გადაწყვეტილება №21923/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 21923/2/2024
16 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --------- 10.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21923/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 29.12.2022 წლის №33621 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 6.03.2023 წლის №007-42 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 13.12.2023 წლის №31317 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 335 641.77 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 170 939
დღგ - 138 113
მოგების გადასახადი - 2 682
საშემოსავლო გადასახადი - 30 016
ქონების გადასახადი - 128
ჯარიმა - 85 557
საურავი - 79 145.77
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საკვები პროდუქტებით, თამბაქოს ნაწარმით სასმელებით და სხვადასხვა დასახელების სარეცხის და ჰიგიენის საშუალებების შეძენა და რეალიზაცია.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა 1.01.2018 წლიდან 1.05.2021 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 18.11.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა შემდეგი:
საწარმოს მიერ თანხები გადარიცხულია სხვადასხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირზე 15 199 ლარის ოდენობით. თანხის მიმღები პირების მიერ არ არის გამოწერილი/მიღებული სასაქონლო ზედნადები ან/და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, არ არის წარდგენილი ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა რაიმე ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოწმების შედეგად საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის გათვალისწინებით, საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით;
საწარმოს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. გადამხდელის მიერ დეკლარირებული შემოსავალი შედგება საკონტროლო-სალარო აპარატის (2 ცალი) და საბანკო გადარიცხვით მიღებული შემოსავლისაგან. გადამხდელს საცალო რეალიზაცია განხორციელებული აქვს ფიზიკურ პირებზე სასაქონლო ზედნადების გარეშე. სასაქონლო ზედნადებით განხორციელებულია მხოლოდ ერთი რეალიზაცია (რეალიზებულია ალკოჰოლური სასმელები) 31.12.2019 წელს 348 ლარის ოდენობით. გადამხდელს გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები 14 471 ლარის ღირებულების მარკეტინგულ და სარეკლამო მომსახურებაზე. გადამხდელის მიერ წარდგენილია ყოველთვიური დღგ-ის დეკლარაციები. 2018 და 2019 წლებში ჩატარებულია შერჩევითი ინვენტარიზაცია და საკონტროლო შესყიდვები (9-ჯერ).
დასაბეგრი ბაზის განსაზღვრისას საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 75-ე მუხლის მე-5 ნაწილით და საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ: სასაქონლო ზედნადების საფუძველზე მიღებული საქონელი დაჯგუფებულია სახეობების მიხედვით (50 ჯგუფი), შემოწმების შედეგად დადგენილი წლიური ნაშთებისა (გადამხდელს სმფ-ები არ აქვს დეკლარირებული) და შეძენების გათვალისწინებით გამოთვლილია წლის განმავლობაში გახარჯული საქონელი. შემდეგ, შეძენაში ჯგუფის ხვედრითი წილის კოეფიციენტის მიხედვით გამოთვლილია მთლიან გახარჯული საქონლის რაოდენობაში ჯგუფის გახარჯვის ოდენობა. გახარჯულ ჯგუფებზე გავრცელდა საწარმოში 2018 და 2019 წლებში ჩატარებული შერჩევითი ინვენტარიზაციით და საკონტროლო შესყიდვებით დადგენილი ფასნამატები შესაბამისი ჯგუფის მიხედვით, ხოლო იმ სახეობებზე რაზეც არ იყო ჩატარებული შერჩევითი ინვენტარიზაცია ან/და საკონტროლო შესყიდვა, გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოს აუდირებული ფასნამატი და დადგინდა სარეალიზაციო ფასები წლების მიხედვით. შემოწმების შედეგად დადგენილი ფასნამატი წლების მიხედვით შეადგენს: 2018 წელს 18.47%-ს, 2019 წელს 17.64%-ს, 2020 წელს 16.40%-ს, 2021 წლის იანვარ-აპრილის თვეების 16%-ს.
ყოველთვიური რეალიზაციის დასადგენად საკონტროლო-სალარო აპარატის და საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვების წლიურ შემოსავლებში გაანგარიშდა ყოველთვიური შემოსავლის ხვედრითი წილი და ზემოაღნიშნულ ყოველთვიურ გახარჯვას დაემატა შერჩევითი ინვენტარიზაციით, საკონტროლო შესყიდვით და მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოს აუდირებისას დადგენილი ფასნამატი (ჩაშლილი საქონლის ჯგუფების მიხედვით). შემოწმების შედეგად გამოვლენილ სხვაობაზე კომპანიას დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად;
შემოწმების შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. 2018-2020 წლებში და 2021 წლის იანვარ-აპრილის თვეების განმავლობაში არაპირდაპირი მეთოდით დღგ-ით დასაბეგრი შემოსავალი განისაზღვრა სულ 1 876 086 ლარის ოდენობით დღგ-ის ჩათვლით, ხოლო იგივე პერიოდის გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 1 456 205 ლარს დღგ-ის ჩათვლით. შემოწმების შედეგად მიღებული ფინანსური შემოსავალი, რომელიც არ იქნა სააღრიცხვო დოკუმენტაციაში/დეკლარაციებში დაფიქსირებული, განხილულია ანგარიშვალდებული პირის (დირექტორის) მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად.
