქონელი 2025 წლის 28 ოქტომბერს -----ძის განცხადებით (დოკ. №---/21- 10-20) გადაცემულ იქნა სახელმწიფო საკუთრებაში.

საბაჟო დეპარტამენტის 31 ოქტომბრის 21-10-20/--- წერილისა და 4 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, №---- და №---- საფოსტო გზავნილებით შემოტანილი საქონელი გადაცემულია სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტოსთვის შემდგომი განკარგვის მიზნით.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის მიმღები (დეკლარანტი) ვალდებულია, გადამზიდველს ელექტრონული ფორმით მიაწოდოს „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაცია“ (დანართი №8-VIII-05).

ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციას“ დეკლარანტი ავსებს საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის (ინვოისის) საფუძველზე. მე-3 პუნქტი კი მიუთითებს, რომ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი (ინვოისი) ელექტრონული ან მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან და იგი ვალდებულია, აღნიშნული დოკუმენტი მოთხოვნისამებრ წარუდგინოს საბაჟო ორგანოს.

იმავე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის საფოსტო გზავნილებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას, გადამზიდავი ავსებს საფოსტო გზავნილების დეკლარაციას (დანართი №8-VIII-04) – საფოსტო გზავნილებზე, რომლითაც შემოტანილი საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებაც არ იბეგრება/გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელისაგან (გარდა იმ საქონლისა, რომლის შემოტანა შეზღუდულია ან/და მათი შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან/და ლიცენზია). მე-5 პუნქტი კი მიუთითებს, რომ საფოსტო გზავნილების დეკლარაციის მომზადებისას გადამზიდავი იყენებს საფოსტო გზავნილის მიმღების მიერ მიწოდებული „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციის“ მონაცემებს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. მე-9 ნაწილით კი, საბაჟო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად მიიჩნევა, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში.

ამავე საკანონმდებლო აქტის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირების ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ქმედება ჩადენილია განმეორებით, მომჩივნის მიმართ სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

მომჩივნის არგუმენტზე შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად საქონლის განკარგვის ღონისძიებების განხორციელებისას პირს საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე (გარდა მე-2 ნაწილისა) მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა არ დაეკისრება, ხოლო დაკისრებული ჯარიმა აღსრულებულად ჩაითვლება. მოცემულ შემთხვევაში ჯარიმა დაკისრებულია საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმის აღსრულებულად ჩათვლას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. --------ის (პ/ნ ----------------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას/მოსხნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 11 სექტემბერს საფოსტო გადამზიდავი კომპანიის მიერ განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ფ/პ--ის სახელზე შემოტანილი, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საფოსტო გზავნილების ზოგადი დეკლარირება. შესაბამისად, საბაჟო ორგანოსთვის გზავნილები წარდგენილი იყო საფოსტო გზავნილების დეკლარაციით (დანართი №8-VIII04). საფოსტო გზავნილებზე საბაჟო პროცედურების განხორციელებისას გამოვლინდა ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემების არსებობა,რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელების შემცირება - 139,35 ლარის ოდენობით.

ამასთან,მომჩივანის მიერ საფოსტო გზავნილებით შემოტანილ საქონელზე წარდგენილ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირების განმეორებით ჩადენის ფაქტზე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, გაფორმების ეკონომიკურ ზონში 2025 წლის 29 სექტემბერს შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი. მომჩივანს ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი არ წარუდგენია.მითითებული საქონელი 2025 წლის 28 ოქტომბერს მომჩივანის განცხადებით გადაცემულ იქნა სახელმწიფო საკუთრებაში.

საბაჟო დეპარტამენტის 31 ოქტომბრის წერილისა და 4 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, საფოსტო გზავნილებით შემოტანილი საქონელი გადაცემულია სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტოსთვის შემდგომი განკარგვის მიზნით.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 13; 163(1); 167(1.2);