გადაწყვეტილება №28009/2/2026

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.10.2026
№ დოკუმენტი 28009/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№28009/2/2026

07 ოქტომბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----ს 24.08.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №28009/2/2026).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 22.04.2026 წლის №27057/2/2026 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 21.07.2026 წლის №024-52 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 430 314,18 ლარი.

მათ შორის:

მოგების გადასახადი - 253 129,94

ჯარიმა - 126 565,00

საურავი - 50 619,24

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობაა ხორბლის იმპორტი --------დან და საბითუმო რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე.

აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.06.2025 წლამდე პერიოდი, შემოწმების შედეგებზე შედგა 15.12.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების გამო:

მომჩივანი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით. შემოწმების პროცესში არ წარუდგენია სრული სააღრიცხვო დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რითაც შესაძლებელი გახდებოდა დაბეგვრის ობიექტისა და მიღებული შემოსავლის სისწორის დადგენა.გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ინფორმაცია შესაბამისი პერიოდების მიხედვით არსებული დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების შესახებ, რაც გათვალისწინებულ იქნა ნაღდი ფულის ნაშთის გაანგარიშებისას. გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. შედეგად სალაროში ნაღდი ფულის ნაშთად განისაზღვრა 0 ლარი.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით, არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადამხდელს უნდა გააჩნდეს - 560 324 ლარის ფულის ნაშთი. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე აგროსილი თანხა 700 405 ლარის ოდენობით, საგადასახადო კოდექსის 73-ე, 80-ე, 154-ე მუხლების გათვალისწინებით, დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

მომჩივანს 2023 წლის 20 თებერვლიდან უფიქსირდება არარეზიდენტ საწარმო -----ზე გადახდილი ავანსი - 874 079 ლარის ოდენობით და შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე არ დასტურდება არარეზიდენტი მომწოდებლის მიერ შესაბამისი საქონლის ან არარეზიდენტი მომწოდებლის მიერ ავანსის თანხის უკან დაბრუნების ფაქტი. აღნიშნული არარეზიდენტი საწარმო წარმოადგენდა მომჩივნის მთავარ მომწოდებელს, 2023 წლის 20 თებერვლამდე უფიქსირდება 2 907 942 ლარის პროდუქციის შეძენა აღნიშნული საწარმოდან და ანაზღაურება.

იმის გათვალისწინებით, რომ გონივრულ ვადაში, ასევე, საგადასახადო შემოწმების დანიშვნის თარიღისთვის, არ დასტურდება არარეზიდენტი მომწოდებლის მიერ, შესაბამისი საქონლის შპს „----“- სთვის (ს/ნ -------) მიწოდების ან არარეზიდენტი მომწოდებლის მიერ ავანსის თანხის უკან დაბრუნების ფაქტი, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის და სსიპ შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითება „დებიტორული დავალიანების შესახებ“ მე-6 მუხლის შინაარსის გათვალისწინებით, გადახდილი ავანსი - 874 079 ლარი დაკვალიფიცირდება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს (31.05.2025 წელს) დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 16.12.2025 წლის №024-132 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 11.03.2026 წლის №5330 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 22.04.2026 წლის №27057/2/2026 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, მე-2 დავის საგანთან დაკავშირებით:

ა) მომჩივანს მიეცა წინადადება, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, საჩივარზე დართული დოკუმენტაციის და მომჩივნის მიერ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად დამატებით წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აუდიტის დეპარტამენტის 20.07.2026 წლის დასკვნის მიხედვით, საბჭოს 22.04.2026 წლის №27057/2/2026 გადაწყვეტილების აღსრულებისას, გადასახადის გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტში წარადგინა ახსნა-განმარტება, სადაც ითხოვდა, რომ შემოწმებით ხელფასად განხილული უცხოეთში გადახდილი თანხები (მათ შორის ფულის ნაშთზეც აპელირებს, რომ არის უცხოეთში გადახდილი თანხა) ჩაითვალოს დირექტორზე გაცემულ სესხად. შემოწმებით დამატებით შესწავლილ იქნა სადავო საკითხი და ვინაიდან არსებობდა სათანადო საფუძვლები, განხორციელდა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. სულ შემცირებას დაექვემდებარა 158 206 ლარი, მათ შორის გადასახადი 105 471 ლარი და ჯარიმა 52 735 ლარი.

აუდიტის დეპარტამენტის 20.07.2026 წლის დასკვნის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 21.07.2026 წლის №024-52 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საკითხი ეხება ნაღდი ანგარიშსწორების გზით უცხოეთში გადახდილი ავანსის ხელფასად განხილვას.

