ბრძანება N 14607

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.07.2025
№ დოკუმენტი 14607
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

02 ივლისი 2025

N 14607

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ს“ (ს/ნ ---)

(მის: ---) 2025 წლის 30 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 27 ივნისის სხდომაზე (ოქმი №51) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) №95979/1/2025 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 25 აპრილის № დ 2-21-10 დასკვნას, 2025 წლის 2 მაისის №8398 ბრძანებას და 2025 წლის 2 მაისის №007-54 საგადასახადო მოთხოვნას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ იმპორტის დოკუმენტაცია, სერთიფიკატების ჩათვლით, გაცემულია უკრაინის სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების მიერ, მათ სისწორესა და ავთენტურობაში ეჭვის შეტანის საფუძველი კომპანიას არ ჰქონია. ამასთან მომჩივნის მოსაზრებით, დოკუმენტების სიზუსტესთან დაკავშირებით თუ არსებობდა ეჭვის საფუძველი, საბაჟო დეპარტამენტის მომსახურების სააგენტოს მიერ დეკლარაციები არ უნდა დაბეჭდილიყო. აღნიშნული ქმედებით დაზარალდა კომპანია და არა სახელმწიფო. კომპანიისთვის გაუგებარია, საერთაშორისო წესებისა და სამართლის გამოყენებით რატომ მოქმედებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო კონკრეტული წლის საერთაშორისო შეთანხმებისა და წესების საფუძველზე, ხოლო მეორე ხელშემკვრელი მხარე აბსოლუტურად განსხვავებული წესებითა და რედაქციით. კომპანიის მიმართ 2009 სეს ესნ კოდის პროდუქტზე იმპორტის გადასახადთან მიმართებით აბსოლუტურად გაუგებარი და არასამართლიანი მიდგომაა გამოყენებული, რაც მომჩივნის მოსაზრებით არანაირ სამართლებრივ ჭრილში არ ჯდება. საჩივრის ავტორი უთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა. ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ მომხდარა ბრძანების სათანადო აღსრულება. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ კომპანიამ №--- (27.10.20) საბაჟო დეკლარაციით უკრაინიდან ქვეყანაში შემოიტანა სეს ესნ-ის 2009 და 2202 სასაქონლო ჯგუფის საქონელი, რომელიც შეძენილია უკრაინული კომპანია „---“- საგან ხუთი ინვოისით - №№ 46294 (13.10.20), 46532 (13.10.20), 46534 (15.10.20), 46745 (16.10.20), 46914 (16.10.20), ჯამური ღირებულებით - 66,029.08 აშშ დოლარი და ნეტო წონით - 122,482.58 კგ. აქედან, 65,177.08 აშშ დოლარის ღირებულების - 121,238.78 კგ საქონელზე გამოყენებული იყო უკრაინის უფლებამოსილი სამსახურის მიერ გაცემული წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატები (CT-1) №---- (13.10.20), №---- (13.10.20), № ----(15.10.20), №---- (16.10.20); №--- (16.10.20), რომელზეც გავრცელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათები იმპორტის გადასახადის ნაწილში.

სსდ-ში დეკლარირებულია სეს ესნ-ის შემდეგი კოდებით იდენტიფიცირებული საქონელი:

20091200000 - ფორთოხლის წვენი - საბაჟო ღირებულებით - 17,730.21 ლარი, წონა - 5,680.44 კგ. აქედან, იმპორტის გადასახადის 12%-იანი განაკვეთით დაიბეგრა მხოლოდ - 2,977.19 ლარის საბაჟო ღირებულების - 1,243.8 კგ წვენი, რომელიც არ იყო წარმოდგენილი წარმოშობის სერტიფიკატებში;

20097119000 - ვაშლის წვენი - საბაჟო ღირებულებით - 7,115.48 ლარი, წონა - 3,452.66 კგ; 22021000000 - ცივი ჩაი - საბაჟო ღირებულებით - 45,715.80 ლარი (კორექტ. მედიანით - 1.21), წონა - 24,521.70 კგ; 22029010000 - ნექტარი ასორტიმენტში - საბაჟო ღირებულებით - 172,759.62 ლარი, წონა - 88,827.79 კგ. ჯამში შემოტანილია: 2009 კოდით - 24,845.70 ლარის საბაჟო ღირებულების წვენი, წონით - 9,133.1 კგ; 2202 კოდით - 218,475.48 ლარის საბაჟო ღირებულების ნექტარი და ცივი ჩაი, წონით - 113,349.48 კგ. სულ სსდ-ით შემოტანილია - 243,321.11 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელი.

ზემოაღნიშნული CT-1-ებიდან ოთხ სერტიფიკატში ერთდროულად წარმოდგენილია როგორც სეს ესნ-ის 2009, ასევე 2202 სასაქონლო ჯგუფის საქონელი, გარდა GE--- სერტიფიკატისა, სადაც ფიგურირებს მხოლოდ 2202 ჯგუფის პროდუქცია.

