გადაწყვეტილება №19298/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19298/2/2023
1.06.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი:---- -----------ა (პ/ნ -------------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---- -----------ას 3.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19298/2/2023).
დავის საგანი:
საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 27.03.2022 წლის №EL158153 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 21.02.2023 წლის №3237 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 850 ლარი.
ფაქტების აღწერა
მომჩივანს საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევისთვის დაეკისრა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, შედგა საბაჟო დეპარტამენტის 27.03.2022 წლის №EL158153 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 850 ლარის ოდენობით.
სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში რომლის 3.05.2022 წლის №11107 წლის ბრძანებით საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 27.10.2022 წლის №17127/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 3.05.2022 წლის №11107 ბრძანება და საჩივარი განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის 21.02.2023 წლის №3237 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გაასაჩივროს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
შემოსავლების სამსახურის 7.04.2023 წლის №33095-21-04 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 21.02.2023 წლის №3237 ბრძანებას მომჩივანი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 11.03.2023 წელს. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 31.03.2023 წელი, საჩივარი საბჭოში წარმოდგენილია ელექტრონულად 3.04.2023 წელს. შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი 20 დღიანი ვადა.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
1.06.2023 წელს საჩივარში მითითებულ ნომერზე მომჩივანთან კომუნიკაციისას განმარტეს, რომ ეცადა საჩივრის გამოგზავნას, თუმცა სერვის ცენტრში არ დაეხმარნენ. ამის შემდგომ თვითონ შეცდომით გააგზავნა საჩივარი, საბოლოოდ ახლობლის დახმარებით შეძლო საჩივრის წარმოდგენა და მისგან გაიგო, რომ საჩივარი არასწორად ჰქონდა გაგზავნილი, განმარტა რომ წარმოადგენდა აღნიშნულის დამადასტურებელ მტკიცებულებას.
საბჭოს აღნიშნავს, რომ ვინაიდან მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე მტკიცებულებას სადავო აქტის გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევასთან დაკავშირებით და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანს საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევისთვის დაეკისრა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, შედგა საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა .
სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში რომლის №11107 ბრძანებით საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 17127/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის №11107 ბრძანება და საჩივარი განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის №3237 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს აღნიშნავს, რომ ვინაიდან მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე მტკიცებულებას სადავო აქტის გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევასთან დაკავშირებით და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 44(9); 299(10); 301( „ე“); 305(1);