ბრძანება N 5201
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 5201
17.03.2023
ი/მ ---------------------------ს (ს/ნ -------------------)
(ფაქტ. მის.: ქ. თბილისი, ------------------------)
(იურ. მის.: ქ. თბილისი, -------------------------)
2018 წლის 18 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 მარტის სხდომაზე (ოქმი №25) განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის N3/1600-19 გადაწყვეტილებით არსებითად განსახილველად დაბრუნებული ი/მ ---------------------------ს (ს/ნ -------------------) №37421/1/2018 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 23 ივლისის №007-199 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად ითხოვს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტების აღწერა:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 24 მაისის №12516 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ი/მ ---------------------ის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2017 წლის მარტის თვის დღგ-ის დეკლარაციაში ასახული ჩასათვლელი დღგ-ის სისწორის შესწავლის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2018 წლის 12 ივლისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2018 წლის 23 ივლისის №18965 ბრძანება და ამავე თარიღის №007-199 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 4 537 ლარი, მათ შორის: გადასახადი 2 721 ლარი, ჯარიმა 1 361 ლარი, საურავი 455 ლარი.
საქმესთან დაკავშირებით არსებული მასალებით დგინდება, რომ 2018 წლის ---- ოქტომბერს გადასახადის გადამხდელმა, აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 23 ივლისის N007-199 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 12 დეკემბრის N35801 ბრძანებით გადამხდელის საჩივარი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დარჩა განუხილველი, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს 2018 წლის 23 ივლისის №18965 ბრძანება და ამავე თარიღის N007-199 საგადასახადო მოთხოვნა ჩაბარდა 2018 წლის - აგვისტოს, ხოლო საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილ იქნა 2018 წლის - ოქტომბერს, კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.
2019 წლის - იანვარს გადამხდელმა საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 12 დეკემბრის N35801 ბრძანებისა და აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 23 ივლისის N007-199 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმება. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 23 იანვრის N7436/2/2019 გადაწყვეტილებით გადამხდელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
2019 წლის - მარტს გადამხდელმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 23 ივლისის N007-199 საგადასახადო მოთხოვნის, 2018 წლის 12 დეკემბრის N35801 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებაში (საქმე №3/1600-19) მითითებულია შემდეგი:
,,განსახილველ შემთხვევაში, როგორც საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ფოსტის უკუგზავნილით დგინდება, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 12 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტი, 2018 წლის 23 ივლისის №18965 ბრძანება და 2018 წლის 23 ივლისის №007-199 საგადასახადო მოთხოვნა, ინდ. მეწარმე „-------------ს“ პირადად არ ჩაბარებია, კერძოდ, აღნიშნული წერილობითი დოკუმენტი 2018 წლის -- აგვისტოს ინდ. მეწარმე „-------------ს" იურიდიულ მისამართზე ჩაბარდა ---------ს (პ-ნ------------------) (ბიძაშვილი) (ფოსტის გზავნილის კოდი: ---------), რომელიც არ წარმოადგენს იინდ. მეწარმე „-------------ის“ უფლებამოსილ ან კანონიერ წარმომადგენელს, ასევე მასთან მცხოვრებ ოჯახის სრულწლოვან წევრს. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების პოზიციას და მიიჩნევს, რომ არ არსებობს მოსარჩელისათვის 2018 წლის 12 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტის, 2018 წლის 23 ივლისის №18965 ბრძანების და 2018 წლის 23 ივლისის №007-199 საგადასახადო მოთხოვნის 2018 წლის -- აგვისტოს ჩაბარებულად მიჩნევის და აღნიშნული თარიღიდან საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების 30 დღიანი ვადის ათვლის საფუძველი.“
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით, ინდ. მეწარმე „-------------ის" სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 12 დეკემბრის N35801 ბრძანება და შემოსავლების სამსახურს დაევალა, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 23 იანვრის N7436/2/2019 გადაწყვეტილება. ინდ. მეწარმე „-------------ის" სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 აპრილის განჩინებით, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება. ხოლო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 28 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 აპრილის განჩინება.
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების მიხედვით:
ი/მ -----------ის მიერ წარმოდგენილი 2017 წლის მარტის თვის დღგ-ის დეკლარაციის მიხედვით ჩასათვლელი თანხა შეადგენს 2 968 ლარს. საგადასახადო შემოწმებით ჩასათვლელმა თანხამ შეადგინა 247 ლარი. სხვაობა გამოწვეულია შემდეგი გარემოებით: გადასახადის გადამხდელს 2012 წლის საანგარიშო პერიოდის ოპერაციებზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით ჩათვლილი აქვს 2 721 ლარი.
2021 წლამდე მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე და 174-ე მუხლებზე დაყრდნობით, ხანდაზმულ საანგარიშო პერიოდზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხები საგადასახადო შემოწმების საფუძველზე დაექვემდებარა შემცირებას. გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები დღგ-ში და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს,გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ---------------------------ს (ს/ნ -------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად ითხოვს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 24 მაისის №12516 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2017 წლის მარტის თვის დღგ-ის დეკლარაციაში ასახული ჩასათვლელი დღგ-ის სისწორის შესწავლის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2018 წლის 12 ივლისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2018 წლის 23 ივლისის №18965 ბრძანება და ამავე თარიღის №007-199 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა 4 537 ლარი.
საქმესთან დაკავშირებით არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 23 ივლისის N007-199 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 12 დეკემბრის N35801 ბრძანებით გადამხდელის საჩივარი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დარჩა განუხილველი, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილ იქნა კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.
გადამხდელმა საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 12 დეკემბრის N35801 ბრძანებისა და აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 23 ივლისის N007-199 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმება. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 23 იანვრის N7436/2/2019 გადაწყვეტილებით გადამხდელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
გადამხდელმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 23 ივლისის N007-199 საგადასახადო მოთხოვნის, 2018 წლის 12 დეკემბრის N35801 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით, მომჩივანის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 12 დეკემბრის N35801 ბრძანება და შემოსავლების სამსახურს დაევალა, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 23 იანვრის N7436/2/2019 გადაწყვეტილება. მომჩივანის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 აპრილის განჩინებით, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება. ხოლო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 28 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 აპრილის განჩინება.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269-ე მუხლის მე-7;