გადაწყვეტილება №24288/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24288/2/2024
12 დეკემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ---------------ი (პ/ნ -----------------)
მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -------------ის 11.11.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24288/2/2024).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 7.06.2024 წლის №23125/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
ვალის მართვის დეპარტამენტის 30.08.2024 წლის №19577 ბრძანება.
ფაქტების აღწერა
შემოსვლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანებით დაინიშნა ---------------ის (პ/ნ -----------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით. შემოწმდა პერიოდი 22.09.2016 წლიდან 1.05.2019 წლამდე.
3.01.2019 წლიდან შპს „------ის“ ქონებაზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.
14.01.2019 წლის №011-163 ბრძანებით (სსიპ შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის) ყადაღა დაედო შპს „-------ის“ მთელ ქონებას.
17.07.2019 წელს შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, 18.07.2019 წელს გამოიცა ამავე დეპარტამენტის №24537 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა №002-296 საგადასახადო მოთხოვნა. შპს „-----ის“ დაერიცხა სულ 44 055 367.64 ლარი, აქედან საშემოსავლო გადასახადი 1 428 276 ლარი, დღგ 13 436 621 ლარი, ჯარიმა 26 599 395 ლარი, საურავი 2 591 075,6 ლარი.
29.12.2021 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა შემოსავლების სამსახურმა და მოთხოვა სხვა პირებთან ერთად --------ის შპს „----ის“ ცრუმაგიერ პირად ცნობა.
8.04.2022 წლის ბრძანებით (საქმე №-/---) თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა და ----------ი აღიარა შპს „--------ის“ ცრუმაგიერ პირად.
სასამართლომ ბრძანებაში აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 5.03.2020 წლის განაჩენის (საქმე №-/---) 1.1.4 პუნქტით დადგენილია, რომ -------------ძემ შექმნა ორგანიზებული ჯგუფი -------ს, --------ის და გამოძიებით დაუდგენელი პირების მონაწილეობით და ხელმძღვანელობდა დანაშაულის განხორციელებას, კერძოდ -------ძის ხელმძღვანელობით -------მ, -------მა და გამოძიებით დაუდგენელმა პირებმა განიზრახეს სხვა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებთან ერთად შპს „-----ის“ სახელით ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურების დამზადება-გამოყენების გზით დღგ-ის ჩათვლის უკანონოდ მიღება, რითაც მოტყუებით დიდი ოდენობით ზიანს მიაყენებდნენ სახელმწიფო ბიუჯეტს. მითითებული განაჩენის 1.1.5. პუნქტის მიხედვით ზემოხსენებული კომპანიების სახელით ორგანიზებული ჯგუფის ---------ძის, ------ის, ----------ს და გამოძიებით დაუდგენელი პირების მიერ დამზადებული და გამოყენებული იქნა ყალბი საგადასახადო დოკუმენტები. ამასთან -----------ძემ განმარტა, რომ --------ძის თხოვნით დააფუძნა შპს „------ი“, რომლის საქმიანობასაც წარმართავდა ---------ძე.
განაჩენში მითითებული ყალბი საგადასახადო დოკუმენტების მიხედვით შპს „-----------ის“ (ს/ნ ---------) სახელით შპს „---------ზე“ (ს/ნ ----------) გამოწერილი 166 ერთეულ ანგარიშფაქტურაში, თითოეულში საქონლის (მომსახურების) დასახელებაში მითითებულია - „ავანსი (საწვავის, ბენზინის) შესყიდვა 16.02.2018 ხელშეკრულების თანახმად“, მიწოდებული საქონლის რაოდენობად ერთი ლიტრი, საქონლის (მომსახურების) ღირებულებად დღგ-ის და აქციზის ჩათვლით - 500 000 ლარი, საიდანაც დღგ-ის თანხა შეადგენს 76 271.19 ლარს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ----------ძის მითითებით ----------ძემ დაარსა შპს „------ი“, რომლის მართვაში მონაწილეობდნენ ასევე -------ა და --------ი. სასამართლო მიიჩნევს, რომ დაფუძნებულ კომპანია შპს „-----ს“ არ გააჩნია რეალური დამოუკიდებლობა, შექმნილია ფორმალურად, რომლმაც ყალბად შექმნილი ჩასათვლელი თანხების გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით მიიღო ქონებრივი უფლება სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხაზე, რომლითაც შემდგომში მოწინააღმდეგე მხარის მიერ განხორციელდა უძრავ-მოძრავი ქონების შეძენა, კერძოდ:
---------ა (--------ძის მეუღლე) შეიძინა შემდეგი უძრავი ქონებები:
1. 21.42 მ 2 მოცულობის ფართი, მდებარე მისამართზე: თბილისი, ------- №54, (საკადასტრო კოდი -----------------);
2. 50 მ 2 მოცულობის ფართი, მდებარე მისამართზე: თბილისი, ---------- №9 (საკადასტრო კოდი ---------------------).
