ბრძანება N 10143
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 10143
10.05.2023
ფ/პ ---- ----------ის (პ/ნ ---------------------)
(მის.:-------------------------------------------)
2023 წლის 6 მარტის საჩივრის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა ფ/პ ---- ----------ის (პ/ნ ---------------------) №79486/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 23 თებერვლის N21-11/15059 გადაწყვეტილებას და დარიცხულ საურავს. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 მარტის (ოქმი N28) და 26 აპრილის სხდომებზე (ოქმი №44).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ 2021 წლის 26 აპრილს მის პირად ბარათზე განხორციელდა სავარაუდო დარიცხვა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ნაწილში: 17 000 ლარი 15/01/2019 პერიოდზე, 17 000 ლარი 15/01/2020 პერიოდზე და 2 833.34 ლარი 18/01/2021 პერიოდზე, სულ 36833.34 ლარი.
აღნიშნულის შესახებ ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2022 წლის ოქტომბერში. ამასთან, აღნიშნავს, რომ 2019 წლის 30 დეკემბრიდან 2023 წლის 15 იანვრამდე პორტალით არ უსარგებლია. შესაბამისად არ ფლობდა ინფორმაციას დარიცხვის შესახებ. ამბობს, რომ მოცემული ლიცენზიით მის მიერ შესაბამისი მოპოვებითი სამუშაოების წარმოება ვერ განხორციელდა ადგილობრივი მოსახლეობის ფაქტორის გამო. მიმართა სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს სალიცენზიო ადგილის მონაცვლეობის თაობაზე, რაზედაც მიიღო უარი. საბოლოოდ ხსენებული ლიცენზიის მფლობელი გახდა სხვა პირი (ახალი ლიცენზიის N---------) და მასაც, ისევე, როგორც მომჩივანს, განესაზღვრა მოპოვების გრაფიკი (იმავე კოორდინატებზე) ფაქტობრივად ხელუხლებელ რესურსზე (იმავე ოდენობაზე) და რაც მთავარია იგივე თანხაზე, 340 000 ლარი. აღწერილი მოვლენებიდან გამომდინარე ერთი და იმავე რესურსზე სახელმწიფოს მიერ ხდება თანხის ორმაგად მოთხოვნა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს დარიცხული მოსაკრებლისა და საურავის გაუქმებას.
ფაქტების აღწერა:
მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 26/04/2021 წლის N42243-21-11 დასკვნის საფუძველზე ფ/პ ----- ---------ის (პ/ნ ---------------------) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელდა სავარაუდო დარიცხვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 661 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის და ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბერის №996 ბრძანების 221 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით ლიცენზიაზე N-------- 2018 წლის საანგარიშო პერიოდზე 17000 ლარის, 2019 წლის საანგარიშო პერიოდზე 17000 ლარის, 2020 წლის საანგარიშო პერიოდზე 2833.34 ლარის ოდენობით.
საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით, ფ/პ ----- ---------ი (პ/ნ ---------------------) 01.07.2015-13.02.2020 წ. პერიოდში ფლობდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას N-------, ხოლო ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშებები წარმოდგენილი არ იყო. ამიტომ 26.04.2021 წ. განხორციელდა სავარაუდო დარიცხვა 2018-2020 წ. პერიოდებზე. სავარაუდო დარიცხვის შესახებ პირს ეცნობა ელექტრონული შეტყობინებით 04.05.2021 წელს, რომელსაც გაეცნო 24.01.2023 წელს.
საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით, ფ/პ ---- ----------ე (პ/ნ ---------------------) 02.07.2013 წელს გაცემულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია N -------- ბაზალტის ჯამური მოპოვებით 340000 მ 3 . ფ/პ ---- ----------ს (პ/ნ ---------------------) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელში ანგარიშგება არ განუხორციელებია და 01.07.2015 წელს აღნიშნული ლიცენზია მთლიანად საკუთრებაში გადასცა შვილს ფ/პ ---- ----------ს (პ/ნ ---------------------), რის შედეგად გაიცა ახალი სალიცენზიო მოწმობა N-------- ბაზალტის ჯამური მოპოვებით 340000მ3 . ათვისების გეგმა დამტკიცებულია 07.09.2015 წ. ასევე, ფ/პ ----- ---------აც (პ/ნ ---------------------) არ განუხორციელებია ანგარიშგება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელში. N------- ლიცენზიაზე გაცემულია დუბლიკატი სალიცენზიო მოწმობები: 31.05.2017 წელს N------- და 24.12.2019 წელს N-------, რომელზეც განხორციელდა სავარაუდო დარიცხვა. N----------- ლიცენზია 03.02.2020 წელს საკუთრებაში გადაეცა კვლავ ფ/პ ------ -------------ს (პ/ნ ---------------------) და გაიცა ახალი სალიცენზიო მოწმობა N---------- ბაზალტის ჯამური მოპოვებით 340000მ3 . ათვისების გეგმა დამტკიცებულია 09.03.2020 წელს. ფ/პ ----- ---------ი (პ/ნ ---------------------) N--------- ლიცენზიაზეც არ ახდენდა ანგარიშგებას, ამიტომ განხორციელდა სავარაუდო დარიცხვა ლიცენზიის საკუთრებაში ყოფნის პერიოდზე. 27.03.2020 წელს აღნიშნული ლიცენზია მთლიანად საკუთრებაში გადასცა ------- ---------------ას (პ/ნ ---------------------), რის შედეგად გაიცა ახალი სალიცენზიო მოწმობა N------------ ბაზალტის ჯამური მოპოვებით 340000მ3 . ათვისების გეგმა დამტკიცებულია 29.09.2020 წელს. ფ/პ ----- --------ი (პ/ნ ---------------------)გარდაცვლილია 14.08.2022 წელს. სამკვიდრო მოწმობა გაცემულია 21.02.2023 წელს. ფ/პ ----- ---------ის (პ/ნ ---------------------) მიმართ დარიცხულია სავარაუდო 2020 წ. პერიოდზე 84 ლ. გარდაცვალების თარიღისათვის პირს ერიცხება დავალიანება 84 ლ., საურავი 24.07 ლარი. მიმართეს --- ------ს, რომ წარმოედგინა სამკვიდრო მოწმობა, რაც დღემდე არაა წარმოდგენილი.
06.02.2023 წ. ფ/პ ----- ---------ის (პ/ნ ---------------------) მიერ წარმოდგენილია 6 თვიანი გაანგარიშება 2020 წ. პერიოდზე ნულოვანი ფორმით. ხოლო 20.02.2023 წ. შემოსულია ---- ------ის განცხადება N31038/21, რომლითაც მოთხოვნილია სავარაუდო დარიცხვის გაუქმება იმ მოტივით, რომ არ განხორციელებულა ბუნებრივი რესურსის მოპოვება. 21.02.2023 წ. შედგენილია დასკვნა N14881-21-11, რომლის საფუძველზე ფ/პ ----- ---------ს (პ/ნ ---------------------) შეუმცირდა 2020 წ. პერიოდზე სავარაუდო დარიცხვა, ხოლო 2018-2019 წწ. პერიოდზე დარიცხული სავარაუდო არ შემცირებულა, ვინაიდან პერიოდი ხანდაზმულია. ფ/პ ------ --------ს პასუხი ეცნობა 23/02/2023 წლის N21-11/15059 წერილით.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, 2023 წლის 26 აპრილის მდგომარეობით ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ბარათზე გადამხდელს ერიცხება დავალიანება: ძირითადი 34000 ლარი, საურავი 18632 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი 2023 წლის 23 თებერვლის N21-11/15059 გადაწყვეტილების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 661 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საგადასახადო შემოწმების გარეშე განახორციელოს სავარაუდო დარიცხვა თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ: ა) არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელდა გადასახადის თანხის უსაფუძვლო შემცირება .ამ შემთხვევაში სავარაუდო დარიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ შემცირებული გადასახადის თანხის ოდენობით; ბ) გადასახადის გადამხდელმა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ შეასრულა დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის ვალდებულება.
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბერის №996 ბრძანების 221 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საგადასახადო შემოწმების გარეშე განახორციელოს სავარაუდო დარიცხვა თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ:
ა) გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელდა გადასახადის თანხის უსაფუძვლო შემცირება;
ბ) პირს წარმოეშვა საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის ვალდებულება და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ წარადგინა საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (ავტომატური დეკლარირება).
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ავტომატური დეკლარირების შემთხვევაში მიიჩნევა, რომ პირმა წარადგინა საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება, რომლის საფუძველზეც გადასახდელად დასარიცხი გადასახადის/მოსაკრებლის თანხა საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელებული სავარაუდო დარიცხვის თანხის ტოლია. ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, სავარაუდო დარიცხვა შეიძლება შეიცვალოს შესწორებითი დარიცხვით:
ა) საგადასახადო შემოწმების შედეგების საფუძველზე მიღებული საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებით;
ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში –საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილებით;
გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის გზით. ამ შემთხვევაში, პირის მიერ წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება დაგვიანებულად წარდგენილად ჩაითვლება.
შესაბამის პერიოდში მოქმედი ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანების 106-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელი მოსაკრებლის გაანგარიშებას წარუდგენს საგადასახადო ორგანოს და იხდის კუთვნილ მოსაკრებელს: სასარგებლო წიაღისეულით (გარდა მინერალური წყლებით, მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლებით და ნახშირორჟანგით) სარგებლობისათვის – სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მიღების შემდეგ (იმ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიაზე, რომლითაც პირდაპირ არის განსაზღვრული მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის ჯამური, წლიური მაქსიმალური ან დღიური ოდენობა) – 6 თვეში ერთხელ, მაგრამ არა უგვიანეს მე-6 თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია გადაიხადოს მოსაკრებელი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მიღების შემდეგ, 6 თვეში ერთხელ, მაგრამ არა უგვიანეს მე-6 თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად, ხოლო იმ შემთხვევაში,თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურ ასათვისებელ მოცულობას, − ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით და ამავე ვადაში საგადასახადო ორგანოში წარადგინოთ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის გაანგარიშება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის დარიცხვა გულისხმობს საგადასახადო ორგანოს მიერ კონკრეტული საგადასახადო პერიოდისათვის გადასახადის თანხის აღრიცხვასა და ასახვას გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, რომლის წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ 2018-2019 წლები წარმოადგენს ხანდაზმულ პერიოდს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 23 თებერვლის N21- 11/15059 გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი საურავის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხულ საურავთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებითა და მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საურავი წარმოადგენს აღიარებულ საგადასახადო დავალიანებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად.
მითითებული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა აღნიშნულ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის “ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ ---- ----------ის (პ/ნ ---------------------) საჩივარი 2023 წლის 23 თებერვლის N21-11/15059 გადაწყვეტილების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
2. ფ/პ ---- ----------ის (პ/ნ ---------------------) საჩივარი საურავის ნაწილში დარჩეს განუხილველი;
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი ითხოვს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის დარიცხული მოსაკრებლისა და საურავის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის N42243-21-11 დასკვნის საფუძველზე ფ/პ-ის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელდა სავარაუდო დარიცხვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 661 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის და ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბერის №996 ბრძანების 221 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით . სავარაუდო დარიცხვის შესახებ პირს ეცნობა ელექტრონული შეტყობინებით 04.05.2021 წელს, რომელსაც გაეცნო 24.01.2023 წელს.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ბარათზე გადამხდელს ერიცხება დავალიანება და საურავი .
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა,ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით,შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელებულ სავარაუდო დარიცხვა შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
ხოლო, დარიცხული საურავი ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:4(1,2); 8(5"ა"); 61 (1,2"ა"); 661 (1"ბ") ; 301("ლ")
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბერის №996 ბრძანება 221(1) (2); (3); 106 (3);
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონი: 6 (1) (2).