ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის წესისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

სათამაშო ბიზნესი 22.12.2017
№ დოკუმენტი 29
სტატუსი მოქმედი
მიმღები საკრებულო

📄 სრული ტექსტი

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №29

2017 წლის 22 დეკემბერი

ქ. ახალციხე

ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის წესისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ’’ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 07.02.2018წ.

მუხლი 1

შემოღებულ იქნას ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი სახის ადგილობრივი მოსაკრებლები:

1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის.

2. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილებების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი.

3. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის.

4. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.

 

მუხლი 2. დამტკიცდეს შემდეგი თანდართული ინსტრუქციები:

1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის გარდა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშების, გადახდის წესისა და ოდენობის შესახებ (დანართი 1);

2. მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილებების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის შემოღების, გადახდის წესისა და განაკვეთის ოდენობის შესახებ (დანართი 2);

3. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების, განაკვეთის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ (დანართი 3);

4. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ (დანართი 4).

 

მუხლი 3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს

1. „ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 სექტემბრის №35 დადგენილება.

2. „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 აგვისტოს №30 დადგენილება.

3. „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების, ოდენობის (განაკვეთის) განსაზღვრის და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 აგვისტოს №31 დადგენილება.

4. „მშენებლობის (განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის გარდა) ნებართვის გაცემის და სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილებების შეტანის) მოსაკრებლის (მათ შორის დაჩქარებული მომსახურების) შემოღების, ოდენობის (განაკვეთის) განსაზღვრისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 აგვისტოს №32 დადგენილება.

 

მუხლი 4. დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე

გელა ნოზაძე

 

დანართი №1

 

ინსტრუქცია

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა, გადახდის წესისა და ოდენობის შესახებ

 

წინამდებარე ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშების, გადახდის წესსა და ოდენობას.

 

მუხლი 1. ზოგადი ნაწილი

1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვა არის განსაზღვრული ფორმის მქონე ერთჯერადი დოკუმენტი, რომელიც უფლებას აძლევს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, განახორციელოს შენობა-ნაგებობების მშენებლობა.

2. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვა ადასტურებს მისი მიმღების უფლებას, კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად განახორციელოს სამშენებლო სამუშაოები, ნებართვაში მითითებულ ვადებში.

 

მუხლი 2. მოსაკრებლის გადამხდელი

მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის გადამხდელნი არიან, მშენებარე ობიექტების მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლები, რომლებთაც სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად სჭირდებათ მშენებლობის ნებართვა.

 

მუხლი 3. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება

მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულია:

ა) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;

ბ) სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა.

 

მუხლი 4. მოსაკრებლის ოდენობა

ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის განისაზღვროს:

ა) ქალაქ ახალციხის ტერიტორიაზე:

ა.ა) კომერციული და მრავალბინიანი დანიშნულების ობიექტებისათვის – 5,0 ლარი;

ა.ბ) ინდივიდუალური და სააგარაკო სახლებისათვის (მათ შორის დამხმარე ნაგებობა, ავტოფარეხი, საქონლის სადგომი და სხვა) – 1,0 ლარი;

ბ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (გარდა ქალაქ ახალციხისა):

ბ.ა) კომერციული დანიშნულების ობიექტებისათვის – 3,0 ლარი;

ბ.ბ) ინდივიდუალური და სააგარაკო სახლებისათვის (მათ შორის დამხმარე ნაგებობა, ავტოფარეხი, საქონლის სადგომი და სხვა) – 1,0 ლარი;

ბ.გ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი – 4,0 ლარი;

გ) ხაზობრივი ნაგებობის თითოეული გრძივი მეტრისათვის:

გ.ა) რკინიგზა, გაზსადენი, ნავთობსადენი, კავშირგაბმულობა, ელექტროგადამცემი ხაზები – 1,0 ლარი;

გ.ბ) წყალსადენი, წყალარინება – 0,80 ლარი;

დ) ახალციხის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N407 დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 100 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) მოქმედებს ამავე მუხლის „ა“ პუნქტით განსაზღვრული მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი ახალასაშენებელი ობიექტისათვის და ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამავე მუხლის ,,ბ’’ პუნქტით განსაზღვრული მოსაკრებელი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 07.02.2018წ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 27 თებერვლის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 28.02.2025წ.

 

მუხლი 5. მოსაკრებლის გაანგარიშების წესი

მოსაკრებელი გამოიანგარიშება ობიექტის პროექტით განსაზღვრული განაშენიანების ფართის (კვადრატული მეტრი ან/და გრძივი მეტრი) გაანგარიშებით მოსაკრებლის განაკვეთზე.

 

მუხლი 6. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი

მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების შესაბამისად.

 

მუხლი 7. მშენებლობის ნებართვის გამცემი

ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას გასცემს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი.

 

მუხლი 8. მოსაკრებლის გადახდის წესი და ვადები

მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის გადახდა ხდება დადგენილი წესით წინასწარ, ნებართვის მიღებამდე.

 

დანართი №2

 

ინსტრუქცია

 

მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილებების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის წესისა და განაკვეთის ოდენობის შესახებ

 

წინამდებარე ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილებების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის წესსა და განაკვეთის ოდენობას.

 

მუხლი 1. რეგულირების სფერო

ეს წესი განსაზღვრავს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ (შემდგომში - მერია) მშენებლობადამთავრებული შენობა-ნაგებობების ან მისი ნაწილის/ნაწილების ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილებების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის (შემდგომში - მოსაკრებელი) შემოღების, მოსაკრებლის გადახდის და გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნების წესს და პირობებს.

 

მუხლი 2. მოსაკრებლის ცნება

მოსაკრებელი არის პირის მიერ ამ წესით დადგენილი ოდენობით, მერიის მიერ მშენებლობადასრულებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილებების შეტანის) მომსახურების ვადების დაჩქარებისათვის, ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში, წინასწარ განსაზღვრულ ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა.

 

მუხლი 3. მოსაკრებლის შემოღება, მისი ოდენობის განსაზღვრა და მოსაკრებლის გადახდისაგან განთავისუფლება

1. მოსაკრებლის შემოღება და მისი ოდენობის განსაზღვრა ხდება ამ წესით;

2. ამ წესით დადგენილი მოსაკრებელი მოიცავს დაჩქარებული მომსახურებისათვის საჭირო ყველა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯებს;

3. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები თავისუფლდებიან ამ წესით დაწესებული მოსაკრებლის გადახდისაგან.

 

მუხლი 4. მოსაკრებლის განაკვეთი

1. II კლასის შენობა-ნაგებობებისათვის, რომლის საერთო სამშენებლო ფართი არ აღემატება 300 მ-ს2, (ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისათვის 500 მ2 - მდე) :

ა) განცხადების მიღებიდან ერთ სამუშაო დღეში – 1000 (ათასი) ლარი;

ბ) განცხადების მიღებიდან სამ სამუშაო დღეში – 500 (ხუთასი) ლარი;

გ) განცხადების მიღებიდან ხუთ სამუშაო დღეში – 300 (სამასი) ლარი.

2. III კლასის შენობა-ნაგებობისათვის, რომლის საერთო სამშენებლო ფართი არ აღემატება 6000 მ2-ს და ხაზობრივი ნაგებობებისათვის :

ა) განცხადების მიღებიდან სამ სამუშაო დღეში – 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარი;

ბ) განცხადების მიღებიდან ხუთ სამუშაო დღეში – 1500 (ათას ხუთასი) ლარი;

გ) განცხადების მიღებიდან ათ სამუშაო დღეში – 1000 (ათასი) ლარი.

3. IV კლასის შენობა-ნაგებობებისათვის, რომლის საერთო სამშენებლო ფართი აღემატება 6000 მ2-ს და ხაზობრივი ნაგებობებისათვის:

ა) განცხადების მიღებიდან სამ სამუშაო დღეში – 4500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარი;

ბ) განცხადების მიღებიდან ხუთ სამუშაო დღეში – 3000 (სამი ათასი) ლარი;

გ) განცხადების მიღებიდან ათ სამუშაო დღეში – 2000 (ორი ათასი) ლარი.

 

მუხლი 5. დაჩქარებული მომსახურება

1. დაჩქარებული მომსახურება ამ წესის მიზნებისათვის გულისხმობს სამსახურის მიერ კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ამ წესით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე განხორციელებულ ქმედებას, მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილებისა.

2.მერიის მიერ წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე, მერიის შესაბამისი სამსახური ამ წესით განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით, მომსახურებას ახორციელებს დაჩქარებული წესით.

3.თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად ან/და საქმის სირთულის გამო აუცილებელია ამ წესით განსაზღვრულ ვადაზე მეტი, მერია უფლებამოსილია უარი თქვას დაჩქარებული მომსახურების განხორციელებაზე, რის შესახებაც დაუყონებლივ უნდა ეცნობოს განმცხადებელს.

 

მუხლი 6. ვადის გამოთვლა

1. მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ ამ წესით დადგენილი მომსახურების განხორციელებისათვის განსაზღვრულ ვადებში არ იანგარიშება კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეები.

2. ამ წესით დაწესებული ვადის ათვლა იწყება განცხადების სამსახურში რეგისტრაციისა და თანხის სრულად გადახდის ან ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღეს. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

3. მერია უფლებამოსილია განმცხადებლის მიერ დაჩქარებული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, დაჩქარებული მომსახურების ვადაში ჩათვალოს დაჩქარებული მომსახურების გარეშე დაწყებული წარმოებიდან გასული ვადა.

4. მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ დადგენილი ხარვეზის კანონმდებლობით დადგენილ ვადებში აღმოფხვრის შემთხვევაში, დაწესებული დაჩქარებული მომსახურების ვადის ათვლა იწყება თავიდან.

 

მუხლი 7. მოსაკრებლის გადახდის წესი და პირობები

1. ამ წესით განსაზღვრული დაჩქარებული მომსახურებით მოსარგებლე პირები ვალდებულნი არიან გადაიხადონ წესით გათვალისწინებული შესაბამისი მოსაკრებელი; დაინტერესებული პირის განცხადებას თან უნდა ერთოდეს მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი/დოკუმენტი ან სხვა ინფორმაცია.

2. მოსაკრებელი გადაიხდება წინასწარ უნაღდო ანგარიშსწორებით.

3. ამ წესით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად განხორციელებული ანგარიშსწორების მართლზომიერებაზე/სისწორეზე პასუხისმგებელია განმცხადებელი;

4. მოსაკრებელი ჩაირიცხება ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში.

 

მუხლი 8. გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნების წესი და ზიანის ანაზღაურება

1. თუ მოსაკრებელი გადახდილია ამ წესით დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, მოსაკრებლის გადამხდელს უბრუნდება მის მიერ გადახდილ თანხასა და ამ წესით დადგენილ განაკვეთს შორის სხვაობა.

2. გადახდილი მოსაკრებელი მთლიანად ბრუნდება, თუ:

ა) მერია სათანადო საფუძვლის არსებობისას უარს აცხადებს დაჩქარებული მომსახურების გაწევაზე;

ბ) დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენამდე მოითხოვს თანხის უკან დაბრუნებას;

3. თუ დაინტერესებულ პირს სურვილი აქვს ისარგებლოს სხვა ვადით, რომლისთვისაც წესი ითვალისწინებს მოსაკრებლის სხვა ნაკლებ ოდენობას, მაშინ დაინტერესებულ პირს დაუბრუნდება სხვაობა ამ ორ მოსაკრებლის ოდენობას შორის, ასეთ შემთხვევაში განცხადება სხვა ოდენობით სარგებლობის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს პირველადი განცხადების ვადის დინების ათვლის დაწყებამდე.

4. თუ დაინტერესებულ პირს სურვილი აქვს ისარგებლოს სხვა ვადით, რომლისთვისაც წესი ითვალისწინებს მოსაკრებლის სხვა მეტ ოდენობას, მაშინ დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს სხვაობა ამ ორ მოსაკრებლის შორის, ასეთ შემთხვევაში განცხადება და მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი/დოკუმენტი ან სხვა ინფორმაცია სხვა ოდენობით სარგებლობის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს პირველადი განცხადების ვადის დინების დასრულებამდე.

