ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
📄 სრული ტექსტი
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №-28
2011 წლის 12 აპრილი
ქ. ქობულეთი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად , ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შემოღებულ იქნას ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და გადასახადის განაკვეთები განისაზღვროს თანახმად დანართისა.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 თებერვლის №05 დადგენილება.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 31 მარტიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. ბერაძე
დანართი
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები
მუხლი 1
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების (გარდა ბიოლოგიური აქტივებისა), დაუმონტაჟებელი მოწყობილობების დაუმთავრებელი მშენებლობისა და არამატერიალური აქტივების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და წლის ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1%-ის ოდენობით.
მუხლი 2
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და წლის ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1%-ის ოდენობით.
მუხლი 3
სასტუმროს ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს მის ბალანსზე არსებული, ქონების ან ქონების ნაწილის, რომელიც გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის, საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და წლის ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1%-ის ოდენობით.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 იანვრის დადგენილება №02 - ვებგვერდი, 02.02.2026წ.
მუხლი 4
წყალკანალიზაციის სისტემის მომსახურე ორგანიზაციისათვის ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს მის ბალანსზე არსებული ქონების ან ქონების ნაწილის, რომელიც გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის, საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და წლის ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 0.01%-ის ოდენობით.
მუხლი 5
ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა ) გადასახადის წლიური განაკვეთებ ია:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსა თვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.2 პროცენტი;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსა თვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტი.
მუხლი 6
საქართველოს ან უცხოური საწარმოს, ორგანიზაციის ან/ და ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ან კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში მყოფი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი ( დიფერენცირებულია მიწის ხარისხის მიხედვით) განისაზღვროს წელიწადში ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარებში:
ა) სახნავისათვის (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მი წა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამოსათვის – 87 ლარი;
ბ) სათიბებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 20 ლარი;
გ) საძოვრებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული ) – 16 ლარი.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 30.03.2012წ.
მუხლი 7
ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი.
მუხლი 8
1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური გადასახადის განაკვეთებია (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე):
#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1770276072227 {width: 518.25pt; margin: 0 auto !important; }№
ტერიტორია
(ზონირების მიხედვით)
საბაზისო განაკვეთი
(ლარი)
ტერიტო -რიული
კოეფიცი -ენტი
გადასახადის
განაკვეთი
(ლარი)
1
2
3
4
5
ქ.ქობულეთის ,,ზურაბ ჟვანიას“ სახელობის ხიდიდან დავით აღმაშენებლის გამზირის ორივე (დასავლეთი მხარე ზღვისსანაპირომდე) მხარე მემედ აბაშიძისა და აღმაშენებლის გამზირის კვეთამდე, თამარ მეფის სანაპირომთლიანად, თამარ მეფისა და აღმაშენებლისგამზირის დამაკავშირებელიქუჩები და გადასასვლელები, თავისუფლების ქუჩა რკინიგზის გადასასვლელამდე, მეგობრობისქუჩის ორივე მხარე, მემედ აბაშიძის ქუჩის ორივე მხარე (მათ შორის რკინიგზის ვაგზლისმოედანი), მემედ აბაშიძის ქუჩისა და რუსთაველის ქუჩების კვეთიდან მდინარე კინტრიშის ხიდამდე, დაბა ჩაქვისტერიტორია რკინიგზის დასავლეთით ზღვის სანაპირომდე.
0.24
1.25
0.30
ქ.ქობულეთისადმინისტრაციული საზღვრიდან ე.წ. ,,სმეკალოვკაის “ არხის გასწვრივ დასავლეთი მხარე თავისუფლებისქუჩას და აღმაშენებლის გამზირს შორის (პირველ ზონის საზღვრების გათვალისწინებით ) მოქცეული ტერიტორიები (ქუჩები, გადასასვლელები,მოედნები, ჩიხები, სხვა ტერიტორიები და მიწები), რკინიგზის ხაზისა დათავისუფლების ქუჩის კვეთის დასავლეთი და სამხრეთ დასავლეთი მხარე პირველი ზონის საზღვრებამდე),კაიკაციშვილის ქუჩა რკინიგზის გადასასვლელიდან ქ.ქობულეთის ადმინისტრაციულ საზღვრამდე,მემედ აბაშიძისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთიდან პირველი ზონის საზღვრების გათვალისწინებითდასავლეთი და სამხრეთ- დასავლეთი მხარე ზღვის სანაპირომდე
ქ.ქობულეთის ადმინისტრაციულ საზღვრამდე. ციხისძირის თემის ტერიტორია. სენაკი-ფოთი-სარფისავტომაგისტრალის დასავლეთი მხარე ზღვის სანაპირომდე, დაბა ჩაქვის ტერიტორიიდან თამარმეფის ქუჩა მთლიანად დასავლეთი მხარე რკინიგზამდე.
0.24
0.75
0.18
ქ.ქობულეთისადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული სხვა დანარჩენი ტერიტორიები. მონაკვეთები, ქუჩები,ჩიხები, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორია დაბებისა და სოფლების, დასახლებათაშორის არეალების ის მონაკვეთები, რომლებიც არ აღინიშნება პირველ ზონაში და შუალედურზონაში
0.24
0.5
0.12
მუხლი 9
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, შესაბამისი დასაბეგრი ობიექტის მიხედვით, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდეს:
საცხოვრებელ სახლებზე და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.
მუხლი 10
ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებითა და ქობულეთისა და ანაკლიის თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით.
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე