ბრძანება N 6031
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 6031
20 მარტი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------- -ის ” (ს/ნ "-------" )
(მის.: "-------" )
2023 წლის 10 აპრილის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 29 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №21) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 12 თებერვლის №21046/2/2023 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული შპს „--------- -ის ” (ს/ნ "-------" ) №80305/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 მარტის №006-93 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას, კერძოდ:
1. არ ეთანხმება გაწეული მომსახურებისთვის არარეზიდენტ იურიდიულ პირზე გადარიცხული თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრას. მიუთითებს, რომ არარეზიდენტი კომპანია იყო შუამავალი, რომელიც ეხმარებოდა გადამხდელს მოეხდინა საქონლის რეალიზაცია და პოულობდა შემსყიდველ კომპანიებს.
2. არ ეთანხმება საწარმოს საბანკო ანგარიშებიდან და ბანკომატებიდან გატანილი თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
3. არ ეთანხმება უცხოური კომპანიებისგან მიღებული თანხების დღგ-ით დაბეგვრას. მიუთითებს, რომ პროდუქციის შეძენა ხდებოდა ირანიდან, ხოლო რეალიზაცია ხდებოდა სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოში შემოსავლის გარეშე.
4. არ ეთანხმება სასტუმრო მომსახურებისთვის გადახდილი თანხის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის საფუძვლით მოგების გადასახადში დარიცხულ თანხებს. მიუთითებს, რომ სასტუმრო მომსახურება დაკავშირებული იყო საწარმოს საქმიანობასთან, კერძოდ იმართებოდა მოლაპარაკებები და შეხვედრები პოტენციურ მყიდველებთან. აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტს სრულად წარუდგინა დოკუმენტაცია და გაუგებარია რატომ არ მოხდა წარდგენილი დოკუმენტების გათვალისწინება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 13 იანვრის №223 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 20 ივლისის №006-586 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2021 წლის 14 სექტემბრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
,, 1. შპს „------- -ის ” (ს/ნ "------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით: ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები; ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.’’
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 13 იანვრის №223 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 24 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 13 მარტის №006-93 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 18 სექტემბრის №22783 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 სექტემბრის №22783 ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 12 თებერვლის №21046/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 სექტემბრის №22783 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
,,მომჩივანმა გამოთქვა მზადყოფნა წარმოადგინოს ორიგინალი დოკუმენტები და ყველა ის საბუთი, რაც სრულად დაადასტურებს ოპერაციის მიმდინარეობას ტვირთის შეძენიდან მის რეალიზაციამდე (მათ შორის გამოითხოვს შესაბამისი მხარიდან და წარადგენს იმპორტის დეკლარაციებს).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისათვის შესასწავლია მომჩივანის მიერ მითითებული არგუმენტები/გარემოებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 18.09.2023 წლის №22783 ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
აუდიტის დეპარტამენტში 2022 წლის 26 იანვარს შემოსულია საწარმოს წარმომადგენლის განცხადება, სადაც მითითებულია, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 13 იანვრის N223 ბრძანების შესაბამისად წარმოადგენს საბუღალტრო/სააღრიცხვო დოკუმენტაციას, კრების ოქმებს და ბუღალტრულ ბაზას (ელექტრონულ ვერსიას). შემდგომში საწარმომ მატერიალური ფორმით წარმოადგინა მხოლოდ ირანული კომპანია ,,--------’’-სგან საქონლის შეძენისა და თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. რეალიზაციის შესახებ ინფორმაცია არის მხოლოდ ინვოისები ელექტრონული სახით, რომლის მიხედვით მყიდველებად ფიქსირდებიან რუსეთის, საბერძნეთის, რუმინეთის და ბულგარეთის საწარმოები. აღნიშნულ ინფორმაციასთან ერთად შესწავლილ იქნა საწარმოს მიერ წარმოდგენილ საჩივარზე თანდართული მასალები (ელექტრონული სახით). მათ შორისაა არარეზიდენტი იურიდიულ პირის ,,-------’’-ის ინვოისები. შემოწმებისათვის წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის ჩანაწერები თანხვედრაში არ არის დანარჩენ ინფორმაციასთან. ამასთან, წარმოდგენილი ინფორმაციის (მ.შ. 2023 წლის 24 თებერვალს დამატებით ელექტრონული სახით წარმოდგენილი, რომელიც საწარმოს წარმომადგენლის განმარტებით გამოთხოვილია ირანიდან) შესწავლით ვერ დგინდება რეალურად საქონლის ირანიდან ექსპორტის და სხვა ქვეყანაში იმპორტის ოპერაციები (საბაჟო დოკუმენტაციით ვერ ხდება პირის იდენტიფიცირება). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტით სადავო საკითხებთან დაკავშირებით დამატებით გადასახდელად დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
პირველ და მესამე სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. ამავე მუხლის ,,ა.ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის განმარტებაზე, რომლის თანახმად, არარეზიდენტი კომპანია იყო შუამავალი, რომელიც ეხმარებოდა გადამხდელს მოეხდინა საქონლის რეალიზაცია და პოულობდა საქონლის შემსყიდველ კომპანიებს. გადამხდელი ასევე აღნიშნავს, რომ პროდუქციის შეძენა ხდებოდა ირანიდან კომპანია ,,-------.“-სგან, ხოლო რეალიზაცია ხდებოდა სხვადასხვა ქვეყნებში (საბერძნეთი, ბულგარეთი, რუსეთი) საქართველოში შემოსვლის გარეშე. პირი გამოთქვამს მზადყოფნას, ზემოაღნიშნულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით, წარმოადგინოს საჭირო დოკუმენტაცია, მათ შორის, ორიგინალი დოკუმენტები და ყველა ის საბუთი, რაც სრულად დაადასტურებს ოპერაციის მიმდინარეობას ტვირთის შეძენიდან მის რეალიზაციამდე (მათ შორის გამოითხოვს შესაბამისი მხარიდან და წარადგენს იმპორტის დეკლარაციებს).
