ბრძანება N 10048

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.04.2024
№ დოკუმენტი 10048
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 10048

30 აპრილი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------“ (ს/ნ---------)

(მის.: ---------)

2024 წლის 15 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა 2024 წლის 23 აპრილის დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე (ოქმი N45) განიხილა შპს ,,---------“-ის (ს/ნ --------) N89097/1/2024 საჩივარი შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 26 მარტის N002054 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თაობაზე (2024 წლის 29 მარტის N21-12/25084 დადგენილება).

 

მომჩივნის პოზიცია:

მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ დაჯარიმდა სავალდებულო საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევისათვის. გადამხდელი არ ეთანხმება აღნიშნულ ოქმს და განმარტავს, რომ ოქმის საფუძველს წარმოადგენს საპენსიო სააგენტოს წერილი N--------. ამასთან მიუთითებს, რომ 2021 წლიდან არანაირი საქმიანობა არ განუხორციელებია და არ გაუცია ხელფასი. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაუგებარია საპენსიო სააგენტოს წერილი რა პერიოდს მოიცავს. საჩივარში მოყვანილი არგუმენტების გათვალისწინებით მომჩივანი ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სსიპ საპენსიო სააგენტოს 2022 წლის 28 ივლისის N--------წერილის საფუძველზე, მოწოდებული იქნა საპენსიო სააგენტოს მიერ გამოვლენილი ისეთი დამსაქმებლების სია, რომლებსაც 2019 წლის 1 იანვრიდან, საგადასახადო პერიოდებისთვის „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ხელფასისათვის გადახდილ/დეკლარირებული აქვთ საშემოსავლო გადასახადი, თუმცა აღნიშნული დამსაქმებლები არ არიან რეგისტრირებულები საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში. შესაბამისად გამოიკვეთა დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სახელითა და სასარგებლოდ ვალდებულების შესაძლო შეუსრულებლობის ფაქტები.

როგორც 2024 წლის 26 მარტის N002054 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმიდან და 2024 წლის 29 მარტის N21-12/25084 დადგენილებიდან ირკვევა, საჯარო სამართლის იურდიული პირის საპენსიო სააგენტოს 2022 წლის 28 ივლისის ------- წერილის საფუძველზე განხორციელდა შპს „--------“-ის (ს/ნ ---------) გადამოწმება, რა დროსაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეული იქნა სავალდებულო საპენსიო შენატანის განხორცილების ვალდებულება, რაც ითვალისწინებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 16511 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, რომლის თანახმად შპს „--------“-ს (ს/ნ --------) განესაზღვრა ადმინისტრაციული სახდელი - ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

ამასთან, გადამხდელის მიერ საჩივარში დასმულ საკითხთან დაკავშირებით ოქმის შემდგენი ოფიცრის მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს წარდგენილი აქვს 2019 წლის მაისისა და ივნისის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების ორი დეკლარაცია: მაისი - -------- და ივნისი ---------, ამასთანავე, ინფორმაცია საანგარიშო წლის (თვის) მიხედვით გაცემული თანხებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ: მაისის - -------- ივნისის - ---------. ორივე დეკლარაციით დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირებზე ხელფასის/სარგებლის სახით გაცემულია ანაზღაურება. საპენსიო სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, შპს ,,----------“ ამ პერიოდისათვის არ იყო რეგისტრირებული დაგროვებითი საპენსიო სქემაში მონაწილეობისათვის და არ ჰქონდა შესრულებული სავალდებულო საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულება.

სადავო ოქმს გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2024 წლის 10 აპრილს.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურმა საკითხის განხილვისას მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლზე, რომლითაც დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი.

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2, მე-5 ნაწილებისა და მე6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად:

2. დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრება სავალდებულოა ყველა დასაქმებულისთვის, ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის ნაწილში, გარდა იმ დასაქმებულისა, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი (ქალის შემთხვევაში − 55 წელი).

5. დასაქმებული, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 40 წელი და რომელსაც არ სურს იყოს მონაწილე, უფლებამოსილია, ამ კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, გავიდეს დაგროვებითი საპენსიო სქემიდან.

6. მონაწილე დასაქმებულის საპენსიო შენატანების დაფინანსება ხორციელდება შემდეგნაირად:

ა) დამსაქმებელი ხელფასის გაცემისას მონაწილე დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით ახორციელებს საპენსიო შენატანს დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით.

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია გადაამოწმოს დამსაქმებლისა და თვითდასაქმებულის მიერ საპენსიო სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო მხარდაჭერის საშუალებით.

ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შემოსავლების სამსახური საპენსიო სააგენტოს უზრუნველყოფს ინფორმაციით, რომლის საფუძველზედაც საპენსიო სააგენტო ამოწმებს დამსაქმებლის და მონაწილის მიერ საპენსიო შენატანების განხორციელების ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტებს ან/და ავლენს თანხების ზედმეტად გადახდის ფაქტებს, რის შედეგადაც: ა) დამსაქმებლის ან/და მონაწილის ვალდებულების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის შემთხვევაში საპენსიო სააგენტო შესაბამის ინფორმაციას ელექტრონული ფორმით უგზავნის დამსაქმებელს, მონაწილეს და შემოსავლების სამსახურს, რომელიც ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით იღებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 16511 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დამსაქმებლის მიერ საკუთარი ან დასაქმებულის სახელით საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის გამოვლენა (მიუხედავად გამოვლენილი დარღვევების საერთო რაოდენობისა) გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 278-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჩივრის ან პროტესტის განხილვისას ორგანოს (თანამდებობის პირს) გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) დადგენილების უცვლელად დატოვებისა და საჩივრის ან პროტესტის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ;

ბ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის გაგზავნის შესახებ;

გ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ;

დ) ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილების გაუქმებისა და პირის ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ;

ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელის ზომის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში შეცვლის შესახებ.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შპს ,,----------“-ის (ს/ნ ----------) მიერ დარღვეულია „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნები. შესაბამისად საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტები შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 219-ე და 278-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს ,,---------“-ის (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N11), საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეული იქნა სავალდებულო საპენსიო შენატანის განხორცილების ვალდებულება, რაც ითვალისწინებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 16511 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, რომლის თანახმად შპს -ს განესაზღვრა ადმინისტრაციული სახდელი - ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 16511 მუხლი; 278-ე მუხლი; 2341 მუხლი.

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2, მე-5,6,9 ნაწილები.