ბრძანება N 6425

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 25.03.2024
№ დოკუმენტი 6425
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი, აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 6425

25 მარტი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------ის“ (ს/ნ --------------)

(ფაქტ. მის.: ------------------------;

იურ. მის.:--------------------------)

2024 წლის 11 მარტის საჩივრის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 21 მარტის სხდომაზე (ოქმი №30) განიხილა შპს „---------ის“ (ს/ნ --------------) 2024 წლის 11 მარტის №40461/21 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 31 დეკემბრის №006-1139 და 2023 წლის 19 ოქტომბრის №006-530 საგადასახადო მოთხოვნებს, ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 12 ივნისის №011-2721 ბრძანებას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და 6 ივლისის №011-2721/1 ბრძანებას ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 12 ივნისის №011- 2721 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივნისის №2023/011-2721/1, 10 ივლისის №2023/011-2721/2, 26 ივლისის №2023/011-2721/3 და 27 ნოემბრის №2023/011-2721/4 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტებს და ითხოვს დავის განახლებას/დაწყებას ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი ითხოვს ახლად აღმოჩენილი გარემოების გათვალისწინებით დავის განახლებას/დაწყებას და დარიცხული თანხების შემცირებას. განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების შედეგებს არ დაეთანხმა „-------“-ის ექსპერტი და შეადგინა 2024 წლის 7 მარტის №14 ექსპერტიზის დასკვნა. დასკვნის მიხედვით, საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის - არაპირდაპირი მეთოდით, მასალები შემდგომი გადაანგარიშების მიზნით უნდა დაბრუნდეს საგადასახადო სისტემას, შესაბამისი ორგანოების მიერ შემოსავლებისა და ხარჯების - პირდაპირი მეთოდების გაანგარიშებისათვის და ამის შემდეგ უნდა მოხდეს - გადასახადების დარიცხვა. შესაბამისად, საკითხი უნდა დაბრუნდეს შემოსავლების სამსახურში, რათა გადასახადების დარიცხვა განხორციელდეს წარმოდგენილი საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემებზე დაყრდნობით და აღნიშნულის საფუძველზე განხორციელდეს დარიცხული გადასახადების გადაანგარიშება. გადამხდელის განმარტებით, ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას, რაც დავის დაწყების/განახლების საფუძველია.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 23 მარტის №8261 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---------ის“ (ს/ნ --------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე, 2021 წლის 30 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზეც გამოიცა 2021 წლის 31 დეკემბრის №006-1139 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში და განხილვის შედეგებზე გამოიცა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 11 ივლისის №18154 ბრძანება საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 11 ივლისის №18154 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 25 აპრილის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას ვინაიდან საგადასახადო დავალიანებაზე გადასახადის გადამხდელსა და შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება.

ამასთან, საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 ივნისის №15251 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---------ის“ (ს/ნ --------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზეც გამოიცა 2023 წლის 19 ოქტომბრის №006-530 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში არ გასაჩივრებულა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების ან მტკიცებულების საფუძვლით დავის დაწყების/განახლების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 31 დეკემბრის №006-1139 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის მე-8 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო კონტროლის შედეგად დამატებით დარიცხული თანხის (საგადასახადო დავალიანების) შემცირების შესახებ საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემდეგ დაუშვებელია გადასახადის გადამხდელის მიერ დავის დაწყება ან განახლება ახლად აღმოჩენილი/ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2022 წლის 31 ოქტომბრის №1987 განკარგულების საფუძველზე შპს „---------სა“ (ს/ნ --------------) და შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმდა 2022 წლის 28 ნოემბრის №ა653-21 საგადასახადო შეთანხმება, მ.შ. გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიუთითებს რომ სახეზეა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის მე-8 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ახლად აღმოჩენილი/ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის განახლებაზე უარის თქმის საფუძველი.

 

აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ოქტომბრის №006-530 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლზე, რომლის თანახმად:

6. 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით.

