ბრძანება N 2305

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.02.2024
№ დოკუმენტი 2305
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 2305

08 თებერვალი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ ------- (პ/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2023 წლის 9 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 ოქტომბრის, 24 ნოემბრის და 17 იანვრის სხდომებზე (ოქმები №111, №122 და №3) განიხილა ფ/პ ------- (პ/ნ -------) 2023 წლის 9 ოქტომბრის №83989/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 სექტემბრის №005-141 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გაწეული მომსახურებიდან მიღებული თანხის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად მიჩნევას და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. განმარტავს, რომ ------- მიერ ------- არანაირი მომსახურება არ არის გაწეული. ------- მიერ 2021-2022 წლებში მომსახურება გაწეული იქნა ------- კომპანიისთვის, რომელსაც საქართველოში ასევე გააჩნია წარმომადგენლობა (რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობით). მომსახურება გაწეული იქნა ------- კომპანიისთვის ------- ტერიტორიაზე. ზემოაღნიშნული ------- კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი გახლდათ -------. მომსახურების გაწევის პერიოდში მომსახურების გამწევ და მიმღებ პირებს შორის მიმდინარეობდა სისტემატიური მიმოწერა ელექტრონული ფოსტის საშუალებით. აღნიშნულ მიმოწერაში სრულად მონაწილეობდა -------, როგორც ------- კომპანიისთვის მომსახურების გამწევი პირი. ასევე, აღნიშნულ მიმოწერაში ფიქსირდება -------, როგორც მომსახურების მიმღები ------- იურიდიული კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი. ------- მიერ მომსახურება გაწეული იქნა ------- იურიდიული პირისთვის საქართველოს ფარგლებს გარეთ. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, აღნიშნული მომსახურებიდან მიღებული თანხა არ წარმოადგენს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს და ამავე კოდექსის მიხედვით არ ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 22 აგვისტოს №20768 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ფ/პ ------- (პ/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2021-2022 წლებში ------- (პ/ნ -------) მიღებულ 7 847 000 ლარის დასაბეგრ შემოსავალზე სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 8 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 13 სექტემბრის №22190 ბრძანება და ამავე თარიღის №005-141 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 3 039 855 ლარი, მათ შორის, გადასახადი 1 779 100 ლარი, ჯარიმა 784 700 ლარი, საურავი 476 055 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად იკვეთება შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2021 წლის 01 მაისს ერთის მხრივ, „-------“ (რეგისტრირებული ოფისებით -------) საქართველოში რეგისტრირებული „საბჭო“-ს, წარმოდგენილი მისი თავმჯდომარის ------- (------- მოქალაქე) და მეორე მხრივ, ------- (გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე) („არბიტრი“) შორის გაფორმდა რეფერალური მომსახურების ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, საბჭომ არბიტრს მიანიჭა უფლებამოსილება შეისყიდოს, მოიძიოს და უშუალო კონტაქტი დაამყაროს პოტენციურ კლიენტებთან, რომლებსაც აქვთ სამედიცინო საქონლის გაყიდვის სურვილი, ხოლო არბიტრმა უნდა წარუდგინოს კლიენტ(ებ)ი საბჭოს, რომელიც აკმაყოფილებენ საბჭოს მოთხოვნებს თანამშრომლობის თვალსაზრისით.

2021 წლის 05 მაისს გაფორმდა 2021 წლის 01 მაისის რეფერალური სერვისების ხელშეკრულების დანართი „დამატება №1“, რომლის მიხედვით, არბიტრმა შეარჩია გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობით დაფუძნებული კომპანია შპს „-------.“ და წარუდგინა საბჭოს. აღნიშნულით მხარეები თანხმდებიან, რომ არბიტრის რეფერალური საფასური შეადგენს 4 000 000 ------- და რეფერალური საფასურის გადახდა მოხდება ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების მიხედვით.

საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის მიხედვით, არბიტრის რეფერალური საფასურიდან 2 000 000 ------- წარმოადგენს ------- საკომისიოს. აღნიშნულთან დაკავშირებით ------- სს „------- ბანკის“ და სს „------- ბანკის“ საბანკო ანგარიშების ამონაწერის მიხედვით დგინდება, რომ 2021-2022 წლებში საბანკო გადარიცხვის გზით -------ს -------სგან (არბიტრი) მიღებული აქვს შემოსავალი 7 847 000 ლარი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე, მე-80, მე-100, 102-ე და 105-ე მუხლებისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის მიხედვით, 2021-2022 წლებში ფ/პ ------- ერთობლივი შემოსავალია 7 847 000 ლარი, ხოლო ამ შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯი შეადგენს ნულს. შესაბამისად ------- დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:

ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;

ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;

გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად ამ კარის მიზნებისათვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება საქართველოში მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი. ამ მიზნით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურება საქართველოში გაწეულად ითვლება, თუ მომსახურება ფაქტობრივად გაიწევა საქართველოს ტერიტორიაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით -------ს -------სგან (არბიტრი) მიღებული აქვს შემოსავალი 7 847 000 ლარი, რაც დგინდება ------- სს „------- ბანკის“ და სს „------- ბანკის“ საბანკო ანგარიშების ამონაწერის მიხედვით. თავის მხრივ ------- (არბიტრი, (გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე) და „-------“ ((რეგისტრირებული ოფისებით -------) საქართველოში რეგისტრირებული „საბჭო“-ს), შორის გაფორმებულია რეფერალური მომსახურების ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, საბჭომ არბიტრს მიანიჭა უფლებამოსილება შეისყიდოს, მოიძიოს და უშუალო კონტაქტი დაამყაროს პოტენციურ კლიენტებთან, რომლებსაც აქვთ სამედიცინო საქონლის გაყიდვის სურვილი, ხოლო არბიტრმა უნდა წარუდგინოს კლიენტ(ებ)ი საბჭოს, რომელიც აკმაყოფილებენ საბჭოს მოთხოვნებს თანამშრომლობის თვალსაზრისით. არბიტრმა შეარჩია გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობით დაფუძნებული კომპანია შპს „-------.“ და წარუდგინა საბჭოს. საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის მიხედვით, არბიტრის რეფერალური საფასურიდან 2 000 000 ------- სტერლინგი წარმოადგენს ------- საკომისიოს. 2021-2022 წლებში ფ/პ ------- ერთობლივი შემოსავალია 7 847 000 ლარი, ხოლო ამ შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯი შეადგენს ნულს.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციისა და ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით ირკვევა, რომ ------- შპს „-------.“-თვის გაწეული აქვს სხვადასხვა სახის საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურება და არბიტრის რეფერალური საფასურიდან 2 000 000 ------- წარმოადგენს ------- საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების ანაზღაურებას. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, გადამხდელის მიერ საჩივართან ერთად წარმოდგენილი (ელექტრონული) მასალები ძირითადად მოიცავს: სხვადასხვა პერიოდში დაფიქსირებულ ელექტრონული ფოსტით განხორცილებულ მიმოწერებს ------- კომპანიას (-------), -------, ------- და ასევე ------- შორის; სასტუმროს ჯავშნებისა და თანხების გადახდების, ასევე ავიაბილეთების შესახებ ინფორმაციას; ------- კომპანიასა (-------) და ------- შორის ინვოისებს; ------- და ------- კომპანიას (-------) შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებს და მიღება-ჩაბარების აქტებს. აღნიშნულიდან, შემოწმებისთვის საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ მოწოდებულ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არის წარმოდგენილი: ------- ელექტრონული ფოსტით განხორციელებულ მიმოწერები; ------- - ------- და ------- შორის გაფორმებული ხელშეკრულებები და ინვოისები; ------- და ------- კომპანიას - ------- შორის გაფორმებულ ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები და საქმის სხვა მასალები. აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით ------- მიერ მიმდინარე დავის ფარგლებში 2023 წლის 30 ნოემბრის თარიღით წარმოდგენილი დოკუმენტაცია (მატერიალური სახით) შესწავლილია აუდიტის დეპარტამენტის მიერ და შინაარსობრივად წარმოადგენს აქამდე წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალოგს.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და განმარტავს, რომ ფ/პ ------- მიღებული შემოსავლებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ფ/პ ------- (პ/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გაწეული მომსახურებიდან მიღებული თანხის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად მიჩნევას და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციისა და ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით ირკვევა, რომ მომჩივანს გაწეული აქვს სხვადასხვა სახის საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურება. არბიტრის რეფერალური საფასურიდან 2 000 000 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი წარმოადგენს მომჩივანის საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების ანაზღაურებას, ხოლო ამ შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯი არ ფიქსირდება.

გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და განმარტავს, რომ მომჩივანის მიღებული შემოსავლებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 80; 102; 105;