5. განმცხადებლის მიერ ხარვეზის გამოუსწორებლობის საფუძველზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი ვერ უზრუნველყოფს ან ხელს შეუშლის მერიის შესაბამის სამსახურს ექსპლუატაციაში მისაღებად წარმოდგენილი შენობა - ნაგებობების ადგილზე დათვალიერებაში, განმცხადებელს დაჩქარებული მომსახურებისათვის გადახდილი მოსაკრებელი უკან არ დაუბრუნდება.

6. გადახდილი მოსაკრებლის მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებასთან დაკავშირებული საბანკო მომსახურების ტარიფის გადახდა ეკისრება მოსაკრებლის გადამხდელს.

 

დანართი №3

 

ინსტრუქცია

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების, განაკვეთის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ

 

წინამდებარე ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესსა და განაკვეთის ოდენობას.

 

მუხლი 1. ზოგადი ნაწილი

1. ინსტრუქცია აწესრიგებს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთების დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.

2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში - მოსაკრებელი) წარმოადგენს ახალციხის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს.

3.ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.

4. მოსაკრებლის გადაუხდელობა, გადახდის ვადების დარღვევა, დასუფთავებისათვის მომსახურების გაწევაზე და მოსაკრებლის გადახდაზე ხელშეკრულების გაუფორმებლობა ან/და გადამხდელად დაურეგისტრირებლობა ითვლება დასუფთავების წესების დარღვევად და დამრღვევის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები.

 

მუხლი 2. მოსაკრებლის გადამხდელი

მოსაკრებლის გადამხდელი არის ფიზიკური პირი, მეწარმე ფიზიკური პირი, სამეწარმეო ან/და არასამეწარმეო იურიდიული პირი, დაწესებულება, ორგანიზაცია რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნის საყოფაცხოვრებო ნარჩენს.

 

მუხლი 3. მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშება და გადახდის წესი

1. მოსაკრებლის განაკვეთს განსაზღვრავს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

2. მოსაკრებელი მეწარმე ფიზიკური პირებისთვის, სამეწარმეო ან/და არასამეწარმეო იურიდიული პირებისთვის, დაწესებულება, ორგანიზაციებისთვის გამოიანგარიშება დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების წარმომქმნელის შემოსავლის, ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის, მიღებული სხვა საბინაო-კომუნალური მომსახურების მოცულობის (ღირებულების) და ა.შ. მიხედვით; მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც.

3. ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის გაწეული მომსახურების მოსაკრებლის გადასახდელი თანხა განისაზღვრება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე, რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენი.

4. ფიზიკური პირი მოსაკრებელს იხდის მხოლოდ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

5. ამხანაგობის შემთხვევაში ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობისას შესაძლებელია მოსაკრებლის გადახდა მოხდეს ერთიანად ამხანაგობის სახელზე, ამ შემთხვევაში ამხანაგობა წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს და წარუდგენს ყველა მესაკუთრის თანხმობის დამადასტურებელ საბუთს.

6. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს ნებისმიერ გადამხდელის ან მისი წარმომადგენელი სხვა პირის მიერ.

7. მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი შენახულ უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში;

8. მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნა ნარჩენი ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილებების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს.

9. მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვრება:

ა) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური პირებისათვის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს ოჯახებისათვის ერთ სულზე - 0,50 ლარი, ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით;

ბ) მეწარმე ფიზიკური პირების, სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთის ოდენობა ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (გარდა ქალაქ ახალციხისა) განისაზღვროს - 20 ლარით ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე, ხოლო ქალაქ ახალციხეში განისაზღვროს ცხრილის მიხედვით:

ბ.გ) ქალაქ ახალციხის ტერიტორიაზე მეწარმე ფიზიკური პირების, სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

 

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1719829546972 {null margin: 0 auto !important; }№

მოსაკრებლის გადამხდელი

ზომის ერთეული

„რ“

მოსაკრებლის განაკვეთი თვეში

„გ“

 

1

2

3

5

 

1

 