შპს „---“-ს საქმიანობის სფეროა ხორბლის იმპორტი -------დან და საბითუმო რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. ხორბლის ერთ-ერთი ძირითადი მომწოდებელი გახლდათ ------ის საწარმო „-----ი“, ხოლო მომჩივნის ძირითადი დამკვეთი გახლდათ შპს „----ი“ (ს/ნ -----). შპს „-----ი“ უხდიდა ავანსს, რომელსაც თავის მხრივ უხდიდნენ მომწოდებელს და იღებდნენ შესაბამის პროდუქტს. მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს ოპერაციის ორმხრივ ხასიათს: შპს „----“-ს გააჩნია როგორც დებიტორული მოთხოვნა მომწოდებლის მიმართ, ისე კრედიტორული ვალდებულება დამკვეთის („----ის“) მიმართ. მოცემულ შემთხვევაში, თანხის გატანის „ფარული" მიზანი გამოირიცხება, რადგან კომპანია იმყოფება ორმხრივი წნეხის ქვეშ და ცხადზე ცხადია, რომ დავალიანება არ წარმოადგენს ფიქტიურ მოთხოვნას.

2022 წელი ხორბლის ბაზრისთვის საკმაოდ რთული და არაპროგნოზირებადი იყო, განსაკუთრებით -----ის მიერ დაწესებული რეგულაციების გამო, რაც 2023 წელს კიდევ უფრო დამძიმდა. აღნიშნული გარემოების შედეგად გაზრდილი საბაჟო ტარიფის გამო ფაქტობრივად გაუძვირდათ შესყიდული საქონლის ღირებულება. საქონლის ღირებულების გაზრდას ვერ დაეთანხმება, რადგან დამკვეთის მიმართ ნაკისრი ჰქონდა ვალდებულება პროდუქტის მიწოდებაზე. თავის მხრივ მომწოდებელმა ვერ მოახერხა შეკვეთილი საქონლის მოწოდება და მოაწოდა პროდუქციის მნიშვნელოვნად ნაკლები მოცულობა.

-------ის საწარმო „-------თან“ სამართლებრივი დავის წამოწყების შემთხვევაში ბევრად ნაკლები შესაძლებლობა დარჩებოდა მიეღოთ კუთვნილი საქონელი, რადგან აღნიშნულ საწარმოს პრობლემები აქვს ადგილობრივ ბაზარზე და აღსრულების გზით თანხის/საქონლის მიღება ვერ მოხერხდება. მოლაპარაკების გზით მოახერხეს შეთანხმება, რათა საწარმო „--------“ უზრუნველყოს ეტაპობრივად საქონლის მოწოდება. გაფორმდა სამმხრივი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც საწარმო „-------ის“ დავალებით საქონელს მოაწვდის „------ი“ (სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი----- ს/კ -------). შეთანხმება შედგა 2026 წლის 1 თებერვალს. ამ ეტაპზე მოხდა საქონლის ნაწილის მიღება/გაიმპორტება 2026 წლის 5 მარტს (იხილეთ დანართი - საბაჟო დეკლარაცია). აღნიშნულის გათვალისწინებით ცხადია, რომ მოთხოვნა საწარმო „-----ის” მიმართ რეალურია და ასეთი პრობლემის პარალელურად მსგავსი საგადასახადო წნეხი წარმოუდგენლად ართულებს მათ მდგომარეობას. იმედი აქვთ, რომ საგადასახადო დავის დასრულებამდეც მოხდება პროდუქტის მოწოდება მომწოდებლის მხრიდან და ამით სრულად დადასტურდება არსებული მოთხოვნის ნამდვილობა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნით ავანსად გადახდილი თანხები დაკვალიფიცირდა გაცემულ სესხად და ნაცვლად საშემოსავლო გადასახადისა დაერიცხათ მოგების გადასახადი. შესაბამისად, უფლებამოსილები არიან ყოველი საქონლის მიღების ეტაპზე მოახდინონ მოგების გადასახადის დეკლარაციაში მოგების გადასახადით დაბეგრილი თანხის კორექტირება. თუმცა დარიცხული ხდება ჯარიმა, რომლის შემცირებაც ვერ მოხდება საქონლის მიღების შემთხვევაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს გათავისუფლებულ იქნენ სესხად განხილული თანხაზე მოგების გადასახადის ნაწილში დარიცხული ჯარიმისგან. რადგან, ის რომ თავად არ მოუხდენია გადახდილი ავანსის სესხად გადაკვალიფიცირება, ეს არ უნდა გახდეს კომპანიისათვის დამატებით სანქციის დარიცხვის საფუძველი.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 21 ივლისის №024-52 საგადასახადო მოთხოვნა და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დარიცხული თანხების შემცირება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 22.04.2026 წლის №27057/2/2026 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, მე-2 დავის საგანთან დაკავშირებით:

ა) მომჩივანს მიეცა წინადადება, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, საჩივარზე დართული დოკუმენტაციის და მომჩივნის მიერ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად დამატებით წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აუდიტის დეპარტამენტის 20.07.2026 წლის დასკვნის მიხედვით, საბჭოს 22.04.2026 წლის №27057/2/2026 გადაწყვეტილების აღსრულებისას, გადასახადის გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტში წარადგინა ახსნა-განმარტება, სადაც ითხოვდა, რომ შემოწმებით ხელფასად განხილული უცხოეთში გადახდილი თანხები (მათ შორის ფულის ნაშთზეც აპელირებს, რომ არის უცხოეთში გადახდილი თანხა) ჩაითვალოს დირექტორზე გაცემულ სესხად. შემოწმებით დამატებით შესწავლილ იქნა სადავო საკითხი და ვინაიდან არსებობდა სათანადო საფუძვლები, განხორციელდა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. სულ შემცირებას დაექვემდებარა 158 206 ლარი, მათ შორის გადასახადი 105 471 ლარი და ჯარიმა 52 735 ლარი.

მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ითხოვს გათავისუფლებულ იქნენ სესხად განხილული თანხაზე მოგების გადასახადის ნაწილში დარიცხული ჯარიმისგან. რადგან, ის რომ თავად არ მოუხდენია გადახდილი ავანსის სესხად გადაკვალიფიცირება, ეს არ უნდა გახდეს კომპანიისათვის დამატებით სანქციის დარიცხვის საფუძველი. თუმცა, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 22.04.2026 წლის №27057/2/2026 გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 22.04.2026 წლის №27057/2/2026 გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს №27057/2/2026 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.06.2025 წლამდე პერიოდი, შემოწმების შედეგებზე შედგა 15.12.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის მიხედვით ირკვევა,რომ მომჩივანი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით. შემოწმების პროცესში არ წარუდგენია სრული სააღრიცხვო დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რითაც შესაძლებელი გახდებოდა დაბეგვრის ობიექტისა და მიღებული შემოსავლის სისწორის დადგენა.გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ინფორმაცია შესაბამისი პერიოდების მიხედვით არსებული დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების შესახებ, რაც გათვალისწინებულ იქნა ნაღდი ფულის ნაშთის გაანგარიშებისას. გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. შედეგად სალაროში ნაღდი ფულის ნაშთად განისაზღვრა 0 ლარი.საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით, არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადამხდელს უნდა გააჩნდეს - 560 324 ლარის ფულის ნაშთი. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე აგროსილი თანხა 700 405 ლარის ოდენობით, საგადასახადო კოდექსის 73-ე, 80-ე, 154-ე მუხლების გათვალისწინებით, დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

ამასთან,მომჩივანს 2023 წლის 20 თებერვლიდან უფიქსირდება არარეზიდენტ საწარმოზე გადახდილი ავანსი - 874 079 ლარის ოდენობით და შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე არ დასტურდება არარეზიდენტი მომწოდებლის მიერ შესაბამისი საქონლის ან არარეზიდენტი მომწოდებლის მიერ ავანსის თანხის უკან დაბრუნების ფაქტი. აღნიშნული არარეზიდენტი საწარმო წარმოადგენდა მომჩივნის მთავარ მომწოდებელს, 2023 წლის 20 თებერვლამდე უფიქსირდება 2 907 942 ლარის პროდუქციის შეძენა აღნიშნული საწარმოდან და ანაზღაურება.აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის და სსიპ შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითება „დებიტორული დავალიანების შესახებ“ მე-6 მუხლის შინაარსის გათვალისწინებით, გადახდილი ავანსი - 874 079 ლარი დაკვალიფიცირდება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს (31.05.2025 წელს) დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №024-132 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №5330 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს №27057/2/2026 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, მომჩივანს მიეცა წინადადება, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები,ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, საჩივარზე დართული დოკუმენტაციის და მომჩივნის მიერ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად დამატებით წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.

აუდიტის დეპარტამენტის 20.07.2026 წლის დასკვნის მიხედვით, საბჭოს №27057/2/2026 გადაწყვეტილების აღსრულებისას, გადასახადის გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტში წარადგინა ახსნა-განმარტება, სადაც ითხოვდა, რომ შემოწმებით ხელფასად განხილული უცხოეთში გადახდილი თანხები (მათ შორის ფულის ნაშთზეც აპელირებს, რომ არის უცხოეთში გადახდილი თანხა) ჩაითვალოს დირექტორზე გაცემულ სესხად. შემოწმებით დამატებით შესწავლილ იქნა სადავო საკითხი და ვინაიდან არსებობდა სათანადო საფუძვლები, განხორციელდა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. სულ შემცირებას დაექვემდებარა 158 206 ლარი, მათ შორის გადასახადი 105 471 ლარი და ჯარიმა 52 735 ლარი.

აუდიტის დეპარტამენტის 20.07.2026 წლის დასკვნის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 21.07.2026 წლის №024-52 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს №27057/2/2026 გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304( 21);