სულ სსდ-ში დარიცხული იმპორტის გადასახდელის ოდენობამ ჯამში შეადგინა: იმპორტის გადასახადი (12%) – 357.0 ლარი, დღგ - 600.15 ლარი.

უკრაინიდან მიღებული წერილებიდან (№234987/21, 15.11.21 და №88521/21-10, 23.05.22) გაირკვა, რომ სერტიფიკატებით მოცული საქონლის უკრაინული წარმოშობა დასტურდება საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის შესახებ 2000 წლის 30 ნოემბერს მიღებული წესებით, მასში 07.09.2001 წელს და 20.12.2002 წელს შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, ხოლო ცვლილებების გარეშე ფორმულირებული ძირითადი წესებით - უკრაინული წარმოშობა დასტურდება მხოლოდ სეს ესნ-ის 2202 სასაქონლო ჯგუფის პროდუქციისათვის.

შესაბამისად, ძირითადი ტექსტის დებულებებიდან გამომდინარე, 2009 ჯგუფს მიკუთვნებული წვენები არ წარმოადგენს უკრაინული წარმოშობის საქონელს. ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული დირექტიული წერილიდან (№183633/21, 09.09.19) გამომდინარე, 30.11.2000 წლის წესებში შეტანილი ზემოხსენებული ცვლილებები საქართველოსათვის ძალაში არაა. შესაბამისად, №20113-C866 სსდ-ს სერტიფიკატებში ჩამოთვლილი 2009 სასაქონლო ჯგუფის საქონლის დაუბეგრავი ნაწილი ექვემდებარება დაბეგვრას იმპორტის გადასახადის 12%-იანი განაკვეთით, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ოთხ სერტიფიკატში (№№---, ---, ----, ----) უკრაინული წარმოშობის 2202 ჯგუფის პროდუქციასთან ერთად შეწყვილებულად არის წარმოდგენილი არაუკრაინული წარმოშობის 2009 ჯგუფის საქონელიც.

აღნიშნული მიზეზით, CT-1-ები ჩაითვალა არასწორად გაცემული დოკუმენტად და დაკარგა ავთენტურობა. შესაბამისად, 12%-იანი განაკვეთით დაბეგვრას დაექვემდებარა CT-1-ებში შეწყვილებულად წარმოდგენილი 2202 სასაქონლო ჯგუფის საქონელიც. ავთენტურობა შეინარჩუნა მხოლოდ №GE--- წარმოშობის სერტიფიკატმა, სადაც წარმოდგენილია მხოლოდ 2202 ჯგუფის საქონელი, რომელმაც შეინარჩუნა უკრაინულ წარმოშობა სსდ-ს შესაბამის - მე-3 პოზიციაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომზადდა საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების №ა218-21-10 აქტი (20.12.22) და გამოიცა საბაჟო დეპარტამენტის ბრძანება №32004 (20.12.22), რომლის თანახმად გადამხდელს №20113-C868 (27.10.20) სსდ-ში დამატებით დაერიცხა იმპორტის გადასახდელი - 27 559 ლარის ოდენობით. აქედან: იმპორტის გადასახადი - 23 355 ლარი და დღგ - 4 204 ლარი. ამასთან, სანქცია ჯარიმის სახით - 27 559 ლარი, საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. სულ, გადასახდელი თანხის ოდენობამ ჯამში შეადგინა - 55,118.0 ლარი.

2022 წლის 12 დეკემბერს საქმის მასალები შესაბამისი რეაგირებისათვის გადაგზავნილი (№21- 10/23482) იქნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. 2023 წლის 18 იანვარს კომპანიამ საჩივრით (№8373/21) მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა საბაჟო დეპარტამენტის მიერ დაკისრებული იმპორტის გადასახდელისა და სანქციის (ჯარიმის) გაუქმება.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 აპრილის №8777 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: საბაჟო დეპარტამენტს დაევალა საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოების გამოკვლევა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, სადავო ადმინისტრაციული აქტით დარიცხული თანხის შესაბამისი კორექტირება (შემცირება) მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება კომპანიის მიერ 2023 წლის 15 მაისს გასაჩივრდა (№19687/2/2023) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭომ განიხილა გადამხდელის საჩივარი და 2023 წლის 7 აგვისტოს გამოსცა გადაწყვეტილება №19687/2/2023, რომლის თანახმად კომპანიის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის №8777 (24.04.2023) ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. შემოსავლების სამსახურის №8777 (24.04.2023) ბრძანების აღსრულების უზრუნველსაყოფად, საბაჟო დეპარტამენტმა დამატებით შეისწავლა და გამოიკვლია შპს „---ს“ მიმართ საბაჟო დეპარტამენტის №ა218-21-10 აქტითა (20.12.22) და №32004 (20.12.22) ბრძანებით განხორციელებულ დარიცხვასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი გარემოება.

