ბრძანება N 11353

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.05.2023
№ დოკუმენტი 11353
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 11353

23 მაისი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

სს ,,---------’’ (ს/ნ ,,---------’’ )

(მის.:--------- )

2023 წლის 25 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 მაისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №53) განიხილა სს ,,---------’’ (ს/ნ ,,---------’’ ) №12836/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 23 დეკემბრის №081-292 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება თხევადი გაზის დანაკლისის მოგების გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში დარიცხვის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები გამოუკვლეველი და არასწორია. მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე და 983 მუხლებზე და აცხადებს, რომ საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრამდე აუცილებელია სმფ კლასიფიცირდებოდეს როგორც დანაკლისი. მიუთითებს, რომ ,,ცალკეულ საქონელზე ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ’’ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 10 ივლისის N22970 ბრძანების თანახმად, განსაზღვრულია თხევად აირზე ბუნებრივი დანაკარგის ნორმა შენახვისას წონიდან %-ში 1,10-ის ოდენობით. შესაბამისად, მიაჩნია, რომ შემოწმებას რომ გამოეკვლია სადავო საკითხი, კომპანიის მიერ დღგ-ის ნაწილში დანაკლისის სახით დაბეგრილი თანხებიც ექვემდებარებოდა შემცირებას. ითხოვს დარიცხული თანხების სრულად გაუქმებას და სადავო საკითხთან დაკავშირებით კომპანიის მიერ დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას.

 

ფაქტების აღწერა:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 12 ივლისის N18272 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სს ,,---------’’-ს (ს/ნ ,,---------’’ ) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 22 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 23 დეკემბრის N32679 ბრძანება და ამავე თარიღის N081-292 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 1 935 ლარი, მათ შორის: გადასახადი 1 238 ლარი, ჯარიმა 586 ლარი, საურავი 111 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების მიხედვით: შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბუღალტრო პროგრამა, რომლის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს 2022 წლის მარტის თვის მოგების გადასახადის დეკლარაციაში არ ჰქონდა დეკლარირებული თხევადი გაზის დანაკლისი. დანაკლისი დაბეგრილი იყო მხოლოდ დღგ-ით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ აღნიშნული დანაკლისის თანხა დაიბეგრა მოგების გადასახადით. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი .

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 981−984 მუხლებით გათვალისწინებული გადახდების/განაცემების არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრება მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით, ხოლო თუ მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასი დამატებული ღირებულების გადასახადს მოიცავს − საბაზრო ფასით, დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალების დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ საწარმოს 2022 წლის მარტის თვის მოგების გადასახადის დეკლარაციაში არ ჰქონდა ასახული თხევადი გაზის დანაკლისი. დანაკლისი დაბეგრილი იყო მხოლოდ დღგ-ით. შესაბამისად, საწარმოს განესაზღვრა კუთვნილი საგადასახადო ვალდებულება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, საქმეში არსებულ მასალებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. სს ,,---------’’-ის (ს/ნ ,,---------’’ ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება თხევადი გაზის დანაკლისის მოგების გადასახადით დაბეგვრას.

ითხოვს დარიცხული თანხების სრულად გაუქმებას და სადავო საკითხთან დაკავშირებით კომპანიის მიერ დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს მარტის თვის მოგების გადასახადის დეკლარაციაში არ ჰქონდა დეკლარირებული თხევადი გაზის დანაკლისი. დანაკლისი დაბეგრილი იყო მხოლოდ დღგ-ით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ აღნიშნული დანაკლისის თანხა დაიბეგრა მოგების გადასახადით.

საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 97(1 „გ“); 983 (2)