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ საწარმომ მატერიალური ფორმით შემოწმებას წარუდგინა მხოლოდ ირანული კომპანია ,,-------’’-სგან საქონლის შეძენისა და თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. რეალიზაციისთან დაკავშირებით წარმოდგენილია მხოლოდ ინვოისები, ელექტრონული სახით, რომლის მიხედვით მყიდველებად ფიქსირდებიან რუსეთის, საბერძნეთის, რუმინეთის და ბულგარეთის საწარმოები. აღნიშნულ ინფორმაციასთან ერთად შესწავლილ იქნა საწარმოს მიერ წარმოდგენილ საჩივარზე თანდართული მასალები (ელექტრონული სახით). მათ შორისაა არარეზიდენტი იურიდიულ პირის ,,------’’-ის ინვოისები. შემოწმებისათვის წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის ჩანაწერები თანხვედრაში არ არის დანარჩენ ინფორმაციასთან. ამასთან, წარდგენილი ინფორმაციის (მ.შ. 2023 წლის 24 თებერვალს დამატებით ელექტრონული სახით წარდგენილი, რომელიც საწარმოს წარმომადგენლის განმარტებით გამოთხოვილია ირანიდან) შესწავლით ვერ დგინდება რეალურად საქონლის ირანიდან ექსპორტის და სხვა ქვეყანაში იმპორტის ოპერაციები (საბაჟო დოკუმენტაციით ვერ ხდება პირის იდენტიფიცირება).
რაც შეეხება, სასტუმრო მომსახურებისთვის გადახდილი თანხის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საწარმოს შემოწმებისთვის ინფორმაცია არ წარუდგენია.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ სადავო საკითხებთან დაკავშირებით მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად შპს “------ -ის “ (ს/ნ "-------") დირექტორ/დამფუძნებელს "--------"-ს ("-------" ) 17.09.2018 წლიდან -02.11.2019 წლამდე პერიოდში სულ ექვსჯერ უფიქსირდება საქართველოში შემოსვლა და გასვლა, მაქსიმუმ 5 დღით, ჯამურად იმყოფებოდა 25 დღე, ეს თარიღები ემთხვევა საწარმოს ანგარიშებიდან თანხების გამოტანის თარიღებს. ხოლო, სასტუმრო მომსახურებისთვის გადახდილი თანხის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვისთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს აუდიტის დეპარტამენტში ინფორმაცია არ წარუდგენია. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით სადავო საკითხებთან დაკავშირებით დამატებით გადასახდელად დაკისრებული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, მე-2 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------- -ის ” (ს/ნ "-------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით: ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები; ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმომ მატერიალური ფორმით წარმოადგინა მხოლოდ ირანული კომპანიისგან საქონლის შეძენისა და თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. რეალიზაციის შესახებ ინფორმაცია არის მხოლოდ ინვოისები ელექტრონული სახით, რომლის მიხედვით მყიდველებად ფიქსირდებიან რუსეთის, საბერძნეთის, რუმინეთის და ბულგარეთის საწარმოები. აღნიშნულ ინფორმაციასთან ერთად შესწავლილ იქნა საწარმოს მიერ წარმოდგენილ საჩივარზე თანდართული მასალები.მათ შორისაა არარეზიდენტი იურიდიულ პირის ინვოისები. შემოწმებისათვის წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის ჩანაწერები თანხვედრაში არ არის დანარჩენ ინფორმაციასთან. ამასთან, წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლით ვერ დგინდება რეალურად საქონლის ირანიდან ექსპორტის და სხვა ქვეყანაში იმპორტის ოპერაციები.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტით სადავო საკითხებთან დაკავშირებით დამატებით გადასახდელად დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა.
გადაწყვეტილება
1.შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
2.შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
982,161,171.