ბრძანება N 33273
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 33273
27 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2023 წლის 22 ნოემბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 25 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №134) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 22 ნოემბრის №85285/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 ოქტომბრის №077-26 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:
1. გადასახადის გადამხდელი ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობას თუმცა მიუთითებს, რომ მის მიერ დამატებით განხორციელებული გაანგარიშება არ ემთხვევა შემოწმების მიერ განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას, რის გამოც დღგ-ის ბრუნვიდან დამატებით ამოსაღებია დღგის ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვა 18 945 ლარის ოდენობით.
2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს სხვადასხვა ტიპის ხარჯების დღგ-ის ბრუნვიდან ამოღებას, მიუთითებს, რომ დამატებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვიდან ამოსაღებია შესაფუთი და სხვა სახარჯი მასალები დამატებით 17 563 ლარის ოდენობით.
3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფულადი სახსრების ნაშთის ოდენობას, მიუთითებს, რომ პირველი და მეორე სადავო საკითხების გათვალისწინებით უნდა შემცირდეს სალაროს ბრუნვა, გარდა ამისა სალაროს ბრუნვა უნდა შემცირდეს სალაროში ფულადი სახსრების გონივრული ნაშთის მოცულობით. კომპანიის შემოსავლები და ხარჯები ძირითადად (უდიდესი ნაწილი) საკასო შემოსავლებითა და ხარჯებით განისაზღვრება, ამიტომ უნდა დადგინდეს გონივრული ნაშთი სალაროში რომელიც საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას არ დაექვემდებარება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 5 მაისის №9999 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. მე-6 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, ასევე, გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტების და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად, შეისწავლოს სალაროში არსებული ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 5 მაისის №9999 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 29 სექტემბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემცირდა დარიცხული თანხები სულ 78 033 ლარი, მათ შორის, გადასახადი 52 016 ლარი და ჯარიმა 26 017 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 27 ოქტომბრის №077-26 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაანგარიშდა გადამხდელის წარმომადგენლის მონაწილეობით და დადგინდა, რომ დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშების დროს შეცდომა არ დაშვებულა.
შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი ძირითადი საშუალებების (14 533 ლარი დღგ-ის გარეშე) რეალიზაციაში ჩართვისა და დღგ-ით დაბეგვრის საკითხი შესწავლილი იქნა გადამხდელის წარმომადგენლის მონაწილეობით და შედეგად დასაბეგრი ბრუნვიდან შემცირდა 14 533 ლარის ღირებულების შეძენილი ძირითადი საშუალებები.
დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრისას სხვადასხვა ტიპის ხარჯების გათვალისწინების საკითხი შესწავლილი იქნა გადამხდელის წარმომადგენლის მონაწილეობით და შედეგად დასაბეგრი ბრუნვიდან შემცირდა 21 698 ლარის ღირებულების შეძენილი შესაფუთი და სხვა სახარჯი მასალები.
ფულადი სახსრების ნაშთის ოდენობის დაზუსტების საკითხი შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მონაწილეობით და დამატებით ხარჯებში გათვალისწინებული იქნა ტერმინალით მომსახურების საკომისიო 27 512 ლარის ოდენობით, რაც დადასტურდა დამატებით წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებით. ასევე, გათვალისწინებულ იქნა დამფუძნებლის მიერ კაპიტალში შემონატანი თანხების გატანა 107 119 ლარის ოდენობით, რაც დადასტურდა გადამხდელის მიერ თავის დროზე წარდგენილი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგებებით. შედეგად დაკორექტირდა დარიცხული თანხები.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ და მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაანგარიშდა გადამხდელის წარმომადგენლის მონაწილეობით და დადგინდა, რომ დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშების დროს შეცდომა არ დაშვებულა. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი ძირითადი საშუალებების (14 533 ლარი დღგ-ის გარეშე) რეალიზაციაში ჩართვისა და დღგ-ით დაბეგვრის საკითხი შესწავლილი იქნა გადამხდელის წარმომადგენლის მონაწილეობით და შედეგად დასაბეგრი ბრუნვიდან შემცირდა 14 533 ლარის ღირებულების შეძენილი ძირითადი საშუალებები. ასევე, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრისას სხვადასხვა ტიპის ხარჯების გათვალისწინების საკითხიც შესწავლილი იქნა გადამხდელის წარმომადგენლის მონაწილეობით და შედეგად დასაბეგრი ბრუნვიდან შემცირდა 21 698 ლარის ღირებულების შეძენილი შესაფუთი და სხვა სახარჯი მასალები.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ პირველ და მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებაზე, რომლითაც ცვლილება შევიდა და ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითება (დანართი №9).
წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფულადი სახსრების ნაშთის ოდენობას, მიუთითებს, რომ სალაროს ბრუნვა უნდა შემცირდეს სალაროში ფულადი სახსრების გონივრული ნაშთის მოცულობით. კომპანიის შემოსავლები და ხარჯები ძირითადად (უდიდესი ნაწილი) საკასო შემოსავლებითა და ხარჯებით განისაზღვრება, ამიტომ უნდა დადგინდეს გონივრული ნაშთი სალაროში რომელიც საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას არ დაექვემდებარება.
ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 5 მაისის №9999 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობას.
2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს სხვადასხვა ტიპის ხარჯების დღგ-ის ბრუნვიდან ამოღებას.
3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფულადი სახსრების ნაშთის ოდენობას.
ფაქტობრივი გარემოებები
პირველ და მეორე სადავო საკითხებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაანგარიშდა გადამხდელის წარმომადგენლის მონაწილეობით და დადგინდა, რომ დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშების დროს შეცდომა არ დაშვებულა. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი ძირითადი საშუალებების (14 533 ლარი დღგ-ის გარეშე) რეალიზაციაში ჩართვისა და დღგ-ით დაბეგვრის საკითხი შესწავლილი იქნა გადამხდელის წარმომადგენლის მონაწილეობით და შედეგად დასაბეგრი ბრუნვიდან შემცირდა 14 533 ლარის ღირებულების შეძენილი ძირითადი საშუალებები. ასევე, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრისას სხვადასხვა ტიპის ხარჯების გათვალისწინების საკითხიც შესწავლილი იქნა გადამხდელის წარმომადგენლის მონაწილეობით და შედეგად დასაბეგრი ბრუნვიდან შემცირდა 21 698 ლარის ღირებულების შეძენილი შესაფუთი და სხვა სახარჯი მასალები.
მესამე სადავო საკითხთან დაკავშირებით, წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფულადი სახსრების ნაშთის ოდენობას, მიუთითებს, რომ სალაროს ბრუნვა უნდა შემცირდეს სალაროში ფულადი სახსრების გონივრული ნაშთის მოცულობით. კომპანიის შემოსავლები და ხარჯები ძირითადად (უდიდესი ნაწილი) საკასო შემოსავლებითა და ხარჯებით განისაზღვრება, ამიტომ უნდა დადგინდეს გონივრული ნაშთი სალაროში რომელიც საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას არ დაექვემდებარება.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ და მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. მესამე სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 5 მაისის №9999 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“); 304(21).