თბილისის საქალაქო სასამართლოს 8.04.2022 წლის ბრძანება გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, რომლის 7.12.2022 წლის ბრძანებით ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 8.04.2022 წლის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 7.12.2022 წლის ბრძანების საფუძველზე შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ 31.01.2023 წელს გამოიცა №011-272 ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და შპს „----ის“ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით ყადაღა დაედო მისი ცრუმაგიერი პირის --------ის (პ/ნ ------------) საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე არსებულ ქონებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 7.12.2022 წლის ბრძანების საფუძველზე შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ 1.02.2023 წელს გამოიცა №011-2023-013880 ბრძანება საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ და გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის და შესაბამის ბიუჯეტში ჩარიცხვის მიზნით წარდგენილ იქნა საინკასო დავალებები ------------ის (პ/ნ-------) საბანკო ანგარიშებზე.
2023 წლის 27 თებერვალს ------------მა საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს მის მიმართ გამოცემული შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 31.01.2023 წლის №011- 272 ბრძანების და 1.02.2023 წილს №011-2023-013880 ბრძანების გაუქმების თაობაზე. შემოსავლების სამსახურის 22.03.2023 წლის №5610 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
15.03.2023 წლის თბილისი საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა ----------ის წარმომადგენელმა -------------ამ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 8.04.2022 წლის ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება, აღნიშნულზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 7.04.2023 წლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 8.04.2022 წლის ბრძანების განმარტების თაობაზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 8.04.2022 წლის ბრძანება არ საჭიროებდა განმარტებას, მისი დასაბუთება მოცემული იყო ამავე ბრძანების სამოტივაციო ნაწილში, ხოლო სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი სავსებით ცხადი იყო და გამომდინარეობდა კანონის ცხადად დადგენილი ნორმებიდან. სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრძანებაში ცალსახად და კონკრეტულად იყო მითითებული ის ინფორმაცია, რაც დაადგინა სასამართლომ, შესაბამისად, არ არსებობდა ბრძანების განმარტების საფუძველი და არ იკვეთებოდა ბრძანების აღსრულების შეუძლებლობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 7.04.2023 წლის განჩინება კერძო საჩივრით ------ის მიერ გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, რომელმაც 3.07.2023 წლის განჩინებით საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ, სასამართლომ აღნიშნა, რომ დაუშვებელია ცრუმაგიერი პირების პასუხისმგებლობა გავრცელდეს ცრუმაგიერი პირის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე, რომელიც გადასახადებისა და საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისგან თავის არიდებისკენ მიმართულ ქმედებათა ჯაჭვში რაიმე ფორმით გამოყენებული არ ყოფილა, არც ცრუმაგიერი პირის მიერ გადასახადებისა და საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისგან თავის არიდებით მიღებული შემოსავლით და არც იმ პერიოდშია შეძენილი, განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორების გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირებად მიჩნევას საფუძვლად დაედო კონკრეტული ოპერაცი(ებ)ის განხორციელება.
არსებული ვითარების გათვალისწინებით, ცრუმაგიერმა პირმა (---------მა) გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინებისთვის პასუხი უნდა აგოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 8.04.2022 წლის ბრძანების სამოტივაციო ნაწილში მითითებული ოპერაციის ფარგლებში.
სასამართლომ კერძო საჩივრის პრეტენზია დასაბუთებულად მიიჩნია და --------ის განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განმარტების თაობაზე დააკმაყოფილა. სასამართლომ მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 8.04.2022 წლის ბრძანების მე-2 პუნქტი განმარტებული უნდა იქნეს შემდეგნაირად: შპს „-----ის“ ცრუმაგიერ პირებად მიჩნეული პირების - --------ის პასუხისმგებლობა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების შესრულებაზე ვრცელდება მხოლოდ მის მიერ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით განხორციელებული ოპერაციების ფარგლებში.
