ბრძანება N 19443
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 19443
03 სექტემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------ის“ (ს/ნ ----------------)
(მის.:---------------------------------)
2025 წლის 31 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 21 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №69) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2025 წლის 31 ივლისის №97244/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 2 ივლისის №002-95 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ 2020 წლის სასტარტო ნაშთში დაფიქსირებული თანხა 935 000 ლარი წარმოადგენს წინა პერიოდში დამფუძნებლის მიერ შემოტანილ თანხას, რომლის აუცილებლობა გამომდინარეობდა 2022 წლამდე არსებული კომპანიის ეკონომიკური მდგომარეობით. ვინაიდან თანხის ხარჯვითი ნაწილი ეკუთვნის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ხანდაზმულ პერიოდს, მისი შესაბამისი დოკუმენტირება ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა, მაგრამ ამჟამად უკვე მზადყოფნას გამოთქვამს წარმოადგინოს რელევანტური არგუმენტები, რაც არ წარმოუდგენია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის სრულად/ნაწილობრივ გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 6 მარტის №3893 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------“ (ს/ნ ------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 2 ივლისის №14534 ბრძანება და ამავე თარიღის №002–95 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 482 112 ლარი, მათ შორის გადასახადი 265 777 ლარი, ჯარიმა 145 602 ლარი და საურავი 70 733 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
შპს „------“ წარმოადგინა ელექტრონული ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა. აღნიშნული პროგრამის მიხედვით, საწამოს 2022 წლის პირველ იანვრისთვის უფიქსირებოდა საწესდებო კაპიტალის საწყისის ნაშთი - 935 000 ლარის ოდენობით. შესამოწმებელ პერიოდში დამფუძნებელს საწარმოს სალაროდან გატანილი ჰქონდა აღნიშნული თანხა დაუბეგრავად. ასევე, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდებოდა დირექტორ-დამფუძნებელზე საქვეანგარიშოდ გატანილი ფულადი სახსრები 229 814 ლარის ოდენობით. შემოწმებით გაანალიზდა წინა საგადასახადო შემოწმების პროგრამის საბოლოო ნაშთები, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, რათა გამოკვეთილიყო საწარმო 2022 წლის პირველ იანვრამდე საჭიროებდა თუ არა დამფუძნებლის შენატანს 935 000 ლარის ოდენობით. შემოწმებით გამოიკვეთა, რომ 2019 წლის 2 მაისიდან საწარმო მუშაობდა მოგებაზე, მთლიანი შემოსავალი მკვეთრად აღემატებოდა მთლიან ხარჯს, ჯამში გამოიკვეთა რომ შპს „-------“ არ სჭირდებოდა დამატებით დამფუძნებლის შენატანი (935 000 ლარი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით 935 000 ლარი აიგროსა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე ჩაითვალა შესაბამის თვეებში გაცემულ ხელფასად. ასევე, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საქვეანგარიშოდ გატანილი თანხა 229 814 ლარი აიგროსა და ჩაითვალა შესაბამის თვეებში გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის თანახმად:
1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები.
2. ზოგადი ანალიტიკური პროცედურები გულისხმობს პირის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე გადასახადების ადმინისტრირების ღონისძიებების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე, საგადასახადო დავალიანებისა და ზედმეტობის წარმოშობის მიზეზების შესწავლას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ შპს „-------“ მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის მიხედვით, საწამოს 2022 წლის პირველ იანვრისთვის უფიქსირებოდა საწესდებო კაპიტალის საწყისი ნაშთი - 935 000 ლარის ოდენობით. შესამოწმებელ პერიოდში დამფუძნებელს საწარმოს სალაროდან გატანილი ჰქონდა აღნიშნული თანხა დაუბეგრავად. ასევე, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდებოდა დირექტორ-დამფუძნებელზე საქვეანგარიშოდ გატანილი ფულადი სახსრები 229 814 ლარის ოდენობით. შემოწმებით გაანალიზდა წინა საგადასახადო შემოწმების პროგრამის საბოლოო ნაშთები, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, რათა გამოკვეთილიყო საწარმო 2022 წლის პირველ იანვრამდე საჭიროებდა თუ არა დამფუძნებლის შენატანს 935 000 ლარის ოდენობით. შემოწმებით გამოვლინდა, რომ 2019 წლის 2 მაისიდან საწარმო მუშაობდა მოგებაზე, მთლიანი შემოსავალი მკვეთრად აღემატებოდა მთლიან ხარჯს, ჯამში გამოიკვეთა რომ შპს „-------“ არ სჭირდებოდა დამატებით დამფუძნებლის შენატანი, 935 000 ლარი. შემოწმებით 935 000 ლარი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, ჩაითვალა შესაბამის თვეებში გაცემულ ხელფასად. ასევე, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საქვეანგარიშოდ გატანილი თანხა 229 814 ლარი ჩაითვალა შესაბამის თვეებში გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მომჩივანი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის სრულად/ნაწილობრივ გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შპს-ს 2022 წლის პირველ იანვრისთვის უფიქსირებოდა საწესდებო კაპიტალის საწყისის ნაშთი - 935 000 ლარის ოდენობით. შესამოწმებელ პერიოდში დამფუძნებელს საწარმოს სალაროდან გატანილი ჰქონდა აღნიშნული თანხა დაუბეგრავად. ასევე, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდებოდა დირექტორ-დამფუძნებელზე საქვეანგარიშოდ გატანილი ფულადი სახსრები. შემოწმებით გამოიკვეთა, რომ 2019 წლის 2 მაისიდან საწარმო მუშაობდა მოგებაზე, მთლიანი შემოსავალი მკვეთრად აღემატებოდა მთლიან ხარჯს, ჯამში გამოიკვეთა რომ შპს-ს არ სჭირდებოდა დამატებით დამფუძნებლის შენატანი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით 935 000 ლარი აიგროსა და ჩაითვალა შესაბამის თვეებში გაცემულ ხელფასად. ასევე, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საქვეანგარიშოდ გატანილი თანხა აიგროსა და ჩაითვალა შესაბამის თვეებში გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(9);101(1);154(1)