გადაწყვეტილება №20368/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.09.2023
№ დოკუმენტი 20368/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№20368/2/2023

18 სექტემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ ------- )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-----"-ის 25.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20368/2/2023).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 16.06.2023 წლის №19894/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხება.

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სამშენებლო სპეც-ტექნიკის იჯარით გაცემა.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, გადასახადის გადამხდელის წილის რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 20 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №32874 ბრძანება და №006-632 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №11294 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სს „------ - ის “ მიერ ფიზიკური პირი "------"-თვის გადახდილი წილის ნასყიდობის ღირებულების სს „------ - ის “ მიერ შპს „"-----"-თვის “ ვალდებულების დაფარვად/ავანსად გადაცემად დაკვალიფიცირების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №11294 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 16.06.2023 წლის №19894/2/2023 წლის გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა, კერძოდ:

1. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №11294 ბრძანება ამავე ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით;

2. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს სადავო საკითხის ნაწილში დარიცხული თანხების გაუქმება და შედეგების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა.

მომჩივანმა 25.07.2023 წელს მომართა საბჭოს, წარმოადგინა საჩივარი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 16.06.2023 წლის №19894/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხების თაობაზე.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 16.06.2023 წლის №19894/2/2023 წლის გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №11294 ბრძანება ამავე ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, სადავო საკითხის ნაწილში დარიცხული თანხების გაუქმება და შედეგების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიუხედავად აუდიტის დეპარტამენტს დღემდე არ აქვს გადაწყვეტილება აღსრულებული, რითაც კომპანია ყოველდღიურად განიცდის მატერიალურ ზიანს. ითხოვს, აუდიტის დეპარატმენტს დაევალოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მომჩივანს უფლება აქვს, მიმართოს დავის განმხილველ ორგანოს და მიაწოდოს მას ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხების შესახებ.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მომჩივანს უფლება აქვს ელექტრონული ან წერილობითი განცხადებით შეატყობინოს დავის განმხილველ ორგანოს მიერ მის მიმართ გამოცემული გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხების თაობაზე.

დავების განხილვის საბჭოს 16.06.2023 წლის №19894/2/2023 წლის გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა, კერძოდ:

- გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №11294 ბრძანება ამავე ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით;

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს სადავო საკითხის ნაწილში დარიცხული თანხების გაუქმება და შედეგების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა.

აღსანიშნავია, რომ საბჭოს 16.06.2023 წლის №19894/2/2023 გადაწყვეტილება გაიგზავნა 4.07.2023 წელს გადასახადის გადამხდელი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე და გადასახადის გადამხდელი გაეცნო 4.07.2023 წელს, ხოლო საჩივარი წარმოდგენილია ელექტრონულად 25.07.2023 წელს და 10.08.2023 წელს.

მომჩივნის ზემოაღნიშნული საჩივრები გაეგზავნა აუდიტის დეპარტამენტს 27.07.2023 წელს და 11.08.2023 წელს (შესაბამისად: №-------; №-------წერილებით). აუდიტის დეპარტამენტს ეთხოვა ინფორმაცია/დოკუმენტაციის წარმოდგენა დავების განხილვის საბჭოს 16.06.2023 წლის №19894/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ. ხოლო, იმ შემთხვევაში თუ, აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება შეფერხებულია, ინფორმაცია აღსრულების შემაფერხებელი გარემოებების შესახებ.

შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით ირკვევა, რომ საბჭოს 16.06.2023 წლის №19894/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგზე გამოცემულია აუდიტის დეპარტამენტის 11.08.2023 წლის დასკვნა და შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირებულია სულ 1 396 314 ლარით (მათ შორის: გადასახადი 930 876 ლარი და ჯარიმა 465 438 ლარი), ხოლო აღნიშნულის საფუძველზე გამოცემულია აუდიტის დეპარტამენტის 22.08.2023 წლის №20760 ბრძანება და №006-444 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა (ნულოვანი).

საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საბჭოს 16.06.2023 წლის №19894/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების არამართლზომიერ შეფერხებას ადგილი არ ჰქონია და აღნიშნული გადაწყვეტილება აღსრულებულია გონივრულ ვადაში.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს, აუდიტის დეპარატმენტს დაევალოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საბჭოს 16.06.2023 წლის №19894/2/2023 წლის გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა, კერძოდ:

1. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №11294 ბრძანება ამავე ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით;

2. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს სადავო საკითხის ნაწილში დარიცხული თანხების გაუქმება და შედეგების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა.

მომჩივანმა 25.07.2023 წელს მომართა საბჭოს, წარმოადგინა საჩივარი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 16.06.2023 წლის №19894/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხების თაობაზე.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ საბჭოს 16.06.2023 წლის №19894/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების არამართლზომიერ შეფერხებას ადგილი არ ჰქონია და აღნიშნული გადაწყვეტილება აღსრულებულია გონივრულ ვადაში.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

43,306(3).