არქივები

საერთო ფართის 1 მ2

0,01ლარი

 

2

ოფისები, სააგენტოები, სახელმწიფო ორგანიზაციები

საერთო ფართის 1 მ2

0,15ლარი

 

3

ინსტიტუტები, უნივერსიტეტები, კოლეჯები

ერთი მოსწავლე

 

ან ნარჩენის 1 მ3

0,05ლარი

 

20ლარი

 

4

ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები

საერთო ფართის 1 მ2

0,25ლარი

 

5

სასტუმროები

(რესტორნის გარეშე)

ერთი საწოლი

 

ან ნარჩენის 1მ3

1,00 ლარი

 

20ლარი

 

6

 

საავადმყოფოები

ერთი საწოლი

 

ან ნარჩენის 1 მ3

1,00ლარი

 

20ლარი

 

7

პოლიკნინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები, აფთიაქები

საერთო ფართის 1 მ2

 

ან ნარჩენის 1 მ3

0,20ლარი

 

20ლარი

 

8

სპორტულ გამაჯანსაღებელი დაწესებულებები და მანეჟები

ღია ფართის 1მ2

 

ან ნარჩენის 1 მ3

0,005ლარი

 

20ლარი

 

დახურული ფართის 1 მ2

 

ან ნარჩენის 1 მ3

0,20ლარი

 

20ლარი

 

9

სასურსათო საქონლის მაღაზიები

სამუშაო ფართის 1მ2

 

ან ნარჩენის 1 მ3

0,20ლარი

 

20ლარი

 

10

მაღაზიები

(გარდა სასურსათო)

სამუშაო ფართის 1მ2

 

ან ნარჩენის 1 მ3

0,15ლარი

 

20ლარი

 

11

 

აგრარული ბაზრები

სამუშაო ფართის 1მ2

 

ან ნარჩენის 1 მ3

0,10ლარი

 

20ლარი

 

12

 

ავტოსადგომები და საწყობები პირდაპირი მიყიდვის გარეშე

ღია ფართის 1მ2

ან ნარჩენის 1 მ3

0,025ლარი

20ლარი

 

დახურული ფართის 1მ2

 

ან ნარჩენის 1 მ3

0,10ლარი

 

20ლარი

 

13

ავტოგასამართი და თხევადი აირის სადგურები

საერთო ფართის 1მ2

 

ან ნარჩენის 1 მ3

0,10ლარი

 

20ლარი

 

14

 

ა/მანქანების სარემონტო სადგურები, ტექ.მომსახურების ადგილები

ღია ფართის 1მ2

ან ნარჩენის 1 მ3

0,025

20ლარი

 

დახურული ფართის 1მ2

 

ან ნარჩენის 1 მ3

0,10ლარი

 

20ლარი

 

15

აბანოები, საუნები

საერთო ფართის 1მ2

0,22ლარი

 

16

სადალაქოები და სილამაზის სალონები

საერთო ფართის 1მ2

 

ან ნარჩენის 1 მ3

0,30ლარი

2

0 ლარი

 

17

საზოგადოებრივი კვების ობიექტები

ერთ დასაჯდომ ადგილზე

 

ან ნარჩენის 1 მ3

0,30ლარი

 

20ლარი

 

18

საბანკეტო დარბაზები სარიტუალო მომსახურებისათვის

 

ნარჩენის 1 მ3

 

20ლარი

 

19

 

საცხობები

სამუშაო ფართის 1მ2

 

ან ნარჩენის 1 მ3

0,32ლარი

 

20ლარი

 

20

ღამის კლუბები, კაზინოები, ტოტალიზატორები, სათამაშო და გასართობი ცენტრები

საერთო ფართის 1მ2

 

ან ნარჩენის 1 მ3

0,45ლარი

 

20ლარი

 

21

 

რკინიგზის და საავტომობილო სადგურები

ღია ფართის 1მ2

ან ნარჩენის 1 მ3

0,01ლარი

20ლარი

 

დახურული ფართის 1მ2

ან ნარჩენის 1 მ3

0,1ლარი

20ლარი

 

22

საწარმოო ობიექტების ღია ტერიტორიები სადაც მიმდინარეობს საწარმოო პროცესი

საერთო ფართის 1მ2

 