5.07.2023 წელს №114845/21-11 წერილით შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტს მიმართა --------ის (პ/ნ --------) წარმომადგენელმა ---------ამ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 3.07.2023 წლის კანონიერ ძალაში შესული განჩინების შესაბამისად, შპს ------ის ცრუმაგიერი პირის ------ის მიმართა უზრუნველყოფის ღონისძიებების გავრცელება, მის მიერ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით განხორციელებული ოპერაციების ფარგლებში. ზემოაღნიშნულ განცხადებაზე ვალის მართვის დეპარტამენტის პასუხი (უარი) განმცხადებელს ეცნობა 8.08.2023 წლის №21-17/64158 წერილით, რაც 2023 წლის 28 სექტემბერს, 2 და 9 ოქტომბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 8.11.2023 წლის №27525 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ვალის მართვის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეესწავლა სადავო საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 3 ივლისის №3ბ/1205-23 განჩინებისა (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 აპრილის ბრძანების სარეზოლუციო ნაწილით გათვალისწინებული ცრუმაგიერობის ფარგლების განმარტების შინაარსის) და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 30 მაისის №11805 ბრძანების გათვალისწინებით და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოფის ღონისძიებები გაევრცელებინა ფ/პ --------ის (პ/ნ ---------) ცრუმაგიერობის ფარგლების გათვალისწინებით დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ვალის მართვის დეპარტამენტმა 2023 წლის 3 აგვისტოს შუამდგომლობებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, შპს „---ი’’-ს (ს/ნ ----------) ცრუმაგიერი პირის --------ის (პ/ნ -----------) ყადაღადადებული ქონების აუქციონზე რეალიზაციის შესახებ.
შპს „------ის“ ცრუმაგიერი პირის, ----------ის (პ/ნ---------) წარმომადგენლის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში გასაჩივრდა ვალის მართვის დეპარტამენტის ბრძანებები და მოთხოვნილ იქნა ყადაღადადებული ქონების რეალიზაციისა და ინკასოს მოქმედების შეჩერება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინების შესაბამისად, დაკმაყოფილდა ----------ის წარმომადგენელის კერძო საჩივარი. აღნიშნული განჩინებით შეჩერდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 იანვრის №011-272 ბრძანების და 2023 წლის პირველი თებერვლის №011-2023- 013880 ბრძანების მოქმედება, საქმეზე სასამართლოს მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვალის მართვის დეპარტამენტმა 2023 წლის 11 ოქტომბრის №21- 17/79975 და №21-17/79982 განცხადებებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლეებს, შპს „-----ის“ (ს/ნ -------) ცრუმაგიერი პირის ფ/პ ---------ის (ს/ნ -----------) ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შუამდგომლობების შეჩერების თაობაზე.
ვალის მართვის დეპარტამენტის განცხადების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.10.2023 წლის განჩინებით (საქმე №-/---) სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და შპს „------ის“ ცრუმაგიერი პირის -------ის (ს/ნ --------) ყადაღადადებული ქონების (გარდა ს/კ --------------- უძრავი ქონება) აუქციონზე რეალიზაციის შესახებ საქმის წარმოება შეჩერდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაში არსებულ №------- საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. ამასთან, ვალის მართვის დეპარტამენტმა 2023 წლის 13 ოქტომბრის №21- 17/80534, №21-17/80532, №21-17/80494 წერილებით მიმართა სს „----------ს“, სს „-------ს“, სს „------------ს“ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინების შესაბამისად, -------ის (პ/ნ ----------------) საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენის შესახებ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 იანვრის №011-2023-013880 ბრძანების შეჩერების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 ნოემბრის №3/2477-23 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა -------ის სარჩელი. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 იანვრის №011-272 ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის პირველი თებერვლის №011-2023- 013880 ბრძანება და მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი. ასევე ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 მარტის №5610 ბრძანება.
12.03.2024 წელს საჩივარი წარედგინა შემოსავლების სამსახურს ამავე სამსახურის 8.11.2023 წლის №27525 ბრძანების აღსრულების მოთხოვნასთან დაკავშირებით. შემოსავლების სამსახურის 16.04.2024 წლის №8839 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 7.06.2024 წლის №23125/2/2024 წლის გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 16.04.2024 წლის №8839 ბრძანება, ვალის მართვის დეპარტამენტს დაევალა, შემოსავლების სამსახურის 8.11.2023 წლის №27525 ბრძანების აღსრულება, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 8.04.2022 წლის (საქმე №-/------) ბრძანების სამოტივაციო ნაწილში მითითებული ოპერაციების ფარგლებში განსაზღვრულ ქონებებზე.
შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 7.06.2024 წლის №23125/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოიცა ვალის მართვის დეპარტამენტის 30.08.2024 წლის №19577 ბრძანება, რაზეც შემოსავლების სამსახურში 7.11.2024 წელს წარდგენილი საჩივარი (№184582/21-11), საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოსთვის კუთვნილებისამებრ გადმოგზავნილია 11.11.2024 წლის №105674-21-04 წერილით.
მომჩივნის არგუმენტაცია
სსიპ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 31 იანვრის №011-272 ბრძანებით ყადაღა დაედო შპს „-----ი“-ს ცრუმაგიერ პირად აღიარებული ----------ის საკუთრებაში არსებულ ნებისმიერ ქონებას, ხოლო 2023 წლის პირველ თებერვალს გამოიცა №011-2023-0138880 ბრძანება მომჩივნის საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ.
აღნიშნული საქმე გასაჩივრდა არაერთგზის და არაერთ ინსტანციაში, მათ შორის ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოში, რომელმაც 2024 წლის 7 ივლისს მიიღო 23125/2/2024 გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მკაფიოდ დაადგინა ისედაც მრავალგზის დადგენილი გარემოება „ვინაიდან სასამართლოს მიერ განსაზღვრული იყო პირის ცრუმაგიერობის სტატუსი და ასევე დადგენილი იყო ქონებები, რომელთა შეძენაც მოხდა ცრუმაგიერი პირის მიერ ამ სტატუსით მიღებული შემოსავლებით, საბჭოს მიაჩნია რომ არ არსებობდა საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის ღონისძიებების პირის მთელ ქონებაზე გავრცელების სამართლებრივი საფუძველი“.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით ვალის მართვის დეპარტამენტს დაევალა: „შემოსავლების სამსახურის 8.11.2023 წლის №27525 ბრძანების აღსრულება, თბილისი საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 8.04.2022 წლის (საქმე №-/---) ბრძანების სამოტივაციო ნაწილში მითითებული ოპერაციის ფარგლებში განსაზღვრულ ქონებებზე“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 8.04.2022 წლის (საქმე №-/---) ბრძანების სამოტივაციო ნაწილში მითითებულ ქონებებზე რომლებზეც უნდა დარჩეს ყადაღა, ხოლო სხვა უძრავ თუ მოძრავ, მატერიალურ თუ არამატერიალურ ნივთზე, ქონებაზე, აქტივზე უნდა გაუქმდეს.
--------ის ნაწილში უნდა დარჩეს:
1. საკადასტრო კოდი: ----------; 21.42 კვ.მ ფართი, მდებარე მისამართზე: თბილისი, ------№1, ბინა №54;
2. საკადასტრო კოდი ------------- კვ.მ ფართი, მდებარე მისამართზე; თბილისი, ----- კვარტალი, -----, ბინა №9.
ეს არის -------ის ცრუმაგიერობის ფარგლები, რომლებიც დადგინა ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭომ, რომელმაც 2024 წლის 7 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება - 23125/2/2024.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების თანახმად სსიპ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტს ბათილად უნდა ეცნო მის მიერ არაკანონიერად გამოცემული შემდეგი აქტები:
1. 2023 წლის 31 იანვრის №011-272 აქტი ყადაღის დადების შესახებ;
2. 2023 წლის 1 თებერვლის №011-2032-013880 აქტი საგადასახადო გირავნობის დადების შესახებ.
სხვა ყველა უძრავ/მოძრავ, მატერიალურ თუ არამატერიალურ ნივთზე, ქონებაზე, აქტივზე უნდა გაუქმებულიყო. ამის ნაცვლად სახეზე გავაქვს რეალობა, რომ ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოს გადაწყვეტილებით (23125/2/2024) გაუქმდა ყადაღა მხოლოდ იმ უძრავ ქონებებზე, რომლებიც სსიპ შემოსალვების სამსახურის - ვალის მართვის დეპარტამენტის უკვე გამოცემულ აქტებში იყო მითითებული, ხოლო ნებისმიერი ქონების მიღების და/ან ყიდვის შემთხვევაში ----------ს ხელახლა უვრცელდება ყადაღა და საგადასახადო გირავნობა იპოთეკა ნებისმიერ უძრავ თუ მოძრავ ქონებაზე, რაც პირდაპირ მოდის წინააღმდეგობაში ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან (23125/2/2024).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს გამოცემული ყადაღის აქტის (2023 წლის 31 იანვრის №011-272) ბათილად ცნობა ყადაღის გავრცელება მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 8.04.2022 წლის (საქმე №-/---) ბრძანების სამოტივაციო ნაწილში მითითებული ოპერაციის ფარგლებში განსაზღვრულ ქონებებზე“ ასევე, დაუყოვნებლივ უნდა იქნას ბათილად ცნობილი გამოცემული 2023 წლის პირველი თებერვლის №011- 2023-013880 ბრძანება.
