გადაწყვეტილება № 25723/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 03.11.2025
№ დოკუმენტი 25723/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 25723/2/2025

04 ნოემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --------25.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25723/2/2025).

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 21.06.2023 წლის №14331 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2025 წლის №005-108 საგადასახდო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 5.08.2025 წლის №17560 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 532 690,41 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 209 479

დღგ - 59 568

მოგების გადასახადი - (- 11 870)

საშემოსავლო გადასახადი - 161 781

ჯარიმა - 99 648

საურავი - 223 563,41

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 16.04.2019 წლის №11305 ბრძანებით დაინიშნა კამერალური საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების დადგენის მიზნით დღგ-ის ნაწილში. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2019 წლის თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდი.

აუდიტის დეპარტამენტის 4.06.2019 წლის №17880 ბრძანებით ცვლილება შევიდა 16.04.2019 წლის №11305 ბრძანებაში და დაინიშნა კამერალური საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 1.01.2016 წლიდან 1.05.2019 წლამდე საანგარიშო პერიოდები მოგებისა და ქონების გადასახადების ნაწილში, ხოლო დღგ და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში - 1.06.2016 წლიდან 1.05.2019 წლამდე.

აუდიტის დეპარტამენტის 13.12.2019 წლის №43698 ბრძანებით ცვლილება შევიდა 16.04.2019 წლის №11305 ბრძანებაში და შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 1.01.2016 წლიდან 1.06.2019 წლამდე საანგარიშო პერიოდები მოგებისა და ქონების გადასახადების ნაწილში, ხოლო დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში - 1.06.2016 წლიდან 1.06.2019 წლამდე, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 18.06.2019 წლამდე.

შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2019 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2019 წლის №005-552 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 15.10.2020 წლის №31041 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების და შემოწმების შედეგად განსაზღვრული ფასნამატის, ფულადი სახსრების დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილვის და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის საკითხებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული გარემოებების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმები განხილულ იქნეს ერთ სამართალდარღვევად და აღნიშნულ სამართალდარღვევაზე შეფარდებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 15.10.2020 წლის №31041 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 5.12.2022 წლის დასკვნის საფუძველზე, საწარმოსათვის შემოწმების აქტით დამატებით გადასახდელად დღგ-ში დაკისრებული თანხები დაკორექტირდა (შემცირდა) სულ 6 874 ლარით, მ.შ. გადასახადი შემცირდა 9 219 ლარით, ხოლო ჯარიმა გაიზარდა 2 345 ლარით, ხოლო საშემოსავლო გადასახადში დამატებით დაკისრებული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას) 135 603 ლარით, მ.შ. გადასახადი - 90 304 ლარით, ჯარიმა - 45 297 ლარით, საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმა შემცირდა 3 100 ლარით და აღნიშნულ სამართალდარღვევაზე შეფარდებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად გამოყენებულ იქნა გაფრთხილება.