საქმესთან დაკავშირებულ გარემოებათა განმეორებითი შესწავლისა და გამოკვლევის პროცესში, სადავო ადმინისტრაციული აქტით დარიცხული თანხის კორექტირებისთვის აუცილებელი ახალი, დამატებითი გარემოებები არ გამოვლენილა.

შესაბამისად, 2024 წლის 22 აპრილს საბაჟო დეპარტამენტში მომზადდა დასკვნა № დ 1-21-10, რომლის თანახმად, გადამხდელს გადასახდელად კვლავ ერიცხებოდა იმპორტის გადასახადი - 23 355 ლარი, დღგ - 4 204 ლარი, ასევე სანქცია ჯარიმის სახით - 27 559 ლარი, საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. ამასთან, 2024 წლის 2 მაისს გამოიცა ბრძანება №10560, შპს „---ს“ (ს/ნ ---) დარიცხული გადასახდელისა და დაკისრებული სანქციის არშემცირების შესახებ და საგადასახადო მოთხოვნა №007-86. აღნიშნულის თაობაზე გადამხდელს ეცნობა №21-10/36193 (02.05.24) წერილით.

საბაჟო დეპარტამენტის გადაწყვეტილება გასაჩივრდა (№89810/1/2024) შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 19 ივნისს №14319 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. 2024 წლის 21 ივნისს გადამხდელმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში კვლავ წარადგინა საჩივარი №23330/2/2024, სადაც მოითხოვა შემოსავლების სამსახურის №14319 (19.06.24) ბრძანების, საბაჟო დეპარტამენტის მიერ გამოცემული № დ 1-21-10 (22.04.24) დასკვნისა და №007-86 (02.05.24) საგადასახადო მოთხოვნის, ასევე მათ გამოცემასთან დაკავშირებული №10560 ბრძანების ბათილად ცნობა.

ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭომ 2024 წლის 16 ოქტომბრის №23330/2/2024 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა გადამხდელის საჩივარი და საკითხი ხელახლა განსახილველად დაუბრუნა შემოსავლების სამსახურს.

2024 წლის 15 ნოემბერს შემოსავლების სამსახურის №24263 ბრძანებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საჩივარი და საბაჟო დეპარტამენტს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა და ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, დარიცხული თანხის კორექტირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება.

ბრძანებით განსაზღვრული დავალების შესრულების უზრუნველსაყოფად საბაჟო დეპარტამენტში შედგენილი იქნა დასკვნა №დ 2-21-10 (25.04.25), გამოიცა ბრძანება №8398 (02.05.25) შპს „----ს“ (ს/კ ---) 2022 წლის 20 დეკემბრის №ა218-21-10 აქტის საფუძველზე დაკისრებული სანქციის, დარიცხული იმპორტის გადასახდელისა და საურავის კორექტირების შესახებ და გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა №007-54 (02.05.25), რომელთა თანახმად გადამხდელს შეუმცირდა იმპორტის გადასახადის ოდენობა - 20 731 ლარით, დღგ - 3 732 ლარით და სსკ-ის 167-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული სანქცია - 27 559 ლარით. გადამხდელს კვლავ ერიცხება გადასახდელად იმპორტის გადასახადი - 2 624 ლარი და დღგ - 472 ლარი. აღნიშნულის თაობაზე გადამხდელს ეცნობა №21-10/32824 (06.05.25) წერილით, რომელსაც გაეცნო 2025 წლის 6 მაისს.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის მე-21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის წარმოშობა განისაზღვრება საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ან/და საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებების განხორციელების მიზნით. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2024 წლის 22 ოქტომბრის №22649 ბრძანებით „საგადასახადო კანონმდებლობის ცალკეული ნორმების გამოყენების თაობაზე სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 12 აგვისტოს №1475 ბრძანებაში შეტანილი ცვლილების თანახმად, 235 პუნქტით დამტკიცებულ №27 დანართს დაემატა №2704 სიტუაციური სახელმძღვანელო, რითაც დაზუსტდა საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გადამოწმების შედეგებთან დაკავშირებული მიდგომები.

კერძოდ, ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მხრიდან გაცემული სერტიფიკატის ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში, როდესაც ვერ დასტურდება მასში მოცემული საქონლის (ან მისი ნაწილის) ექსპორტიორ ქვეყანაში წარმოშობა:

ა) ძალაში რჩება საქონლის გაფორმების დროს განხორციელებული კონტროლის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება იმპორტის გადასახადის დარიცხვის თაობაზე;

ბ) საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის ფარგლებში მიიღება გადაწყვეტილება იმპორტის გადასახადის შესაბამისი ნაწილის დარიცხვის თაობაზე.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ პრეფერენციული წარმოშობის სერთიფიკატი ადგენს გარკვეულ სატარიფო უპირატესობებს, რაც გულისხმობს შემცირებულ ან ნულოვან განაკვეთს საქონლისათვის, რომელიც ვაჭრობის საგანს წარმოადგენს პრეფერენციული ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოთა შორის. აქედან გამომდინარე, პრეფერენციული წარმოშობის წესები უფრო მკაცრია და პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის წესები, პრეფერენციული წარმოშობის კრიტერიუმები განსაზღვრულია შესაბამისი სართაშორისო ხელშეკრულებებით.

