ბრძანება N 32434

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 22.12.2023
№ დოკუმენტი 32434
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 32434

22 .12. 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------ის“ (ს/ნ ------------)

(ფაქტ. მის.: --------------------;

იურ. მის.: ---------------------)

2023 წლის 14 ივნისის და 16 ივნისის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 14 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №130) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 28 ნოემბრის №20476/2/2023 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული შპს „-------ის“ (ს/ნ ------------) 2023 წლის 14 ივნისის №81673/1/2023 და 16 ივნისის №81744/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 მაისის №125-7 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია

საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით: გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს. განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებული დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატისა და სმფ-ების ნაშთის გათვალისწინებით 2019 წლის ბრუნვა გადაანგარიშების შედეგად უნდა დარჩენილიყო 55 165 ლარი, ხოლო 2020 წელს 118 003 ლარი, ნაცვლად იმ თანხებისა, რაც საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაშია მითითებული. აღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას და საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 9 დეკემბრის №31191 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------ის“ (ს/ნ ------------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-------ის“ (ს/ნ ------------) საჩივარი დაკმაყოფილდე ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, კერძოდ, რეალიზებულ პროდუქციაზე გავრცელებული ფასნამატის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს 2021 წლის საანგარიშო პერიოდზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 18 მარტის №6904 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ფარგლებში დადგენილი მონაცემებით, ხოლო 2019- 2020 წლის საანგარიშო პერიოდზე დოკუმენტური ფასნამატით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით დარიცხული ჯარიმის კორექტირება;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 9 დეკემბრის №31191 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 27 აპრილის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 4 193 ლარი, მათ შორის, გადასახადი 2 850 ლარი და ჯარიმა 1 343 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 15 მაისის №125-7 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

ზემოაღნიშნული კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 26 ივლისის №18080 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 26 ივლისის №18080 ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 28 ნოემბრის №20476/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 26 ივლისის №18080 ბრძანება და საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

,,საბჭო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საქმესთან არსებული მასალების, მომჩივნის არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოწმებამ რეალიზებულ პროდუქციაზე გავრცელებული ფასანამატის განსაზღვრისას 2021 წლის საანგარიშო პერიოდზე იხელმძღვანელა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 18 მარტის №6904 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ფარგლებში დადგენილი მონაცემებით, ხოლო 2019-2020 წლების საანგარიშო პერიოდთან დაკავშირებით - დოკუმენტური ფასნამატით. შედეგად, შემცირდა გადასახადის გადამხდელისთვის დარიცხული თანხები. ამასთან, გადამხდელი 2022 წლის 9 დეკემბრის №31191 ბრძანებას გაეცნო გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე 2022 წლის 9 დეკემბერს, მაგრამ 2022 წლის 18 მარტის №6940 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგებთან დაკავშირებით დამატებით მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, შესაბამისად, დარიცხული ჯარიმა არ დაკორექტირდა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრების განხილვა ჩაინიშნა მომჩივნის მონაწილეობით 2023 წლის 14 დეკემბერს, თუმცა, გადასახადის გადამხდელი საჩივრების ზეპირ განხილვაზე არ გამოცხადდა, ამასთან, განცხადება საჩივრების განხილვის გადადების თაობაზე არ წარმოუდგენია.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ, 2021 წლის საანგარიშო პერიოდზე გმოყენებულია 2022 წელს გადამხდელთან ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის ფარგლებში დადგენილი მონაცემები, ხოლო 2019-2020 წლების საანგარიშო პერიოდზედოკუმენტური ფასნამატი.

წარმოდგენილ საჩივრებში გადამხდელი აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებული დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატისა და სმფ-ების ნაშთის გათვალისწინებით 2019 წლის ბრუნვა გადაანგარიშების შედეგად უნდა დარჩენილიყო 55 165 ლარი, ხოლო 2020 წელს 118 003 ლარი, ნაცვლად იმ თანხებისა, რაც საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაშია მითითებული.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს, საქმის ზეპირი განხილვისას, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელის განმარტებაზე, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას დაშვებულია ტექნიკური უზუსტობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ასევე, გადამხდელის პოზიციასთან, საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ პირს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლებს სამსახურს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის გამოცემისას დაშვებული ტექნიკური უზუსტობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------ის“ (ს/ნ ------------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის გამოცემისას დაშვებული ტექნიკური უზუსტობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს.ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას და საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის №31191 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გადასახადის გადამხდელის საჩივარი. ზემოაღნიშნული აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 4 193 ლარი, მათ შორის, გადასახადი 2 850 ლარი და ჯარიმა 1 343 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა №125-7 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

ზემოაღნიშნული კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის №18080 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის №18080 ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის №20476/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის №18080 ბრძანება და საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლებს სამსახურს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის გამოცემისას დაშვებული ტექნიკური უზუსტობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302(6); 306(2);