ბრძანება N 1238
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 1238
30.01.2023
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2022 წლის 7 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 იანვრის სხდომაზე (ოქმი№3) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №76043/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 7 ოქტომბრის №086-38 და ამავე თარიღის №086-39 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებით.
მომჩივნის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნებით დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. აცხადებს, რომ შემოწმების ვადის გაგრძელების გამო საწარმომ ვერ ისარგებლა საქართველოს მთავრობის ინიციატივით 2021 წლის მაისამდე პერიოდის სამეურნეო ოპერაციების საფუძველზე 2021 წლის 15 მაისის მდგომარეობით აღიარებას დაქვემდებარებულ დავალიანებებთან დაკავშირებით შეთანხმების შესახებ. ასევე, აცხადებს, რომ დამატებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულების დარიცხვის ძირითად საფუძველს წარმოადგენდა საერთაშორისო გადაზიდვებისას რიგი რეისების აღურიცხველობა, რაზედაც გადამხდელი ფაქტობრივად ინფორმირებული არ იყო.
2022 წლის 7 ოქტომბრის №086-38 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 23 დეკემბრის №40380 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან მიმართებაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნეული განკარგვადი თანხის ოდენობის დადგენის მიზნით, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 23 დეკემბრის№40380 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 29 სექტემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხებიდან შემცირებას დაექვემდებარა სულ 73 321 ლარი, მათ შორის, გადასახადი 48 881 ლარი, ხოლო ჯარიმა 24 440 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 7 ოქტომბრის №086-38 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ:
შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით შემოწმების პროცესში გამოვლენილ საერთაშორისო და ტრანზიტულ გადაზიდვებზე (თურქეთი-საქართველო, თურქეთი-რუსეთი, თურქეთი-საქართველო-სომხეთი, თურქეთი-საქართველო-ყაზახეთი) მიღებული შემოსავლის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის დეკლარირებული ანალოგიური გადაზიდვების განხორციელების დროს გახარჯული საწვავის რაოდენობა. შემოწმების მიერ განისაზღვრა საწარმოს მიერ დეკლარირებული საერთაშორისო და ტრანზიტული გადაზიდვების დროს გახარჯული საწვავის პროცენტული წილი მიღებულ აღიარებულ შემოსავალში, რამაც 2017 წელს შეადგინა 42%, რაც შესაბამისობაშია სხვა აუდირებული კომპანიების შემოსავლების და ხარჯების თანაფარდობასთან. შესაბამისად, დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნეული განკარგვადი თანხის ოდენობის დადგენის მიზნით, გადაზიდვის მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯები განისაზღვრა მიღებული შემოსავლის 42%-ის ოდენობით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების აქტით დარიცხული თანხა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დაექვემდებარა შემცირებას.
2022 წლის 7 ოქტომბრის №086-39 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 23 დეკემბრის №40387 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნეული განკარგვადი თანხის ოდენობის დადგენის მიზნით, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 23 დეკემბრის №40387 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტი სდეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 29 სექტემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხებიდან შემცირებას დაექვემდებარა სულ 229 770 ლარი, მათ შორის, გადასახადი 153 179 ლარი, ხოლო ჯარიმა 76 591 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 7 ოქტომბრის №086-39 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ:
შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით შემოწმების პროცესში გამოვლენილ საერთაშორისო და ტრანზიტულ გადაზიდვებზე (თურქეთი-საქართველო, თურქეთი-რუსეთი, თურქეთი-საქართველო-სომხეთი, თურქეთი-საქართველო-ყაზახეთი) მიღებული შემოსავლის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის დეკლარირებული ანალოგიური გადაზიდვის განხორციელების დროს გახარჯული საწვავის რაოდენობა წლების ჭრილში. შემოწმების მიერ განისაზღვრა საწარმოს მიერ დეკლარირებული საერთაშორისო და ტრანზიტული გადაზიდვების დროს გახარჯული საწვავის პროცენტული წილი მიღებულ აღიარებულ შემოსავალში, რამაც 2018-2019-2020 წლებში შეადგინა საშუალოდ 44%, რაც შესაბამისობაშია სხვა აუდირებული კომპანიების შემოსავლების და ხარჯების თანაფარდობასთან. ასევე, გამოსაქვით ხარჯებში გათვალისწინებულია შპს „----------“ კუთვნილი ავტომობილების საექსპლუატაციო ხარჯები გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინვოისების ფარგლებში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების აქტით დარიცხული თანხა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დაექვემდებარა შემცირებას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებებით არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებებს და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნებით დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების პროცესში გამოვლენილ საერთაშორისო და ტრანზიტულ გადაზიდვებზე მიღებული შემოსავლის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის დეკლარირებული ანალოგიური გადაზიდვის განხორციელების დროს გახარჯული საწვავის რაოდენობა წლების ჭრილში. შემოწმების მიერ განისაზღვრა საწარმოს მიერ დეკლარირებული საერთაშორისო და ტრანზიტული გადაზიდვების დროს გახარჯული საწვავის პროცენტული წილი მიღებულ აღიარებულ შემოსავალში, რამაც 2018-2019-2020 წლებში შეადგინა საშუალოდ 44%, რაც შესაბამისობაშია სხვა აუდირებული კომპანიების შემოსავლების და ხარჯების თანაფარდობასთან. ასევე, გამოსაქვით ხარჯებში გათვალისწინებულია მომჩივანის კუთვნილი ავტომობილების საექსპლუატაციო ხარჯები გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინვოისების ფარგლებში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების აქტით დარიცხული თანხა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დაექვემდებარა შემცირებას.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებებს და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9).