ბრძანება N 7803
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 7803
10.04.2023
შპს „--------------“ (ს/ნ --------------)
(---------------------)
2022 წლის 4 და 13 მაისის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 მარტის სხდომაზე (ოქმი №27) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „---------------“ (ს/ნ ------------) 2022 წლის 4 მაისისა №70543/1/2022 და 13 მაისის №70787/1/2022 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 7 აპრილის №021-27 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს. კერძოდ, არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებასა და ფასნამატის ოდენობას. მიუთითებს, რომ არასწორია სხვა მსგავსი ბიზნესის მქონე აუდირებული კომპანიების მიმართ დადგენილი ფასნამატის გავრცელება, ვინაიდან იმყოფება მაღალი კონკურენციის პირობებში, კონკურენციას უწევს სხვა ქსელურ მარკეტებს, რომლებსაც აქვთ მარკეტინგული აქციები და ფასდაკლებები, შესაბამისად უწევს პროდუქციის მათზე დაბალ ფასად გაყიდვა. ითხოვს აღდგენილი სააღრიცხვო პროგრამის გათვალისწინებას, ვინაიდან შემოსავლების აღრიცხვა განხორციელებულია ყოველდღიურად კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით, ასევე საქონლის ჩამოწერა ხდება პერიოდულად ყოველი თვის ბოლოს ინვენტარიზაციის აქტების საფუძველზე. გარდა ამისა, სალაროს ნაშთთან დაკავშირებით მიუთითებს, რომც არ მომხდარიყო მის მიერ მიწოდებული ფასნამატის გათვალისწინება და შემოწმება დაყრდნობოდა თავის გაანგარიშებულ ფასნამატს, სალაროში არ რჩებოდა იმ ოდენობის ნაშთი რაც აუდიტორებს აქვთ დაბეგრილი, რადგან არ ჰქონდათ გათვალისწინებული ხარჯვითი ნაწილი, როგორიცაა მომწოდებლებზე გადახდები, ასევე კომუნალური გადასახადები, იჯარა და ა.შ.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 18 ივნისის №19803 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------------“ (ს/ნ ------------) საჩივრები. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „--------------“ (ს/ნ ---------------) 2021 წლის 4 მაისის საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
3. საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხულ თანხებთან მიმართებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს დეკლარირებულ და შემოწმებით გამოვლენილ მონაცემებს შორის სხვაობის ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
4. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
უმენტაცია/მტკიცებულებები; ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
5. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 18 ივნისის №19803 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 29 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 3 931 ლარი, მათ შორის გადასახადი 2 630 ლარი და ჯარიმა 1 301 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 7 აპრილის №021-27 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
ზემოაღნიშნული „საგადასახადო მოთხოვნა“ გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2022 წლის 15 ივლისის №18640 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2022 წლის 28 ოქტომბრის №17346/2/2022 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 15 ივლისის №18640 ბრძანება და საჩივრები, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 28 ოქტომბრის №17346/2/2022 გადაწყვეტილებაში მითითებულია:
„გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას დამატებით აღნიშნა, რომ წარადგინა აღდგენილი ბუღალტრული პროგრამა, კრების ოქმები, დამფუძნებლების შენატანებზე ინფორმაცია, მაგრამ მიუხედავად თხოვნისა, მათი მონაწილეობით არ მომხდარა საკითხების გავლა ისე გამოიცა დასკვნა.
