გადაწყვეტილება №25541/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25541/2/2025
01 ოქტომბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ----------------ი (ს/ნ ------------------)
მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,11.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -----------------ის 30.07.2025 და 26.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე (რეგისტრაციის №25541/2/2025, №25733/2/2025).
დავის საგანი:
1. დღგ-ის რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის დაკისრებული სანქციის გაუქმება;
2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 11 ივლისის №15773 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. მომსახურების დეპარტამენტის 17.06.2025 წლის №011-225 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. მომსახურების დეპარტამენტის 3.07.2025 წლის №000-208 საგადასახადო მოთხოვნა (№011-225/1);
3. შემოსავლების სამსახურის 11.07.2025 წლის №15773 ბრძანება;
4. მომსახურების დეპარტამენტის 15.07.2025 წლის №000-251 საგადასახადო მოთხოვნა (№011-225/2 ბრძანება);
5. შემოსავლების სამსახურის 12.08.2025 წლის №18217 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 4 500 ლარი.
ფაქტების აღწერა
მომჩივანს 31.05.2024 წლიდან – 3.02.2025 წლამდე პერიოდში, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის, მომსახურების დეპარტამენტის 17.06.2025 წლის №011-225 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია.
ამასთან, მომჩივანმა წარადგინა 2024 წლის მაისი-დეკემბრის საანგარიშო პერიოდის და 2025 წლის იანვრის თვის დღგ-ის დეკლარაციები, რაზეც დამატებით დაერიცხა 686.43 ლარი (ჯარიმა განისაზღვრა 4500 ლარით ნაცვლად 3 813.57 ლარისა). აღნიშნულთან დაკავშირებით გამოიცა მომსახურების დეპარტამენტის 3.07.2025 წლის №000-208 საგადასახადო მოთხოვნა (№011-225/1 ბრძანება). ხსენებული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 11.07.2025 წლის №15773 ბრძანებით დაევალა მომსახურების დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის N9021 ბრძანების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით გამოიცა მომსახურების დეპარტამენტის 15.07.2025 წლის №000-251 საგადასახადო მოთხოვნა (№011-225/2 ბრძანება), რითაც მომჩივანს უარი ეთქვა დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებაზე, ვინაიდან მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 17 ივნისის №011-225 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის (17.06.2025 წ.), 3 ივლისის №000-208 საგადასახადო მოთხოვნის (3.07.2025 წ.) და ასევე მომსახურების დეპარტამენტის №011-225/2 ბრძანებით გადაწყვეტილების მიღების (15.07.2025 წ.) თარიღისათვის გადასახადის გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება.
გადაანგარიშების შედეგად გამოცემული მომსახურების დეპარტამენტის 15.07.2025 წლის №000-251 საგადასახადო მოთხოვნა (№011-225/2 ბრძანება) გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 12.08.2025 წლის №18217 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა.
შემოსავლების სამსახურის 11.07.2025 წლის №15773 და 12.08.2025 წლის №18217 ბრძანებები გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური 11.07.2025 წლის №15773 ბრძანებაში მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 43-ე, 269-ე, 270-ე, 282-ე მუხლებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახური 12.08.2025 წლის №18217 ბრძანებაში მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 11 ივლისის №15773 ბრძანების აღსრულების მიზნით და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. ამდენად, მომსახურების დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
2025 წლის 3 თებერვალს დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად. მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ დღგ-ის რეგისტრაციის თარიღი იყო 2024 წლის მაისში, ამდენად, განმეორებით მიმართა საგადასახადო ორგანოს დღგ-ის რეგისტრაციის თარიღის ცვლილებასთან დაკავშირებით. ამასთან, წარადგინა დღგ-ის დეკლარაციები, რაზეც დამატებით დაეკისრა სანქცია. აღნიშნული გამოიწვია არცოდნამ და ადგილი არ ჰქონია გადასახადებისგან თავის არიდებას.
საბჭოს მომართავს თხოვნით, როგორც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი, რომლის ქმდებაც არ ყოფილა მიმართული გადასახადისთვის თავის არიდებისკენ, გააუქმოს სადავო აქტები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 11.07.2025 წლის №15773 ბრძანების საფუძველზე საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაევალა მომსახურების დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის N9021 ბრძანების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).