7. ნაწილის თანახმად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი ვალდებულია, დაამტკიცოს, რომ კონკრეტული გარემოება, რომელსაც იგი ემყარება დავის დაწყების/განახლების მოთხოვნისას, ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებაა და აღნიშნული გარემოების შესახებ არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადამხდელის მიერ საჩივარში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები არ არის ისეთი გარემოებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე. ამდენად, წარმოდგენილი გარემოებები/მტკიცებულებები არ წარმოადგენს ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის დაწყების/განახლების საფუძველს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის დაწყების საფუძველი. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 12 ივნისის №011-2721 ბრძანებასთან ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, 6 ივლისის №011-2721/1 ბრძანებასთან ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 12 ივნისის №011- 2721 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივნისის №2023/011-2721/1, 10 ივლისის №2023/011-2721/2, 26 ივლისის №2023/011-2721/3 და 27 ნოემბერს №2023/011-2721/4 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტებთან დაკავშირებით საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე, ხოლო ამ კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში - გაცნობისთანავე ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30-ე დღეს, თუ ამ ვადაში ადრესატი შეტყობინებას არ გასცნობია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივარის ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

შემოსავლების სამსახური ეყრდნობა საქმეში არსებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

. ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 12 ივნისის №011-2721 ბრძანებას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2023 წლის 13 ივნისს.

. ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ივლისის №011-2721/1 ბრძანებას ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 12 ივნისის №011- 2721 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2023 წლის 7 ივლისს.

. ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივნისის №2023/011-2721/1 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2023 წლის 19 ივნისს.

. ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 10 ივლისის №2023/011-2721/2 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2023 წლის 10 ივლისს.

. ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 26 ივლისის №2023/011-2721/3 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2023 წლის 31 ივლისს.

. ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 27 ნოემბერს №2023/011-2721/4 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2023 წლის 27 ნოემბერს.

შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2024 წლის 11 მარტს.

მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარმოუდგენია პოზიცია გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვევასთან დაკავშირებით, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შპს „---------ის“ (ს/ნ --------------) საჩივარი ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 12 ივნისის №011-2721 ბრძანებასთან ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, 6 ივლისის №011-2721/1 ბრძანებასთან ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 12 ივნისის №011- 2721 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივნისის №2023/011-2721/1, 10 ივლისის №2023/011-2721/2, 26 ივლისის №2023/011-2721/3 და 27 ნოემბერს №2023/011-2721/4 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტებთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე და 301-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---------ის“ (ს/ნ --------------) საჩივარი ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის დაწყების/განახლების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

2. შპს „---------ის“ (ს/ნ --------------) საჩივარი ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 12 ივნისის №011-2721 ბრძანებასთან ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, 6 ივლისის №011-2721/1 ბრძანებასთან ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 12 ივნისის №011- 2721 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივნისის №2023/011-2721/1, 10 ივლისის №2023/011-2721/2, 26 ივლისის №2023/011-2721/3 და 27 ნოემბერს №2023/011-2721/4 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტებთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველი;

3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი ითხოვს ახლად აღმოჩენილი გარემოების გათვალისწინებით დავის განახლებას/დაწყებას და დარიცხული თანხების შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №8261 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზეც გამოიცა №006-1139 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში და განხილვის შედეგებზე გამოიცა შემოსავლების სამსახურის №18154 ბრძანება საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე. შემოსავლების სამსახურის №18154 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას ვინაიდან საგადასახადო დავალიანებაზე გადასახადის გადამხდელსა და შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება.

ამასთან, საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №15251 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზეც გამოიცა №006-530 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში არ გასაჩივრებულა.

 

გადაწყვეტილება

აუდიტის დეპარტამენტის №006-1139 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს რომ სახეზეა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის მე-8 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ახლად აღმოჩენილი/ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის განახლებაზე უარის თქმის საფუძველი.

ხოლო,აუდიტის დეპარტამენტის №006-530 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის დაწყების საფუძველი. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ამასთან,ვალის მართვის დეპარტამენტის №011-2721 ბრძანებასთან ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, №011-2721/1 ბრძანებასთან ვალის მართვის დეპარტამენტის №011- 2721 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, ვალის მართვის დეპარტამენტის №2023/011-2721/1, №2023/011-2721/2, №2023/011-2721/3 და №2023/011-2721/4 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტებთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 293(5.8 „ბ“); 299(1.10); 301( „ე“);