აუდიტის დეპარტამენტის 5.12.2022 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 21.12.2022 წლის №005-190 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 21.06.2023 წლის №14331 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო შემოწმებით დადგენილი ფულადი ნაშთის დივიდენდად დაკვალიფიცირების მიზნით, საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხი გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 21.06.2023 წლის №14331 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 18.06.2025 წლის დასკვნის მიხედვით, საწარმოს მიერ წარმოდგენილი ახსნაგანმარტებით მოთხოვნილი იყო შემოწმების შედეგად გამოვლენილი ფულადი სახსრების ნაშთის იმ ნაწილის დივიდენდად განხილვა, რომელიც არ იყო გაცემული 2017 წლამდე. შემოწმებით გაანგარიშდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილული ფულადი სახსრების ის ნაწილი, რომელიც 2017 წლის 1 იანვრისათვის დაგროვილი მოგების შესაბამისია. აღნიშნულმა თანხებმა ჯამურად შეადგინა 674307 ლარი, მ.შ. 2016 წელს დივიდენდად განსახილველი 645 850 ლარია (მიღებულია 1.01.2016 წლამდე მოგებიდან), ხოლო 2017 წელს - 28 457 ლარი (მიღებულია 2016 წლის მოგებიდან, რომლის გაანგარიშებისას გათვალისწინებულია 28.09.2016 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის (კორექტირებების ჩათვლით) შესაბამისად დაკისრებული სანქციები). დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადი 2016 წლის ჩათვლით პერიოდზე 148 520 ლარია. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 ივნისის №14331 ბრძანების შესაბამისად, საკითხი შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და ზემოაღნიშნული თანხები ნაცვლად დირექტორზე გაცემული ხელფასისა, შესაბამის პერიოდებში განხილულ იქნა დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად (დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია ----- (პ/ნ ------)). საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება რეზიდენტ საწარმოს, რომელიც პირს უხდის დივიდენდს, ხოლო საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით. ამასთან, 1.01.2017 წლიდან, მოქმედი კანონმდებლობით საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8-91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება ხოლო მე-10 ნაწილით ამ მუხლის პირველიმე-3 ნაწილების მიზნებისთვის მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა მიიღება ამავე ნაწილების შესაბამისად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით განხორციელებული განაცემის/გაწეული ხარჯის ოდენობის 0,85-ზე გაყოფის შედეგად, ამასთან, საგადასახადო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილით მოგების გადასახადის განაკვეთია 15 პროცენტი, გარდა ამ მუხლის მე-2, მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილით კი განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება. ამავდროულად საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92- ე ნაწილის შესაბამისად, თუ რეზიდენტი საწარმო დივიდენდს გაანაწილებს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან, მას უფლება აქვს, ჩაითვალოს ამ პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის მიხედვით გადასახდელი თანხისა. ამავე მუხლის 93-ე ნაწილით კი ამ მუხლის 92-ე ნაწილით გათვალისწინებული ჩასათვლელი თანხა გაიანგარიშება ფორმულით - AxB/(C-D), სადაც A არის დივიდენდის სახით გასანაწილებელი თანხის ოდენობა; B არის 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა; C არის 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ოდენობა; D არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ხარჯზე დივიდენდის სანაცვლოდ საწარმოს მიერ პარტნიორისთვის გაცემული ამ საწარმოს აქციების/წილის ღირებულება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს საშემოსავლო გადასახადში ხელფასის სახით განაცემად დასაბეგრი ბაზა შეუმცირდა 2016 წელს 766 947 (613 558/0.8) ლარით და დაიბეგრა დივიდენდად 645 850 (613 558/0.95) ლარი, 2017 წელს ხელფასის სახით განაცემი შემცირდა 34 121 (27 297/0.8) ლარით და დაიბეგრა დივიდენდად 28 733 (27 297/0.95) ლარი. ჯამურად საშემოსავლო გადასახადი შემცირდა სულ 189 726 ლარით, მ.შ. გადასახადი 126 484 ლარით და ჯარიმა 63 242 ლარით. საწარმოს 2016 წლის მოგების გადასახადში, ხელფასის სახით განაცემის ხარჯის შემცირების გამო, შემოწმებით განსაზღვრული ზარალის ნაცვლად განესაზღვრა დასაბეგრი მოგება

151 174 ლარით, რომლის შესაბამისი გადასახადი 22 676 ლარია. 2017 წელს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი გაიზარდა 28 733 ლარით, რომლის შესაბამისი გადასახადი 5 071 (28 733/0,85*0,15) ლარია. ამავდროულად, აღნიშნული გადასახადის თანხა ზემოთ აღნიშნული საკანონმდებლო ნორმების თანახმად დაექვემდებარა ჩათვლას. შესაბამისად, ყოველთვიური მოგების გადასახადი კორექტირებას არ დაექვემდებარა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საწარმოსათვის საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებით გადასახდელად დაკისრებული თანხები ჯამურად დაკორექტირდა (შემცირდა) სულ 167 050 ლარით, მ.შ. გადასახადი შემცირდა 103 808 ლარით, ხოლო ჯარიმა - 63 242 ლარით.

აუდიტის დეპარტამენტის 18.06.2025 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 1.07.2025 წლის

№005-108 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლები სამსახურის 5.08.2025 წლის №17560 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და 304- ე მუხლის 21 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლილ იქნა სადავო საკითხი და შემოწმებით დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილული თანხები ჩაითვალა დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად შესაბამის პერიოდებში, რამაც გამოწვია დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს წარმოდგენილ საჩივრებში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ ეთანხმება 4.08.2025 წლის №17560 ბრძანებას და 1.07.2025 წლის №005-108 საგადასახდო მოთხოვნას, ვინაიდან მომჩივნის მონაწილეობის გარეშე იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება საჩივრის არ დაკმაყოფილების შესახებ. მომჩივნის გაანგარიშებით მოლოდინი ჰქონდა უფრო მეტი თანხების შემცირებისა.