სადავო საკითხზე წარმოდგენილია მომსახურების დეპარტამენტის 9.09.2025 წლის №80009-21-11 წერილი, სადაც მითითებულია, რომ მომჩივანი დაგვიანებით დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად და 31.05.2024 წლიდან 3.02.2025 წლამდე პერიოდში განახორციელა დღგ-ის რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა. ამასთან, წარადგინა 2024 წლის მაისი-დეკემბრის საანგარიშო პერიოდის და 2025 წლის იანვრის თვის დღგის დეკლარაციები, რაზეც დამატებით დაერიცხა 686.43 ლარი (ჯარიმა განისაზღვრა 4500 ლარით ნაცვლად 3 813.57 ლარისა). შემოსავლების სამსახურის 11.07.2025 წლის №15773 ბრძანებით დავალებული შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის N9021 ბრძანების დანართი N2-ის პირველი პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, სადავო საკითხის შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, ვინაიდან, მომსახურების დეპარტამენტის 17.06.2025 წლის №011-225 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენამდე წარდგენილი არ ჰქონდა 2024 წლის მაისი - დეკემბერის საანგარიშო პერიოდის და 2025 წლის იანვრის თვის დღგ-ის დეკლარაციები და გადაანგარიშების შედეგად გამოცემული ბრძანების გადაწყვეტილების მიღების (15.07.2025წ.), მომსახურების დეპარტამენტის 3.07.2025 წლის №011-225/1 ბრძანების (№000-28) გამოცემის თარიღით (3.07.2025), ასევე, მომსახურების დეპარტამენტის 17.06.2025 წლის №011-225 თარიღით, პირადი აღრიცხვის ბარათზე უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება. მომსახურების დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა ნიკოლოზ შავიშვილის საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შეფარდებული ჯარიმისგან საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად გათავისუფლების საფუძველი.
მომჩივანი განმარტავს, რომ 2025 წლის 3 თებერვალს დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად, თუმცა მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ დღგ-ის რეგისტრაციის თარიღი იყო 2024 წლის მაისში, ამდენად, განმეორებით მიმართა საგადასახადო ორგანოს დღგ-ის რეგისტრაციის თარიღის ცვლილებასთან დაკავშირებით. ამასთან, წარადგინა დღგ-ის დეკლარაციები. საბჭოს მომართავს თხოვნით, როგორც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი, რომლის ქმდებაც არ ყოფილა მიმართული გადასახადისთვის თავის არიდებისკენ.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა დამატებით განაცხადა, რომ მომჩივანმა წარადგინა შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციები და საგადასახადო დავალიანების დაფარვაზე შედგენილია გრაფიკი, რომლის დარღვევაც არ ფიქსირდება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით. შესაბამისად, მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნებით და ოქმით დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმისგან.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმისგან;
3. დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. დღგ-ის რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის დაკისრებული სანქციის გაუქმება;
2. შემოსავლების სამსახურის №15773 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანს 31.05.2024 წლიდან – 3.02.2025 წლამდე პერიოდში, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის, მომსახურების დეპარტამენტის №011-225 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია.
ამასთან, მომჩივანმა წარადგინა 2024 წლის მაისი-დეკემბრის საანგარიშო პერიოდის და 2025 წლის იანვრის თვის დღგ-ის დეკლარაციები, რაზეც დამატებით დაერიცხა 686.43 ლარი. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოიცა მომსახურების დეპარტამენტის №000-208 საგადასახადო მოთხოვნა . ხსენებული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №15773 ბრძანებით დაევალა მომსახურების დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის N9021 ბრძანების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით გამოიცა მომსახურების დეპარტამენტის №000-251 საგადასახადო მოთხოვნა , რითაც მომჩივანს უარი ეთქვა დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებაზე, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება.
გადაანგარიშების შედეგად გამოცემული მომსახურების დეპარტამენტის №000-251 საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №18217 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა.
შემოსავლების სამსახურის №15773 და №18217 ბრძანებები გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნებით და ოქმით დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმისგან.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7); 282(1);