ბრძანება N 25353
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 25353
03 დეკემბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2024 წლის 27 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 3 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №127) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2024 წლის 27 ნოემბრის №196408/21-11 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 14 ნოემბრის №086-34 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირ მეთოდს და მის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ სრულად აქვს წარმოდგენილი დასარიცხად საჭირო ყველა ინფორმაცია. მიუთითებს, რომ საცალო რეალიზაციაზე უნდა გავრცელდეს სასაქონლო ზედნადებით დადგენილი ფასნამატები. აღნიშნავს, რომ დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულება მეტია 5%- ზე, შესაბამისად, შემმოწმებელმა უნდა გამოიყენოს დოკუმენტური ფასნამატი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 5 ნოემბრის №23589 ბრძანებით შპს „-------“ (ს/ნ -------) 2024 წლის 10 და 21 ოქტომბრის საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:
,,1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრებზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 5 ნოემბრის №23589 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 12 ნოემბერს შედგა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის მიხედვით გადამხდელს 2024 წლის 30 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 14 ნოემბრის №086-34 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა მხოლოდ ბუღალტრული ჩანაწერები (ბრუნვითი უწყისი და გატარებების რეესტრი). წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის მიხედვით, რეალიზებული პროდუქციის ფასნამატი შეადგენდა 26%-ს. ბუღალტრულ ჩანაწერებში საცალო რეალიზაციის ნაწილში საქონლის ჩამოწერა ხდებოდა დღის ბოლოს ერთიანად და არა ყოველი ოპერაციის მიხედვით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, ვინაიდან წარმოდგენილი ბუღალტრული ჩანაწერებით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, ხოლო გადასახადის გადამხდელს ფასნამატთან დაკავშირებით, დოკუმენტურად დადასტურებული სხვა მტკიცებულება არ წარმოუდგენია, გადაანგარიშების ეტაპზე აუდიტის დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლის გაანგარიშება შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან და შესწავლის შედეგად, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
ამავე კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან, სადავო საკითხთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი მტკიცებულებების (მ.შ. საჩივრებზე თანდართული) შესწავლა, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულდა, თუმცა ვინაიდან, გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული ჩანაწერებით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, ხოლო გადამხდელს ფასნამატთან დაკავშირებით, დოკუმენტურად დადასტურებული სხვა მტკიცებულება არ წარუდგენია, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირ მეთოდს და მის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 5 ნოემბრის №23589 ბრძანებით მომჩივანის საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა მხოლოდ ბუღალტრული ჩანაწერები (ბრუნვითი უწყისი და გატარებების რეესტრი). წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის მიხედვით, რეალიზებული პროდუქციის ფასნამატი შეადგენდა 26%-ს. ბუღალტრულ ჩანაწერებში საცალო რეალიზაციის ნაწილში საქონლის ჩამოწერა ხდებოდა დღის ბოლოს ერთიანად და არა ყოველი ოპერაციის მიხედვით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, ვინაიდან წარმოდგენილი ბუღალტრული ჩანაწერებით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, ხოლო გადასახადის გადამხდელს ფასნამატთან დაკავშირებით, დოკუმენტურად დადასტურებული სხვა მტკიცებულება არ წარმოუდგენია, გადაანგარიშების ეტაპზე აუდიტის დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლის გაანგარიშება შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან და შესწავლის შედეგად, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)