აუდიტის დეპარტამენტს დაევალა 21.06.2023 წლის ბრძანების საფუძველზე მომჩივნის მიერ წარდგენილი ცხრილების და მტკიცებულებების საფუძველზე მოეხდინა დარიცხული თანხების გაანგარიშება. გაანგარიშების პროცესი თითქმის 3 წელი გაგრძელდა და შეუმცირდა გაცილებით ნაკლები თანხა, ვიდრე აუდიტორთან გავლის პროცესში გამოვლინდა, რომ არაფერი ითქვას დარიცხულ საურავზე, რომელიც 114 514 ლარს შეადგენს.

2020 წელს აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილ იქნა წერილი დანართთან ერთად 179 ფურცლად, მ.შ. 2016 წლის 1 ივნისიდან 2019 წლამდე პერიოდზე დოკუმენტურად დადასტურებული ფასნამატის ცხრილი (სმფ-ების დასახელების, რაოდენობის, სარეალიზაციო ფასის, თვითღირებულების და შესყიდვის დოკუმენტების მითითებით), რაც შემმოწმებელმა არ გაითვალისწინა, თუმცა გაითვალისწინა 2016 და 2019 წლებში ჩატარებული ინვენტარიზაციის მასალები და გამოყვანილი საშუალო ფასნამატი, რომელიც მიღებულია საწარმოში 2016 წლის 16 ივნისსა და 2019 წლის 5 ივნისს ჩატარებული ინვენტარიზაციის მასალების მიხედვით. გაანგარიშებისთვის შემოწმებამ იხელმძღვანელა ამ უკანასკნელი მონაცემებით, კერძოდ კი 2016 წლის 16 ივნისის ინვენტარიზაციის მასალების მიხედვით ფიქსირებული ფასნამატი (29,75) გამოყენებულ იქნა 2017 წელზე (აღსანიშნავია, რომ ინვენტარიზაციით განსაზღვრულმა საშუალო შეწონილმა ფასნამატმა მაღაზიაში არსებულ სასაქონლო ნაშთზე შეადგინა 20,8 %, საწყობში არსებულზე - 49,5 %, ხოლო ჯამურად მთლიან ნაშთად არსებულ ქონებაზე საშუალო შეწონილმა ფასნამატმა შეადგინა 29,79 %).

დეკლარირებული იყო ფასნამატი დაახლოებით 20 %, რაც თანხვედრაში იყო 2019 წლის ინვენტარიზაციით დადგენილ ფასნამატთან, რომელიც გავრცელდა 2018-2019 წლების სმფ-ეზე, თუმცა არ ეთანხმება 2017 წლის ფასნამატს. ვინაიდან 2016 წელს ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილ იქნა ორგანიზაციის მაღაზიაში 20,8 %, ხოლო საწყობში 49,5 %, რაც არის აბსურდი, ვინაიდან საწყობში არსებულ რიგ სმფ-ებზე გაპარული იქნა შეცდომა (ერთეულის ღირებულებაზე შეცდომით იქნა მიწერილი ნაკრების და ყუთის გასაყიდი ფასები), რამაც გამოიწვია საწყობში არსებული სმფ-ების საშუალო ფასნამატის გაზრდა.

არ ეთანხმება საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, ფასნამატის გაანგარიშებას და დადგენილ დარიცხვას, რის საფუძველზე ზედმეტად დაერიცხა დღგ, ამის საფუძველზე გაიზარდა სალაროს ნაშთი, რომლის გაზრდამაც გამოიწვია კომპანიის ხელმძღვანელზე გაცემული თანხის გაზრდა და დამატებით გადასახადების დარიცხვა.

აღნიშნული გადასახადების დარიცხვა ძირითადად გამოწვეულია არასწორი ფასნამატის დადგენით. ვინაიდან ყველა მტკიცებულება და არგუმენტი წარდგენილი აქვს აუდიტის დეპარტამენტში ითხოვს მიეცეს საშუალება, შემოწმებასთან ერთად გაიაროს აღნიშნული საკითხი.

