N 6474 - 26/03/2024 - „ცალკეულ საქონელზე ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 10 ივლისის №22970 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბრძანებაში ცვლილება 26.03.2024
№ დოკუმენტი 6474
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №6474

2024 წლის 26 მარტი

„ცალკეულ საქონელზე ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 10 ივლისის №22970 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის, „დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების დამდგენი უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2547 განკარგულების პირველი პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აგრეთვე, დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისიის 2024 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების გათვალისწინებით (ოქმი №1), ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. „ცალკეულ საქონელზე ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 10 ივლისის №22970 ბრძანებით დამტკიცებული „ცალკეულ საქონელზე ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ნორმები“ (დანართი №1) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

ლევან კაკავა

სამსახურის უფროსი

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე