გადაწყვეტილება №104738/1/2026
📄 სრული ტექსტი
№104738/1/2026
26 ოქტომბერი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ --- ის 23.09.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №104738/1/2026).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 3.04.2026 წლის №101388/1/2026 (რეგ. 7.04.2026 წელი; №03/25255) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 19 აგვისტოს №086-35 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 59 807.62 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 38 388.73
ჯარიმა - 10 738.90
საურავი - 10 679.99
ფაქტების აღწერა
მეწარმის საქმიანობაა სარესტორნო მომსახურების გაწევა. მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2012 წლის 19 აპრილიდან. რეგისტრაციიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე არ ყოფილა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 ოქტომბრის №22096 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმდა 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდების დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორე.
შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 19 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: საკონტროლო-სალარო აპარატისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ საბანკო ამონაწერებში დაფიქსირებული ბრუნვების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საკონტროლო-სალარო აპარატის, რეგისტრირებული პოსტერმინალისა და საბანკო ამონაწერებში დაფიქსირებული თანხების, ასევე სხვა დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამმა გადააჭარბა კანონმდებლობით განსაზღვრულ 100 000 ლარიან ზღვარს 2024 წლის 12 ივლისს.
აღნიშნული თარიღიდან დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შესამოწმებელ პერიოდის ბოლომდე შეადგინა 316 558 ლარი, რაზეც მომჩივანს დაერიცხა დღგ და ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 22 დეკემბრის №27995 ბრძანება და №086-52 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 81 152.78 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2026 წლის 21 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2026 წლის 19 თებერვლის №3794 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.
დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს როგორც წარდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 19 თებერვლის №3794 ბრძანება 23.03.2026 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 3.04.2026 წლის №101388/1/2026 (რეგ. 7.04.2026 წელი; №03/25255) გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/შეაფასოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძველების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დავების განხილვის საბჭოს 3.04.2026 წლის №101388/1/2026 (რეგ. 7.04.2026 წელი; №03/25255) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 18 აგვისტოს დასკვნა, 2026 წლის 19 აგვისტოს №18805 ბრძანება და №086-35 საგადასახადო მოთხოვა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 23 410 ლარით. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადაანგარიშების შედეგად შეუმცირდა დარიცხული თანხა, თუმცა ძალაში დარჩა ჯარიმა და არ მიეცა საშუალება შეძენილ ნედლეულზე და საქონელზე ჩაეთვალა დღგ-ის თანხა. ითხოვს მიეცეს საშუალება მოახდინოს შეძენილ საქონელზე დღგ-ის თანხის ჩათვლა და გაუქმდეს დაკისრებული ჯარიმასაურავი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
დავების განხილვის საბჭოს 3.04.2026 წლის №101388/1/2026 (რეგ. 7.04.2026 წელი; №03/25255) გადაწყვეტილებით:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/შეაფასოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძველების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ მომჩივანმა, საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, წარადგინა დოკუმენტური მტკიცებულებები. კერძოდ, შვილის დაბადების მოწმობა და შვილის დედის ---ს საბანკო ამონაწერები, რომლითაც დადგინდა, რომ --- არის გადასახადის გადამხდელის ოჯახის წევრი და მათ შორის არსებული საბანკო გადარიცხვები არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან. შედეგად, მეწარმეს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 20.07.2024 წელი, შეუმცირდა დასაბეგრი ბრუნვა და შესაბამისად დარიცხული დღგ და ჯარიმა. გადაანგარიშების შედეგად, მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 23 410 ლარით. მათ შორის, გადასახადი - 18 321 ლარი და ჯარიმა - 5 089 ლარი. რაც შეეხება დღგ-ის ჩათვლას, აღნიშნული საკითხი არ ყოფილა გასაჩივრებული დავების განხილვის საბჭოში და შესაბამისად არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის, ხოლო ჯარიმასაურავის ნაწილში საბჭომ არ დააკმაყოფილა საჩივარი.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 19 თებერვლის №3794 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 3.06.2026 წლის №086-23 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 2026 წლის 14 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 27.07.2026 წლის №16959 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი. აღნიშნული აქტები კანონით დადგენილი წესით არ გასაჩივრებულა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 3.04.2026 წლის №101388/1/2026 (რეგ. 7.04.2026 წელი; №03/25255) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ მომჩივანმა, საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, წარადგინა დოკუმენტური მტკიცებულებები. კერძოდ, შვილის დაბადების მოწმობა და შვილის დედის საბანკო ამონაწერები, რომლითაც დადგინდა, რომ --- არის გადასახადის გადამხდელის ოჯახის წევრი და მათ შორის არსებული საბანკო გადარიცხვები არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან. შედეგად, მეწარმეს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 20.07.2024 წელი, შეუმცირდა დასაბეგრი ბრუნვა და შესაბამისად დარიცხული დღგ და ჯარიმა. გადაანგარიშების შედეგად, მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 23 410 ლარით. მათ შორის, გადასახადი - 18 321 ლარი და ჯარიმა - 5 089 ლარი. რაც შეეხება დღგ-ის ჩათვლას, აღნიშნული საკითხი არ ყოფილა გასაჩივრებული დავების განხილვის საბჭოში და შესაბამისად არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის, ხოლო ჯარიმა/საურავის ნაწილში საბჭომ არ დააკმაყოფილა საჩივარი.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 21.