გადაწყვეტილება №24521/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.02.2025
№ დოკუმენტი 24521/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24521/2/2024

18 თებერვალი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "-------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 31.01.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-------"-ის 24.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24521/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 6 სექტემბრის №19923 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 19.11.2024 წლის №081-223 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 18.12.2024 წლის №26594 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 195 328,82 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 105 485

დღგ - 6 336

მოგების გადასახადი - 46 421

საშემოსავლო გადასახადი - 52 728

ჯარიმა - 51 230

საურავი - 38 613,82

 

ფაქტების აღწერა

მომჩივნის საქმიანობის სახეა სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ტენდერების ფარგლებში სამშენებლო, სარეაბილიტაციო ობიექტების პროექტების განხორციელება.

აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 12 აპრილის №8308 და 27 ივნისის №15111 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.03.2024 წლამდე, ხოლო სალაროში ფულის ნაშთის განსაზღვრის მიზნით 2024 წლის 12 აპრილის ჩათვლით პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 28.06.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხთან დაკავშირებით ირკვევა შემდეგი:

გადამხდელის შესახებ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, საჯარო რეესტრისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ გვერდზე არსებული ინფორმაციის, ასევე, გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის დამუშავების შედეგად გამოვლინდა სხვაობა ფიზიკურ პირებზე გაცემულ ხელფასებსა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის. გადასახადის გადამხდელი აღნიშნული თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრას და დეკლარირებას არ ახორციელებს სრულყოფილად. ასევე, მომჩივანს უფიქსირდება გადამხდელად არარეგისტრირებული ფიზიკური პირებისგან მომსახურების მიღება, რომელსაც არ ბეგრავდა გადახდის წყაროსთან.

ამდენად, საგადასახადო კოდექსის 79-ე, 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შესამოწმებელ პერიოდში ფ/პ "--------"-ზე გაცემულია სალაროდან ჯამურად 245 000 ლარი. (02.08.2022 წელს გაცემულია 120 000 ლარი, 26.08.2022 წელს -70 000 ლარი, 30.09.2022 წლს-20 000 ლარი, 31.01.2023 წელს-25 000 ლარი, 30.12.2023 წლს-10 000 ლარი). აღნიშნულთან დაკავშირებით, წარმოდგენილია, 01.08.2022 წლის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ნასყიდობის საგანს წარმოადგენს მიწის ნაკვეთი (ს/კ"--------"). რადგან, საჯარო რეესტრის მონაცემებით, არ დასტურდება აღნიშნული მიწის ნაკვეთის მომჩივნის საკუთრებაში გადასვლა, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით, ოპერაციას შეეცვალა შინაარსი და დაკვალიფიცირდა ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის გათვალისწინებით, 2022 წლის აგვისტოში, სექტემბერში, 2023 წლის იანვარსა და დეკემბერში გაიზარდა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 15.07.2024 წლის №16673 ბრძანება და №081-170 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 6.09.2024 წლის №19923 ბრძანებით, არარეგისტრირებული ფიზიკური პირებისთვის მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრის ნაწილში:

ა) მომჩივანს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მასალები და თუ დადასტურდება ინდ. მეწარმეების მიერ მომსახურების გაწევის ფაქტი, ინდ. მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირებისთვის შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;

გ) დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 6.09.2024 წლის №19923 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 10.10.2024 წლის №23912/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დააკმაყოფილა.

შემოსავლების სამსახურის 6.09.2024 წლის №19923 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 6 ნოემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე და 19.11.2024 წლის №081-223 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 18.12.2024 წლის №26594 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აუდიტის დეპარტამენტის 19.11.2024 წლის №081-223 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 18.12.2024 წლის №26594 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ ეთანხმება გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებული ფიზიკური პირებისათვის მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი თანხების წყაროსთან დაბეგვრას, მიუთითებს, რომ წარმოადგენს მტკიცებულებებს და შემდგომ ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას, ასევე სანქციისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

გასაჩივრებული აქტით ვერ დგინდება თუ რომელ ფიზიკურ პირებთან მიმართებაში მოხდა გადამხდელის პრეტენზიების გაზიარება, რომ შემცირდა სადავო დარიცხვები და რა ნაწილში არ მოხდა კომპანიის პრეტენზიების გაზიარება. მოცემულ შემთხვევაში ინფორმაცია მოითხოვს დაზუსტებას, ვინაიდან შემოწმების აქტში აღნიშნული გარემოება, რომ კომპანია არ ახდენდა დასაბეგრ ოპერაციებში მათ ასახვას საფუძველსმოკლებულია, რადან სხვა შემთხვევაში არ მოხდებოდა საბანკო ანგარიშებზე თანხების ჩარიცხვა.

