ბრძანება N 4613
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 4613
01 მარტი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2024 წლის 20 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 27 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №20) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2024 წლის 20 თებერვლის №28412/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №001-323 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ეა---------- და ეა---------- ანგარიშ-ფაქტურებში მითითებული ოპერაციის ფიქტიურ ოპერაციად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები მატერიალური სახით ადგილზე არის გამოწერილი. ამასთან, მიუთითებს, რომ შპს „----------“ და შპს „----------“ შორის არსებობს მიღება-ჩაბარების აქტები და სესხის ხელშეკრულება. მომჩივანი განმარტავს, რომ კომპანიის დირექტორის მოადგილეს გააჩნია მინდობილობა, რის საფუძველზეც აწარმოებს მოლაპარაკებებს და იღებს გადაწყვეტილებებს. ამასთან, აღნიშნავს, რომ მისი შვილი, ---------- არ ხელმძღვანელობდა შპს „----------“ ყველა ობიექტს. ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას და ჯარიმა/საურავისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 17 მარტის №5254 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 25 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 26 დეკემბრის №32937 ბრძანება და ამავე თარიღის №001-323 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 156 337ლარი, მათ შორის, შეუმცირდა გადასახადი 32 907 ლარი, დაერიცხა ჯარიმა 189 244 ლარი, საურავი 0 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დადგენილების მიხედვით, წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე შპს „----------“ და შპს „----------“ ხელმძღვანელ პირთა მიერ, წინასწარი შეთახმებით, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებაგამოყენების, მოტყუებით, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე. როგორც საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ შემოწმებისთვის მოწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალებით ირკვევა, ---------- წარმოადგენს შპს „----------“ ფიქტიურ დირექტორს და რეალურად გადაწყვეტილებების მიმღებია ---------- (55%-იანი წილის მფლობელი), რომლის მიერ 2022 წლის სექტემბერში (აგვისტოს საანგარიშო პერიოდზე) შპს „----------“ გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ეა---------- (საბურღი სამუშაოები სულ 260 300 ლარი) და ეა---------- (რეზერვუარების მოწყობის სამუშაოები სულ 325 800 ლარი). საქმის მასალების თანახმად, აღნიშნულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში ასახული მომსახურების გასაწევად მუშახელის დაქირავება ხდებოდა დოკუმენტის გამოწერის გარეშე, ხოლო ანაზღაურება ნაღდი ანგარიშსწორებით ან საბანკო ანგარიშსწორებით. ამ უკანასკნელის შემთხვევაში თანხა გადაიხდებოდა შპს „----------“ სახელით. შპს „----------“ ოფიციალურად დასაქმებული პირები არ ჰყავდა. საწარმოს სახელზე აღნიშნულ პერიოდში არ ფიქსირდება დოკუმენტურად გაწეული ხარჯი იქნებოდა ეს საწვავის შეძენა თუ სხვა. საქმის მასალებით ასევე ირკვევა, რომ ---------- შვილი, ---------- უწევდა ზედამხდველობას შპს „----------“ განსახორციელებელ პროექტებს და აღნიშნულის დროს შპს „----------“ შპს „----------“ რაიმე სახის სამუშაოები არ შეუსრულებია. ასევე, ზემოხსენებულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებთან დაკავშირებით არ არის განხორციელებული ანგარიშსწორება.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმებით შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის გადამხდელის მიერ 2022 წლის აგვისტოს თვის დღგ-ის დეკლარაციაში ასახულ ბრუნვაზე გადასახდელი დღგ-ის თანხა 89 405 ლარი. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში შესაძლებელია გამოიწეროს გამარტივებული ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ოპერაცია უსაქონლოდ ან/და გარიგება ფიქტიურად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ ოპერაცია ან გარიგება არ განხორციელებულა იმ პირებს შორის, რომლებიც აღნიშნულია ოპერაციის ან გარიგების დამადასტურებელ დოკუმენტებში (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, საგადასახადო დოკუმენტი, სასაქონლო ზედნადები ან სხვა).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
ამავე კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირის მიერ ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა იწვევს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერი/გამცემი პირის დაჯარიმებას საგადასახადო ანგარიშფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე შპს „----------“ და შპს „----------“ ხელმძღვანელ პირთა მიერ, წინასწარი შეთახმებით, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების, მოტყუებით, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე.
საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ შემოწმებისთვის მიწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალებით ირკვევა, რომ ---------- წარმოადგენს შპს „----------“ ფიქტიურ დირექტორს და რეალურად გადაწყვეტილებების მიმღებია ---------- (55%-იანი წილის მფლობელი), რომლის მიერ 2022 წლის სექტემბერში (აგვისტოს საანგარიშო პერიოდზე) შპს „----------“ გამოწერილია ფიქტიური ოპერაციის ამსახველი ანგარიშ-ფაქტურები (ეა---------- და ეა----------). საქმის მასალების თანახმად, აღნიშნულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში ასახული მომსახურების გასაწევად მუშახელის დაქირავება ხდებოდა დოკუმენტის გამოწერის გარეშე, ხოლო ანაზღაურება ნაღდი ან საბანკო ანგარიშსწორებით. ამასთან, ---------- შვილი, ---------- უწევდა ზედამხდველობას შპს „----------“ განსახორციელებელ პროექტებს, რომლის დროს შპს „----------“ შპს „----------“ რაიმე სახის სამუშაოები არ შეუსრულებია. ასევე, ზემოხსენებულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებთან დაკავშირებით არ არის განხორციელებული ანგარიშსწორება. შედეგად, შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის გადამხდელის მიერ 2022 წლის აგვისტოს თვის დღგ-ის დეკლარაციაში ასახულ ბრუნვაზე გადასახდელი დღგ-ის თანხა და კომპანია დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის საფუძველზე.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ფიქტიური ოპერაციის ამსახველი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შემცირება და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მიხედვით განსაზღვრული ჯარიმის შეფარდება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ანგარიშ-ფაქტურებში მითითებული ოპერაციის ფიქტიურ ოპერაციად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ შემოწმებისთვის მიწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალებით ირკვევა, რომ ფ/პ წარმოადგენს მომჩივანის ფიქტიურ დირექტორს და რეალურად გადაწყვეტილებების მიმღებია სხვა პირი (55%-იანი წილის მფლობელი), რომლის მიერ 2022 წლის სექტემბერში (აგვისტოს საანგარიშო პერიოდზე) კომპანიაზე გამოწერილია ფიქტიური ოპერაციის ამსახველი ანგარიშ-ფაქტურები. საქმის მასალების თანახმად, აღნიშნულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში ასახული მომსახურების გასაწევად მუშახელის დაქირავება ხდებოდა დოკუმენტის გამოწერის გარეშე, ხოლო ანაზღაურება ნაღდი ან საბანკო ანგარიშსწორებით. ამასთან, ფ/პ შვილი, ზედამხდველობას კომპანიის განსახორციელებელ პროექტებს, რომლის დროს მომჩივანს კომპანიისთვის რაიმე სახის სამუშაოები არ შეუსრულებია. ასევე, ზემოხსენებულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებთან დაკავშირებით არ არის განხორციელებული ანგარიშსწორება. შედეგად, შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის გადამხდელის მიერ 2022 წლის აგვისტოს თვის დღგ-ის დეკლარაციაში ასახულ ბრუნვაზე გადასახდელი დღგ-ის თანხა და კომპანია დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძველზე.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159(1„ბ“); 1601(1); 180(1); 282(3).