გადაწყვეტილება №28336/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№28336/2/2026
16 ნოემბერი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.11.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --- ის 25.10.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №28336/2/2026).
დავის საგანი:
დღგ - ის გადამხდელად რეგისტრაციის ვადის დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. მომსახურების დეპარტამენტის 16.09.2026 წლის №081-131 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 19.10.2026 წლის №23382 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 7 297.46 ლარი.
ფაქტების აღწერა
მომჩივანს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის დაგვიანებისთვის, მომსახურების დეპარტამენტის 16.09.2026 წლის №081-131 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 7 297.46 ლარის ოდენობით, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 19.10.2026 წლის №23382 ბრძანებით მომსახურების დეპარტამენტს დაევალა სადავო საკითხის შესწავლა და თუ კმაყოფილდება შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის N9021 ბრძანებით გათვალისწინებული პირობები, განახორციელოს დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 19.10.2026 წლის №23382 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 282-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის გათვალისწინებით უნდა დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს სადავო საკითხის შესწავლის შედეგად, თუ კმაყოფილდება შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანებით გათვალისწინებული პირობები, განახორციელოს დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიამ დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის აღმოჩენისთანავე წარადგინა შესაბამისი დეკლარაცია და გადაიხადა კუთვნილი გადასახადი. შესაბამისად ადგილი არ ჰქონია გადასახადისგან თავის არიდებას. ითხოვს დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. გადასახადის გადამხდელი დაგვიანებით დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად და განახორციელა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა 3.08.2026 - 15.09.2026 წლების პერიოდში, რაზეც დაეკისრა სანქცია - ჯარიმა 7 297.46 ლარის ოდენობით.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის აღმოჩენისთანავე წარადგინა შესაბამისი დეკლარაცია და გადაიხადა კუთვნილი გადასახადი. შესაბამისად ადგილი არ ჰქონია გადასახადისგან თავის არიდებას. ითხოვს დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.
შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით, მომსახურების დეპარტამენტს დაევალა, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის N9021 ბრძანების გათვალისწინებით, სადავო საკითხის შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება). შემოსავლების სამსახურის 19.10.2026 წლის №23382 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
დღგ - ის გადამხდელად რეგისტრაციის ვადის დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმა.
ფაქტობრივი გარემოებები:
მომჩივანს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის დაგვიანებისთვის, მომსახურების დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 7 297.46 ლარის ოდენობით, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის ბრძანებით მომსახურების დეპარტამენტს დაევალა სადავო საკითხის შესწავლა და თუ კმაყოფილდება შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის N9021 ბრძანებით გათვალისწინებული პირობები, განახორციელოს დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახურის 19.10.2026 წლის №23382 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
დასაბუთება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 282 (1).