გადაწყვეტილება № 28187/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 28187/2/2026
20 ოქტომბერი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
შპს „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----“-ს 29.09.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №28187/2/2026).
დავის საგანი:
სალაროს ნაშთის ხელფასად განხილვის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 17.06.2026 წლის №006-223 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 19.08.2026 წლის №18814 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 871 292,28 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 453 544
დღგ - 412 880
საშემოსავლო გადასახადი - 40 664
ჯარიმა - 226 772
საურავი - 190 976,28
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა მშენებლობა.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2023 წლიდან 1.01.2026 წლის ჩათვლით პერიოდის სრული კამერალური საგადასახადო შემოწმება (სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის მიზნებისთვის 2.02.2026 წლის საანგარიშო პერიოდის ჩათვლით).
შემოწმების შედეგები აისახა 17.06.2026 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შემოწმების ეტაპზე გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა საბანკო ამონაწერები და შემოწმებასთან დაკავშირებული სხვა სააღრიცხვო დოკუმენტები, რეალიზებული ბინების რეესტრი. ასევე შესწავლილ იქნა, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები და დადგინდა, რომ ბინების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი შესამოწმებლ პერიოდში საწარმოს მიერ არ იყო დეკლარირებული. შემმოწმებელთა მიერ შესწავლილ იქნა ფულის მოძრაობა, რის შედეგადაც კომპანიას დაუდგინდა ფულის ნაშთი. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა საზოგადოების ფულადი სახსრების მოძრაობა, განულებულ იქნა დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები, ასევე გათვალისწინებულ იქნა ბიუჯეტში გადახდილი თანხები და საანგარიშო პერიოდის ბოლოს დარჩენილი ფულადი ნაშთი 203 323 ლარი ჩაითვალა დირექტორის ---- (პ/ნ -----) მიერ მიღებულ სარგებლად. შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზეც 17.06.2026 წელს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №13324 ბრძანება და გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №006-223 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 19.08.2026 წლის №18814 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა ფულის მოძრაობა, რის შედეგადაც კომპანიას დაუდგინდა ფულის ნაშთი. განულებულ იქნა დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები, ასევე გათვალისწინებულ იქნა ბიუჯეტში გადახდილი თანხები და საანგარიშო პერიოდის ბოლოს დარჩენილი ფულადი ნაშთი ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საჩივარში აღნიშნულია რომ დღგ-ის ნაწილში საზოგადოება ეთანხმება დარიცხვას, მაგრამ არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.
გაუგებარია რის საფუძველზე დაერიცხა საშემოსავლო გადასახადის თანხა-40 664 ლარი, რადგან ის თანხა სალაროში, რომელიც ხელფასად დააფიქსირეს ფაქტიურად არ ჰქონია დირექტორს. გაუგებარია აგრეთვე დღგ-ის თანხა, რომელიც დეკლარირებული ჰქონდა რატომ არ გამოაკლდა დარიცხულ თანხას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ: ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
„ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ სსიპ შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების (დანართი №9) მე-10 მუხლის თანახმად, პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრება შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდის (კალენდარული თვის) არაგონივრული ნაშთის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში. კერძოდ, აღნიშნული თანხა კვალიფიცირდება როგორც საწარმოს დირექტორზე (თუ არ არსებობს სხვა იდენტიფიცირებადი პასუხისმგებელი პირი) გაცემული ხელფასი.
როგორც საქმის გარემოებებიდან ირკვევა შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა საზოგადოების ფულადი სახსრების მოძრაობა, განულებულ იქნა დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები, ასევე გათვალისწინებულ იქნა ბიუჯეტში გადახდილი თანხები და საანგარიშო პერიოდის ბოლოს დარჩენილი ფულადი ნაშთი 203 323 ლარი ჩაითვალა დირექტორის ----- (პ/ნ -----) მიერ მიღებულ სარგებლად.
მომჩივანი, დამატებულ ღირებულების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს ეთანხმება, ხოლო საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით უთითებს - გაუგებარია თუ რა გახდა სალაროს ნაშთის დირექტორის ხელფასად განსაზღვრის საფუძველი. მომჩივანს არ წარმოუდგენი სხვა არგუმენტები ან დოკუმენტაცია, რომელიც შემოწმების პროცესში სალაროს ნაშთის კვალიფიკაციის არამართლზომიერებას დაადასტურებდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
სალაროს ნაშთის ხელფასად განხილვის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა მშენებლობა. აუდიტის დეპარტამენტმა ჩაატარა მისი საქმიანობის სრული კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრის ჩათვლით პერიოდზე. მონაცემების შესწავლით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში ბინების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი დეკლარირებული არ იყო. შემმოწმებლებმა შეისწავლეს ფულადი სახსრების მოძრაობა, გაანულეს დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები, გაითვალისწინეს ბიუჯეტში გადახდილი თანხები და დაუდგინეს კომპანიას ფულის ნაშთი, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოს დარჩენილი 203 323 ლარის ოდენობის ფულადი ნაშთი ჩათვალეს დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად. შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა ბრძანება და გადამხდელს წარედგინა საგადასახადო მოთხოვნა, რომლებიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ 4 მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 101;154;