ბრძანება N 30927

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.12.2023
№ დოკუმენტი 30927
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 30927

11 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------“ (ს/ნ---------)

(მის.: ---------)

2023 წლის 26 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №123) განიხილა შპს „-----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 26 ოქტომბრის №84366/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 სექტემბრის №062-5 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადარიცხული თანხის დაკვალიფიცირებას ხარჯად, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის. განმარტავს, რომ შინაარსობრივად შპს „---------“ მიერ --------- გადარიცხული თანხები წარმოადგენს დამფუძნებლის შენატენებს შვილობილ ორგანიზაციაში, რათა ამ უკანასკნელმა წარმატებით განახორციელოს საკუთარი მიზნები და აღნიშნული არ წარმოადგენს საქველმოქმედო ხარჯებს. აღნიშნული თანხების ორგანიზაციის მიერ გამოიყენება სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით, რითაც დაინტერესებულია შპს ,,---------- ----“ თავისივე საქმიანობიდან გამომდინარე, სწორედ ამიტომ დააფუძნა აღნიშნული ორგანიზაციაც. შვილობილი ორგანიზაციის დაფუძნება მოხდა მხოლოდ იმ მოტივით რომ საქმიანობის სპეციფიკიდან (საგანმანათლებლო საქმიანობა) გამომდინარე ყოფილიყო ცალკე იურიდიული პირი, რომელიც განახორციელებდა საგანმანათლებლო საქმიანობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 აპრილის №9198 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ -----------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 26 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 29 სექტემბრის №24025 ბრძანება და ამავე თარიღის №062-5 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 49 269 ლარი, მათ შორის, გადასახადი 24 891 ლარი, ჯარიმა 16 595 ლარი, საურავი 7 783 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა რქოსანი პირუტყვის მოშენება, გადამუშავება და ხორც-პროდუქტებით ვაჭრობა საკუთარ მაღაზიათა ქსელში. კომპანიას აქვს როგორც დასაბეგრი ასევე გათავისუფლებული ბრუნვები, რადგანაც საწარმო ახდენს საკუთარი წარმოებული საქონლის დაკვლას და შემდგომ მის რეალიზაციას, როგორც გადამუშავებულ ასევე მხოლოდ დაფეხჩოებულ სასაქონლო კოდის შეუცვლელად. შპს „------------- “ დაფუძნებული ყავს ორგანიზაცია სადაც პერიოდულად რიცხავს თანხებს. თანხის ჩარიცხვა ბუღალტრულად დაკვალიფიცირებულია, როგორც საქველმოქმედო გადარიცხვა და ორგანიზაციას არ აქვს მინიჭებული საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის თანახმად, აღნიშნული გადახდა დაკვალიფიცირდა, როგორც გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება:

ბ) ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში გადარიცხული აქვს თანხები მისსავე დაფუძნებულ ორგანიზაციაში, თანხის ჩარიცხვა ბუღალტრულად დაკვალიფიცირებულია, როგორც საქველმოქმედო გადარიცხვა, ხოლო ორგანიზაციას არ აქვს მინიჭებული საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი. თუმცა შემოწმების მიერ ვერ დგინდება გაწეული ხარჯის მიზნობრიობის საკითხი და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი. ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და განმარტავს, რომ ვინაიდან ვერ დგინდება ხარჯის გაწევის მიზნობრიობა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი, აღნიშნულის არაეკონომიკურ ხარჯად განხილვა და მოგების გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“ (ს/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადარიცხული თანხის დაკვალიფიცირებას ხარჯად, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა რქოსანი პირუტყვის მოშენება, გადამუშავება და ხორც-პროდუქტებით ვაჭრობა საკუთარ მაღაზიათა ქსელში. კომპანიას აქვს როგორც დასაბეგრი ასევე გათავისუფლებული ბრუნვები, რადგანაც საწარმო ახდენს საკუთარი წარმოებული საქონლის დაკვლას და შემდგომ მის რეალიზაციას, როგორც გადამუშავებულ ასევე მხოლოდ დაფეხჩოებულ სასაქონლო კოდის შეუცვლელად. მომჩივანს, დაფუძნებული ყავს ორგანიზაცია სადაც პერიოდულად რიცხავს თანხებს. თანხის ჩარიცხვა ბუღალტრულად დაკვალიფიცირებულია, როგორც საქველმოქმედო გადარიცხვა და ორგანიზაციას არ აქვს მინიჭებული საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი.აღნიშნული გადახდა დაკვალიფიცირდა, როგორც გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(9);97(1);982(1);105(2);