დაუყოვნებლივ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მიმდინარე მდგომარეობით ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გამოცემული ყადაღის ნაწილობრივ გაუქმების აქტი №19577, თარიღით 30.08.2024წ. ის პირდაპირ მოდის წინააღმდეგობაში ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან - 23125/2/2024, რადგანაც -------ს ყადაღა გაუუქმდა ნაწილობრივ და არა მთელს ქონებაზე და აქტივებზე, რასაც ამბობს ყველა ინსტანციის სასამართლო და ასევე ზემდგომი ორგანო ფინანსთა სამინისტრო.
გამოცემულ ბრძანებებში წერია: ყადაღა გაუქმდეს ქონების ნაწილზე - შეუსაბამოა კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებთან.
საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: „დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილებების შესრულება სავალდებულოა“. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად: „დავის განმხილველი ორგანოს საბოლოო გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა“. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად: „დავის განმხილველი ორგანოს საბოლოო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა ან აღსრულების არამართლზომიერი შეფერხება ითვლება დისციპლინურ გადაცდომად და იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას“. შესაბამისად, თუ ამ კანონის დათქმას გავუყვებით შემოსავლების სამსახური კერძოდ, ვალის მართვის დეპარტამენტი მიზანმიმართულად აფერხებს ფინანსთა სამინისტროს მიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას და --------ის საჩივრის სრული დაკმაყოფილების მიუხედავადაც კვლავ აგრძელებს მისი უფლებების შელახვას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 7.06.2024 წლის №23125/2/2024 გადაწყვეტილებით ------ის საჩივარი დაკმაყოფილდა, კერძოდ:
გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 16.04.2024 წლის №8839 ბრძანება, ვალის მართვის დეპარტამენტს დაევალა, შემოსავლების სამსახურის 8.11.2023 წლის №27525 ბრძანების აღსრულება, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 8.04.2022 წლის (საქმე №-/----) ბრძანების სამოტივაციო ნაწილში მითითებული ოპერაციების ფარგლებში განსაზღვრულ ქონებებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 8.04.2022 წლის ბრძანების მე-2 პუქნტი განმარტებულ იქნა შემდეგნაირად: შპს „---------ის“ ცრუმაგიერ პირად მიჩნეული პირის - --------ის პასუხისმგებლობა გადასახადის გადამხდელის (შპს „-----ი“) საგადასახადო ვალდებულებების შესრულებაზე ვრცელდება მხოლოდ მის მიერ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით განხორციელებული ოპერაცი(ებ)ის ფარგლებში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 8.04.2022 წლის (საქმე №-/---) ბრძანებით (გვ. 23) სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „-----ის“ (ს.ნ. ------) არ გააჩნდა რეალური დამოუკიდებლობა, შექმნილი იყო ფორმალურად, რომლითაც ყალბად შექმნილი ჩასათვლელი თანხების გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით მიიღო ქონებრივი უფლება სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხაზე, რომლითაც შემდგომში განხორციელდა უძრავ-მოძრავი ქონების შეძენა. კერძოდ:
--------------მა (-----------ძის მეუღლე) შეიძინა შემდეგი უძრავი ქონებები:
1. 21.42 მ 2 მოცულობის ფართი, მდებარე მისამართზე: თბილისი, -------- №1, ბინა №54, (საკადასტრო კოდი -------------);
2. 50 მ 2 მოცულობის ფართი, მდებარე მისამართზე: თბილისი, ----------------------, ბინა №9 (საკადასტრო კოდი ------------).
ვინაიდან სასამართლოს მიერ განსაზღვრული იყო პირის ცრუმაგიერობის სტატუსი და ასევე დადგენილი იყო ქონებები, რომელთა შეძენაც მოხდა ცრუმაგიერი პირის მიერ ამ სტატუსით მიღებული შემოსავლებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების პირის მთელს ქონებაზე გავრცელების სამართლებრივი საფუძველი.
