ბრძანება N 20460

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.09.2025
№ დოკუმენტი 20460
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20460

18 სექტემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ----------------ის (ს/ნ -------------------)

(მის: ------------------------------------------)

2025 წლის 27 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 12 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №76) განიხილა ი/მ ----------------ის (ს/ნ -------------------) №25740/2/2025 საჩივარი, რომლითაც მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2025 წლის 26 აგვისტოს №000- 317 საგადასახადო მოთხოვნას (2025 წლის 26 აგვისტოს N011-306/4 ბრძანება).

 

ფაქტების აღწერა:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 22 აგვისტოს №18791 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი/მ ----------------ის (ს/ნ -------------------) საჩივარი. კერძოდ, მომსახურების დეპარტამენტს დაევალა, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის N9021 ბრძანების გათვალისწინებით, შეესწავლა სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა სადავო ოქმით დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).

მომსახურების დეპარტამენტის მიერ გადაანგარიშება არ განხორციელდა შემდეგი გარემოებებიდან გამომდინარე:

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 22 აგვისტოს №18791 და 2022 წლის 11 აპრილის N9021 ბრძანების დანართი N2-ის მესამე პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, სადავო საკითხის შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, ი/მ ----------------ს (ს/ნ -------------------) უარი ეთქვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შეფარდებული, მომსახურების დეპარტამენტის 2025 წლის 31 ივლისის №011-306 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისაგან გათავისუფლებაზე, ვინაიდან სამართალდარღვევის ოქმის შედგენამდე (31.07.2025წ.) წარმოდგენილი არ ჰქონდა დღგ-ის შესაბამისი დეკლარაციები 2023 წლის ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით, 2024 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით, 2025 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით.

აღნიშნულზე გამოიცა მომსახურების დეპარტამენტის 2025 წლის 26 აგვისტოს N011-306/4 ბრძანება და №000-317 საგადასახადო მოთხოვნა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მეექვსე ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ პირი არ აკმაყოფილებდა 2022 წლის 11 აპრილის N9021 ბრძანების დანართი N2-ის მესამე პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია, მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 22 აგვისტოს №18791 ბრძანების აღსრულების მიზნით და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. ამდენად, მომსახურების დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ ----------------ის (ს/ნ -------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის №000- 317 საგადასახადო მოთხოვნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის №18791 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მომჩივანის საჩივარი.მომსახურების დეპარტამენტს დაევალა, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის N9021 ბრძანების გათვალისწინებით, შეესწავლა სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სადავო ოქმით დარიცხული ჯარიმის კორექტირება .

მომსახურების დეპარტამენტის მიერ გადაანგარიშება არ განხორციელდა. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 22 აგვისტოს №18791 და 2022 წლის 11 აპრილის N9021 ბრძანების დანართი N2-ის მესამე პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, სადავო საკითხის შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე მომჩივანს უარი ეთქვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შეფარდებული, მომსახურების დეპარტამენტის №011-306 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისაგან გათავისუფლებაზე, ვინაიდან სამართალდარღვევის ოქმის შედგენამდე წარმოდგენილი არ ჰქონდა დღგ-ის შესაბამისი დეკლარაციები 2023 წლის ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით, 2024 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით, 2025 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით. აღნიშნულზე გამოიცა მომსახურების დეპარტამენტის N011-306/4 ბრძანება და №000-317 საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია, მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 22 აგვისტოს №18791 ბრძანების აღსრულების მიზნით და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. ამდენად, მომსახურების დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21);