ბრძანება N 16043

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.07.2023
№ დოკუმენტი 16043
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 16043

05 ივლისი 2023

შპს „---’’-ის (ს/ნ ---)

(მის.: --- ) 2023 წლის 8 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 3 ივლისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №70) განიხილა შპს „---’’-ის (ს/ნ ---) №80870/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 აპრილის №006-122 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას. კერძოდ, არ ეთანხმება საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების და სალაროში არსებული არაგონივრული ნაშთის დირექტორებზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა მთელი რიგი დოკუმენტაცია, რაც უნდა გამხდარიყო დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი. მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არასრულად შეასრულა შემოსავლების სამსახურის დავალება, კერძოდ სათანადოდ არ შეისწავლა წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. მიუთითებს, რომ შესამოწმებელ პერიოდთან დაკავშირებით არ არსებობდა არანაირი წინაპირობა და სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ გამოყენებულიყო შემოსავლების სამსახურის N22708 ბრძანებით დამტკიცებული ,,სალაროში ნაღდი ფულის შესახებ’’ მეთოდური მითითება. მიაჩნიათ, რომ საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არასამართლიანია და წინააღმდეგობაში მოდის შესამოწმებელი პერიოდის საკანონმდებლო ნორმების გამოყენებასთან. აცხადებს, რომ ამ მხრივ გასათვალისწინებელია იდენტური სახის დავასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება/განჩინება (Nბს-1210 (2კ-21). საჩივარში მოყვანილი აქვს ამონარიდი სასამართლოს გადაწყვეტილებიდან სალაროში ფულადი ნაშთის უპროცენტო სესხად განხილვასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ ფულადი აქტივის სალაროში უმოძრაოდ არსებობა ვერ გახდება ამ ოპერაციისთვის კანონსაწინააღმდეგო ხასიათის მინიჭების და საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის საფუძველი. ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას და ასევე, სადავო საგადასახადო მოთხოვნის თანმდევ ადმინისტრაციულ აქტებთან ერთად ბათილად ცნობას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 16 დეკემბრის №31664 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 4 ივლისის №006-246 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2022 წლის 12 აგვისტოს საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

,,1. შპს „---’’-ის (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების და სალაროში არსებული არაგონივრული ნაშთის დირექტორებზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის მტკიცებულებები საწარმოს 100%-იანი წილის მფლობელის (---) მიერ კაპიტალში განხორციელებული შენატანის და შპს ,,---’’ გაცემულმა სესხის თაობაზე.

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის შეისწავლოს ტექნიკური უზუსტობები და საჩივარზე თანდართული მასალები) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.’’

 

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 16 დეკემბრის №31664 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 21 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 3 707 ლარით, მათ შორის გადასახადი 319 ლარით, ჯარიმა 3 388 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 5 აპრილის №006-122 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

 გადაანგარიშების განხორციელების პერიოდში გადამხდელის მიერ ელექტრონული ფოსტის საშუალებით წარმოდგენილი იქნა საწარმოს კაპიტალში თანხების შეტანის შესახებ კრების ოქმებისა და სალაროს შემოსავლის ორდერების ასლები. აღნიშნული ინფორმაცია არ არის ასახული საწარმოს სააღრიცხვო მასალებში (რომლითაც იხელმძღვანელა შემოწმებამ). კერძოდ, აღნიშნული თანხები არ მონაწილეობს ფულის მოძრაობაში. აღნიშნული გამოიწვევდა ფულადი ნაშთის ზრდას 558 536 ლარით, რაც აღემატება საწარმოს 100%-იანი წილის მფლობელზე გაცემულად აღრიცხულ ფულად სახრებს 406 696 ლარით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, შემოწმებით აღნიშნულ საკითხში საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი.

საჩივარზე თანდართულია სესხის ხელშეკრულება (ასლი), თუმცა გადაანგარიშების განხორციელების პერიოდში შემოწმებისათვის ვერ იქნა წარმოდგენილი შპს ,,---თან’’ (ს/ნ ---) გაფორმებული ურთიერთშედარების აქტი შესამოწმებელ პერიოდზე და სხვა საკმარისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა. რაც შეეხება სატრანზიტო ანგარიშზე არსებულ ნაშთებს, სააღრიცხვო პროგრამიდან დაექსელებული ბარათების მიხედვით, კომპანიის მიერ აღნიშნული თანხა აღრიცხულია, როგორც

ვალდებულება დამფუძნებლების მიმართ სადებეტო ნაშთად 257 828 ლარი, რაც შემოწმების მიერ განხილულ იქნა დამქირავებლის მიერ საწარმოს დირექტორებზე გაცემულ უპროცენტო სესხად, რაც დაიბეგრა საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნულ თანხებთან მიმართებით, გადაანგარიშების მიმდინარეობისას ვერ იქნა წარმოდგენილი საკმარისი არგუმენტაცია/მტკიცებულებები. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.

 შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, გადაანგარიშებით გასწორებულ იქნა ტექნიკური ხარვეზით გამოწვეული უზუსტობა. კერძოდ, სალარაში არსებული ფულის ნაშთის ოდენობები კალენდარული თვეების შესაბამისად, რომლის შედეგად შემცირდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები სულ 3707 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხა შემცირდა 319 ლარით, ხოლო ჯარიმა 3388 ლარით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ კაპიტალში განხორციელებულ შენატანთან დაკავშირებით გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არ არის ასახული საწარმოს სააღრიცხვო მასალებში, რომლითაც შემოწმებამ იხელმძღვანელა. შესაბამისად, აღნიშნული თანხები არ მონაწილეობს ფულის მოძრაობაში. აღნიშნული გამოიწვევდა საგადასახადო ვალდებულებების დამძიმებას. ასევე, შპს ,,---ზე’’ გაცემულ სესხთან დაკავშირებით, გადაანგარიშების განხორციელების პერიოდში შემოწმებისათვის ვერ იქნა წარმოდგენილი შპს ,,---თან’’ გაფორმებული ურთიერთშედარების აქტი შესამოწმებელ პერიოდზე და სხვა საკმარისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. რაც შეეხება სატრანზიოტო ანგარიშზე არსებულ ნაშთებს, აღნიშნულ თანხებთან მიმართებით, გადაანგარიშების მიმდინარეობისას ვერ იქნა წარმოდგენილი საკმარისი არგუმენტაცია/მტკიცებულებები. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა. გადაანგარიშების შედეგად, გასწორებულ იქნა ტექნიკური ხარვეზით გამოწვეული უზუსტობა, კერძოდ, სალაროში არსებული ფულის ნაშთის ოდენობები კალენდარული თვეების შესაბამისად, რომლის შედეგად შემცირებულ იქნა საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები სულ 3707 ლარის ოდენობით.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---’’-ის (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას. კერძოდ, არ ეთანხმება საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების და სალაროში არსებული არაგონივრული ნაშთის დირექტორებზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 16 დეკემბრის №31664 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 21 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 3 707 ლარით, მათ შორის გადასახადი 319 ლარით, ჯარიმა 3 388 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 5 აპრილის №006-122 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302 (6); 304 (21).