საბჭო აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის 18.06.2021 წლის №19803 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა, რაც როგორც ირკვევა არ იქნა შესრულებული.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივრის განხილვა მოხდა, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე გადასახადის გადამხდელის პოზიციის მოსმენის გარეშე, მიუთითებს საქართველოს მთავრობის 4.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი სრულად არ შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 15.07.2022 წლის №18640 ბრძანება და საჩივარი გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინდა „აღდგენილი“ საბუღალტრო პროგრამა ორისი, 2017 წლის სალაროს მოძრაობა (ექსელის ფაილით) და კრების ოქმები (საწარმოში კაპიტალის გაზრდა/შემცირების თაობაზე). შემოწმებამ დეტალურად გაიარა გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები. გადამხდელი ახალ პროგრამაში ჩამოწერებს ახორციელებს თვის ბოლოს ერთჯერადად, არ ხდება კონტროლი სმფ-ების მოძრაობაზე, არ ხდება კონტროლი თითოეული ოპერაციის დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე, პროგრამულად არაა გამიჯნული კონკრეტული საქონელი შესაბამისი პერიოდის მიხედვით რა ფასად იქნა გაყიდული და ვერ ხერხდება საქონლის კატეგორიების მიხედვით სარეალიზაციო ფასის/ფასნამატის განსაზღვრა. შემოსავლებს პროგრამაში ატარებს პერიოდის მიხედვით მხოლოდ ჯამური ღირებულებით (მაგ: შემოსავალი სალაროთი, ზედნადებით, ტერმინალით). აღნიშნულიდან გამომდინარე გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. გარდა ამისა, გადამხდელს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით დამატებით არ წარუდგენია ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების შედეგად, დასკვნის მიხედვით, სათანადო საფუძვლების არარსებობის გამო, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელებულა.
დღგ-ის თანხების ჩათვლასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა დოკუმენტური მტკიცებულებები. გადასახადის გადამხდელს, შემოწმების აქტის შედგენის შემდეგ, გამყიდველმა მხარემ შემოწმებულ პერიოდზე 2018, 2019 და 2020 წლების საანგარიშო პერიოდებზე გამოუწერა ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. ხელახალი შესწავლის შედეგად გადასახადის გადამხდელს დღგ-ის დეკლარაციაში შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით აესახა ადგილობრივად ჩასათვლელი დღგ-ის თანხები მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე. გადაანგარიშების შედეგად გადამხდელს შეუმცირდა გადასახადი 2 630 ლარი და ჯარიმა 1 301 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ახალ პროგრამაში ჩამოწერები განხორციელებულია თვის ბოლოს ერთჯერადად, არ ხდება კონტროლი სმფ-ების მოძრაობაზე, თითოეული ოპერაციის დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე, პროგრამულად არაა გამიჯნული კონკრეტული საქონელი შესაბამისი პერიოდის მიხედვით რა ფასად იქნა გაყიდული და ვერ ხერხდება საქონლის კატეგორიების მიხედვით სარეალიზაციო ფასის/ფასნამატის განსაზღვრა. გარდა ამისა, გადამხდელს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით დამატებით არ წარუდგენია ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი არსებითი მნიშვნელობის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, რაც არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების ნაწილში შემოწმებით დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა. რაც შეეხება დღგ-ის ჩათვლებს, გადაანგარიშების ეტაპზე წარმოდგენილი ჩათვლის დოკუმენტები გათვალისწინებულ იქნა სრულად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ დავის წარმოების პროცესში და საქმის ზეპირ განხილვაზე არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი არგუმენტი/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „--------------“ (ს/ნ -------------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს. კერძოდ, არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებასა და ფასნამატის ოდენობას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინდა „აღდგენილი“ საბუღალტრო პროგრამა ორისი, 2017 წლის სალაროს მოძრაობა (ექსელის ფაილით) და კრების ოქმები (საწარმოში კაპიტალის გაზრდა/შემცირების თაობაზე). გადამხდელი ახალ პროგრამაში ჩამოწერებს ახორციელებს თვის ბოლოს ერთჯერადად, არ ხდება კონტროლი სმფ-ების მოძრაობაზე, არ ხდება კონტროლი თითოეული ოპერაციის დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე, პროგრამულად არაა გამიჯნული კონკრეტული საქონელი შესაბამისი პერიოდის მიხედვით რა ფასად იქნა გაყიდული და ვერ ხერხდება საქონლის კატეგორიების მიხედვით სარეალიზაციო ფასის/ფასნამატის განსაზღვრა. შემოსავლებს პროგრამაში ატარებს პერიოდის მიხედვით მხოლოდ ჯამური ღირებულებით (მაგ: შემოსავალი სალაროთი, ზედნადებით, ტერმინალით). აღნიშნულიდან გამომდინარე გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დღგ-ის თანხების ჩათვლასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა დოკუმენტური მტკიცებულებები. გადაანგარიშების შედეგად გადამხდელს შეუმცირდა გადასახადი.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:სსკ-ის 304(21) ,306(2)