ბრძანება N 228

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.01.2024
№ დოკუმენტი 228
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 228

12 იანვარი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------“ (ს/ნ -----)

(მის.: ---------)

2023 წლის 19 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 10 იანვრის სხდომაზე (ოქმი №1) განიხილა შპს „------ს“ (ს/ნ -----) 2023 წლის 19 დეკემბრის №86144/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 ნოემბრის №006-577 საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი ეთანხმება ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირებას, თუმცა არ ეთანხმება შემოწმებით დარიცხულ ჯარიმას და ითხოვს მის მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 ივლისის №17102 ბრძანების საფუძველზე შპს „-----ს“ (ს/ნ -----) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის 8 ივნისს გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სერია: ეა-75 №----- და სერია: ავ-72 №----- საფუძველზე წარმოქმნილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 16 ნოემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 ნოემბრის №28692 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №006-577 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 133 788 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 38 135 ლარი, ჯარიმა 95 338 ლარი და საურავი 315 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, საგამოძიებო სამსახურის და გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია-დოკუმენტაცია (მათ შორის ახსნა-განმარტებები). შემოწმებით ირკვევა, რომ ი/მ ------მ (პ/ნ -----) შპს „------ს“ (ს/ნ -----) გამოუწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები: 2022 წლის აპრილის თვის საანგარიშო პერიოდზე ავ-72 ------ (დღგის თანხა 38 136 ლარი) და 2022 წლის მაისის თვის საანგარიშო პერიოდზე ეა-75 ------ (დღგ-ის თანხა 38 136 ლარი). ავ-72 ------ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით შპს „------ს“ 2022 წლის აპრილის თვის დღგ-ის დეკლარაციით მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა (აღნიშნულ დეკლარაციაში დასაბეგრი ბრუნვა 0-ის ტოლია და ჩათვლილია 38 135 ლარი). გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილი ახსნა-განმარტების თანახმად, 2022 წლის აპრილის თვეში ი/მ ------ს მიერ შპს „-----თვის“ გამოწერილ ავ-72 ----- (სულ თანხა 250 000 ლარი) და ეა-75 ----- (სულ თანხა 250 000 ლარი) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში ასახულ მომსახურების გაწევას ფაქტობრივად ადგილი არ ჰქონია და შესაბამისად არც ანგარიშსწორება განხორციელებულა. ასევე, აღნიშნულ ოპერაციაზე საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით დგინდება, რომ ოპერაცია არ განხორციელებულა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებისა და საგამოძიებო სამსახურიდან მიღებულ მასალებზე დაყრდნობით, ვინაიდან აღნიშნულ ოპერაციებზე გამოვლინდა ფიქტიურობა, გადამხდელის მიერ ჩათვლილი დღგ, 38 136 ლარი დაექვემდებარა გაუქმებას/შემცირებას. ასევე საწარმოს დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 280-ე მუხლების შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.

2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების შედეგად ან ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტით ჩათვლის განხორციელება იწვევს პირის დაჯარიმებას ჩათვლილი გადასახადის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ ფიქტიური ოპერაციების საფუძველზე მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით შესაბამისი ჯარიმის შეფარდება განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „------“ (ს/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ეთანხმება ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირებას, თუმცა არ ეთანხმება შემოწმებით დარიცხულ ჯარიმას და ითხოვს მის მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, საგამოძიებო სამსახურის და გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია-დოკუმენტაცია (მათ შორის ახსნა-განმარტებები). შემოწმებით ირკვევა, რომ ი/მ -მ მომჩივანს გამოუწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები: 2022 წლის აპრილის თვის საანგარიშო პერიოდზე (დღგის თანხა 38 136 ლარი) და 2022 წლის მაისის თვის საანგარიშო პერიოდზე (დღგ-ის თანხა 38 136 ლარი). საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით მომჩივანს 2022 წლის აპრილის თვის დღგ-ის დეკლარაციით მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა (აღნიშნულ დეკლარაციაში დასაბეგრი ბრუნვა 0-ის ტოლია და ჩათვლილია 38 135 ლარი). გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილი ახსნა-განმარტების თანახმად, 2022 წლის აპრილის თვეში ი/მ -ს მიერ მომჩივნისთვის გამოწერილ (სულ თანხა 250 000 ლარი) და (სულ თანხა 250 000 ლარი) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში ასახულ მომსახურების გაწევას ფაქტობრივად ადგილი არ ჰქონია და შესაბამისად არც ანგარიშსწორება განხორციელებულა. ასევე, აღნიშნულ ოპერაციაზე საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით დგინდება, რომ ოპერაცია არ განხორციელებულა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებისა და საგამოძიებო სამსახურიდან მიღებულ მასალებზე დაყრდნობით, ვინაიდან აღნიშნულ ოპერაციებზე გამოვლინდა ფიქტიურობა, გადამხდელის მიერ ჩათვლილი დღგ, 38 136 ლარი დაექვემდებარა გაუქმებას/შემცირებას. ასევე საწარმოს დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 280-ე მუხლების შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 275(2), 280(1).