დადგენილია, რომ უკრაინიდან მიღებული წერილების (№234987/21, 15.11.21 და №88521/21-10, 23.05.22) შესაბამისად, სერტიფიკატებით მოცული საქონლის უკრაინული წარმოშობა დასტურდება საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის შესახებ 2000 წლის 30 ნოემბერს მიღებული წესებით, მასში 07.09.2001 წელს და 20.12.2002 წელს შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით.

შესაბამისად, ძირითადი ტექსტის დებულებებიდან გამომდინარე, 2009 ჯგუფს მიკუთვნებული წვენები არ წარმოადგენს უკრაინული წარმოშობის საქონელს. დადგენილია ასევე, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული წერილიდან (№183633/21, 09.09.19) გამომდინარე, 30.11.2000 წლის წესებში შეტანილი ზემოხსენებული ცვლილებები საქართველოსათვის ძალაში არ არის. შესაბამისად, №20113-C866 სსდ-ს სერტიფიკატებში ჩამოთვლილი 2009 სასაქონლო ჯგუფის საქონლის დაუბეგრავი ნაწილი ექვემდებარება დაბეგვრას იმპორტის გადასახადის 12%-იანი განაკვეთით. აღნიშნულიდან გამომდინარე გადამხდელს შეუმცირდა იმპორტის გადასახადის ოდენობა - 20 731 ლარით, დღგ - 3 732 ლარით და სსკ-ის 167-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული სანქცია - 27 559 ლარით. ხოლო გადამხდელს კვლავ ერიცხება გადასახდელად იმპორტის გადასახადი - 2 624 ლარი და დღგ - 472.0 ლარი.

საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის №24263 (15.11.2024) ბრძანების აღსრულების მიზნით საბაჟო დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგები შესაბამისობაშია დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან და კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან ამდენად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება გამოკვლეულად უნდა ჩაითვალოს.

სადავო აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 15 ნოემბრის №24263 ბრძანების აღსრულების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამოცემულ სადავო აქტებში ასახული შედეგები შეესაბამება დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ იმპორტის დოკუმენტაცია, სერთიფიკატების ჩათვლით, გაცემულია უკრაინის სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების მიერ, მათ სისწორესა და ავთენტურობაში ეჭვის შეტანის საფუძველი კომპანიას არ ჰქონია. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დადგენილია, რომ უკრაინიდან მიღებული წერილების შესაბამისად, სერტიფიკატებით მოცული საქონლის უკრაინული წარმოშობა დასტურდება საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის შესახებ 2000 წლის 30 ნოემბერს მიღებული წესებით, მასში 07.09.2001 წელს და 20.12.2002 წელს შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით.

შესაბამისად, ძირითადი ტექსტის დებულებებიდან გამომდინარე, 2009 ჯგუფს მიკუთვნებული წვენები არ წარმოადგენს უკრაინული წარმოშობის საქონელს. დადგენილია ასევე, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული წერილიდან გამომდინარე, 30.11.2000 წლის წესებში შეტანილი ზემოხსენებული ცვლილებები საქართველოსათვის ძალაში არ არის. შესაბამისად, №20113-C866 სსდ-ს სერტიფიკატებში ჩამოთვლილი 2009 სასაქონლო ჯგუფის საქონლის დაუბეგრავი ნაწილი ექვემდებარება დაბეგვრას იმპორტის გადასახადის 12%-იანი განაკვეთით. აღნიშნულიდან გამომდინარე გადამხდელს შეუმცირდა იმპორტის გადასახადის ოდენობა - 20 731 ლარით, დღგ - 3 732 ლარით და სსკ-ის 167-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული სანქცია - 27 559 ლარით. ხოლო გადამხდელს კვლავ ერიცხება გადასახდელად იმპორტის გადასახადი - 2 624 ლარი და დღგ - 472.0 ლარი.

საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის №24263 (15.11.2024) ბრძანების აღსრულების მიზნით საბაჟო დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგები შესაბამისობაშია დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან და კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან ამდენად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება გამოკვლეულად უნდა ჩაითვალოს.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 15 ნოემბრის №24263 ბრძანების აღსრულების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამოცემულ სადავო აქტებში ასახული შედეგები შეესაბამება დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 21.