ითხოვს გათვალისწინებულ იქნას წარდგენილი არგუმენტები, მტკიცებულებები და შესაბამისად მოხდეს დარიცხული გადასახადის დაკორექტირება/შემცირება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5- პროცენტიანი განაკვეთით.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.

შემოსავლების სამსახურის 21.06.2023 წლის №14331 ბრძანებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საგადასახადო შემოწმებით დადგენილი ფულადი ნაშთის დივიდენდად დაკვალიფიცირების მიზნით, საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხი გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 18.06.2025 წლის დასკვნის მიხედვით, საწარმოს მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით მოთხოვნილი იყო შემოწმების შედეგად გამოვლენილი ფულადი სახსრების ნაშთის იმ ნაწილის დივიდენდად განხილვა, რომელიც არ იყო გაცემული 2017 წლამდე. შემოწმებით გაანგარიშდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილული ფულადი სახსრების ის ნაწილი, რომელიც 2017 წლის 1 იანვრისათვის დაგროვილი მოგების შესაბამისია. აღნიშნულმა თანხებმა ჯამურად შეადგინა 674 307 ლარი, მ.შ. 2016 წელს დივიდენდად განსახილველი 645 850 ლარია (მიღებულია 01.01.2016 წლამდე მოგებიდან), ხოლო 2017 წელს - 28 457 ლარი (მიღებულია 2016 წლის მოგებიდან, რომლის გაანგარიშებისას გათვალისწინებულია 28.09.2016 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის (კორექტირებების ჩათვლით) შესაბამისად დაკისრებული სანქციები). დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადი 2016 წლის ჩათვლით პერიოდზე 148 520 ლარია. საკითხი შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და ზემოაღნიშნული თანხები ნაცვლად დირექტორზე გაცემული ხელფასისა, შესაბამის პერიოდებში განხილულ იქნა დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად (დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია ------ პ/ნ -----). საწარმოს საშემოსავლო გადასახადში ხელფასის სახით განაცემად დასაბეგრი ბაზა შეუმცირდა 2016 წელს 766 947 (613 558/0,8) ლარით და დაიბეგრა დივიდენდად 645 850 (613 558/0,95) ლარი, 2017 წელს ხელფასის სახით განაცემი შემცირდა 34 121 (27 297/0,8) ლარით და დაიბეგრა დივიდენდად 28 733 (27 297/0,95) ლარი. ჯამურად საშემოსავლო გადასახადი შემცირდა სულ 189 726 ლარით, მ.შ. გადასახადი 126 484 ლარით და ჯარიმა 63 242 ლარით. საწარმოს 2016 წლის მოგების გადასახადში, ხელფასის სახით განაცემის ხარჯის შემცირების გამო, შემოწმებით განსაზღვრული ზარალის ნაცვლად განესაზღვრა დასაბეგრი მოგება 151 174 ლარით, რომლის შესაბამისი გადასახადი 22 676 ლარია. 2017 წელს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი გაიზარდა 28 733 ლარით, რომლის შესაბამისი გადასახადი 5 071 (28 733/0.85*0,15) ლარია. ამავდროულად, აღნიშნული გადასახადის თანხა ზემოთ აღნიშნული საკანონმდებლო ნორმების თანახმად დაექვემდებარა ჩათვლას. შესაბამისად, ყოველთვიური მოგების გადასახადი კორექტირებას არ დაექვემდებარა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საწარმოსათვის საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებით გადასახდელად დაკისრებული თანხები ჯამურად დაკორექტირდა (შემცირდა) სულ 167 050 ლარით, მ.შ. გადასახადი შემცირდა 103 808 ლარით, ხოლო ჯარიმა - 63 242 ლარით.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის 21.06.2023 წლის №14331 ბრძანების აღსრულების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, აღნიშნულთან დაკავშირებით მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის 21.06.2023 წლის №14331 ბრძანების აღსრულების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 5.08.2025 წლის №17560 ბრძანება;

3. მომჩივანს მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

4. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 21.06.2023 წლის №14331 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლილ იქნა სადავო საკითხი და შემოწმებით დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილული თანხები ჩაითვალა დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად შესაბამის პერიოდებში, რამაც გამოწვია დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს წარმოდგენილ საჩივრებში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 5.08.2025 წლის №17560 ბრძანება;

მომჩივანს მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 73(5,9);101(1);154(1);130(1);