საგადასახადო ორგანომ დასაბეგრი ბაზის განსაზღვრისას იხელმძღვანელა, „სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან შედარებით, შემოწმების არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილი შემოსავლის სხვაობის დაბეგვრის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითებით. კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 2.12.2021 წლის №37397 ბრძანება და 3.12.2021 წლის №007- 454 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 7.01.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 30.03.2022 წლის №7861 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მე3 სადავო საკითხთან (შემოწმების შედეგად დადგენილი ფინანსური შემოსავლის, რომელიც არ იქნა დაფიქსირებული სააღრიცხვო დოკუმენტაციაში, დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვასა და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვასთან) დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ნაღდი ფულის ნაშთის უპროცენტო სესხად განხილვის საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №5) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 30.03.2022 წლის №7861 ბრძანება 3.05.2022 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 8.07.2022 წლის №16492/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა
შემოსავლების სამსახურის 30.03.2022 წლის №7861 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია 1.09.2022 წლის დასკვნა, რომლის მიხედვით, საკითხის შესწავლა/დამუშავებით გამოვლინდა, რომ აღნიშნული მიდგომა გამოიწვევს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების გაზრდას. შესაბამისად, არ განხორციელდა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 22.09.2022 წლის №24381 ბრძანება და 23.09.2022 წლის №007-246 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 4.10.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში
შემოსავლების სამსახურის 29.12.2022 წლის №33621 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ნაღდი ფულის ნაშთი განიხილოს უპროცენტო სესხად შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №5) შესაბამისად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 29.12.2022 წლის №33621 ბრძანება არ გასაჩივრებულა.
შემოსავლების სამსახურის 29.12.2022 წლის №33621 ბრძანების აღსრულების შედეგად შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 24.02.2023 წლის დასკვნით შემცირებას დაექვემდებარა სულ 1 524 ლარი, მათ შორის გადასახადი 1 008 ლარი და ჯარიმა 516 ლარის ოდენობით.
დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2.03.2023 წლის №4068 ბრძანება და 6.03.2023 წლის №007-42 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 1.05.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 31.05.2023 წლის №11985 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 5.10.2023 წლის №20318/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 31.05.2023 წლის №11985 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს, დანარჩინ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 13.12.2023 წლის №31317 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 3.07.2023 წლის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 13.12.2023 წლის №31317 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შემოწმების შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. 2018-2020 წლებში და 2021 წლის იანვარ-აპრილის თვეების განმავლობაში არაპირდაპირი მეთოდით დღგ-ით დასაბეგრი შემოსავალი განისაზღვრა სულ 1 876 086 ლარის ოდენობით დღგ-ის ჩათვლით, ხოლო იგივე პერიოდის გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი შემოსავალმა შეადგინა 1 456 205 ლარს დღგ-ის ჩათვლით. შემოწმების შედეგად მიღებული ფინანსური შემოსავალი, რომელიც არ იქნა სააღრიცხვო დოკუმენტაციაში/დეკლარაციებში დაფიქსირებული, განხილულ იქნა ანგარიშვალდებული პირის (დირექტორის) მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად. ხოლო შემოსავლების სამსახურის 29.12.2022 წლის №33621 ბრძანებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ნაღდი ფულის ნაშთის უპროცენტო სესხად განხილვა შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №5) შესაბამისად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
აღნიშნულის შესაბამისად, შესწავლილ იქნა ნაღდი ფულის ნაშთის უპროცენტო სესხად განხილვის საკითხი და შესწავლის შედეგად, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფინანსური შემოსავალი დაკვალიფიცირდა უპროცენტო სესხად. შედეგად, გადაანგარიშებით, მოგების გადასახადში საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრა 74 097 (419 881ლ./0.85*0.15) ლარით, 74 097 ლარით შემცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება საშემოსავლო გადასახადის ნაწილში. ასევე, საშემოსავლო გადასახადში დაერიცხა სარგებელი 29 866 ლარის ოდენობით. გადაანგარიშებით შემცირებას დაექვემდებარა გადასახადი 1 008 ლარის ოდენობით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად დაუშვებელია მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება, გარდა გადამხდელის თანხმობით ამავე დავის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შემთხვევისა. შემოსავლების სამსახური მიუთითებს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 3.07.2023 წლის №15615 ბრძანებაზე, რომლითაც ცვლილება შევიდა და ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითება (დანართი №9).
სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 3.07.2023 წლის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №5) შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდის შედეგად მიღებული შემოსავლის სხვაობის განხილვა ფიზიკურ პირზე სესხად იბეგრება მხოლოდ მოგების გადასახადით. აღნიშნულს მოწმობს დანართი №5-ში განხილული ორივე მაგალითი. შესაბამისად საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილი ნაღდი ფულის ნაშთი ნაცვლად 20%-ისა დღგ-ის გარეშე უნდა დაბეგრილიყო 15%-ით. შედეგად გაუგებარი დარჩა რითი იზრდებოდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული შედეგები. ამიტომ აღნიშნული დასკვნა და საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში და აუდიტის დეპარტამენტს ხელახლა დაევალა მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით ნაღდი ფულის ნაშთის დაბეგვრა მეთოდური მითითების დანართი №5-ის მიხედვით. მიუხედავად აღნიშნული გადაწყვეტილებისა აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა სესხად დაკვალიფიცირებულ თანხაზე სარგებლის დარიცხვა, რომელმაც ამ შემთხვევაში ნაცვლად დამძიმებისა 1 008 ლარით შეამცირა საგადასახადო ვალდებულებები.
შესაბამისად მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 30.03.2022 წლის №7861 და 29.12.2022 წლის №33621 ბრძანებებით მიღებული გადაწყვეტილებები არ აღსრულებულა. ამასთან ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 11.10.2023 წლის №20318/2/2023 გადაწყვეტილებით აღნიშნული საჩივარი განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 3.07.2023 წლის №15615 ბრძანების მიხედვით 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებაში განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით. აღნიშნული ცვლილებებით არ გაუქმებულა მეთოდური მითითების დანართი №5, რომელიც იდენტურია საგადასახადო შემოწმების აქტში დაფიქსირებული სადავო საკითხისა.
შესაბამისად მიაჩნია, რომ 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული და 3.07.2023 წლის №15615 ბრძანებით დაკორექტირებული ცვლილებების გათვალისწინებით საგადასახადო შემოწმების შედეგები უნდა განისაზღვროს თავდაპირველი გადაწყვეტილების 30.03.2022 წლის №7861 ბრძანების მიხედვით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გაუქმებას და აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს აღნიშნული საკითხის დამატებით შესწავლა კომპანიის წარმომადგენლის თანამონაწილეობით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბჭოს 5.10.2023 წლის №20318/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. საბჭო მიუთითებდა შემოსავლების სამსახურის უფროსის 3.07.2023 წლის №15615 ბრძანებაზე, რომლის მიხედვით განხორციელდა ცვლილება 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებაში. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მომჩივანი განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილი ნაღდი ფულის ნაშთი დღგ-ის გარეშე უნდა დაბეგრილიყო მხოლოდ მოგების გადასახადით და არ უნდა განხორციელებულიყო სესხად დაკვალიფიცირებულ თანხაზე სარგებლის დარიცხვა. მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული და 3.07.2023 წლის №15615 ბრძანებით დაკორექტირებული ცვლილებების გათვალისწინებით საგადასახადო შემოწმების შედეგები უნდა განისაზღვროს თავდაპირველი შემოსავლების სამსახურის 30.03.2022 წლის №7861 ბრძანების მიხედვით, რომლითაც აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ნაღდი ფულის ნაშთის უპროცენტო სესხად განხილვის საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №5) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 13.12.2023 წლის №31317 ბრძანებით სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 3.07.2023 წლის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9- ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართებულია, არ არსებობს მისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების, მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 29.12.2022 წლის №33621 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საკვები პროდუქტებით, თამბაქოს ნაწარმით სასმელებით და სხვადასხვა დასახელების სარეცხის და ჰიგიენის საშუალებების შეძენა და რეალიზაცია. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ თანხის მიმღები პირების მიერ არ არის გამოწერილი/მიღებული სასაქონლო ზედნადები ან/და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, არ არის წარდგენილი ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა რაიმე ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი.საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა. ასევე, გადამხდელს საცალო რეალიზაცია განხორციელებული აქვს ფიზიკურ პირებზე სასაქონლო ზედნადების გარეშე.საგადასახადო ორგანომ საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფინანსური შემოსავალი დაკვალიფიცირდა უპროცენტო სესხად. შედეგად, გადაანგარიშებით, შემცირებას დაექვემდებარა გადასახადი.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;