ბრძანება N 5280

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.03.2023
№ დოკუმენტი 5280
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 5280

20.03.2023

------------------ის (ს/ნ-----------------------------)

(ფაქტ. მის.:----------------------------------------;

იურ. მის.: ----------------------------------------)

2023 წლის 24 თებერვლის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 მარტის სხდომაზე (ოქმი №24) განიხილა ------------------ის (ს/ნ-----------------------------) №34301/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება საბაჟო დეკლარაცია ფორმა 4-ებით დარიცხულ იმპორტის გადასახდელს და მასზე დარიცხულ საურავს.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 2022 წლის ნოემბრის თვეში ოჯახისა და პირადი მოხმარებისთვის გამოწერილი ამანათები საბაჟო დეპარტამენტმა ჩაუთვალა ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილად, რასაც არ ეთანხმება და ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ.“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობას და გადახდილი თანხის დაბრუნებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ ------ ------ეს 2021 წლის ---- ნოემბრიდან მიღებული ჰქონდა 242 გზავნილი. გამომდინარე აქედან მომჩივნის კუთვნილი საფოსტო გზავნილებით შემოტანილ საქონელს განესაზღვრა ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილის სტატუსი და დაექვემდებარა სავალდებულო დეკლარირებას.

ვინაიდან, ---- ---------ის სახელზე შემოტანილ საფოსტო გზავნილებში განთავსებული ნივთები ჩაითვალა ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილად, ის ვერ ისარგებლებდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათით. საფოსტო გზავნილებით შემოტანილ საქონელი დაექვემდებარა სავალდებულო დეკლარირებას და შეივსო №-----------, №--------------,, №--------------, №--------------, №--------------, №--------------, №--------------,№--------------, საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ები.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ საფოსტო გზავნილის შემთხვევაში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების შესაბამისი 300 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული საქონლის გარდა) იმპორტი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი არ არის.

ამავე საკანონმდებლო აქტის 309-ე მუხლის 132-ე ნაწილით დადგენილია, რომ 2026 წლის 1 იანვრამდე დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქონლის იმპორტი ამ კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ და „ო“ ქვეპუნქტების მოთხოვნების შესაბამისად, იმავე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის იმპორტისა.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის საფოსტო გზავნილით შემოტანისას ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლით, აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება და ცალკეული პირის გათავისუფლება გადასახადისაგან.

ამავე კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის. მე-2 ნაწილის შესაბამისად, საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. ამასთან, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.

დადგენილია, რომ -------- ------ეს 2021 წლის პირველი ნოემბრიდან მიღებული ჰქონდა 242 გზავნილი. შესაბამისად, მის სახელზე შემოტანილ საფოსტო გზავნილებში განთავსებული ნივთები ჩაითვალა ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილად, ის ვერ ისარგებლებდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათით დადაექვემდებარა სავალდებულო დეკლარირებას, რის შემდეგ შეივსო №-----------, №-----------, №-----------, №-----------, №-----------, №-----------, №-----------, №-----------, საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ები.

ამდენად, ვინაიდან სახეზე არ არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეღავათით სარგებლობის საფუძველი, ზემოაღნიშნული საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ებით დარიცხული იმპორტის გადასახდელები მართლზომიერია. ამასთან, ვინაიდან კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ იქნა გადახდილი გადასახადის გადასახდელი თანხა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად საურივის დარიცხვაც მართლზომიერად უნდა ჩაითვალოს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აღნიშნული საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ების შესაბამისად დარიცხული თანხა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. ------------------ის (ს/ნ-----------------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.