გასათვალისწინებელია, რომ ხარჯები დეკლარირებულია. (შესრულებულია საბანკო ოპერაციები) შესაბამისად, ამ ნაწილში მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციისაგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

საგადასახადო ორგანოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, ინფორმაციის გამოთხოვის გზით, უნდა გაერკვია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რასაც ადგილი არ ჰქონია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 6.09.2024 წლის №19923 ბრძანებით, არარეგისტრირებული ფიზიკური პირებისთვის მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრის ნაწილში მომჩივანს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მასალები და თუ დადასტურდება ინდ. მეწარმეების მიერ მომსახურების გაწევის ფაქტი, ინდ. მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირებისთვის შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.

შემოსავლების სამსახურის 6.09.2024 წლის №19923 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 6 ნოემბრის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირებისთვის შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილი თანხები შემცირდა 21 507 ლარით (გადასახადი 14 383 ლარი, ჯარიმა 7 124 ლარი).

გადასახადის გადამხდელი სადავოდ ხდის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 6 ნოემბრის დასკვნით დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებას და აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის 6.09.2024 წლის №19923 ბრძანების შესაბამისად, მის მიერ წარდგენილი არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებელი მტკიცებულებების სრულყოფილი გამოკვლევა არ მომხდარა, კერძოდ, გასაჩივრებული აქტით ვერ დგინდება თუ რომელ ფიზიკურ პირებთან მიმართებაში მოხდა გადამხდელის პრეტენზიების გაზიარება, რადგან შემცირდა სადავო დარიცხვები და რა ნაწილში არ მოხდა კომპანიის პრეტენზიების გაზიარება. მოცემულ შემთხვევაში ინფორმაცია მოითხოვს დაზუსტებას, ვინაიდან შემოწმების აქტში აღნიშნული გარემოება, რომ კომპანია არ ახდენდა დასაბეგრ ოპერაციებში მათ ასახვას საფუძველსმოკლებულია, რადან სხვა შემთხვევაში არ მოხდებოდა საბანკო ანგარიშებზე თანხების ჩარიცხვა.

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი მოსმენისას, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ფიზიკური პირები, რომლებმაც გაუწიეს მომჩივანს მომსახურება შემოწმების პერიოდში არ იყვნენ ინდ. მეწარმედ რეგისტრირებულები. ამასთან, მომჩივანს მოსთხოვა ინფორმაცია იმ ფიზიკური პირების სამართლებრივი ფორმის შესახებ, რომლებმაც მომსახურება გაუწიეს, თუმცა ვერ მიიღო პასუხი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სადაო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 6.09.2024 წლის №19923 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

რაც შეეხება, მომჩივნის მოთხოვნას სანქციებისგან გათავისუფლების ნაწილში, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 6.09.2024 წლის №19923 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებული ფიზიკური პირებისათვის მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი თანხების წყაროსთან დაბეგვრას, მიუთითებს, რომ წარმოადგენს მტკიცებულებებს და შემდგომ ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას, ასევე სანქციისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის შესახებ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, საჯარო რეესტრისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ გვერდზე არსებული ინფორმაციის, ასევე, გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის დამუშავების შედეგად გამოვლინდა სხვაობა ფიზიკურ პირებზე გაცემულ ხელფასებსა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის. გადამხდელი აღნიშნული თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრას და დეკლარირებას არ ახორციელებს სრულყოფილად. ასევე, მომჩივანს უფიქსირდება გადამხდელად არარეგისტრირებული ფიზიკური პირებისგან მომსახურების მიღება, რომელსაც არ ბეგრავდა გადახდის წყაროსთან.

ამდენად, საგადასახადო კოდექსის 79-ე, 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 6.09.2024 წლის №19923 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

რაც შეეხება, მომჩივნის მოთხოვნას სანქციებისგან გათავისუფლების ნაწილში, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა შემოსავლების სამსახურის 6.09.2024 წლის №19923 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

269(7).