გადაწყვეტილება №25573/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25573/2/2025
01 ოქტომბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს -------------ო (ს/ნ --------------------)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----------ოს 4.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25573/2/2025).
დავის საგანი:
დაუბეგრავი ანგარიშ-ფაქტურების დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 28.05.2025 წლის №007-6 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 15.07.2025 წლის №15978 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 27 058.76 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 26 490.47
საურავი - 568.29
ფაქტების აღწერა
2025 წლის მარტის საანგარიშო პერიოდში მომჩივნის მიერ გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტების და ამავე პერიოდის დღგ-ის დეკლარაციის შესწავლის შედეგად, დეკლარირებულ მონაცემთან შედარებით გამოვლინდა სხვაობა. ელ. ანგარიშ-ფაქტურები ეა------ და ეა------ იდენტიფიცირებული იყო როგორც „დაუბეგრავი“. საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მომჩივანს დაერიცხა დღგ 26 490.47 ლარი, რაზეც გამოიცა 28.05.2025 წლის №007-6 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 15.07.2025 წლის №15978 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილით, 163-ე მუხლის პირველი ნაწილით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, 168-ე მუხლის პირველი ნაწილით, 180-ე მუხლის პირველი ნაწილით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“,„გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით,„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტით და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელმა საჩივარში არ წარმოადგინა საკუთარი პოზიცია და შესაბამისი არგუმენტები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია: ა) შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით; გ) საგადასახადო ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები და სააღრიცხვო დოკუმენტები; ე) შეასრულოს საგადასახადო ორგანოს და მისი უფლებამოსილი პირის კანონიერი მოთხოვნები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, აგრეთვე ხელი არ შეუშალოს ამ უფლებამოსილ პირს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 14.08.2025 წელს საქმეში წარმოდგენილი №--- წერილიდან ირკვევა, რომ პროგრამულ მოდულში „დაუბეგრავი დოკუმენტები“ მიმდინარე წლის 1 მაისს შესასწავლად შევიდა გადასახადის გადამხდელის 2025 წლის მარტის თვის საანგარიშო პერიოდის დოკუმენტები, კერძოდ ელ. ანგარიშ-ფაქტურები: ეა----, ეა------, დღგ-ის საერთო თანხა 26 490,47 ლარი რომელიც იდენტიფიცირებული იყო როგორც „დაუბეგრავი“. შესწავლილი იქნა მარტის თვის საანგარიშო პერიოდში გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტები და ამავე პერიოდის დღგის დეკლარაცია, შედეგად გამოვლინდა სხვაობა დღგ-ის თანხა 26 490,47 ლარი. დეკლარირებული აპრილის თვის დღგ-ის დეკლარაცია №----- ბიუჯეტში გადასახდელი დღგ-ის თანხა 0 ლარი.
2025 წლის მაისის თვეში გადამხდელთან განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია, ასევე გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება, განემარტა დასაბეგრი სხვაობის შესახებ და მოთხოვნილ იქნა დეკლარაციის დაზუსტება, რაზეც გადასახადის გადამხდელმა განაცხადა რომ დააზუსტებდა დეკლარაციას განსაზღვრულ ვადაში. თუმცა გადასახადის გადამხდელმა დეკლარაცია არ დააზუსტა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასაბეგრ სხვაობაზე საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე 28.05.2025 წელს გამოიცა ბრძანება №002563 რომლის მიხედვით მოხდა დღგ-ის თანხის 26 490,47 ლარის დარიცხვა.
ზემოთხსენებულ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, ვინაიდან მიუხედავად საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრის მოთხოვნისა, გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა დაზუსტებული დეკლარაცია, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დაუბეგრავი ანგარიშ-ფაქტურების დაბეგვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
2025 წლის მარტის საანგარიშო პერიოდში მომჩივნის მიერ გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტების და ამავე პერიოდის დღგ-ის დეკლარაციის შესწავლის შედეგად, დეკლარირებულ მონაცემთან შედარებით გამოვლინდა სხვაობა. ელ. ანგარიშ-ფაქტურები იდენტიფიცირებული იყო როგორც „დაუბეგრავი“. საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მომჩივანს დაერიცხა დღგ 26 490.47 ლარი, რაზეც გამოიცა წლის №007-6 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №15978 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
ზემოთხსენებულ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, ვინაიდან მიუხედავად საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრის მოთხოვნისა, გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა დაზუსტებული დეკლარაცია, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 69(1); 158(1); 159(1 „ა“ და „ბ);