ან ნარჩენის 1 მ3

0,01ლარი

 

20ლარი

 

23

ავტოსამრეცხაოები, შავი და ფერადი ლითონების მიმღები პუნქტები

ღია ფართის 1მ2

ან ნარჩენის 1 მ3

0,05ლარი

20ლარი

 

დახურული ფართის 1მ2

ან ნარჩენის 1 მ3

0,25

20ლარი

 

24

მცირე საწარმოები და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები

სამუშაო ფართის 1მ2

 

ან ნარჩენის 1 მ3

0,30ლარი

 

20ლარი

 

25

სამხედრო ნაწილები

ნარჩენის 1 მ3

20ლარი

 

26

სწრაფი გადახდის (ჩარიცხვის) აპარატები

ერთი ერთეული

1,5ლარი

 

ერთი თვის მოსაკრებლის ოდენობა გაიანგარიშება:

მ = გ X რ

მ - ერთი თვის მოსაკრებელი,გ - მოსაკრებლის განაკვეთი თვეში (ლარი)

რ - ზომის ერთეულის ფაქტობრივი რაოდენობა (შესაბამისი ფართი, ადგილი, საწოლი და ა.შ)

 

მუხლი 4. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან გათავისუფლება

1. დასუფთავებისათვის მომსახურების გაწევაზე და მოსაკრებლის გადახდაზე ხელშეკრულებებს დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან, მეწარმე ფიზიკურ პირებთან, სამეწარმეო (არასამეწარმეო) იურიდიულ პირებთან დებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია.

2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება ფიზიკური პირებისათვის (გარდა მეწარმე ფიზიკური პირებისა) მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში; ორგანიზაციების, დაწესებულებების, ინდ. მეწარმეების და იურიდიული პირებისათვის მომსახურების მიღებისთანავე.

3. არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, ღია ტერიტორიების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი.

4. დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებებისაგან გათავისუფლდეს:

ა) სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახები.

ბ) საბავშვო ბაგა-ბაღები და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები.

5. გაწეული მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება.

 

მუხლი 5. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვა, მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა

1. მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში ერთიანი სახაზინო კოდის მეშვეობით საბანკო ან ელექტრონული ანგარიშსწორების საშუალებით ყოველთვიურად, საანგარიშო თვის 20 რიცხვამდე.

2.გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.

 

მუხლი 6. ადმინისტრირება მოსაკრებლის გადახდევინებისათვის

მოსაკრებლის გადახდევინებისათვის ადმინისტრირება ევალება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილ სამსახურს.

 

დანართი №4

 

ინსტრუქცია

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ

 

წინამდებარე ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სათამაშო ბიზნესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთებსა და გადახდის წესს.

 

მუხლი 1. ზოგადი ნაწილი

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი არის კანონით დადგენილი სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით დაწესებული აუცილებელი გადასახდელი ადგილობრივ ბიუჯეტში.

 

მუხლი 2. მოსაკრებლის განაკვეთები

განისაზღვროს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემდეგი განაკვეთები:

ა) სამორინეს თითოეულ მაგიდაზე – კვარტალში 30 000 ლარის ოდენობით;

ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 3000 ლარის ოდენობით;

გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10 პროცენტის ოდენობით;

დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე:

დ.ა) სამორინის თამაშობებზე – კვარტალში 280 000 ლარი;

დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე – კვარტალში 280 000 ლარი;

დ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე – კვარტალში 280 000 ლარი;

ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის 10 %;

ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 10 000 ლარის ოდენობით;

ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 10 000 ლარის ოდენობით.

შენიშვნა: თუ სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი კლუბის მაგიდას მხოლოდ აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის იყენებს, იგი უფლებამოსილია არ გადაიხადოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №56 - ვებგვერდი, 31.12.2018წ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 ივნისის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 28.06.2024წ.

 

მუხლი 3. მოსაკრებლის გადამხდელები, გადახდის წესი და ვადები

მოსაკრებლის გადამხდელებს, გადახდის წესს და ვადებს ადგენს კანონმდებლობა.

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე