ბრძანება N 11257

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.05.2024
№ დოკუმენტი 11257
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 11257

15 მაისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------“ (პ/ნ---------)

(მის.: ---------)

2023 წლის 28 დეკემბრის და 2024 წლის 30 აპრილის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის პირველი მაისის სხდომაზე (ოქმი №49) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 28 დეკემბრის №---------- (რეგ. №----------) საჩივარი და 2024 წლის 30 აპრილის №---------- დაზუსტებული საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 დეკემბრის №---------- კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ შემოწმებას წარუდგინა საბუღალტრო პროგრამა ორისის ამონარიდი შესამოწმებელ პერიოდზე (01//01/2019-01/06/2022 საანგარიშო პერიოდზე), ასევე წარადგინა მთელი რიგი დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ დარიცხვის უსაფუძვლობას. საბუღალტრო პროგრამა ორისის სასტარტო ნაშთებში 01/01/2019 წლის მდგომარეობით კომპანიას ---------- მიმართ გააჩნია ვალდებულება 1 899 602,54 ლარი, რაც ასახულია ანგარიში 3490-ის (სხვა დარიცხული ვალდებულებების) ქვეანგარიშზე 3490-11 ----------. წარმოდგენილ საანგარიშო პერიოდში, ორისის პროგრამაში ---------- ბარათიდან ჩანს კომპანიაზე რიცხული სხვადასხვა ვადებულებების დაფარვა (შემცირება), რაც ასახულია ანგარიში 3490-11-ზე (სხვა დარიცხული ვადებულები).

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 26 ივნისის №14596 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივრები. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ---------- მტკიცებულებები ვალთან დაკავშირებით;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 26 ივნისის №14596 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 10 ნოემბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 7 დეკემბრის №006-616 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

ზემოაღნიშნული კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 24 იანვრის №1028 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 23 აპრილის №22101/2/2024 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 24 იანვრის №1028 ბრძანება და საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 23 აპრილის №22101/2/2024 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა აღნიშნა, რომ აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა ყველა დოკუმენტაცია, რომლითაც ჩანს, რომ კომპანიას ----------- მიმართ, რომელიც არის კომპანიის დამფუძნებელი, გააჩნია ვალდებულება, შემმოწმებელი აუდიტორი აღნიშნავს, რომ დავალიანება წარდგენილი დოკუმენტებით ჩანს, მაგრამ კომპანიის მიერ ---------- მიმართ თუ არის ეს დავალიანება გაურკვეველია. ვალდებულება ---------- მიმართ შემცირდა, მაგრამ 25 000 ლარი დამატებით გადაიხადა სხვაობიდან გამომდინარე, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი შევიდა ახალ კომპანიაში 51%-იანი წილით დამფუძნებლად, ანუ ერთი კომპანია ჩაანაცვლა ახალი კომპანიით, ---------- მიმართ კიდევ დარჩა ვალდებულება, იყიდა წილი და არა ქონება. კომპანიას ---------- მიმართ დავალიანება აქვს 2019 წლიდან, რომელსაც შეჰქონდა თანხები როგორც დამფუძნებელს, რომელი თანხებითაც მოხდა შენობის შეძენა, რესტავრაცია, მთელი რიგი სამუშაოების განხორციელება, კომპანიას სხვა დავალიანება არ ქონია. მისთვის გაუგებარია რა მოგებაზეა საუბარი, რა ზარალი მიიღო სახელმწიფომ, როცა ორივე კომპანიის წილი ---------- და სხვა ბენეფიციარი არ არის.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შესწავლილი იქნა ყველა დოკუმენტი რაც იქნა წარდგენილი, დგინდება, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირზე იქნა გასხვისებული წილი, არსად არ ჩანს და არ დასტურდება დოკუმენტურად, რომ კომპანიას ვალი ქონდა ---------- მიმართ, წარდგენილ ფინანსურ ანგარიშგებაში კი წერია აღნიშნული, მაგრამ დოკუმენტი არ არსებობს იმის თაობაზე, რომ ---------- მიმართ კომპანიას აქვს ვალი, არ დასტურდება, რომ ვალდებულება იყო რეალური და გაიქვითა ხელშეკრულების საფუძველზე.

საბჭო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივარი განხილული იქნა მომჩივნის მონაწილეობის გარეშე და გადაწყვეტილება მიღებული იქნა მომჩივნის პოზიციების მოსმენის გარეშე.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა.

საბჭო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მხარეთა არგუმენტაციის საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაცია და არგუმენტები, კერძოდ, გადამხდელი განმარტავს, რომ შპს „----------“ ფ/პ ---------- მიმართ გააჩნდა კრედიტორული დავალიანება 2 261 506.13 ლარი, რაც დასტურდება მათ მიერ დადებული შეთანხმებით. იმ არგუმენტთან დაკავშირებით, რომ გადამხდელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხებით საგადასახადო ვალდებულებები გადაიხადა არ შეესაბამება რეალობას, ვინაიდან გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათით 01.01.2019-09.11.2023 საანგარიშო პერიოდებში სულ ბიუჯეტში გადახდილი აქვს 251.24 ლარი (ინკასოს მეშვეობით), ამასთანავე წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება ფ/პ ---------- შპს „----------“ სესხის გაცემა. არ არის წარმოდგენილი საბანკო ამონაწერი, რითაც შესაძლებელია დაფიქსირებულიყო აღნიშნული თანხების მიღება და გახარჯვა შპს „----------“ მიერ, ამასთან, 2010 წლიდან 2021 წლის ივლისის ჩათვლით რა პერიოდისათვის მოახდინა შპს „----------“ ზემოხსენებული წილის რეალიზაცია. დოკუმენტურად გაწეული ხარჯი შეადგენს 556 272.26 ლარს, ხოლო საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების შესაბამისად ხელფასების გაცემა აღარ ხდება 2009 წლის სექტემბრის თვის შემდეგ. გადამხდელის მიერ მტკიცებულებად წარმოდგენილია ცხრილი სადაც აფიქსირებენ რომ სესხი გაცემულია ფ/პ ---------- მიერ შპს „----------“ 01.01.2009 წელს 1 022 355 ლარის ოდენობით, რაზეც არანაირი დადასტურება ხელმოწერა ან ბეჭედი არ ფიქსირდება. ამასთანავე, შპს „----------“ დეკლარირებულ ყოველთვიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში ფიქსირდება გაცემული პროცენტები, განაცემთა ინფორმაციაში სესხებზე გადახდილი პროცენტების დაბეგვრა მცირე ოდენობით დეკლარირებულია ფ/პ ----------, ხოლო ფ/პ ---------- არ ფიქსირდება. აღნიშნული არგუმენტების ანალიზის მიზნით შესწავლილ იქნა შემოწმებისათვის არსებული ყველა ინფორმაცია, იმისათვის, რომ დადგენილიყო რეალურად სესხის მიღება და დადებითი დინამიკა სესხის ათვისებით, რაც რეალურად არ ფიქსირდება და 2009 წლის იანვრიდან დღემდე შპს „----------“ დეკლარირებული ბრუნვა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით შეადგენს მხოლოდ 502 810.20 ლარს მუდმივად კლებადი დინამიკით. გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გადამხდელმა ვერ დაადასტურა თავისი არგუმენტები. არსებული მასალებით შეუძლებელია დარიცხვის კორექტირება, შესაბამისად დარიცხული თანხები არ დაკორექტირდა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი, ვინაიდან გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გადამხდელმა ვერ დაადასტურა თავისი არგუმენტები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივრებში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელი საჩივრებში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ შემოწმებას წარუდგინა საბუღალტრო პროგრამა ორისის ამონარიდი შესამოწმებელ პერიოდზე (01//01/2019-01/06/2022 საანგარიშო პერიოდზე), ასევე წარადგინა მთელი რიგი დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ დარიცხვის უსაფუძვლობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაცია და არგუმენტები, იმ არგუმენტთან დაკავშირებით, რომ გადამხდელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხებით საგადასახადო ვალდებულებები გადაიხადა არ შეესაბამება რეალობას, ვინაიდან გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათით 01.01.2019-09.11.2023 საანგარიშო პერიოდებში სულ ბიუჯეტში გადახდილი აქვს 251.24 ლარი (ინკასოს მეშვეობით), ამასთანავე წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება ფ/პ გან შპს-ს თვის სესხის გაცემა. არ არის წარმოდგენილი საბანკო ამონაწერი, რითაც შესაძლებელია დაფიქსირებულიყო აღნიშნული თანხების მიღება და გახარჯვა შპს მიერ. გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გადამხდელმა ვერ დაადასტურა თავისი არგუმენტები. არსებული მასალებით შეუძლებელია დარიცხვის კორექტირება, შესაბამისად დარიცხული თანხები არ დაკორექტირდა.

 

გადაწყვეტილება

საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:302(2);304 (21);