ამ გარემოებების გათვალისწინებით შემოსვლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 30 აგვისტოს №19577 ბრძანებით -------ის სახელზე რეგისტრირებულ ქონებაზე (ავტოსატრანსპორტო საშუალება ------, სახელმწიფო ნომრით -----), რომელიც არ ფიქსირდებოდა ცრუმაგიერი პირის სტატუსით შეძენილი ქონებების ჩამონათვალში ყადაღის მოხსნა მართლზომიერია და არ არსებობს შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2024 წლის 30 აგვისტოს №19577 ბრძანების გაუქმების საფუძველი.
საბჭოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 8.04.2022 წლის (საქმე №-/-----) ბრძანებით განსაზღვრული ქონებების გარდა ----------ის (პ/ნ ----------), როგორც შპს „----ის“ (ს.ნ. ------) ცრუმაგიერი პირის სახელზე რეგისტრირებული ქონებების მიმართ, მათ შორის შემდგომში შეძენილ ქონებაზე საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება არამართლზომიერია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ ვალის მართვის დეპარტამენტს უნდა დაევალოს არ გამოიყენოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები --------ის (პ/ნ -------), როგორც შპს „----ის“ (ს/ნ -------) ცრუმაგიერი პირის მიმართ, მის მიერ შემდგომში შეძენილ ქონებაზე, ასევე განახორციელოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 8.04.2022 წლის (საქმე №-/---21) ბრძანებით განსაზღვრული ქონებების გარდა სხვა ქონებაზე გავრცელებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმება ასეთის არსებობის შემთხვევაში.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს ვალის მართვის დეპარტამენტს, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, არ გამოიყენოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები -------ის (პ/ნ -------), როგორც შპს „---ის“ (ს/ნ ------) ცრუმაგიერი პირის მიმართ, მის მიერ შემდგომში შეძენილ ქონებაზე, ასევე განახორციელოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 8.04.2022 წლის (საქმე №-/----21) ბრძანებით განსაზღვრული ქონებების გარდა სხვა ქონებაზე გავრცელებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმება ასეთის არსებობის შემთხვევაში;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს №23125/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსვლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანებით დაინიშნა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით. შემოწმდა პერიოდი 22.09.2016 წლიდან 1.05.2019 წლამდე. გადამხდელის ქონებაზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება და დაედო ყადაღა. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა ამავე დეპარტამენტის №24537 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა №002-296 საგადასახადო მოთხოვნა. დაერიცხა სულ 44 055 367.64 ლარი.
29.12.2021 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა შემოსავლების სამსახურმა და მოთხოვა სხვა პირებთან ერთად მომჩივანის ცრუმაგიერ პირად ცნობა.8.04.2022 წლის ბრძანებით თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა და მომჩივანი აღიარა მომჩივანის ცრუმაგიერ პირად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 7.12.2022 წლის ბრძანების საფუძველზე შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გამოიცა №011-272 ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და მომჩივანის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით ყადაღა დაედო მისი ცრუმაგიერი პირის საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე არსებულ ქონებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 7.12.2022 წლის ბრძანების საფუძველზე შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გამოიცა ბრძანება საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ და გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის და შესაბამის ბიუჯეტში ჩარიცხვის მიზნით წარდგენილ იქნა საინკასო დავალებები ცრუმაგიერი პირის საბანკო ანგარიშებზე.
ცრუმაგიერმა პირმა საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს მის მიმართ გამოცემული შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ბრძანებების გაუქმების თაობაზე. შემოსავლების სამსახურის №5610 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის №5610 ბრძანება. საჩივარი წარედგინა შემოსავლების სამსახურს ამავე სამსახურის №27525 ბრძანების აღსრულების მოთხოვნასთან დაკავშირებით. შემოსავლების სამსახურის №8839 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს №23125/2/2024 წლის გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის №8839 ბრძანება, ვალის მართვის დეპარტამენტს დაევალა, შემოსავლების სამსახურის №27525 ბრძანების აღსრულება, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ბრძანების სამოტივაციო ნაწილში მითითებული ოპერაციების ფარგლებში განსაზღვრულ ქონებებზე.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ ვალის მართვის დეპარტამენტს უნდა დაევალოს არ გამოიყენოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები მომჩივანის, როგორც ცრუმაგიერი პირის მიმართ, მის მიერ შემდგომში შეძენილ ქონებაზე, ასევე განახორციელოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ბრძანებით განსაზღვრული ქონებების გარდა სხვა ქონებაზე გავრცელებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმება ასეთის არსებობის შემთხვევაში.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:304(21);